განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
120100118002359203
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-01001180023-9203

საქმე №1ბ/1-27-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ---------------–---–ის

მსჯავრდებულის: თ--------------ის

ადვოკატის: ი----------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ თ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------6): თ--------------ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ-----------------------------–---------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------ემ ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად (2018 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ--------------ემ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გარკვეული ფულადი თანხის მიღების, ხე-მასალის, ვითომდა, კანონიერად ტრანსპორტირებისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განიზრახა ყალბი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების დამზადება და გამოყენება, კერძოდ, უკანონოდ მოპოვებული დახერხილი ხე-მასალის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ამზადებდა ყალბ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებს, სადაც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად აფიქსირებდა ერთი და იგივე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და საკონტროლო ფირნიშების ნომრებს.

 

თ--------------ემ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად 2----–-–---------------–ს 05:25:59 საათზე, შვილის, ინდ. მეწარმე გ-----------ის სახელით დაამზადა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები Nე-–------------, რომლის მიხედვით, თავად თ--------------ემ ბ-----------------------------–---------იდან ქ-------ში მოახდინა 5,025 კუბური მეტრი დახერხილი ფიცრის ტრანსპორტირება. მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში მიუთითა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების 1--------- და 1--------- ნომრები, 0---------წ. ამასთან, ამავე სასაქონლო ზედნადებში მიუთითა ხის მორების ფირნიშის 00----------------------------------------------------------------------------------------------------------- ნომრები.

 

აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში, ხე-ტყის წარმოშობისა და ფირნიშების გრაფებში მიუთითა და გამოიყენა ის ფირნიშების ნომრები, რომლებიც უკვე გამოყენებული ჰქონდა 2----–-–--------------–--დე დამზადებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში.

 

აღნიშნული, ყალბად დამზადებული სასაქონლო ზედნადების გამოყენებით, თ--------------ემ დახერხილი ხე-მასალა გადაზიდა წ---–----------------ის სოფელ ქ-------ში და მოახდინა მისი რეალიზაცია. რეალიზაციის განხორციელების შემდეგ კი თ--------------ემ ამ ეტაპზე გამოძებით დაუდგენელ პირთან ერთად, 2----–-–---------------–ს 09:17:01 საათზე, გააუქმა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N0---------, ვითომდა, არ განხორციელებულა ყალბად დამზადებული სასაქონლო ზედნადების გამოყენებით ხე-მასალის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------ემ ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად (2----–-–---------------–ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ--------------ემ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გარკვეული ფულადი თანხის მიღების, ხე-მასალის, ვითომდა, კანონიერად ტრანსპორტირებისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განიზრახა ყალბი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების დამზადება და გამოყენება, კერძოდ, უკანონოდ მოპოვებული დახერხილი ხე-მასალის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ამზადებდა ყალბ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებს, სადაც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად აფიქსირებდა ერთი და იგივე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და საკონტროლო ფირნიშების ნომრებს.

 

თ--------------ემ, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, 2----–-–----------------–ს, 05:32:15 საათზე, შვილის, ინდ. მეწარმე გ-----------ის სახელით, დაამზადა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები Nელ -0---------, რომლის მიხედვით, თავად თ--------------ემ ბ-----------------------------–---------იდან ქ-------ში მოახდინა 5,545 კუბური მეტრი დახერხილი ფიცრის ტრანსპორტირება. მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში მიუთითა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების 1--------- და 1--------- ნომრები, 13.02.2018წ. ამასთან, ამავე სასაქონლო ზედნადებში მიუთითა ხის მორების ფირნიშის 00-----------------------------------------------------------------------------------------------------------, 0--------- ნომრები.

 

აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში, ხე-ტყის წარმოშობისა და ფირნიშების გრაფებში მიუთითა და გამოიყენა ის ფირნიშების ნომრები, რომლებიც უკვე გამოყენებული ჰქონდა როგორც 2----–-–--------------–--დე დამზადებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში, ასევე ყალბად დამზადებულ და გამოყენებულ 2018 წლის 6 თებერვლის N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებში.

 

აღნიშნული, ყალბად დამზადებული სასაქონლო ზედნადების გამოყენებით, თ--------------ემ დახერხილი ხე-მასალა გადაზიდა წ---–----------------ის სოფელ ქ-------ში და მოახდინა მისი რეალიზაცია.

 

ფაქტიურად, თ--------------ეს აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ნომრებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ნომრების მქონე მორებით დამზადებული დახერხილი ხე-მასალა სრული მოცულობით უკვე რეალიზებული ჰქონდა. 2----–-–---------------–ით დათარიღებულ ხე-ტყის 0--------- სასაქონლო ზედნადებში კი გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, ასახა ყალბი მონაცემები, რათა კანონიერად მოეხდინა დახერხილი ხე-მასალის ბ-----------------------------–---------იდან სოფელ ქ-------ში ტრანსპორტირება და რეალიზაცია, რაც განახორციელა კიდეც.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ--------------ემ განიზრახა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და უკანონოდ მოპოვებული ხის მორების გადამუშავება მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული განზრახვით თ--------------ემ ბ-------------------ში, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ გაჩეხა 14,375 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხე-ბუჩქნარი, აღნიშნული ქმედებით კი გარემოს მიადგა 1581,25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. თ--------------ემ მის მიერ უკანონოდ გაჩეხილი ხის მორების გადამუშავების შემდეგ, 2----–-–----------------–ს, ბ-----------------------------–---------იდან სოფელ ქ-------ში გადაზიდა და მოახდინა მისი რეალიზაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ს--–-------------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

 

თ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ--------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------–იდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----------------ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულის გამართლება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ს--–-------------- საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ თ---------------–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის პ-------------–-–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ თ--------------ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულ თ--------------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხის, სახელმწიფო რესურსების, საჯარო ინტერესის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ თ--------------ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეეთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაზეც მან ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, განაცხადა თანხმობა და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ თ--------------ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დაზუსტებული პირობებით მოითხოვა შემდეგი:

 

თ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2----–-–---------------–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

თ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 (ერთ) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ--------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 21--ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული თ--------------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული თ--------------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 21--ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება თ--------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - პ-------------ის, დ---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თ--------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გადამხდელთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დათვალიერების შესახებ ოქმებით (თანდართული სასაქონლო ზედნადების ცხრილებით), თ--------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------ში - დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსოს დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ავტომანქანა F------------ის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ დადგენილებით, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის, კინო და ფოტო გადაღების - ჩატარების შესახებ დადგენილებით, საკონტროლო შესყიდვის შესახებ ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების N-- ოქმით (ფარული აუდიო - ვიდეო ჩაწერა), ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედური N-- ოქმით (ფარული აუდიო - ვიდეო ჩაწერა), სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების N--- ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების N-- ოქმით (ფარული აუდიო - ვიდეო ჩაწერა) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ--------------ის მიერ განსახილველი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ თ--------------ის ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით - კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ თ--------------ეს შორის;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენში თ--------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

თ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

თ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2----–-–---------------–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

თ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

მსჯავრდებულ თ--------------ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2----–-–---------------–იდან;

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ თ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ თ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ოთხი ცალი DVD დისკი (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერით), განთავსებული 1 ფაილში, დალუქული სახით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

ორი ცალი DVD დისკი (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერით), განთავსებული 1 ფაილში, დალუქული სახით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

დამხმარე სათავსოს დათვალიერების შედეგად ამოღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - 5.2 კუბური მეტრი დახერხილი ხე-მასალა და ა/მანქანიდან ამოღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - 4 კუბური მეტრი დახერხილი ხე-მასალა, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს ტერიტორიაზე, კონფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს;

 

თ--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თ--------------ის მართვის მოწმობა K- N0------; თ--------------ის (IDბარათი) პირადობის მოწმობა N---------; ა/მანქანის რეგისტრაციის მოწმობა A--------; ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი 5---------------; ექსპრეს ქარდის პლასტიკური ბარათი 5---------------; 77 ლარი (სამი ცალი 20 ლარიანი კუპიურა A---------------------------------, ერთი ცალი ათლარიანი კუპიურა D--------, ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა A--------- ) და 80 თეთრი, შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით N----, ავტომანქანა ფ------------------ი ნომრებით G-----, დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ;

 

თ---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2500 ლარი, კერძოდ - 25 ცალი ასლარიანი კუპიურა შემდეგი სერიითა და ნომრებით: 1) G----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- - დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე