განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
330100119002799040
ინსტანცია
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002799040

საქმე №1ბ/548-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ფა------–---------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, ეგვიპტის მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ბ--------–---–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ჩ-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

ფა------–---------------------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

ფა------–---------------------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ ფა------–---------------------–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

ფა------–---------------------–--ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილებეის საფუძვლიანი შიში.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------–----------------------------–-- ყოფნისას ფა------–---------------------–--მა ყოფილ მეუღლეს თე-------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა მხარზე ძლიერად ხელის მოჭერით იძულებით გაიყვანა ბარიდან, რამდენჯერმე მიახეთქა ბარის გასასვლელ კედელზე და ძლიერად ხელის კვრით დაგდო იქვე არსებულ რკინის სკამზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს თე-------------ის დასახმარებლად მიდის მამა გო-----------ე, რა დროსაც ფა------–---------------------–--ი ფიზიკურად უსწორდება მასაც, კერძოდ, ძლიერად ხელს ჰკრავს მკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს.

 

2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------–----------------------------–-- ყოფნისას ფა------–---------------------–--ი ყოფილ მეუღლეს თე-------------ეს და სიმამრ გო-----------ეს დაემუქრა, რომ მოკლავდა მათ და თე-------------ის ორივე მცირეწლოვან შვილს, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს მორალური სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა--------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ფა------–---------------------–--ისათვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. მისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის იმისათვის, რომ მან მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ფა------–---------------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ვინაიდან იგი ძალიან მსუბუქია.

მსჯავრდებულ ფა------–---------------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ-----------------მ და ნ-----–----–-----მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან მიუთითეს, რომ ფა------–---------------------–--სა და მის მეუღლეს შორის ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ორი პირის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - თე-------------ის, გო-----------ის, თე-------------ას, ხა------------–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ფა------–---------------------–--ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ფა------–---------------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ფა------–---------------------–--ის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სამართლიანად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ფა------–---------------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი ფა------–---------------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ფა------–---------------------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

ფა------–---------------------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ფა------–---------------------–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ფა------–---------------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ფა------–---------------------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 11 დეკემბრიდან - 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ-------–-----------------

ს--–--ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე