განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100116001647048
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001647048

საქმე №1ბ/140-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - თო-----------–--ის

ადვოკატ - ლე------------ის

მსჯავრდებულ - მი----------–-----ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მი----------–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლე------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მი----------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ-----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მი----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით, 1 (ერთი) თვით და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მი----------–-----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მი----------–-----ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის პერიოდში, 2015 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 17:50 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----------------------------–-------------------------------–--------------------------------–-------–--------------------–------------–-------------–----–-, მსჯავრდებულმა მი----------–-----მა საუბრის დროს, მოულოდნელად, შუბლის არეში თავი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ პა--------------ეს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მი----------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე------------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მი----------–-----ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მოწვეულ იქნა არაერთი მოწმე, გამოკვლეულ იქნა ექსპერტიზის დასკვნები და №--- პალატაში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერი. წარმოდგენილი მოწმეებიდან უმრავლესობა №-- დაწესებულების თანამშრომლები არიან, რომლებმაც არაერთგვაროვანი ჩვენებები მისცეს სასამართლოს, თუმცა ყველა ცდილობდა დაედასტურებინა, რომ მი----------–-----მა მართლაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პა--------------ეს. აპელანტის აზრით, პა--------------ის შესვლა ფსიქიატრიული პაციენტის - მი----------–-----ის პალატაში და მისთვის 40 გრადუსიან სიცხეში ფანჯრის დაკეტვა, მსჯავრდებული პირის პროვოცირებას წარმოადგენდა, ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლება ამგვარად ემოქმედა იმ შემთხვევაშიც კი, მი----------–-----ს ფანჯრიდან გადაძახილით შინაგანაწესიც რომ დაერღვია. მი----------–-----ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლოზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით მი----------–-----ს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა, ხოლო მისი გამცემი ექსპერტის ჩვენების თანახმად გაირკვა, რომ კონკრეტული ქმედების დროს, რა მომენტში აცნობიერებს შეზღუდულად შერაცხადი პირი თავისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათს და რა მომენტში ვერა, მედიცინისათვის უცნობია. შესაბამისად, საქმისათვის საინტერესო დროსა და მომენტში, მი----------–-----ი რამდენად უწევდა საკუთარ თავს ანგარიშს და რამდენად გააზრებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა, სასამართლო პროცესზე უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული. ამასთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ მი----------–-----ის მსგავსი პაციენტების ფსიქიკის პროვოცირება ძალიან ადვილია, ისინი არიან ზედმეტად იმპულსურები და საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ არასამართლიანი იყო სასამართლოს მხრიდან №-- დაწესებულების თანამშრომელთა ჩვენებების გაზიარება, მათი პოზიციები და განმარტებები აშკარად სუბიექტური იყო, ვინაიდან ისინი პა--------------ესთან ერთად თანაბრად ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას მი----------–-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებისთვის, რადგან მათ არ იმოქმედებს დებულების თანახმად მი----------–-----ის მიერ ფანჯრიდან გადაძახილის ფაქტზე. გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში კი ძნელია იმის გარკვევა, მი----------–-----მა თავი ჩაარტყა პა--------------ეს თუ მოუხვდა შუბლზე. ასევე, აღსანიშნავია იმ მომენტისათვის მი----------–-----ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რის გამოც ძნელი სამტკიცებელია, იმ მომენტისათვის მი----------–-----ი სრულად აცნობიერებდა თუ არა საერთოდ მისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათს. საქმის ირგვლივ არსებულმა მრავალმა საეჭვო და დაუზუსტებელმა გარემოებამ კი მი----------–-----ის მიმართ უკანონო და არასამართლიანი განაჩენის გამოტანა განაპირობა. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, მი----------–-----ის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეადგენს 2 წელს, 1 თვესა და 13 დღეს, რაც არასწორად აისახა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მი----------–-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე------------ემ მხარი დაუჭირეს თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მი----------–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ მი----------–-----ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ მი----------–-----მა ნამდვილად ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, კერძოდ:

 

დაზარალებულმა პა--------------ემ განმარტა, რომ 2014 წლიდან 2016 წლის იანვრამდე პერიოდში მუშაობდა მ---- დაწესებულების რეჟიმის მთავარ ინსპექტორად, სადაც ევალებოდა სარეჟიმო მოთხოვნების დაცვა. 2015 წლის 4 აგვისტოს, მ---- დაწესებულებაში ასრულებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა შენობის მე-2 სართულზე, რა დროსაც მან გაიგონა ხმაური, კერძოდ, კარებზე წიხლების დარტყმა და გადაძახილი. იგი პირველი შევიდა პალატაში, მას მალევე მიჰყვნენ სხვა თანამშრომლებიც, კერძოდ, ირ---–---------ა, ირ---–------ა, ზუ-----------ა, ვა-–---------------–---–ი და გი-----------–----–-–---–ი. საკანში მყოფი მი----------–-----ი გაღებული ფანჯრიდან ცდილობდა დაწესებულებაში მოთავსებული სხვა პატიმრებისთვის ეთქვა, რომ მან წერილი გააგზავნა, რომელიც ადრესატამდე არ მიიტანეს. პა--------------ემ დაიწყო გაღებული ფანჯრების დახურვა, რა დროსაც გი--–-----ი გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა მას, ხოლო შემდგომ შუბლი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება თავის არეში და სდიოდა სისხლი, რის შემდეგაც მან დაუძახა ხელმძღვანელობას და კვლავ დაბრუნდა გი--–-----ის ოთახში. მათ შეათვალიერეს რა სჭირდა სახეზე და გამოუშვეს საკნიდან. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მან შეავსო სარეჟიმო დარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო, ახსნა-განმარტება არავისთვის მიუცია, რადგან მისი მხრიდან არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი.

 

მოწმე ირ---–------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლიდან მუშაობს №---ე დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მსჯავრდებულის მოთხოვნით მათთვის შესაბამისი პროდუქტის შეძენა. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, იმყოფებოდა ფსიქიატრიული დაწესებულების მე-2 სართულზე, რა დროსაც მოესმა ხმაური 2---- პალატიდან, სადაც იმყოფებოდნენ მისი თანამშრომლები - გი-----------–----–-–---–ი, ზუ------------ა, ვა-–-------------–---–ი, გუ-------------–---–ი, და-------------–--ე და პა--------------ე და თავად მი----------–-----ი, რომელიც იგინებოდა პა--------------ისა და სხვათა მიმართ. დი------ეს ხელი ჰქონდა მოკიდებული ფანჯარაზე და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა გი--–-----ს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გაღებას, რა დროსაც კიდევ ერთხელ შეაგინა პა--------------ეს და შუბლი ჩაარტყა შუბლში, რის გამოც ამ უკანასკნელს შუბლზე სისხლი ეტყობოდა, წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა და გი--–-----ს ხელები შემოხვია, რათა მეტჯერ აღარ დაერტყა. ამის შემდეგ ისინი თანამშრომლებმაც გააშველეს, რის შემდეგაც პა--------------ე გავიდა ოთახიდან, თავადაც მიჰყვა მას და განაგრძო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

 

არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ირ---–---------ამ, ზუ------------ამ, გი-----------–----–-–---–მა და გუ-------------–---–მა. მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებით წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათი ჩვენებების სანდოობას.

აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოს მისცეს არაერთგვაროვანი ჩვენებები, რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ ცალსახად არ იკვეთება მი----------–-----ის განზრახვა, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან აღნიშნული დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სასამართლოზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, რომლითაც დგინდება მი----------–-----ის საცხოვრებელ პალატაში და პალატის დერეფანში განვითარებული მოვლენები, კერძოდ:

ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 04.08.2015 და ვიდეოჩანაწერის დაწყების საათი 15:59:55. პალატაში განთავსებულია ორი საწოლი, საწოლებს შორის განთავსებულია ფანჯარა და ფანჯრის ქვემოთ განთავსებულია ტუმბო. პალატაში ასევე განთავსებულია მაგიდა, ორი სკამი და ხელსაბანი ნიჟარა. მაგიდაზე დევს პლასტმასის ჯამი, თეფში, ორი ჭიქა და ორი ფეხსაცმელი. ტუმბოზე დევს სიგარეტი, ასანთი და წიგნი. ვიდეოჩანაწერის დაწყებისას პალატაში მსჯავრდებული არ იმყოფება. 16:46:42-ზე მი----------–-----ი ერთ-ერთ თანამშრომელს, რომლის სახეც არ ჩანს, შემოყავს პალატაში. მი----------–-----ი საწოლის ქვემოდან იღებს ფეხსაცმელს და იცვამს. ამის შემდეგ მაგიდიდან იღებს პლასტმასის თეფშს, მიდის პალატის კართან და თეფშით მოაქვს საკვები, რომელსაც ინახავს ტუმბოში. ამის შემდგომ შედის საპირფარეშოში დაახლოებით 30 წამი, გამოდის საპირფარეშოდან, იბანს ხელ-პირს, მიდის ტუმბოსთან, საიდანაც იღებს ე.წ „ბენდენას“ და იკეთებს თავზე. 16:50:40-ზე იმავე ტუმბოდან იღებს შავყდიან წიგნაკს და გადის პალატიდან. 17:00:27-ზე მ. გი--–-----ი შემოდის პალატაში, სვამს წყალს და რამდენიმე წამში გადის უკან. 17:32:36-ზე პალატაში ბრუნდება მ.გი--–-----ი ტუმბოდან იღებს ფურცელს, ჯდება მაგიდასთან და იწყებს წერას. 17:38:09-ზე დგება მაგიდიდან, მიდის კართან და სავარაუდოდ კარს ურტყამს ფეხს. ბრუნდება მაგიდასთან და აგრძელებს წერას. 17:40:10-ზე კვლავ დგება მაგიდიდან, კვლავ მიდის კართან და კვლავ ურტყამს ფეხს. 17:40:34-ზე საკანში შემოდის პა--------------ე. მ.გი--–-----ს ეტყობა, რომ არის აღელვებული. საკანში შემოდიან ასევე გი-----------–----–-–---–ი და გუ-------------–---–ი. პ. დი------ე და გ. მგ--–----–-–---–ი გადიან საკნიდან და საკანში რჩებიან მხოლოდ გ.და-----–---–ი და მ. გი--–-----ი. მ.გი--–-----ი საუბრობს ხელებით, არის აღელვებული. მ.გი--–-----ი და გ. და-----–---–ი სხედან ერთმანეთის პირისპირ საწოლებზე და საუბრობენ. დგებიან და მ.გი--–-----ი გ. და-----–---–ს აძლევს მის მიერ დაწერილ ფურცელს. გ.და-----–---–ი კითხულობს, უბრუნებს უკან მ. გი--–-----ს და გადის პალატიდან 17:50:46-ზე. 15:51:26-ზე პალატაში შემოდის პა--------------ე. ამ დროს მ. გი--–-----ი ზის საწოლზე და ჩანს მხოლოდ მისი ფეხი. პ.დი------ე მიდის მ.გი--–-----თან ახლოს რა დროსაც მ. გი--–-----ი პ. დი------ეს ხელში ურტყამს ხელს. პ. დი------ე ესაუბრება მ. გი--–-----ს. მ. გი--–-----ი წამოდგა. პ. დი------ე და მ. გი--–-----ი დგანან ერთმანეთის პირისპირ, საწოლებს შორის ფანჯარასთან. პ. დი------ე სავარაუდოდ ცდილობს ფანჯარა დახუროს, რის საშუალებასაც მ. გი--–-----ი მას არ აძლევს და რამდენჯერმე ჰკრავს ხელს ხელში. ამ დროს პალატაში შემოდიან გი-----------–----–-–---–ი, ირ---–---------ა, ზუ------------ა, ვა-–---------------–---–ი, და-------------–--ე, გუ-------------–---–ი და ირ---–------ა. მ.გი--–-----ი 17:52:08-ზე პ. დი------ეს თავს ურტყამს სახის არეში, რის შედეგადაც პ. დი------ე იხევს უკან, ეჯახება საწოლს და მყისვე იწევს მ. გი--–-----ისკენ იმავე წამს გ. და-----–---–ი ხელებს ხვევს მ. გი--–-----ს და პ. დი------ე და გ. და-----–---–ი გი--–-----ს სვამენ საწოლზე, რის შემდეგაც პ. დი------ე მ. გი--–-----ს ანებებს თავს და გადის პალატიდან. 17:52:46-ზე პალატაში შემოდის დირექტორი დ-------–---–----ე.

 

აპელანტის მოსაზრებას, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას მსჯავრდებულის მიმართ, პალატა არ იზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამარლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ასევე ასახულია მ. გი--–-----ის საცხოვრებელ პალატაში და დერეფანში არსებული სიტუაცია 04.08.2015 წლის 18:00:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. საიდანაც აშკარაა, რომ დაწესებულების თანამშრომლები ცდილობენ დააწყნარონ მი----------–-----ი, კერძოდ:

ჩანაწერის მიხედვით, მი----------–-----ი პალატაში იმყოფება მარტო, იგი გადი-გამოდის ფანჯრიდან კარამდე და პირიქით. პერიოდულად მიდის ფანჯარასთან და სავარაუდოდ აკეთებს გადაძახილს, რის გამოც პალატაში რამოდენიმეჯერ შედიან თანამშრომლები და ესაუბრებიან მი----------–-----ს. ვიდეოჩანაწერზე რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება თანამშრომლების მხრიდან ან თავად გი--–-----ისგან არ ფიქსირდება.

ასევე, სასამართლოზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ჩანს N-- დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების N--- პალატის მიმდებარედ, დერეფანში არსებული სიტუაცია, 04.08.2015 წლის 16:00:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. ვიდეოჩანაწერზე ფიქსირდება, რომ მ. გი--–-----ი რამოდენიმეჯერ გამოყავთ თანამშრომლებს პალატიდან და აბრუნებენ პალატაში. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზეც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება თანამშრომლების მხრიდან ან თავად გი--–-----ისგან არ ფიქსირდება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არ გამოდგება მი----------–-----ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან მასზე ხმა არ ისმის და ბევრი დეტალის მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები მაქსიმალური სიზუსტით ასახავენ შემთხვევის მომენტს ვიზუალურად, რაც დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გადმოცემული ფაქტების სისწორის გადამოწმების საუკეთესო საშუალებაა, რომლის უგულვებელყოფა მასზე ხმის არარსებობის გამო, საფუძველს მოკლებულია.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ მი----------–-----ის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ამ მხრივ მოიხმობს საქმეზე ჩატარებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნას, რომლის მიხედვით: მი----------–-----ს ამჟამად აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ფსიქოზური დეკომპენსაცია. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2015 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 17:50 საათზე) მი----------–-----ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო; მას აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებათა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობირებიბინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მი----------–-----ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად მი----------–-----ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მი----------–-----მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე). აღნიშნული რეკომენდირებულია ჩატარდეს შ.პ.ს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ.ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პირობებში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

აღნიშნული დასკვნის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებულ მი----------–-----ს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელიც სამართლიანია ამ მიმართებით, ვინაიდან მას სასჯელის სახით დაენიშნა მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომა.

 

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ დაზარალებულად ცნობილ პა--------------ის მიერ 40 გრადუსიან სიცხეში ფანჯრის დახურვა მსჯავრდებულ მი----------–-----ის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროვოკაციას წარმოადგენდა. აღნიშნული მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, დანაშაულის პროვოცირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები ან მათი მითითებებით მოქმედი კერძო პირები „არ იზღუდებიან დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების არსებითად პასიური მეთოდით, არამედ ისეთ გავლენას ახდენენ სუბიექტზე, რომ აქეზებენ ჩადენას დანაშაულისა, რაც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი.” გარდა ამისა, ამგვარი ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა დანაშაულის პროვოცირებად, როდესაც იგი მიზნად ისახავს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, №-- პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე მსგავსი ინტერესის არსებობა მი----------–-----ის მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე მი----------–-----ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მი----------–-----მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის მი----------–-----ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ მი----------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმის კუთხით, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მი----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 27 იანვრიდან. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გამოტანისას მი----------–-----ს მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა არა 3 წელი, 1 თვე და 13 დღე, როგორც ეს მითითებულია განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, არამედ 2 წელი, 1 თვე და 13 დღე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მი----------–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლე------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

მი----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვით და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ მი----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 14 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

3 ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია პენიტენციური დეპარტამენტის №-- დაწესებულებაში სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე