განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002785548
საქმე №1ბ/525-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ივ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, მცხოვრების ქ. ვალე, თ---------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
ივ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ივ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ივ--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 13 ივლისს ქ. ვალეში, თ---------------------ში მცხოვრებმა ივ--------------ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უსიამოვნების გამო მეუღლეს ნი--------------ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ, ხელის რამდენჯერმე დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ნი--------------ემ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 12 ნოემბერს ქ. ვალეში, თ---------------------ში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უსიამოვნების გამო მეუღლეს ნი--------------ეს კვლავ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ სახის არეში დარტყმით, ყელში ხელის მოჭერითა და თმებიდან მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ნი--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ივ--------------ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლომ განაჩენის დადგენისას ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე ჩათვალა უდავო მტკიცებულებებად, მაგრამ მხედველობაში არ მიიღო დაზარალებულის მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობა და დაზიანებები. აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.
მსჯავრდებულ ივ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-----------------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმთა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №---------- და №--------- დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ივ--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მისი მისწრაფება შერიგებოდა დაზარალებულს, ასევე მხედველობაში მიიღო ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნდა და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ივ--------------ეს დაუნიშნა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ივ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ივ--------------ის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სამართლიანად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი ივ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ივ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ივ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ივ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.
ივ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას ივ--------------ის (პ--------------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 40 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ფა------------------ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ 45 000 ლარის ღირებულების მისი კუთვნილი უძრავ ქონებას, მდებარე: ახალციხე, ვ--–--------–---------------------------------- (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის N------------------).
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე