განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100119002822633
ინსტანცია
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002822633

საქმე #1ბ/599-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---------–-–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ-–------–---ს, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–----------------------------------------------1-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–-----–-----------------------–---------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითა და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–------–---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ-------–--–----------------------–--–ზე, მოძრაობდა „აუდის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ-–------–---. ამავე საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, ლ-–------–---მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს - ნ-----–-------–--ესა და ნ----------ეს, რომლებიც შეჯახების მომენტში იდგნენ მის სამოძრაო ზოლში. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ნ-----–-------–--ე და ნ----------ე ადგილზევე გარდაიცვალნენ.

 

ლ-–------–---, რომელსაც ევალებოდა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ნ-----–-------–--ესა და ნ----------ეზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მიატოვა განსაცდელში დაზარალებულები, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

 

ლ-–------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ ლ-–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს---------–-–--მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ლ-–------–---სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლას იმ საფუძვლებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, იგი ნასამართლევი არ არის, ხასითდება დადებითად, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, მისი ოჯახი გამოთქვამს მზადყოფნას, დაზარალებულ მხარეს გადაუხადოს სამკურნალო და დაკრძალვის ხარჯები (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---------–-–--ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–------–---ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდებულ ლ-–------–---ს დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული სქემით, ლ-–------–---ს, ლ-–-------------ის, ე--------------–---–ის, ც-–-------–--ის, თ-------------ისა და მ------------ის გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნებით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–------–---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში და განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ლ-–------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ს---------–-–-- აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეეძლო ლ-–------–---ს მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები და დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი ჩაეთვალა პირობითად. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებები, რომ ლ-–------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ყველანაირად შეუწყო ხელი ბრალდების მხარეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში და არ ჰქონია მცდელობაც კი რაიმე ფორმით ხელი შეეშალა საქმეზე რეალური ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. ამასთანავე, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის ბრალის ნებაყოფლობით აღიარებით ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ლ-–------–--- ადრე არ არის ნასამართლევი, ის არასდროს ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქვედებაში, მუშაობდა ფიზიკურად და არჩენდა ოჯახს, ყოველთვის გამოირჩეოდა პატიოსნებით, წესიერებით, სამართლიანობით, კეთილსინდისიერებით, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ შეტანილი იქნას ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვალს განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.... საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი“. პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციების გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ერთი მესამედი) ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ, არის კანონიერი და სამართლიანი, ვინაიდან დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, დამდგარ მძიმე შედეგს. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ლ-–------–---, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო უზრუნველეყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი და მძღოლის მიერ ავტომობილის უსაფრთხო მართვის ხელისშემშლელი რაიმე ობიექტური გარემოება. ამავე ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე საავტომობილო გზა არის მოასფალტებული, ჰორიზონტალური პროფილის, მშრალი და უდეფექტო, პირველი სამოძრაო ზოლის სიგანეა 4,5 მეტრი, მეორესი - 3,3 მეტრი, ხოლო სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ-–------–---ს მართვის ქვეშ მყოფი „აუდის“ მარკის ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ-–------–--- ავტომანქანას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში, რაც უდავოდ წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევათა დადგომის გავრცელებულ რისკ–ფაქტორს და რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს სწორი სამართლებრივი პოლიტიკის ნაწილია. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულმა გარემოებამ უდავოდ ასახვა უნდა ჰპოვოს განაჩენში არა მარტო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციაზე, არამედ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე. ავტოსატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვის დროს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, რასაც შედეგად ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დანიშნულ სამართლიან სასჯელს დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადი პრევენციის გატარების კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვა პირთა მხრიდან მსგავსი ხასიათის დანაშაულთა ჩადენა.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც საქმეში არსებული ინფორმაციით პიროვნების შესახებ (ს.ფ. 35-36) ირკვევა, ლ-–------–--- მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არაერთხელ იყო ადმინისტრაციულსახდელდადებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, აგრეთვე, ადმინისტრაციულსახდელდადებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 116-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის) მე-42 ნაწილით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონტექსტში უფრო მაღალი და მყარია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, რამაც სამართლიანი ასახვა უნდა ჰპოვოს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახესა და ზომაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ლ-–------–---ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. იმავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი ლ-–------–---ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–------–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---------–-–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ-–------–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

მსჯავრდებულ ლ-–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომობილი ,,აუდი“, სახელმწიფო ნომრით - V--------, რომელიც მოთავსებულია „112-ის“ სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე, (მდებარე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა), დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

1 (ერთი) ცალი DVD-R დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე