განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002748950
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002748950

საქმე №1ბ/591-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თე---------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

და-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ--------------–-–---–-------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით და-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

და-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 11 ოქტომბერს და-----------ის მიმართ, დის - თა-----------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რის საფუძველზეც მას აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან მიახლოება და ასევე, ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალებებით კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, 2018 წლის 14 ოქტომბერს, და-----------ემ რამდენჯერმე გაუგზავნა თა-----------ეს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მივიდა მის საცხოვრებელ სახლში ქ. თბილისი, კა----------------------------------------------ში, რითიც დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, ამის გამო მოხდა და-----------ის ადმინისტრაციული წესით დაკავება და სასამართლოს მიერ მას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 (ოთხი) დღის ვადით. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა და-----------ემ ზემოაღნიშნული ორდერის მოქმედების დროს, 2018 წლის 29 ოქტომბერს კვლავ დაარღვია ორდერის მოთხოვნები და მივიდა ქ. თბილისში დიღმის მასივში მდებარე გაგუას კლინიკაში თა-----------ის სამუშაო კაბინეტში და ასევე მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე---------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ და-----------ის მიმართ მსგავსი სასჯელი სასამართლოს მიერ განისაზღვრა იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მიდგომა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მკაცრდება და მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფატალური შედეგი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ განაჩენის გამოტანის დროისათვის დაზარალებულს ჯერ კიდევ ჰქონდა პრეტენზია ბრალდებულთან. სახეზეა ლატენტური დანაშაული, რომელიც საზოგადოებისათვის და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხშირ შემთხვევაში უცნობია და გამოვლენა ნაკლებად ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულმა გაბედა და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა მხოლოდ პირობითი სასჯელი. მიუხედავად არაერთი აკრძალვისა, მსჯავრდებულის მიერ არაერთხელ დაირღვა მის მიმართ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ბრალის აღიარებით გამოცხადებასა და ბრალდებულის მიერ აქტიური ხელშეწყობით დანაშაულის გახსნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და-----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში, იყო არასამართლიანი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თა-----------ის, მოწმეების - რო--------------ის, მა---------ის, თა------–------ის და გი-------------–-ას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით თანდართულ „სქტრინშოთთან“ ერთად, შემაკავებელი ორდერით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, მომსახურების სააგენტოს მომართვით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ და-----------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ და-----------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, და-----------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, და-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი და-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თე---------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

და-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

და-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

და-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე