განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
330210118002403417
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002403417

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6205-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ი--–-- ს---–---------

წარმომადგენელი - მ----- ლ---------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---– ქ-------

წარმომადგენელი - ა-----– ჩ-------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ზ---– ქ------ის სარჩელი მოპასუხე ი--–-- ს---–---------ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი--–-- ს---–--------ს ზ---– ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის 4019,085 ლარის გადახდა; ი--–-- ს---–--------ს ზ---– ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის - 10 500 ლარის გადახდა და ადვოკატის მომსახურების საფასურის - 200 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ზ---– ქ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 3------------, დაახლოებით 1-------------, ქ------–---- შემოსავლელი საავტომობილო გზის 2-------–-----------, ტ----------- ტერიტორიიდან გამოდიოდა ,,მ--------- ბ--–--" მარკის ს----------- ავტომობილი, ა---------------–- სახელმწიფო ნომრით - 9--------, რომელსაც მართავდა ი--–-- ს---–---------. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა და დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე, სადაც მას შეეჯახა თ---–------------------- მიმართულებით მოძრავი „ჰ------ ს-----ს“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - I------, რომელსაც მართავდა ზ---– ქ-------. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ---– ქ-------მ მიიღო ჯ---------–----- ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით ი--–-- ს---–--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯ------ 2---------------------–----- ოდენობით. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი)

- .0------ წლის გამამტყუნებელი განაჩენი;

- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;

- ექსპერტიზის დასკვნა N0--------;

- 31.01.2018 წლის პატაკი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. ავტოავარიის შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხვადასხვა მოტეხილობები და გასწია მკურნალობის ხარჯი 5 741,55 ლარი, ასევე, ჯ---------–----- დაზიანების გამო, ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და მის მიერ მიუღებელი ხელფასი შეადგენს 15 000 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ N ას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოცულობა, ხოლო მოპასუხეს უნდა გაეხადა სადავოდ მის მიერ მითითებული ფაქტები და ზიანის გაანგარიშება. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო მასზე დაკისრებული ტვირთის რეალიზება. მოპასუხემ სადავოდ გახადა მკურნალობის ხარჯების ოდენობა, თუმცა არ მიუთითებია რაიმე კონკრეტულ საპირისპირო გარემოებებზე.

 

სასამართლომ 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ჩეკები, მოსარჩელესა და „ს------–---- კ----------–-- ე----ს“ შორის დადებული შეთანხმებები ვალის აღიარების შესახებ, ცნობები ჯ---------–----- მდგომარეობის შესახებ და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯები მედიკამენტების ჩათვლით შეადგენს 5 741,55 ლარს.

 

მოპასუხემ მკურნალობის ხარჯების გაანგარიშებაზე თავისი პოზიციის დაფიქსირებისას სადავო გახადა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავისი სურვილით გადავიდა შპს „ჯ---------–----- ს---–-დან“ „ს------–---- კ----------–-- ე----ში.“ მოსარჩელემ ეს ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა და აღნიშნა, რომ შპს „ჯ---------–----- ს---–-ს“ ს------–---- მომსახურების ხარისხი საეჭვოდ მიიჩნია (იხ. მთავარი სხდომის ოქმი, მხარეთა შეკითხვების ეტაპი). მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, რა გავლენა მოახდინა სამკურნალო დაწესებულების შეცვლამ მკურნალობის ხარჯების გაანგარიშებაზე, ამდენად, სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა.

 

სამომავლოდ გასაწევ მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა, რა სახის მკურნალობა ესაჭიროება მოსარჩელეს და რას შეადგენს მისი ღირებულება, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ უკვე გაწეული მკურნალობის ხარჯი.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, სამსახურში დაბრუნდა 2018 წლის აპრილში, რის გამოც ვერ მიიღო ხელფასი. მისი შრომის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 3 758 ლარს შეადგენდა. მუშაობს შპს „ბ----- ს------ში“ და მონაწილეობას იღებს საქონლის განბაჟების პროცედურებში.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი ზ---– ქ------ის საბანკო ანგარიშიდან, საიდანაც დასტურდება 2017 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია არც მოსარჩელის შრომის ანაზღაურების ოდენობა, არც ის გარემოება, რომ ის ავარიის შემდგომ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა შრომით მოვალეობებს, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მიუღებელი ხელფასის სახით 15 000 ლარის დაკისრების საფუძვლის არსებობის ფაქტი.

 

სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ავტომანქანის ღირებულების სახით მოპასუხისთვის 3 500 აშშ დოლარის დაკისრება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოებები, თუ რა სახის დაზიანება მიიღო ავტომანქანამ ავარიის შედეგად, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა, შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში, რას შეადგენს ავტომანქანის საბაზრო ღირებულება და რა ოდენობის ზიანი მიადგა მხარეს მისი დაზიანებით, არის მოსარჩელის მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, აღნიშნული გარემოებები უნდა დადასტურდეს სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გაცემულ დოკუმენტით (სპეციალისტის მიერ ავტომანქანის დათვალიერების აქტი, ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) სხვაგვარად ამ გარემოებების უტყუარად დადასტურება შესაძლებელი არ არის.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ეს ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ავტომანქანის დაზიანების შედეგად 3500 აშშ დოლარის ზიანი მიადგა.

 

2.3. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ორივე მძღოლის ბრალით.

 

სასმართლო აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ზ---– ქ-------მ ასევე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. მოსარჩელე ამ გარემოებას სადავოდ ხდის.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნის და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის პატაკის შემოქმების შედეგად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო შერეული ბრალით.

 

სასამართლოს განმარტებით მოპასუხემ წარმადგინა გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია ავტომანქანა „მ---------ის“ მძღოლის ი--–-- ს---–---------ს ქმედებამ, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამასთან, ავტოავარიის მეორე მონაწილეს - ზ---– ქ-------ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მას უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ზ---– ქ-------მ დაარღვია მძღოლის ე.წ „ზოგადი წინდახედულობის“ ნორმა, რომელიც ავალებს მას გაითვალისწინოს საგზაო პირობები, რათა საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ყველა ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება სიჩქარის გადაჭარბება ან მოძრაობის სხვა რომელიმე წესის დარღვევა. დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ასევე ირკვევა, რომ ი--–-- ს---–--------მა არ გაითვალისწინა გზის დათმობის ვალდებულება, გავიდა მთავარ გზაზე და მოხვევის პროცესში გზა გადაკეტა მისაბმელით. მიუხედავად იმისა, რომ დაინახა ზ-----ს მხრიდან მოძრავი ზ---– ქ------ის ავტომანქანა, იმავე ტემპში გააგრძელა მარცხნივ მოხვევის მანევრი ყოველგვარი სიგნალისა და სხვა გაფრთხილების მიცემის გარეშე.

 

მოპასუხემ ასევე წარმოადგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის კ. ბ----–-–---–-ს პატაკი, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 3------------, დაახლოებით 1-------------, ქ-------–---- შემოსავლელი საავტომობილო გზის 2-------–-----------, ტ----------- ტერიტორიიდან გამოდიოდა ,,მ--------- ბ--–--" მარკის ს----------- ავტომობილი, ა---------------–- სახელმწიფო ნომრით - 9--------, რომლის მძღოლმა - ი--–-- ს---–--------მა გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე ,,ჰ------ ს-----ს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - I------, რომელსაც მართავდა ზ---– ქ------- და გავიდა მთავარ გზაზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ---– ქ-------მ მიიღო ჯ---------–----- ნაკლებად მძიმე დაზიანება და მითითებულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის თანახმად „მ---------ის“ მძღოლ ი--–-- ს---–--------ს დარღვეული აქვს „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო ,,ჰ------ ს-----ს“ მძღოლ ზ---– ქ-------ს დარღვეული აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ი--–-- ს---–---------ს ქმედებაში იკვეთება საქართველოს სსკ-ის 2--.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ხოლო ზ---– ქ------ის ქმედებაში სახეზეა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ამიტომ მის მიმართ გატარებული უნა იქნეს ადმინისტრაციული ზომები.

 

სასამართლომ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტოავარია ორივე მძღოლის ბრალითაა გამოწვეული. ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, ვინაიდან, როგორც ირკვევა, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის დაკისრების საფუძველს მხოლოდ ი--–-- ს---–---------ს ქმედება ქმნიდა და განაჩენით შეფასებულია მხოლოდ მისი ბრალეულობის საკითხი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სწორედ ზემოაღნიშნული მუხლი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მითითებული ნორმით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები: ი--–-- ს---–---------ს ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზ---– ქ------ის ჯ---------–----- დაზიანება და მიზეზობრივი კავშირი ავტოავარიას და ჯ---------–----- დაზიანებას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო სხვადასხვა მოტეხილობები და ჯ---------–----- დაზიანების გამო გასწია მკურნალობის ხარჯები. რესტიტუციის შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არ არსებობს და მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი ფულადი კომპენსაციით.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზიანის მიმყენებელმა პირმა ზიანი უნდა აანაზღაუროს სრულად. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია

 

სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების წარმოშობის გარეშე (იხ. სუსგ ას-54-54-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო მოსარჩელე 4 თვე ვერ ასრულებდა შრომით მოვალეობებს, რის გამოც მის მიერ მიუღებელმა ხელფასმა 15 000 ლარი შეადგინა. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს. შერეული ბრალის არსებობა არ ათავისუფლებს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, არამედ ამცირებს მისი პასუხისმგებლობის ოდენობას იმ ფარგლებში, რაც ფარგლებშიც მოსარჩელესაც მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოავარია ორივე მძღოლის ბრალით იყო გამოწვეული, თუმცა სასმართლომ უნდა განსაზღვროს თითოეული მძღოლის ბრალის ხარისხი, მათ მიერ გონივრული წინდახედულობის სტანდარტის უგულებელყოფის სიმძიმე და აღნიშნულის შესაბამისად გადაწყვიტოს მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები.

 

სასამართლომ შეაფასა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია ავტომანქანა „მ---------ის“ მძღოლის ი--–-- ს---–---------ს ქმედებამ, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

 

სასამართლომ მიუთითა „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.

 

დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ი--–-- ს---–--------მა არ გაითვალისწინა გზის დათმობის ვალდებულება, გავიდა მთავარ გზაზე და მოხვევის პროცესში გზა გადაკეტა მისაბმელით. მიუხედავად იმისა, რომ დაინახა ზ-----ს მხრიდან მოძრავი ზ---– ქ------ის ავტომანქანა, იმავე ტემპში გააგრძელა მარცხნივ მოხვევის მანევრი ყოველგვარი სიგნალისა და სხვა გაფრთხილების მიცემის გარეშე. ამავე დასკვნის თანახმად, ავტოავარიის მეორე მონაწილეს - ზ---– ქ-------ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მას უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

 

მოძრაობის შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

 

აღნიშნული ნორმა ადგენს მძღოლის ზოგადი წინდახედულობის და სიფრთხილის სტანდარტს, კერძოდ, მძღოლი ვალდებულია გაითვალისწინოს გზაზე მოძრაობის პირობები და, დასაშვები ზღვარის ფარგლებში, იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, ასევე დაიცვას ისეთი დისტანცია სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან მიმართებით, რომ ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მოახერხოს უსაფრთხოდ გაჩერება ან სხვაგვარად აიცილოს შეჯახება თავიდან.

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ---– ქ------ის ბრალი ავარიის გამოწვევაში სწორედ ამგვარი წინდახედულების გამოუჩენლობითაა განპირობებული. მან ვერ უზრუნველყო დროულად გაჩერება. ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება სიჩქარის გადაჭარბება ან მოძრაობის სხვა რომელიმე წესის დარღვევა.

 

ამდენად, ერთი მხრივ, ი--–-- ს---–--------მა, რომელიც ტ-----–---- მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით“ პირდაპირ მოწესრიგებული წესი და გზის დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე, ამასთან, მოხვევისას გზა გადაკეტა მისაბმელით და მიუხედავად იმისა, რომ დაინახა ავტომანქანა, რომლისთვისაც გზის დათმობის ვალდებულება გააჩნდა, გააგრძელა იმავე ტემპში მოხვევა სიგნალის ან სხვა გაფრთხილების მიუცემლად. მეორე მხრივ კი ზ---– ქ-------მ, რომელიც დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის დროულად გაჩერება და შეეჯახა ტ-----–----.

 

ამ გარემოებების შეფასების შედეგად სასმართლო მიიჩნევს, რომ ი--–-- ს---–---------ს პასუხიმგებლობის ხარისხი არის გაცილებით მაღალი. გარდა იმისა, რომ მან უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, სასამართლო იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ მოპასუხე ტ-----–---- მართავდა. მართალია, კანონმდებლობით ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ითვლება მომეტებული საფრთხის წყაროდ, მაგრამ მათ შორისაც არსებობს სხვაობა. სწორედ ამ მიზეზით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლით ავტოსატრანსპორტო საშუალებები იყოფა კატეგორიებად და თითოეული მათგანი საჭიროებს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას, რადგან სხვადასხვა სახის ავტომანქანის მართვას სხვადასხვა უნარ-ჩვევები ესაჭიროება. ტ-----–---ის ტიპის ს----------- ავტომანქანა, მისი მასისა და გაბარიტების გათვალისწინებით, ბევრად ნაკლებად მანევრულია მ------ქ ავტომანქანასთან შედარებით და მძღოლს მართებს გაცილებით მეტი სიფრთხილე და წინდახედულება, განსაკუთრებით ისეთი მანევრის შესრულებისას, რომელიც, შესაძლოა, გზას უჭრიდეს სხვა ავტომანქანას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ---– ქ------ის ბრალი ავტოავარიაში ი--–-- ს---–---------ს პასუხისმგებლობას ამცირებს 30%-ით და შესაბამისი პროპორციით დაეკისრა მას მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ კი, მკურნალობის ხარჯის - 4019,085 ლარისა და მიუღებელი ხელფასის - 10 500 ლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით გათვალისწინებით იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ორივე მძღოლის ბრალეული ქმედების შედეგად არ არსებობდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის მისთვის დაკისრების საფუძველი. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან სარჩელი მოთხოვნის არც ერთ ნაწილში არ ცნო, გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები როგორიცაა შრომითი ხელშეკრულება, ცნობა შემოსავლების შესახებ, ცნობა იმის შესახებ, რომ ის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომიდან 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ი--–-- ს---–---------სთვის მოსარჩელე ზ---– ქ------ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის სახით 10 500 ლარის დაკისრების ფაქტი (2019 წლის 25 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა მხარემ უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე 4019,085 ლარის ნაწილში, იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 2017 წლის 3------------ დაახლოებით 1-------------, ქ------–---- შემოსავლელი საავტომობილო გზის 2-------–-----------, ტ----------- ტერიტორიიდან გამოდიოდა ,,მ--------- ბ--–--" მარკის ს----------- ავტომობილი, ა---------------–- სახელმწიფო ნომრით - 9--------, რომელსაც მართავდა ი--–-- ს---–---------. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა და დათმობის გარეშე გავიდა მთავარ გზაზე, სადაც მას შეეჯახა თ---–------------------- მიმართულებით მოძრავი „ჰ------ ს-----ს“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - I------, რომელსაც მართავდა ზ---– ქ-------. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ---– ქ-------მ მიიღო ჯ---------–----- ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით ი--–-- ს---–--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯ------ 2---------------------–----- ოდენობით.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება ი--–-- ს---–---------ს მიერ გასაჩივრებული იქნა სრულად, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა (შეამცირა) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ მიუღებელი ხელფასის სახით თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმება მოითხოვა იმაზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევით მიყენებული ჯ---------–----- დაზიანების შედეგად სადავო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მიუღებლობის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს არა მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის საფუძველი, არამედ ი--–-- ს---–-------ის ბრალეული ქმედების შედეგად ზ---– ქ------ის ჯ---------–----- დაზიანების გათვალისწინებით, სადავო პერიოდში მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის და შესაბამისად, სარჩელში მითითებული ოდენობით შრომის ანაზღაურების მიუღებლობის ფაქტი.

 

4.1.3. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ზ---– ქ------ის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნული ფაქტობრივი გარემობების დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებლებებზე. კერძოდ, სს ,,ს------–---- კ----------–-- ე----ის’’ მიერ 12/7/2017 წელს გაცემული ს------–---- დოკუმენტით ფორმა #100-ით ირკვევა, რომ 3--------- წელს მომხდარი ავტოვარიის შედეგად ზ---– ქ-------ს დაესვა შემდეგი სახის დიაგნოზი: 1. S---------–--------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------–--------------–------–-------–-------------------------------------------------------–-----------------–----------–-------------–--------------------------------------–---------–--------------–----------–------------------–-----–------------------------------------–----------------------------------------------–------------–-----–-----------------------------–--–-----------------–---------------------------------------–----------------------------–----–----------–---------------------------------–--------------------------------------------------------------–-------------------------------–-----–--------------–---------------------------–-----------------------–---–------–---------–--------------–------------------------–----------------------------------------–---–-----–----------–----------------------------------------------------------–---------

 

აღნიშნული დოკუმენტით ასევე ირკვევა, რომ ზ---– ქ-------ს ჩაუტარდა შემდეგი სახის მკურნალობა: 1. W-----------------------------------–----------------------------------------------------------------------------–----------------------–--------------–---–--------------------------------------------------------------------–---------------------------–----------–-----------------–-------------–------------------–--------–-------------------------------–------------------------------------–------–---------------–------–-----------–--------–--------------------------------------–---------------------------–----------–----------------------–-----------------–-------------–------------------–--------–----------------------–----------------------------–------–-----------–----------------------------–-–-------–------------------------------------–---------------------------–-------------------------------------------–---–---------------–--- გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 01.06.2017-01.12.2017 წ.-მდე ამონაწერით სს ,,თ----- ბ--------’’ ირკვევა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომამდე ექვსი თვის განმავლობაში ზ---– ქ-------ს შპს ,,ბ-–--- ს------იდან’’ ხელფასის სახით მიღებული აქვს ჯამში 24 680 ლარი, რაც ყოველთვიურად 4113,33 ლარს შეადგენს.

 

4.1.4. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის აღნიშნული მტკიცების გასაბათილებლად მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ზოგადი შედავება განახორციელა და ძირითადად იმაზე მიუთითა, რომ რადგან ზ---– ქ-------მაც დაარღვია მოძრაობის წესები არ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება).

გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გარემოებებთან დაკავშირებით ი--–-- ს---–---------ს მხრიდან სარჩელში მითითებული გარემოებების და წარდგენილი მტკიცებულებების (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ს------–---- დოკუმენტაცია) საწინააღმდეგოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა კვალიფიციური შედავება, რომლითაც ის ს------–---- დოკუმენტაციაში მითითებული დიაგნოზის გათვალისწინებით სადავო პერიოდში მოსარჩელის შრომისუუნარობის და ავტოსატრასნპორტო შემთხვევის დადგომამდე ხელფასის სახით ჩარიცხული თანხების მიღების შეუძლებლობის ფაქტს სადავოდ გახდიდა, საფუძველს შეურყევდა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--–-- ს---–--------მა მისი კუთვნილი მტკიცების სტანდარტი ვერ დაძლია, რადგან მან სსსკ-ის 201-ე მუხლით დადგენილი წესით სარჩელში მითითებულ თითოეულ გარემოებასთან მიმართებით სრულყოფილად და თანმიმდევრობით არ ასახა საკუთარი მოსაზრებები შესაგებელში, ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარდგენილი მტკიცებულებები, არ გააანალიზა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ჯ---------–----- ვნების ხარისხი, რათა დაპირისპირებოდა სასარჩელო მოთხოვნას და სადავო გარემოებებთან მიმართებით მისეული ვერსია შეეთავაზებინა სასამართლოსათვის. აღსანიშნავია, რომ ი--–-- ს---–--------- სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის და ყოველთვიურად სარჩელში მითითებული ოდენობის ხელფასის არსებობის ფაქტის გაბათილებას სააპელაციო საჩივარში მითითებული ახსნა-განმარტებით შეეცადა, აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილოს საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებების შესაგებელში მითითების შეუძლებლობის საპატიო მიზეზი აპელანტის მხრიდან მითითებული ვერ იქნა, უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი სარჩელში მითითებული და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხადარი გარემოებების გაბათილებას მხოლოდ მისივე ახსნა-განმარტებით შეეცადა, რომელსაც არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე, აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წინამდებარე დავაში მოპასუხე/აპელანტმა მხარემ მისი წილი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, მან ს------–---- დოკუმენტაციაში მითითებულ დიაგნოზს, სადაც ასევე აღნიშნულია მოსარჩელისთვის არაერთი ს------–---- მანიპულაციის ჩატარების შესახებ, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას, რომ მიუხედავად ს------–---- დოკუმენტაციაში მითითებული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობისა, მოსარჩელეს სადავო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეეძლო. ასევე არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის გასაბათილებლად, საიდანაც ნათლად ირკვევა, რომ მოსარჩელეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომამდე ხელფასის სახით სტაბილური შემოსავალი ერიცხებოდა. უფრო მეტიც, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო სასამართლოში ზ---– ქ------ის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მას ქვედა კიდურები კვლავ თაბაშირში ჰქონდა. აღნიშნული კი სასამართლოს უქმნის სამართლებრივ საფუძველს დაეთანხმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ი--–-- ს---–---------სთვის ზ---– ქ------ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის სახით 10 500 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწეისდან გმომდინარე სახ. ბაჟის გადახდა საბოლოოდ ეკისრება წაგებულ მხარეს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოსარჩელე მთავარ სხდომაზე უარს იტყვის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მთავარ სხდომაზე უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე 4019,085 ლარის ნაწილში, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 580 ლარი, აპელანტს უკან უნდა დაუბრუნდეს 80 ლარი (4019.85-ის 0,4% = 160 ლ, 160/2 = 80 ლ). ხოლო დანარჩენი თანხა 500 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი--–-- ს---–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

3. აპელანტს, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხიდან ი--–-- ს---–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 80 ლარი (საგადასახადო დავალება #0, თარიღი 14/12/2018, გადამხდელი მ----- ლ---------–---ი, 1----------).

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური