განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100118002554446
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002554446

საქმე №1ბ/515-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ და-----–------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

და-----–------ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისში, პ---------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

და-----–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და-----–------ას სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.

 

და-----–------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

და-----–------ა და ია-------–-–---–ი 2007 წლის 13 იანვრიდან იმყოფებიან არარეგისტირებულ ქორწინებაში. 2017 წლის მაისის თვეში, თბილისში, პ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და-----–------ამ მეუღლეს - ია-------–-–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოხატა ლანძღვასა და გინებაში, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა - და-----–------ას მიერ ია-------–-–---–ისთვის მარჯვენა ფეხის ბარძაყში სკამის ერთხელ ჩარტყმაში. და-----–------ას დანაშაულებრივი ქმედებით ია-------–-–---–ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

და-----–------ა მეუღლეს, ია-------–-–---–ს 2017 წლის მაისიდან თითქმის ყოველ დღე სისტემურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი არასრულწლოვანი შვილების - ლუ-------------–-----–--------ის თანდასწრებით. და-----–------ა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ია-------–-–---–ს ეუბნებოდა, რომ მისი, როგორც ქალის მოვ--–-ობაა სახლის დალაგება და ბავშვების მოვლა, რასაც ი--- არ აკეთებს. და-----–------ა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად ია-------–-–---–ს აფურთხებდა, აგინებდა უშვერი სიტყვებით და ამცირებდა მისი გარეგნობის გამო. ასევე, და-----–------ა თავის არასრულწლოვან შვილს, ნი----–-----–------ას ასწავლიდა, რომ დედის მიმართ განეხორციელებინა ფიზიკური ძალადობა. და-----–------ას დანაშაულებრივი ქმედებით ია-------–-–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავდებულმა და-----–------ამ რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სამართალწარმოებისას არასწორად იქნა შეფასებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო მის დამნაშავედ ცნობას. მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ასევე სასამართლოს განაჩენში მითითებული არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აპელანტის განმარტებით, მას საკუთარი მეუღლის - ია-------–-–---–ისათვის არასდროს მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებული ია-------–-–---–ის ჩვენებები, რადგან თვით ბრალდების მხარემ შეიტანა ეჭვი მის მიერ მიცემულ ჩვენებების რეალობაში, გამოითხოვა მისი ავადმყოფობის ისტორია და დანიშნა ამბოლატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ია-------–-–---–ის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა და საჭიროდ მიიჩნია ია-------–-–---–ის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ამბოლატორიული გამოკვლევით შეუძლებელი იყო ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარემ არ დანიშნა აღნიშნული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რაც აუცილებელი იყო საქმეზე ობიექტური და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული ექსპერტიზის ჩაუტარებლობით, ასევე, პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა, შეეძლო თუ არა ია-------–-–---–ს ანგარიში გაეწია საკუთარი თავისათვის ან/და ეხელმძღვანელა მისთვის და არასარულწლოვანი შვილებისთვის. 2017 წლის მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით, აპელანტმა მიუთითა, რომ ბრალდება დაეყრდნო დაზარალებულ ია-------–-–---–ის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ია-------–-–---–ის ძმის - ვა---–-----–-–---–ის ჩვენებებს და ია-------–-–---–ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. აპელანტი მიუთითებს, რომ ვა---–-----–-–---–ის ჩვენება არის ირიბი მტკიცებულება. 2017 წლის 05 ივნისს, ექსპერტიზის ჩატარების დღეს ია-------–-–---–მა ექსპერტს განუმარტა, რომ და-----–------ას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ია-------–-–---–ი კონფლიქტის სავარაუდო თარიღად უთითებს 2017 წლის 20 მაისს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დრო არის 2017 წლის 05 ივნისი. დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა ია-------–-–---–ს, ხანდაზმულობით შეესაბამება 5-9 დღეს. ია-------–-–---–ისთვის დაზიანების მიყენების დღიდან კი გასული იყო 15 დღეზე მეტი. აპელანტის განმარტებით, არასრულწლოვნების - ლ--- და ნი----–-----–------ების ჩვენებები არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან მათში აშკარად იგრძნობა დედის ზეგავლენის კვალი. რაც შეეხება, პოლიციის თანამშრომლებს, მათ ჩვენებების მისცეს მხოლოდ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ამდენად, მათი ჩვენებებით არ დასტურდება და-----–------ას მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ და-----–------ას მოსაზრებას, წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება და-----–------ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ ია-------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2007 წლიდან არის და-----–------ასთან ქორწინებაში, ჰყავთ სამი შვილი - 7 წლის ნ-----–-----, 5 წლის ლ---- და 2 წლის ნ---. მეუღლე იყო მის მიმართ აგრესიული და ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. იგი აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, ურტყამდა როგორც ხელებით, ასევე ფეხებით, ეუბნებოდა, რომ იყო ჩლუნგი, დაუნი, მის გარეშე არაფერს წამოადგენდა და მუქარის ქვეშ აიძულებდა ნების საწინააღმდეგო გაუკუღმართებული ფორმით დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი. 2014 წლის იანვრის თვეში, მეუღლის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, რამდენიმე თვით საცხოვრებლად წავიდა ძმასთან ახალციხეში და შემდეგ, შვილების გამო ისევ მეუღლესთან დაბრუნდა. მიუხედავად მათი გაჭირვებისა, და-----–------ა აზარტული თამაშების გამო თანხას არამიზნობრივად ხარჯავდა და ხშირად შვილებთან ერთად ის ულუკმაპუროდაც დარჩენილა. 2017 წლის მაისის ბოლოს, როდესაც უფროს შვილს აჭმევდა, მასთან ერთად იყო და-----–------აც. მეუღლემ კამათი დაუწყო საყოფაცხოვრებო თემაზე, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შემდეგ და-----–------ამ აიღო სკამი, ესროლა მას, რომელიც მოხვდა ბარძაყში და განიცადა ტკივილი. მომხდარის შესახებ გამოძიებას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, რადგან ისევ ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას. როდესაც დარეკა სახალხო დამცველის აპარატში, ურჩიეს, მიემართა პოლიციისათვის. ია-------–-–---–ის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატური ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, რომელსაც აყენებდა და-----–------ა, განიცდიდა ტანჯვას.

 

აპელანტი მთავარ აქცენტს სააპელაციო საჩივარში აკეთებს სწორედ დაზარალებულ ია-------–-–---–ის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, ასევე მისი ფსიქიკური მდგომარეობის სათანადოდ შესწავლის მიზნით სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩაუტარებლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, მკვეთრად ვლინდება ოჯახში ძალადობის სხვადასხვა სახის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური) გამოვლინებანი, რომელიც გულისხმობს მაკონტროლებელ, იძულებით და მუქარის შემცველ ქცევებს; ასევე, იკვეთება ოჯახში ძალადობის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ზიანი, როგორც ბენეფიციართან (ია-------–-–---–ი), ასევე ბავშვებთან. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის გამცემმა ფსიქოლოგმა ნი-----–--------------ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ თავშესაფარში ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევდა ია-------–-–---–ს და მის შვილებს. შეფასების ფაზაში გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის ნიშნები და გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმის სიმპტომატიკა. ი--- განგრძობითი ხასიათის ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის და-----–------ას მხრიდან როგორც ფიზიკური, ეკონომიკური, ისე სექსუალური სახით. მათი მხრიდან, დიდი აქცენტი კეთდებოდა აზარტულ თამაშებზე. ბავშვები ამბობდნენ, რომ მამა უყვიროდა დედას, ლანძღავდა და ართმევდა ფულს, ასევე ბავშვები ამბობდნენ, რომ მამა ამის გამო ხშირად აგდებდა დედას სახლიდან. აღნიშნული არის ოჯახში ძალადობის კომპონენტი ეკონომიკური კუთხით. სიტყვები, რომლებითაც დ----- ი---ს ამცირებდა - დებილი, დეგენერატი, თავდაპირველად იყო ბავშვების ლექსიკონშიც, ისინი თავშესაფარში მყოფ ბავშვებს მიმართავდნენ ასე და აშინებდნენ მამით. ასევე, ი---სთან მიმართებით იყო ინტიმური და სექსუალური კუთხით ძალადობა, რასაც ქალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ინტერვიუებით და დაკვირვებით გამოვლინდა, რომ ფსიქოლოგიური ზიანი იყო მაღალი ოჯახური ძალადობის გამო, როგორც ი---ს, ისე ბავშვების მიმართ. ბავშვები ქაოტურად საუბრობდნენ, როგორ ჩაარტყა სკამი დედას, უქნევდა ხელებს. ნ-----–----- ამბობდა, რომ ეუბნებოდა მამა, დაერტყათ დედისათვის, ასევე აფიქსირებდნენ, რომ აფურთხებდა მას. ი---ს ჰქონდა ე. წ. გაშეშება, ამ დროს ქალს შეეძლო 20-30 წუთი მჯდარიყო გაუნძრევლად და აბსოლუტურად უკონტაქტო ყოფილიყო, რაც განგრძობითი ძალადობისათვის დამახასიათებელი მდგომარეობაა, ასევე არის დამცირების გამოძახილი, რომ მას არაფერი შეუძლია. დ-----ს ძალადობრივი ქცევები, რაც მას აქვს არჩეული, შესაძლოა გამოწვეული იყოს წარსულში გადატანილი სერიოზული ტრავმებით და ესაჭიროება ფსიქოლოგიური მომსახურება.

 

პალატას მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიური შემოწმების დასკვნისა და ფსიქოლოგის მიერ ია-------–-–---–ის მდგომარეობის ასე ნათლად გაშუქების შემდეგ, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის ავტორის აპელირება ია-------–-–---–ის ფსიქიკური მდგომარეობის შესამოწმებლად სტაციონარული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობის და ამის გამო გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების თაობაზე. ფსიქოლოგიური შემოწმების დასკვნაში ასევე ასახვა ჰპოვა არასრულწლოვნების - ნი----–-----–------ასა და ლუ---–------ას მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში გადმოცემულმა ინფორმაციამაც. აპელანტის მოსაზრება, თითქოს მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მათში იგრძნობა დედის გავლენა, ასევე დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, მათ შორის, ასეთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული ფსიქოლოგის მიერ.

 

არასრულწლოვან ნი----–-----–------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა დედ-მამასთან, ძმასთან, დასთან და ბებიასთან ერთად. მამა დედას ცუდად ექცეოდა, სცემდა, უყვიროდა, აგინებდა და ფულს ართმევდა, ხანდახან მასაც ეჩხუბებოდა. თუ ფულს აიღებდა და ერთი დღე საკვებს მიიტანდა, მეორე დღეს ტოტალიზატორში თამაშობდა და მშივრები იყვნენ. შემდეგ თავშესაფარში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან მამამ დედა სახლიდან გააგდო. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს არასრულწლოვანმა ლუ---–------ამ და დამატებით განმარტა, რომ დედა არაფერს უშავებდა მამას, ის კი ეჩხუბებოდა - „არაფერს აკეთებ, შე დეგენარატოო“, ასევე აგინებდა და აგდებდა სახლიდან.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს მოწმე ვა---–-----–-–---–ის ჩვენებაზე, როგორც ირიბ მტკიცებულებაზე, რასაც არ შეიძლება დაეფუძნოს გამამტყუნებელი განაჩენი, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, რომ საქმეზე მოპოვებულ პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, ვა---–-----–-–---–ის ჩვენება ამყარებს და-----–------ას მხრიდან ია-------–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების სისწორეს, რომელიც უთითებს, რომ 2011 წელს დაურეკა დამ - ია-------–-–---–მა და უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა. როდესაც ი--- ნახა, მას სხეულზე აღენიშნებოდა დალურჯებები და ტიროდა. ისინი ერთად წავიდნენ პოლიციაში, დაწერეს განცხადება და შემდეგ დაზარალებული წაიყვანა ვ--–-ში. გარკვეული დროის შემდეგ, მიუვიდათ წერილი პოლიციიდან, რომ გაესაუბრნენ და გაფრთხილება მისცეს და-----–------ას, რის შემდეგად, ი--- დაბრუნდა თბილისში და გააგრძელა ქმართან ერთად ცხოვრება. 2014 წლის ნოემბერში, ი--- ისევ ჩავიდა მასთან ვ--–-ში, არ უხსენებია ძალადობა, თუმცა უთხრა, რომ დაიღალა ქმართან ურთიერთობით. ი--- იყო დასუსტებული და სჭირდებოდა სიმშვიდე. ის მასზე ზრუნავდა და როდესაც მომჯობინდა, ი--- ისევ მეუღლესთან და შვილებთან დაბრუნდა.

 

მოწმეებმა - ნი----–------------ემ, ნი---------ამ, ირ---–--------–---–მა, თო--------------ემ და ვა------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტიკურობა.

 

აპელანტის მიერ ასევე აქცენტირებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ია-------–-–---–ის დაზიანებების ხანდაზმულობასა და ია-------–-–---–ის მითითებით მასზე განხორციელებული ძალადობის თარიღს შორის სხვაობა, რაც უნდა გამხდარიყო აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობის საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით 2017 წლის 05 ივნისს, მოქ. ია-------–-–---–ს მარჯვენა ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით შეესაბამება 5-9 დღეს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებითა და დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით არ არის მითითებული 2017 წლის მაისის თვეში, კონკრეტულად, რომელ რიცხვში განახორციელა და-----–------ამ ძალადობის ფაქტი ია-------–-–---–ისთვის მარჯვენა ფეხის ბარძაყში სკამის ერთხელ ჩარტყმით. დასახელებული დასკვნის გამოკვლევაშიც მითითებულია, რომ ია-------–-–---–ზე ძალადობა მისმა მეუღლემ განახორციელა 2017 წლის 20 მაისს, თუმცა ზუსტი თარიღი არ ახსოვს. შესაბამისად, აპელანტის არგუმენტი ამ მიმართებით, უსაფუძვლოა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს პირადი შემოწმებისას ია-------–-–---–ს უკანა ტანის მიდამოში რაიმე ახალი მექანიკური დაზიანება არ აღენიშნება. უკანა ტანის მიდამოში აღენიშნება ნაწიბური, რაც წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ნასკდომის შეხორცების შემდგომ კვალს - განვითარებული უნდა ყოფილიყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით (შესაძლოა, მამაკაცის ერეგირებული სასქესო ასოს ან/და მკვრივი განავლოვანი მასების მოქმედებით). მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია. ია-------–-–---–ს მარცხენა დუნდულოსა და ბარძაყის საზღვარზე, მარჯვენა მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის და მარცხენა წინამხრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, შესაძლო განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, შემოწმებამდე 5-9 დღის ინტერვალში და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ, მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს მსჯავრდებულ და-----–------ას მიერ განხორციელებული დანაშულის ხასიათი და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოჯახში ძალადობა აღიარებულია, როგორც ძალადობის გამოვლინების ყველაზე ფარული და საშიში ფორმა, რადგან ხდება ოჯახში, ჩაკეტილ წრეში, რომლის გარღვევა ხშირად სახელმწიფოსთვისაც შეუძლებელია.

 

პალატა განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც ჩადენილია სამჯერ მაინც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, ხოლო დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.

 

დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვენა. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობის და სხვა ნიშნებით. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას.

 

თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით კი გულისხმობს, ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე და-----–------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ და-----–------ამ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით და-----–------ასთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ და-----–------ას მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი და-----–------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ და-----–------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

და-----–------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და-----–------ას სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ და-----–------ას სასჯელის მოხდის ვადა ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან;

 

მსჯავრდებულ და-----–------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ია-------–-–---–ისგან ამოღებული დოკუმენტი ერთ ფურცლად, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე