განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002248363 საქმე
#1ბ/1035-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
გოჩა ჯეირანაშვილი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--- გ--–-–---–ის, ლ---- ჯ--–-----იას
მსჯავრდებული: გ--- კ-----ის
ადვოკატის: გ------- ფ--–---–--ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ--- კ-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატის გ------- ფ--–---–--ას, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ--- კ-----ის, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 4----------, ნასამართლობის არმქონეს, განქორწინებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ს-------------–-----–---–-------------–---------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-----------–--------------–------------–-- მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილა მიიჩნია, რომ გ--- კ------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
კერძოდ, 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.----------––-----–----–----–---------ში მდებარე მ----- ტ-----–-ძის ნაქირავებ ოთახში, სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ სახლის მესაკუთრე მ----- ტ-----–-ძე, ასევე გ------- გ------ი, ზ---- ბ------------–---–- და გ--- კ------. გ--- კ------სა და მ----- ტ-----–-ძეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც გ--- კ------მ საოჯახო დანით გულმკერდის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა მ----- ტ-----–-ძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით:
გ--- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
გ--- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;
გ--- კ-----ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 27 ნოემბრის, 23:45 საათიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--- კ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ფ--–---–--ამ; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გაუქმდეს მსჯავრდებულ გ--- კ-----ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი და მის მაგივრად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი; სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, სასამართლოს მხრიდან არ იქნა სწორად შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ--- კ------ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რისი დასტურიცაა მასზე მიყენებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის ყელის არეში არსებული დაზიანება, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ორი ცრუ მოწმის ჩვენებას, რომლთა ჩვენებებიც არის წინააღმდეგობრივი და ისინი უშუალოდ მონაწილებდნენ გ--- კ-----ის მიმართ გახორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--- კ------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ფ--–---–--ამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
სახელმწიფო ბრალმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გ--- კ-----ის მიმართ, უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების (განზრახ მკვლელობა) ნაწილში გ--- კ-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის - გ--- კ-----ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კ------- ტ-----–-ძემ განაცხადა, რომ მ----- ტ-----–-ძე იყო მისი მამა. 2017 წლის 27 ნოემბერს დაურეკეს და უთხრეს რომ სასწრაფოდ ჩასულიყო მ--------––ი, მამამისი იყო მძიმედ დაჭრილი. დაახლოებით 40 წუთში მ--------––ი იყო. მამა რკინაზე მუშაობდა, ზ------–- იყო მ--------––ი. დაახლოებით 8 წელია, რაც მ--------––ი ცხოვრობდა. მ-----ი უწყინარი ადამიანი იყო. კონფლიქტური არ ყოფილა, ნასვამი უფრო მეტად თბილი ადამიანი იყო.
2018 წლის 27 ნოემბერს რომ ჩავიდნენ, პირველ რიგში სახლში მივიდნენ, იქ პოლიციელები იყვნენ და მუშაობდნენ, ოთახში რომ შევიდა, დაზიანებული არაფერი ყოფილა. საავადმყოფოში ექიმმა უთხრა, რომ მამა დაიღუპა, ადგილზევე იყო გარდაცვლილი. პოლიციაში რომ მივიდნენ ორნი პიროვნება იყო მისული, ვინც უშუალოდ იმ სუფრაზე ისხდნენ, სახლის მეპატრონე ჟ----- და ბ-----------–---–ი. როგორც მამის მეგობრებმა უთხრეს, შელაპარაკება მოხდა მ-----ს და გ---ს შორის, ეს შელაპარაკება გაგრძელდა გარეთ, მერე ისევ შიგნით და სახლში მოხდა ეს ამბავი. რეალურად გ---მ დალია სასმელი, ვერ მოინელა, რაღაც შეეშალა და გაიყვანეს გარეთ, მას შეეძლო სულ თავისუფლად წასულიყო, მან ვერ აიტანა საყვედური, რაც სუფრაზე უთხრეს, ამიტომ აიღო დანა და დაარტყა კაცს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ზ---- ბ------------–---–-, რომლის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 27 ნოემბერს, იგი მ----- ტ-----–-ძესთან მივიდა სამუშაოდ, გ--- მოგვიანებით მივიდა სამსახურში. მ-----ს სამ წელზე მეტია იცნობს, კარგი ადამიანი იყო. იმ დღეს ცოტა დალიეს სამსახურში, შემდეგ მ-----თან გააგრძელეს სახლში, სუფრაზე იყვნენ თვითონ, მ-----ი, გ--- და ჟ-----. ისხდნენ სადღეგრძელოებს სვამდნენ, მერე უკვე რა მოხდა, არ იცის, გ---ს აწყნარებდნენ რომ ავადმყოფი დედა იყო სახლში და ხმადაბლა ელაპარაკა, შემდეგ გ--- გარეთ მ-----მა გაიყვანა, გარეთ რა მოხდა არ იცის, 5 წუთში უკან შემოვიდნენ, ეგონა რომ შერიგდნენ, დაისხეს ისევ სასმისები, გ--------ს (ჟ-----ს) ელაპარაკებოდა თვითონ და რომ მოტრიალდა გ---ს უკვე რამდენიმეჯერ ჰქონდა დანა დარტყმული მ-----იზე. გ---ს მოკიდა ხელი დანა რომ დაეგდებინებინა, დანა მ-----ის იყო. გ---მ მ-----ს სამჯერ და მეტჯერ დაარტყა. გ--- ქალებმა გააგდეს სახლიდან, მ-----ი ამ დროს ძირს დაეცა, მას ორზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და წაიყვანეს, მოგვიანებით კი გაიგო, რომ მ-----ი გარდაიცვალა. სუფრაზე ოთხი კაცი იყვნენ და მათ შორის ფიზიკური შელაპარაკება არ მომხდარა, შესაძლოა დანის წართმევის დროს მიიღო გ---მ დაზიანებები, დანის წართმევას რომ ცდილობდა, ამ დროს გ---ს აჯანჯღარებდა. მაგიდაზე როგორც იდო და რაც იდო ისევ ისე დარჩა, არაფერი არ ყოფილა დაზიანებული. ჟ-----ს რომ ესაუბრებოდა, მოტრიალდა და ამ დროს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა დარტყმული დანა, ბოლო დარტყმა დაინახა, მანამდე არ დაუნახავს. მ----- ტ-----–-ძე და გ--- კ------ რაზე საუბრობდნენ არ იცის, მ-----მა დაარტყა თუ არა გ---ს სახეში ხელი არ დაუნახავს. მ-----ს ხელიდან თიხის თასი დაუვარდა. ჭიქა გ---სთვის თავში არავის დაურტყამს, დანის დარტყმამდე ყელში არ უჭერდა, ხოლო დანის დაგდების დროს შესაძლოა უჭერდა. გ--- კ-----ისთვის არც თვალი ჩაულურჯებია არავის, არც ყელში წაუჭერიათ და არც კბილი მოუტეხავთ. თვითონ დანისთვის ხელი არ მოუკიდია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------- გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- ტ-----–-ძე ცხოვრობდა მის სახლში, ორი ოთახი ჰქონდა ნაქირავები. მ-----ი ბოლოს თავის სახლში ნახა. მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2017 წლის 27 ნოემბერს მ-----ი და კიდევ ორი პიროვნება სამსახურიდან დაბრუნდნენ სახლში, დაახლოებით ექვს საათზე. შევიდნენ სახლში და მ-----მა დაპატიჟა თავისთან. ისინი სვამდნენ. შემდეგ მ-----ი და გ--- კ------ ქუჩაში გავიდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. შემდეგ შემობრუნდნენ და ისევ გააგრძელეს დალევა. უეცრად გ--- კ------ ადგა და 2-ჯერ დანა დაარტყა მ----- ტ-----–-ძეს. მ-----ი დაეცა, ხელი მოკიდეს მ-----ს და იქვე საწოლზე დააწვინეს, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, მ-----ი მალევე გარდაიცვალა. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია. მ-----ს ჭრილობა გულზე ჰქონდა მიღებული. დანის დარტყმამდე ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან დანა იატაკიდან აიღო და იქვე კარადაზე დადო. გ--- კ------ სუფრაზე უხეშად იქცეოდა. სახლში მ-----ს ხელი არ დაურტყამს გ---სთვის. ზ---- ბ------------–---–- ბრალდებულ მ----- კ------ს ხელზე უჭერდა, რათა დანა დაეგდო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე თ----- ჟ----–---–---ი, რომლის ჩვენების მიხედვით, ირკვევა, რომ იგი არის გ--- კ-----ის მეზობელი, რომელთანაც აქვს კარგი მეზობლური ურთიერთობა. იცოდა რომ შემთხვევის დღეს გ--- კ------ სამსახურში მიდიოდა, შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ თანამშრომლებთან ერთად ქეიფობდა, ჩხუბი მოუვიდა და ერთი დაჭრა. მან შესთავაზა გ---ს, რომ მიაკითხავდა და სახლში წამოიყვანდა, მაგრამ ვინაიდან მისამართი არ იცოდა, ვერ წავიდა, გ---მ უთხრა მისი უმცროსი და მასთან ჩაეყვანა სახლში. გ---ს დედა საზღვარგარეთ არის, მაშინვე მასთან დარეკა და მოუყვა გ---ს ნათქვამი, უთხრა რომ გ---მ თანამშრომელი დაჭრა. იმ დროს მისი მეგობარი ლ-------ა ჩ--------–ი იყო მასთან. ნახევარ საათში გ---ც მივიდა. გ---ს სახლში დენი არ ჰქონდა და ამიტომ თავისთან შეიყვანა. გ---ს ეკითხებოდა მომხდარ ამბავზე, მაგრამ პასუხს არ სცემდა. ვინაიდან მისი ტანსაცმელი ჭუჭყიანი იყო, თავის დას სთ ხოვა ტანსაცმლის ჩამოტანა და გამოიცვალა, ხელ-პირი დაიბანა, ამ დროს პოლიციაც მივიდა. მათ მიერ ჩატარდა ამოღება და გ---ს გამოცვლილი ტანსაცმელი წაიღეს. გ---ს თვალი ჰქონდა დალურჯებული, სისხლის კვალიც ჰქონდა ტუჩზე. პოლიციის თანამშრომლები დასაკავებლად რომ მივიდნენ გ--- კ------ს დამალვა არ უცდია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ო----- ქ----ე, რომლის ჩვენების მიხედვით იგი ექიმია, მუშაობს ,,ჯ-------------–-ს„ მ--------–-- ცენტრში, ე-----------------ს ცენტრში. 2018 წლის 27 ნოემბერს, 21:20 წუთზე სამედიცინო ბრიგადის მიერ მათ კლინიკაში შეყვანილი იქნა გვამი. მან დაადასტურა სიკვდილი და შეიტანა სპეციალურ გვამების რეგისტრაციის ჟურნალში და გადასცა პოლიციას. გვამი იყო მ----- ტ-----–-ძის, პირველადი დათვალიერებით გვამს აღენიშნებოდა ჭრილობები ფილტვების არეში (გულმკერდის არე), ასევე გულმკერდის მარცხენა მხარე, ტანსაცმელი სისხლით იყო დასვრილი, დაზიანებები ბასრი საგნით იყო მიყენებული. აღნიშნული პიროვნება იყო დაახლოებით 170-172 სმ. სიმაღლის. დაზიანებები ერთმანეთთან იყო ახლოს, დაახლოებით 3-4 სმ. დაშორებით. გვამს აღენიშნებოდა დაახლოებით 3 ან 4 ჭრილობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მ--–----------------- რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ გარდაცვლილი მ-----ი ტ-----–-ძე მ--------––ი მის სახლში ცხოვრობდა. ბინა ჰქონდა ნაქირავები. იგი იყო შემდუღებელი საამქროში. 2017 წლის 27 რიცხვში საღამოს მ-----ი და კიდევ 2 ადამიანი ნასვამები მივიდნენ სახლში. ერთ-ერთი იყო ბრალდებული გ--- კ------, მისი მეუღლე დაპატიჟეს სუფრაზე და გ-------იც მივიდა მათთან. ცოტა ხანში დაინახა, რომ მ-----ი და გ--- კ------ გავიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა საუბრობდნენ. შემდეგ სახლში შემოვიდნენ. 15 წუთის შემდეგ ყვირილის ხმები გაიგო. კარი გააღო და დაინახა, რომ გ--- კ------ გამოდიოდა ოთახიდან და სხვები სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდნენ. მ-----ი საწოლზე დააწვინეს, სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა, რადგან თავად დეპოზიტი არ ჰქონდა ტელეფონზე. სასწრაფოს გამოძახებიდან დაახლოებით 10 წუთში მივიდა. სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე, რომელიც ქუჩასთან გაჩერდა, დაახლოებით 5 მეტრი იყო. მ-----ი წაიყვანეს საავადმყოფოში და თქვეს რომ უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მათთან მივიდნენ მათგან გაიგო, რომ ბრალდებულმა გ--- კ------მ დანა დაარტყა მ----- ტ-----–-ძეს, დანა მაგიდაზე იდო. ოთახში დამტვრეული არაფერი ყოფილა. მ-----ს დაზიანება ჰქონდა გულთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ნ----- მ----, რომლის ჩვენების მიხედვით, იგი მ----- ტ-----–-ძესთან ერთად ცხოვრობდა რვა წელი. მ-----ი მუშაობდა რ----ს ცეხში, ბრალდებულ გ--- კ------ს არ იცნობდა, არასდროს უნახავს. მ-----ი ძალიან კარგი პიროვნება იყო, პატიოსანი და მშრომელი, მშვიდი, კონფლიქტური არ ყოფილა. იმ დღეს დილით წავიდა სამსახურში, თვითონ თბილისში წავიდა საქმეზე. საღამოს შვიდ საათზე მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მ-----ი დაჭრილი იყო, სინამდვილეში მოატყუეს და უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში რომ მივიდა ნასუფრალი დახვდა, გადასაფარებელი სისხლიანი იყო. სახლს ჩხუბის კვალი არ ეტყობოდა. ამბობდნენ რომ გ--- კ------მ მათივე დანით დაჭრა მ-----ი შიგნით ოთახში. სასმელი თვითონ ჰქონდათ სახლში. მის ოჯახში სუფრა, რომ იყო გაშლილი არ იცოდა.
მოწმე ა---- ზ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს----------------–-------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-------------------------–---–--------------- თ---–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 ნოემბერს, მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ--- კ-----ის მიერ ჩადენილი იყო მ----- ტ-----–-ძის მკვლელობა, ასევე აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა ქ. მ--------––ი, თ----- ჟ----–---–---ის საცხოვრებელ ბინაში, ასევე ინფორმაცია ჰქონდა, რომ მკვლელობის დროს ჩაცმული ტანსაცმელი ინახებოდა თ----- ჟ----–---–---ის საცხოვრებელ ბინაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ზ------ ვ-------–---–ი, რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შს----------------–-------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-------------------------–---–--------------- თ---–--–-------------–ის თანამდებობაზე. აღნიშნულ სს საქმეზე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ გ--- კ-----ის დაკავებასა და მის პირადი ჩხრეკაში, სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ აქვს. 2017 წლის 27 ნოემბერს შეტყობინება შევიდა სამმართველოში, რომ გარდაცვლილი იყო მ----- ტ-----–-ძე, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ასევე მისი თანამშრომლის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მ----- ტ-----–-ძის მკვლელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა გ--- კ------ს. ბრალდებული გ--- კ------ იმყოფებოდა თ----- ჟ----–---–---ის ბინაში, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბოტასი და ნაქსოვი ჯემპრი, მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ--- კ------ს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები. დაზიანებების თაობაზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ე--------იზა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ნ------ მ------, რომლის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს საქართველოს შს----------------–-------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-------------------------–---–--------------- გ----------–ად. აღნიშნულ სამართლის საქმეზე იყო საგამოძიებო ჯგუფში. მის მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები, გარდა ამისა გ------- გ------ისგან ამოღებული აქვს მისი ტანსაცმელი და ასევე მისგან აღებული აქვს ნიმუშები. სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. სად მოხდა არ იცის. მას სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. ნ------ მ------მ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.
პირველი ინსტანციის მოწმე გ------- თ---–---–ის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს საქართველოს შს----------------–-------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-------------------------–---–--------------- თ---–--–-------------–ის თანამდებობაზე. ამ საქმეზე დაკითხული ჰყავს მოწმეები, ასევე დათვალიერებული აქვს შემთხვევის ადგილი 2017 წლის 27 ნოემბერს 23:15 საათიდან 2017 წლის 28 ნოემბრის 02:20 საათებს შორის შუალედში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა მ--------––ი, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ ე--------ები, ასევე სახლის მ--------------- გ------ი და თარჯიმანი. მოწმეს წარედგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათები და დათვალიერდა. მისი განმარტებით დანის პირი არის 17, 5 სმ, დანაზე ჩატარდა ე--------იზა. შემთხვევის ადგილზე რომ გამოცხადდნენ დანა დახვდათ კარადაზე. დამტვრეული და დამსხვრეული ერთი ჭიქის გარდა არაფერი იყო. ყველა ჭურჭელი, რაზეც პროკურორმა მიუთითა მინის იყო. ასევე, მის მიერ ჩატარდა ნიმუშის აღება ზ---- ბ------------–---–-სგან. მას სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია გ------- თ---–---–მა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.
პირველი ინსტანციის მოწმე ნ---- ლ-–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს სა---------–----–-----------------–-------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-------------------------–---–--------ძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე დაკითხული ჰყავს მოწმეები, გვამზე დანიშნა ე--------იზა, ასევე ჩატარებული აქვს ჩხრეკა. თ. ჟ----–---–---ის სახლიდან ამოღებული აქვს გ--- კ-----ის ტანსაცმელი. დაკითხული ჰყავს გ--- კ------, ასევე გ. კ-----ის დაზიანებებთან დაკავშირებით დანიშნული აქვს ე--------იზა. მას სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია ნ---- ლ-–---მ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ნ-----–---- რ----–---–ი, რომლის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს სა---------–----–-----------------–-------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-------------------------–---–--------ძიებლად. აღნიშნულ სს საქმეზე 2017 წლის 27 ნოემბერს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით ქ. მ--------–-- საავადმყოფოში მიყვანილი იქნა მ-----ი ტ-----–-ძე, რომელიც გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, მალევე დადგინდა, რომ გარდაცვლილ მ----- ტ-----–-ძეს გ--- კ------მ მიაყენა ჭრილობები. ბრალდებული მალევე იქნა დაკავებული. მას აღნიშნულ სს საქმეზე ჩატარებული აქვს სხვადასხვა დროს სხვადასახვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ბრალდებულისაგან აღებული აქვს გარკვეული სახის ნიმუშები. გ--- კ------ს ერთი შეხედვით აღენიშნებოდა ჩალურჯება თვალთან. დაკითხვისას ის ასევე აცხადებდა, რომ თავი სტკიოდა, სხვა რაიმე დაზიანებები არ შეუმჩნევია. დაზიანებები რაც აღენიშნებოდა გ--- კ------ს ასახულია ოქმში. არ ახსოვს ბრალდებულის გამოკითხვის ოქმების შინაარსი. მას სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ა-–---- ბ-------–---–ი სა-----–-----------------------------------ის ე--------ი (2017 წლის 28 დეკემბრის №0-------- დასკვნა (ტომი 2. ს.ფ. 5-11) რომელმაც მის მიერ ჩატარებული ე--------იზის სისწორე დაადასტურა. ამ დასკვნის თანახმად:
მ-----ი ტ-----–-ძის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული შინაგანი ორგანოების დაზიანებით გულმკერდის მიდამოს ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობების შედეგად; სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 6-8 საათი.
გვამზე აღინიშნება ბრმა ნაჩხვლეტ - ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მიდამოში, ფილტვების, პერიკარდიუმის, მკერდის ძვლის, მარჯვენა მეხუთე, მეექვსე და მერვე, მარცხენა მეექვსე და მეშვიდე ნეკნების დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელ საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.
გარდა ამისა გვამზე აღინიშნება ნაჭდევი ზედა მარცხენა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებს მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, ხანდაზმულობით 3-4 დღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ე--------ი ბ---- მ-------–---, (ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–-------------------–---- ე--------იზის N--------- დასკვნა (ტომი 2. ს.ფ. 15-17) რომელმაც მის მიერ ჩატარებული ე--------იზის სისწორე დაადასტურა. ამ დასკვნის თანახმად:
მოქ. გ--- კ------ს 28.11.2017წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი თავის მიდამოში და მრავლობითი სისხლნაჟღენთები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლ---- ს----------–ის სახელობის ს----------–----------------------------–-----------------------–------------------–----------–--------- ე--------იზის N0-------- დასკვნის თანახმად (ტომი 2, ს.ფ. N31-39), გ--- კ------ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--- კ------ ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--- კ------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ--- კ------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ--- კ------ რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ--- კ------ თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არა ნებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--- კ------ არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
გ--- კ------ დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არა პათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ე--------ი ი-------- ს--------–---, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე ე--------მა მ------ მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გ--- კ------ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--- კ------ ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--- კ------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ--- კ------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ--- კ------ რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ--- კ------ თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არა ნებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მან ჩაატარა ფსიქოლოგიური ე--------იზა და დადგინდა, რომ გ--- კ------ ქმედების ჩადენის მომენტში არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რადგან არ გამოიკვეთა აფექტისთვის დამახასიათებელი 3 ფაზიანი მიმდინარეობა. მსუბუქი ან საშუალო თრობის მდგომარეობაში შესაძლებელია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობის განხილვა, ხოლო ძლიერის დროს არა. ე--------ებთან გასაუბრების დროს გ--- კ------ ინფორმაციის გადაცემისას მოვლენებს რეალურად აფასებდა და აზრებს გასაგებად აყალიბებდა, მსჯელობაც არგუმენტირებული იყო.
ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------ს N0-------- ქიმიური დასკვნის თანახმად (ტომი2, ს.ფ. N98-112), ე--------იზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამი ლიტრი ტევადობის პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული სითხე, ობიექტი N1 (დალუქულ პკეტში ნომრით:-----------) წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს, კერძოდ, თეთრ, მშრალ ღვინოს. ნიმუშში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 9.7%-ს.
ე--------იზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული სითხე, ობიექტი N2 (დალუქულ პაკეტში ნომრით - F---------- წარმოადგენს მაღალალკოჰოლურ სასმელს, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 44.5 %-ს.
ე--------იზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ პლასტმასის ბოთლში, წარწერით „VIVA” მოთავსებული სითხე, ობიექტი N3 (დალუქულ პაკეტში ნომრით - F---------) წარმოადგენს მაღალალკოჰოლურ სასმელს, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 52.1%-ს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ე--------იზაზე წარდგენილ „მ.ტ-----–-ძის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა 1.53% ეთილის სპირტი; ობიექტში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და მომწამვლელი ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჯავას, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები; აცეტონი, მეთილისა და იზოპროპილის სპირტები; ფოსფორორგანული და ქლორორგანული შხამქიმიკატები;
“F----------- პაკეტში მოთავსებულ N1 ობიექტში “FC--------- პაკეტში მოთავსებულ N2 ობიექტში და “F---------“ პაკეტში მოთავსებულ N3 ობიექტში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და მომწამვლელი ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი, ტრაციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები,ბარბიტურის მჟავა, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები, ფოსფორორგანული და ქლორორგანული შხამქიმიკატები.
ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------ს N0-------- დაქტილოსკოპიური დასკვნის თანახმად (ტომი 3, ს.ფ. N182-198), FC------- პაკეტით წარმოდგენილი გამჭირვალე მინის, სამი ცალი ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
FC------- პაკეტით წარმოდგენილი, სავარაუდოდ ცხოველის, ორი ცალი რქის (ე.წ ყანწი) ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება;
FC------- პაკეტით წარმოდგენილი თიხისმაგვარი მასალის, ერთი ცალი ფიალის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
FC------- პაკეტით წარმოდგენილი თიხისმაგვარი მასალის, ერთი ცალი ფიალის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით; ამავე პაკეტით წარმოდგენილი ფაიფურისმაგვარი (კერამიკისმაგვარი) მასალის, მცირე ზომის, ერთი ცალი ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით- რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი ერთი ცალი, შედარებით დიდი და ერთი ცალი, შედარებით მცირე ზომის სასმისების (ე.წ ყანწი) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი პოლიმერული მასალის, 3ლ ტევადობის ბოთლის (წარწერით „ბაკურიანი“. შიგ არსებული სითხით) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი მოყვითალო-ღია მოყავისფრო, ხისმაგვარი მასალის, მოგრძო ფორმის ნივთის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი მობილური ტელეფონის (წარწერით „fly”) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი გამჭირვალე მინის, მცირე ზომის ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების ფრაგმენტული კვლები, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი ლითონის ოთხი ცალი ჩანგლიდან ორი ჩანგლის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი ერთი ცალი სანთებელას, პოლიეთილენის მცირე ზომის პარკის (გამოუყენებელი ფილტრებით), სიგარეტის ორი ცალი კოლოფის და ერთი ცალი ასანთის კოლოფის ზედაპირებზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
F-------- პაკეტით წარმოდგენილი მომწვანო ფერის, პოლიმერული მასალის ბოთლის (წარწერით “VIVA”. მასში არსებული სითხით) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების ფრაგმენტული კვლები, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
ქვევრის ფორმის, ორი ცალი სასმისის ზედაპირზე აღინიშნება დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
მუყაოს ყუთით წარმოდგენილი ერთი ცალი დანის ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოებზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------ს N0-------- ნივთიერებათა, მასალათა და მცენარეთა დასკვნის თანახმად (ტომი 3, ს.ფ. N222-272), ე--------იზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „თ. ჟ----–---–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული გ. კ-----ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის, ქურთუკის და პულოვერის ზედაპირებზე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი მ----- ტ-----–-ძის სვიტერის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან. გ.კ-----ის შარვლის და ქურთუკის ზედაპირებზე ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მუქი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი მ----- ტ-----–-ძის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.
ე--------იზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „გ--- კ-----ის ფეხსაცმელი და მაისური...“ მოთავსებული მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი მ.ტ-----–-ძის სვიტერის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან.
ე--------იზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „მოშავო ფერის ქურთუკი ლაქებით..“ მოთავსებული ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მუქი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი მ----- ტ-----–-ძის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.
ე--------იზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „გ------- გ------ის სპორტული მოსაცმელი“ მოთავსებულ სპორტული ზედა მოსაცმელის ზედაპირზე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო საგნობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი მ.ტ-----–-ძის სვიტერის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება ბაცი მოხაკისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი გ. კ-----ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მუქი მოხაკისფრო, მოთეთრო და მუქი მომწვანო-ხაკისფერი პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი გ--- კ-----ის პულოვერის ნართში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.
ე--------იზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „ტანსაცმელი გვამი მ.ტ-----–-ძე“ მოთავსებული ჯინსის შარვლის და სვიტერის ზედაპირებზე აღინიშნება ბაცი მოხაკისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი გ.კ-----ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მუქი მოხაკისფრო, მოთეთრო და მუქი მომწვანო-ხაკისფერი პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი გ.კ-----ის პულოვერის ნართში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან. მ.ტ-----–-ძის სვიტერის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მოყავისფრო პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ე--------იზაზე წარმოდგენილი გ--- კ-----ის ქურთუკის საზედაპირე ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.
ე--------იზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „ფრჩხილების ნიმუშები გვამი მ.ტ-----–-ძე“ მოთავსებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში, გ. გ------ის და გ. კ-----ის წარმოდგენილი ტანსაცმლის და მოშავო ფერის ქურთუკის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
ე--------იზაზე წარმოდგენილი გ--- კ-----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში, გ. გ------ის და მ. ტ-----–-ძის წარმოდგენილი ტანსაცმლის და მოშავო ფერის წარმოდგენილი ქურთუკის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
ე--------იზაზე წარმოდგენილი ზ---- ბ------------–---–-ს მარცხენა და მარჯვენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში, გ. გ------ის, მ. ტ-----–-ძის და გ. კ-----ის წარმოდგენილი ტანსაცმლის და მოშავო ფერის ქურთუკის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
ე--------იზაზე წარმოდგენილი გ------- გ------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების შიგთავსში, მ.ტ-----–-ძის და გ.კ-----ის წარმოდგენილი ტანსაცმლის და მოშავო ფერის ქურთუკის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------ს N0-------- ტრასოლოგიური დასკვნის თანახმად (ტომი 3, ს.ფ. 330-344),“მ. ტ-----–-ძის“ წარდგენილი ტანსაცმლიდან (სვიტერი, მაისური, შარვალი, ქამარი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა) მაისურზე და სვიტერზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღინიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით და ლოკალიზაციის არეებით შეესაბამება სამედიცინო ე--------იზის N0-------- დასკვნაში მითითებულ მ----- ტ-----–-ძის სხეულზე არსებულ დაზიანებათა განლაგების ლოკალიზაციის მონაცემებს. შარვალზე, ქამარზე, ტრუსზე, ერთ წყვილ წინდაზე დაზიანება არ აღინიშნება.
გამოკვლევაზე წარდგენილ ჭიქას აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ტეხვით გამოწვეული დაზიანება - მინუს მასალით. ფიალას ექსპლუატაციური წარმოშობისათვის დამახასიათებელი კვალთა გარდა, სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნება (F----------. გამოკვლევაზე წარმოდგენილ შავი ფერის ქურთუკს (F--------) დაზიანება არ აღენიშნება. „თ. ჟ----–---–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული გ. კ-----ის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ქურთუკი, სვიტერი, შარვალი) შარვლის მარჯვენა ტოტზე მუხლის შესაბამის მიდამოსთან აღინიშნება რაიმე მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან სტატიკო-დინამიურ კონტაქტის შედეგად განვითარებული კვალთა ლოკალური მონაკვეთის არსებობა. ქურთუკს, სვიტერს, ასევე „გ--- კ-----ის“ წარმოდგენილ მაისურს, ერთ წყვილ ფეხსაცმელს და „გ------- გ------ის“ წარმოდგენილ სპორტულ მოსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება.
გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებული პირისა და კუსტარულად დამზადებული ყბების მქონე დანა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით წარმოადგენს ცივ იარაღს, რომელსაც ექსპლუატაციური წარმოშობისათვის დამახასიათებელ კვალთა გარდა, სხვა რაიმე განსხვავებული მორფოლოგიის მქონე დაზიანება არ აღენიშნება.
ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------ს ბიოლოგიური სეროლოგიური, გენეტიკური) ე--------იზის N0----------- დასკვნის თანახმად პაკეტში, წარწერით: ,,...1ც. 3 ლტ პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით. სურ N5 (მაგიდიდან)...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის, 3ლ ტევადობის ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ--- კ------ს(ობ.N77; პაკეტი, წარწერით: ,,..გ--- კ-----ის ნერწყვის ნიმუში...“), მეორე წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ. N79; პაკეტი, წარწერით: ,,სისხლი.. გვამი მ.ტ-----–-ძე..“).
პაკეტში, წარწერით:,,,..1ც მინის ჭიქა და მასში არსებული სითხე გადატანილი პლასტმასის კონტეინერში სურ N5 (მაგიდიდან)..“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- გ------ს (ობ N76;პაკეტი წარწერით: ,,..გ------- გ------ის ნერწყვის ნიმუში..“).
პაკეტში, წარწერით: ,,..1ც პლასტმასის ბოთლი წარწერით „VIVA” მასში არსებული სითხით სურ N5 (მაგიდიდან)...“ მოთავსებულ მომწვანო ფერის, პოლიმერული მასალის ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: ,,.. 1ც თიხის ფიალა, 1ც ჭიქა. სურN10...“ მოთავსებულ მოთეთრო ფერის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და მოყავისფრო ფიალაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79). ობ.N4-ის პროფილში, გ------- გ------ის (ობ.N76), გ--- კ-----ისა (ობ.N77) და ზ---- ბ------------–---–-ს (ობ.N78;პაკეტი, წარწერით: ,,..ზ---- ბ------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში, წარწერით:,,.. 3 ც მინის ჭიქა სურ N5 (მაგიდიდან)...“ მოთავსებულ: პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------”, მოთავსებულ გამჭირვალე მინის ჭიქაზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ.N6), სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ--- კ------ს (ობ.N77), მეორე წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს( ობ.N79).
პაკეტში, შტრიხკოდით: “F--------”, მოთავსებულ გამჭირვალე მინის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N8), გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ზ------------------–---–-(ობ.N78), მეორე წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს.
პაკეტში, შტრიხკოდით: ,,..F--------”, მოთავსებულ გამჭირვალე მინის ჭიქაზე (ობ.N9) და პაკეტში, წარწერით:,,..1ც თიხის ე.წ ფიალა სურ N5 (მაგიდიდან)...“ მოთავსებულ მოყავისფრო ფიალაზე (ობ.N10) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, წარწერით: ,,..2ც თიხის ჭურჭელი სურ N5 (მაგიდიდან)..“ მოთავსებულ; პაკეტში, შტრიხკოდით: „F---------, მოთავსებულ მოყავისფრო, ქვევრის ფორმის სასმისზე არსებული ბიომასალის (ობ.N11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------”,მოთავსებულ მოყავისფრო, ქვევრის ფორმის სასმისზე არსებული ბიომასალის (ობ.N12) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ზ------------------–---–- (ობ.N78), მეორე წილი ეკუთვნის გ--- კ------ს(ობ.N77).
პაკეტში, წარწერით: ,,10... 2ც ე.წ ყანწი სურ N5 (მაგიდიდან)..“ მოთავსებულ: პაკეტში, შტრიხკოდით: “F---------, მოთავსებულ მომწვანო-მოყავისფრო ყანწზე (ობ.N13), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------”, მოთავსებულ მოშავო ფერის ყანწზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79). ობ. N14-ის პროფილში, გ------- გ------ის (ობ.N76), გ--- კ-----ისა (ობ.N77) და ზ---- ბ------------–---–-ს (ობ.N78) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში, წარწერით: ,,..7.. 2ც ე.წ ყანწი სურ. N5 (მაგიდიდან)..“ მოთავსებულ ორ ცალ ყანწზე არსებული ბიომასალის (ობ. N15,16) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N15-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79), მინორული წილი და ობ.N16-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, წარწერით:,,..4ც ჩანგალი სურ N5 (მაგიდიდან)..“ მოთავსებულ: ერთ-ერთ ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ.N17) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--- კ------ს (ობ.N77); მეორე ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ.N18) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
მესამე ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ.N20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- გ------ს (ობ.N76);
მეოთხე ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ.N19) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ზ------------------–---–- (ობ.N78). ობN19-ის პროფილში, გ------- გ------ის (ობ.N76), გ--- კ-----ისა (ობ.N77) და მ----- ტ-----–-ძის (ობ.N79) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში, წარწერით: ,,..1ც მოყვითალო ფერის ნივთი სურ N5 (მაგიდიდან)...“ მოთავსებულ მოყვითალო-ღია მოყავისფრო ხისმაგვარი მასალის საგანზე (ობ.N21) და პაკეტში, წარწერით:,,.. 1ც შავი ფერის მობ. ტელ fly ფირმის სურ N4..“ მოთავსებულ ტელეფონზე (ობ.N22) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელთა ერთი წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს(ობ.N79) . ობ N21,22-ის პროფილში, გ------- გ------ის (ობ.N76), გ--- კ-----ისა (ობ.N77) და ზ---- ბ------------–---–-ს (ობ.N78) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში, წარწერით: ,,.. 1ც ასანთი; 2ც სიგარეტის კოლოფი PIRVELI; 1ც სანთებელა; პოლიეთილენის პარკში გამოუყენებელი ფილტრები სურ N5(მაგიდიდან)...“ მოთავსებულ:
პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------”, მოთავსებულ სიგარეტის კოლოფზე, წარწერით: ,,.PIRVELI“, ერთი ცალი სიგარეტის ღერით, არსებული ბიომასალის (ობ.N23) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ზ------------------–---–- (ობ.N78), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, შტრიხკოდით: „----------- მოთავსებულ სიგარეტის კოლოფზე, წარწერით: ,,..PIRVELI..” რვა ცალი სიგარეტის ღერით, არსებული ბიომასალის (ობ.N24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------” მოთავსებულ სანთებელაზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N25) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79). ამავე სანთებელაზე არსებული ბიომასალის (ობ.N26) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, შტრიხკოდით: „---------- მოთავსებულ ასანთის კოლოფზე არსებული ბიომასალის (ობ.N27) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს(ობ.N79). ობ. N27-ის პროფილში, გ------- გ------ის (ობ.N76), გ--- კ-----ისა (ობ.N77) და ზ---- ბ------------–---–-ს (ობ.N78) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში, შტრიხკოდით: „----------, მოთავსებულ გამჭირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე, სიგარეტის რვა ცალი ფილტრით, არსებული ბიომასალის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს(ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,.. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1ც დანა მოწითალო ფერის ლაქებით. სურ N6...“ მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N29) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N30) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ--- კ------ს (ობ.N77), მეორე წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,.. სიგარეტის ნამწვი სურ N5 (მაგიდიდან)...“ მოთავსებულ თეთრფილტრიანი სიგარეტის დეფორმირებულ ნამწვზე, წარწერით: „PIRVELI” (ობ.N31) და პაკეტში, წარწერით:,,.. 1ც სიგარეტი „PIRVELI“ სურ N9..“ მოთავსებულ თეთრფილტრიანი სიგარეტის ღერზე, წარწერით: „PIRVELI“ (ობ.N33), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით:,,.. 1ც სიგარეტი „PIRVELI“ სურ N8..“ მოთავსებულ თეთრფილტრიანი სიგარეტის ნამწვზე, წარწერით: „PIRVELI“, არსებული ბიომასალის (ობ.N32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,.. 1ც მოწითალო ფერის ლაქა ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული იატაკის ზედაპირიდან სურ N1..“ მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო -მოყავისფრო ლაქა (ობN34) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, წარწერით: ,,.. გ--- კ-----ის ფეხსაცემლი და მაისური..“ მოთავსებულ მონაცისფრო ჯემპრზე (ობ.N35,36) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ.N38) არსებული ღია მოყავისფრო და მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები, სისხლი არ აღმოჩნდა. მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებულ ღია მოყავისფრო, წერტილოვან ლაქებზე არსებული ბიომასალის (ობ.N37) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,.. თ-–----–---–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული გ.კ-----ის ტანსაცმელი..“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N39,40,40ა,40ბ) და ჯემპრზე (ობ.N43) არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს(ობ.N79). აღნიშნულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის (ობ.N44) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--- კ------ს (ობ.N77).
ამავე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო-მოშავო ფერის ლაქები (ობN41,42) სისხლი არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,.. გ------- გ------ის სპორტული მოსაცმელი..“ მოთავსებულ ჟაკეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ.N45,46) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N46-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79). ობ.N45-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ------- გ------ს (ობ.N76), მეორე წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს 9ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,..1ც მოშაო ფერის ქურთუკი ლაქებით სურ 3... მოწმე.../ა.გ------ი/...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო ლაქები 9ობ.N47,48), სისხლი არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით:,,.. 1ც მოშაო ფერის ფლოსტი სურ N11..“ მოთავსებულ მარჯვენა ჩუსტზე არსებული მოშავო-მოყავისფრო ლაქა(ობ.N49), სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე ჩუსტზე (ობ.N50) და პაკეტში, წარწერით:,,..1ც მოშაო ფერის ფლოსტი სურ N7..“ მოთავსებულ მარცხენა ჩუსტზე (ობ.N51) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
(ობ.N55,56) ჯემპრზე (ობ.N57), მაისურსა (ობ.N58) და ქვედა საცვალზე (ობ.N59) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე, სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება;
პაკეტში, წარწერით:,,. გ--- კ-----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილები..“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N60,61) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--- კ------ს (ობ.N77);
პაკეტში, წარწერით:,,.. გ------- გ------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილები..“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N62,63) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- გ------ს (ობ.N76);
პაკეტში, წარწერით:,,.. ზ---- ბ------------–---–-ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილები..“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ N64,65) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------------------–---–- (ობ.N78);
პაკეტში, წარწერით:,,..ფრჩხილების ნიმუშები გვამი: მ.ტ-----–-ძე..“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N66,670 შეიცავს ადამიანის სისხლს, ობ.N66,67-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,.. გ--- კ-----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები 2ც დოლბანდზე..“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ.N68,69) და პაკეტში, წარწერით:,,.. ზ---- ბ------------–---–-ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები 2ც დოლბანდზე..“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ.N72,73) არსებული ღია მოყვითალო-მონაცრისფრო ლაქები, სისხლს არ შეიცავს;
პაკეტში, წარწერით:,,.. გ------- გ------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები 2ც დოლბანდზე..“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N70,71) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N70,71-ის გენეტიკური პროფილები შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ------- გ------ს (ობ.N76), მეორე წილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79);
პაკეტში, წარწერით:,,.. გარდაცვლილი მ----- ტ-----–-ძის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N74,75) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N74,75-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ტ-----–-ძეს (ობ.N79).
2017 წლის 27 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2017 წლის 27 ნოემბერს ქვ------------–-------–-–--------------------------------------------------–------------ებელ გ------- თ---–---–ის მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------––-----–----–----–---------–ი. უშუალოდ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს აღნიშნულ მისამართზე განთავსებული გ------ების საკუთრებაში არსებული კერძო ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ეზოში შესასვლელი მხრიდან მეორე კარში განთავსებული მ----- ტ-----–-ძეზე გაქირავებული ორი საცხოვრებელი ოთახი. აღნიშნული ორსართულიანი სახლის ეზოში შესვლა შესაძებელია რ----ს ჭიშკრის გავლით, რომლის ორივე მხარე არის ეზოსკენ შეხსნილ მდგომარეობაში. უშუალოდ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ერთმანეთის მიყოლებით განთავსებულია ორი ხის კარი, რომელთა ორივე მხარეს განთავსებულია თითო ფანჯარა. ორივე კარი არის მიხურულ მდგომარეობაში, ხოლო ფანჯრებიდან გამოდის სინათლე. მეორე კართან, სადაც სახლის მესაკუთრის ა------------ განმარტებით წლების განმავლობაში ქირით ორ ოთახში ცხოვრობს მ----- ტ-----–-ძე მეუღლესთან ერთად. ოთახში შესასვლელს გააჩნია ორსაფეხურიანი კიბე. კარი არის ხის, ორფრთიანი. ოთახში მთელ სივრცეში განთავსებულია ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები. ოთახში შეინიშნება გარკვეული არეულობის კვალი. ოთახის შუაგულში დგას მაგიდა, რომელზეც გაშლილია სუფრა ოთხ კაცზე. მაგიდაზე განთავსებულია ჭურჭელი, საკვები პროდუქტები, სასმისები, სასმელები და სხვა ნივთები. აღნიშნული მაგიდის სიახლოვეს და ოთახში შესასვლელი კიბიდან დაახლოებით 3მ და 65 სმ-ში იატაკის ზედაპირზე შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის მასები, რაც დაინომრა როგორც ობიექტი N1, საიდანაც აღებულ იქნა ანაწმენდი ერთ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც დაილუქა ერთ პაკეტად F--------- ობიექტი N1-დან დაახლოებით 1მ და 30სმ-ში მარცხნივ კედელთან განთავსებულია საწოლი არეულ მდგომარეობაში, რომელზე არსებულ მოცისფრო ფერის გადასაფარებელსა და ბალიშზე შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა როგორც ობიექტი N2, მოხდა ბალიშის გადასაკრავის მოხსნა და საწოლის გადასაფარებელთან ერთად დაილუქა ერთ პაკეტად F--------- აღნიშნული საწოლის თავის მხარეს იატაკის ზედაპირზე გდია მცირე ზომის ასევე მოცისფრო ფერის ბალიში. ობიექტი N2-დან დაახლოებით 1მ და 60 სმ-ში დგას ხის სავარძელი, რომელზეც დევს მამაკაცის შავი ფერის ქურთუკი უკანა მხარეს საფირმო ემბლემის გამოსახულებით და წარწერით: „Ge------------”, რაც დაინომრა როგორც ობიექტი N3 და დაილუქა ერთ პაკეტად F--------,ობიექტი N3 დან დაახლოებით 1მ და 10 სმ-ში ხსენებულ სავარძლის წინ განთავსებულ მინის მაგიდაზე დევს “F--”-ის ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული მ---------ის ფირმის სიმბარათით, რაც დაინომრა როგორც ობიექტი N4 და დაილუქა ერთ პაკეტად F--------, ობიექტი N4-დან დაახლოებით 2მ-ში არსებულ ზემოხსენებულ სუფრაზე არსებული ნივთები დაინომრა, როგორც ობიექტი N5, საიდანაც ამოღებული იქნა სამი ცალი მინის ჭიქა, რომლებში არსებული მუქი ფერის სითხე იქნა გადაღებული, სამივე მათგანი მოთავსდა ცალ-ცალკე პაკეტებში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით FC-------, ორი ცალი ერთმანეთის მსგავსი ყანწი შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა კანონით დადგენილი წესით FC-------, ერთი ცალი ფიალა დაილუქა კანონით დადგენილი წესით FC-------, ერთი მოზრდილი და ერთი მცირე ზომის ყანწი შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა კანონით დადგენილი წესით F--------, ერთი ცალი სამლიტრიანი პლასტმასის ბოთლი მასში არსებული მუქი ფერის სითხით დაილუქა კანონით დადგენილი წესით F--------, ერთი ცალი მოყვითალო ფერის სასმისი დაილუქა კანონით დადგენილი წესით F--------, ერთი ცალი მინის ჭიქა, რომელში არსებული გამჭირვალე ღია ფერის სითხე გადატანილი იქნა პლასტმასის კონტეინერში და დაილუქა ერთ ფუთად F--------, მაგიდაზე არსებული საფერფლიდან სიგარეტის ნამწვი დაილუქა ერთ პაკეტად F--------, ოთხი ცალი ჩანგალი, რომლებიც შეიფუთა ცალ-ცალკე დაილუქა ერთ ფუთად F--------- ერთი ცალი ასანთის, ორი ცალი სიგარეტის კოლოფი წარწერით „PIRVELI”, ერთი ცალი სანთებელა და პოლიეთილების მცირე ზომის პარკი გამოუყენებელი ფილტრებით დაილუქა ერთ ფუთად F---------- პლასტმასის ბოთლი სითხით “VIVA” დაილუქა ერთ ფუთად F--------, ორი ცალი თიხის ჭურჭელი შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა ერთ ფუთად F--------- ობიექტი N5 დან დაახლოებით 1მ და 40 სმ-ში კედელთან განთავსებულია ჭურჭლის კარადა, რომლის ქვედა თაროზე დევს მუქი ფერის სამზარეულოს დანა, რომლის ძირზე შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები. დანის პირი არის 17,5 სმ სიგრძის, პირის განიერი ადგილი არის 2,3 სმ სიგანის, ხოლო ტარის სიგრძეა 12 სმ. აღნიშნული დანა დაინომრა , როგორც ობიექტი N6 და დაილუქა სპეციალურ მუყაოს კოლოფში ლუქით N46130, ობიექტი N6-დან დაახლოებით 2მ და 20სმ-ში ხსენებული სუფრის მაგიდის ქვემოთ იატაკის ზედაპირზე გდია მუქი ფერის ოთახის ღია ფეხსაცმელი, რაც დაინომრა როგორც ობიექტი N7 და დაილუქა ერთ ფუთად F--------- ობიექტი N7-დან დაახლოებით 1მ და 80სმ-ში არსებული შეშის ღუმელის წინ ნანახი იქნა ერთი ცალი სიგარეტის „პირველის“ ღერი, რაც დაინომრა, როგორც ობიექტი N8 და დაილუქა ერთ პაკეტად F--------- ობიექტი N8-დან დაახლოებით 3მ და 20სმ-ში მეორე ოთახში გასასვლელი კარის სიახლოვეს იატაკის ზედაპირზე ნანახი იქნა ერთი ცალი სიგარეტი „პირველის“ ღერი რაც დაინომრა როგორც ობიექტი N9 და დაილუქა ერთ პაკეტად F--------- ობიექტი N9-დან დაახლოებით 2მ და 40სმ-ში ხსნებულ საწოლის თავის მხარეს მის ქვემოთ არსებულ იატაკის ზედაპირზე ნანახი იქნა ერთი ცალი ფიალა და ჭიქა რაც დაინომრა, როგორც ობიექტი N10 შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად FC-------, ობიექტი N10-დან დაახლოებით 30სმ-ში ასევე საწოლის ქვეშ ნანახი იქნა მარჯვენა წყვილი მუქი ფერის ოთახის ღია ფეხსაცემლი რაც დაინომრა, როგორც ობიექტი N11 და დაილუქა ერთ ფუთად F--------- აღნიშნული ოთახიდან ხის კარით გავდივართ მეორე ოთახში, სადაც ასევე ანთია სინათლე.ოთახის სივრცეში განთავსებულია მაცივარი, ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები. შემთხვევის ადგილიდან სხვა რაიმე ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
N0010352406 ამოღების ოქმის მიხედვით (ტომი 1, ს.ფ.74-75) ირკვევა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ს----------–----–-----------------–-------–-–--------------------------------------------------–---------------------–----–----–-------------------------–-----------ქტივ-გამომძიებელი ნ------ მ------ს მიერ ჩატარებულ იქნა ამოღება. ქვ------------–-------–-–-------------------ის მ--------–-- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მისი თანხმობით, მოწმე გ------- გ------ისგან ამოღებული იქნა ტანთცმული ლურჯი ფერის „ადიდასის“ ფირმის სპორტული მოსაცმელი, რომელსაც სახელურებზე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. აღნიშნული სპორტული მოსაცმელი მოთავსდა ცელოფნის პარკში და დაილუქა N2 ლუქით პაკეტებისათვის, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.
2017 წლის 28 ნოემბრის თ----- ჟ----–---–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (ტომი 1, ს.ფ.83-91) დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს ქვ------------–-------–-–--------------------------------------------------–------------ებელ ნ---- ლ-–---ს მიერ ჩატარდა თ. ჟ----–---–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბინა მდებარეობს ქ-----------–--------------–----------------ში. ხ-------------–-ანი კორპუსის მესამე სართულზე. ბინა არის ერთოთახიანი, სააბაზანოთი და სამზარეულოთი. ბინის ჩხრეკა დაიწყო ბინის შესასვლელიდან, საიდანაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები ვერ იქნა ამოღებული. აღნიშნულის შემდეგ ჩხრეკა გაგრძელდა შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ არსებულ ოთახში, რა დროსაც თ----- ჟ----–---–---მა მიუთითა ოთახის შესასვლელთან არსებულ საწოლზე, რომელზეც უწესრიგოდ ეყარა რუხი ფერის ნაქსოვი სვიტერი, მწვანე ფერის დათბილული სპეციალური სამუშაო შარვალი და ყავისფერი კაპიშონიანი თეთრსარჩულიანი ქურთუკი და განმარტა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს ღამის საათებში, როდესაც გ--- კ------ მივიდა მასთან სახლში ეცვა მითითებული ტანსაცმელი, რომელიც გამოიცვალა და დატოვა მითითებულ ადგილას. აღნიშნულის შემდგომ მოხდა მითითებული ტანსაცმელების ამოღება. ოთახის შემდგომ ჩხრეკა გაგრძელდა სამზარეულოში, სადაც რაიმე სახის მნიშვნელობის მტკიცებულება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა, სამზარეულოს ოთახის შემდგომ ჩხრეკა გაგრძელდა სააბაზანო ოთახში, საიდანაც რაიმე სახის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.
თ----- ჟ----–---–---ის საცხოვრებელი ბინის ოთახში არსებული საწოლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1.რუხი ფერის ნაქსოვი სვიტერი, რომელსაც საყელოს შიდა მხარეს აქვს ეტიკეტი წარწერით „sevr lorme”, სვიტერს აქვს სამკუთხედისებრი ფორმის გადასაკეცი საყელო, რომელიც გაწყობილია რუხ და თეთრ კვადრატებით. სვიტერს სახელოების და წელის დაბოლოებებში აქვს თეთრი ზოლი. სვიტერს მარჯვენა სახელოს ე.წ მანჟეტის დაბოლოებაზე, თეთრ ზოლზე, გარეთა და შიდა მხრიდან აღენიშნება მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. 2.მწვანე ფერის დათბილული შარვალი, ფართე სათავით. შარვალი წინა მხარეს იკვრება ოთხი ღილით. შარვლის ორივე ტოტი დაბლა, შიდა მხარეს არის შეხსნილი ოდნავ. შარვალს წინა მხარეს, დაბლიდან პირველ და მეორე ღილს შორის აღენიშნება მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ასევე მარჯვენა ტოტის წინა მხარეს, უბის გასწვრივ აღენიშნება მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. შარვალს მარცხენა ტოტის წინა მხარეს ჯიბიდან დაახლოებით 15 სმ დაბლა აღენიშნება მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ასევე შარვალს მარჯვენა ტოტის უკანა მხარეს ტოტის დაბოლოებაში, დაბლა აღენიშნება მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. შარვლის ვიზუალური დათვალიერებით მარჯვენა ტოტის წინა მხარეს სამუხლის არეში აღენიშნება მცირე ზომის დაზიანების ნიშანი, ასევე შარვალს აღენიშნება სხვადასხვა შეფერილობის და ზომის მრავლობითი ლაქები. 3. ყავისფერი კაპიშონიანი ქურთუკი, თეთრი ფერის სარჩულით, რომელსაც შიდა მხარეს საყელოსთან აქვს ჩაკერებული შავი ფერის ნაჭერი მასზე არსებული წარწერით „tech-line 164” ასევე ქურთუკის თეთრი ფერის საკიდს აქვს წარწერა „164“. ქურთუკი იკვრება თეთრი ფერის ელვაშესაკრავით, მას მარჯვენა და მარცხენა გვერდებზე აქვს ჯიბეები, რომლებიც იკვრება თეთრი ფერის ელვაშესაკრავით. ქურთუკს მარცხენა სახელოს დაბლა მხარეს აქვს ჯიბე ელვაშესაკრავით, ხოლო მარცხენა წინა მხარეს გულმკერდის ადგილას აქვს თეთრი ფერის წარწერა „tech line”. ქურთუკს ორივე სახელოს დაბოლოებაში აქვს ე.წ „ფხრიწიანი“ სამაგრი. ქურთუკს მარჯვენა და მარცხენა შიდა მხარეს დაბლა აქვს ბადისებრი ჯიბეები. ქურთუკს წინა მარცხენა მხარეს ელვაშესაკრავთან აღენიშნება შავი ფერის ლაქები. მითითებული ტანსაცმელი ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, რის შემდეგაც ისინი ერთად მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, რომელიც დაილუქა ქ-------------–-------–-–------------------------ ლუქით, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი.
2017 წლის 27 ნოემბრის გვამის დათვალიერების ოქმის (ტომი 1, ს.ფ.104-111) მიხედვით ქვ------------–-------–-–----------------------------------------------–-ა ს------ შ--------ემ ქ. მ--------–ი, შპს „ჯ-------------–-“ მ--------–-- სამედიცინო ცენტრში, სასამართლო-სამედიცინო ე-------- ა-–---- ბ-------–---–ის მონაწილეობით დაათვალიერა გვამი. დათვალიერება მიმდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ, წყნარ ვითარებაში. ქ. მ--------––ი შპს „ჯ-------------–-ს“ სამედიცინო ცენტრის სარდაფში, გვამის დროებითი დაყოვნების ოთახში, სადაც გორგოლაჭებიან საკაცეზე გულაღმა მდგომარეობაში ფეხებით კარისაკენ ასვენია მამაკაცის გვამი გადაფარებული მოლურჯო ფერის ორი ცალი ხალათით.გვამს ასევე აფარია მოთეთრო ფერის ხალათი.გვამს თავი აქვს მცირედ მობრუნებული მარცხნივ, კიდურებზე სხეულის გასწვრივ. გვამი ხელის შეხებით თბილია ტორსის მიდამოში, ტანსაცმელი და სხეული მოსვრილია სისხლით. გულმკერდის მიდამოში აღენიშნება მრავლობითი სწორკიდეებიანი ჭრილობები, გაშეშება ყველა ჩვეულებრივად გამოსაკვლევი ჯგუფის კუნთებში, დათვალიერება ტარდება შეზღუდული ხელოვნური განათების პირობებში. დეტალური დათვალიერებისათვის გადადის პროზექტურაში.
2017 წლის 28 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ-------------–-------–-–-------------------------------------------–----–-----------------------ილების დ----------------------–ი ს------ შ--------ის მიერ ე-------- ა-–---- ბ-------–---–ის მონაწილეობით, ქ-----------–---–-----------------------ში მდებარე სასამართლო სამედიცინო ე--------იზის ბიუროში მშვიდ სამუშაო გარემოში, იძულების გარეშე, მისი თანხმობით, მოწმე ა-–---- ბ-------–---–ისგან ამოღებული იქნა მ----- ტ-----–-ძის გვამის ტანსაცმელი. კერძოდ: მუქი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „POROSUS”, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ზემოხსენებული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი 50ლარიანი და ერთი ცალი 10ლარიანი კუპიურა, შავი ფერის ტყავის ქამარი, მომწვანო ფერის სვიტერი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის ლაქები, თეთრი ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის ლაქები. ტრუსი შავ-თეთრ ფერებში, შავი ფერის წყვილი წინდა წარწერით „PUMA”. ფულადი თანხა 50 და 10 ლარიანი კუპიურები საერთო ჯამში 60 ლარი დაილუქა ერთ პაკეტში შტრიხკოდით N0304447, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი, მ----- ტ-----–-ძის ტანსაცმელი მუქი ფერის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქამარი, მომწვანო ფერის სვიტერი, თეთრი ფერის მაისური, შავი ფერის წყვილი წინდა და ტრუსი მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა შტრიხ-კოდით N0271337, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა დაცვის მხარის მოწმე მ------------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ არის გ--- კ-----ის დედა. ფაქტის შესახებ გაიგო 2017 წლის 27 ნოემბერს, ამ დროს იმყოფებოდა თურქეთში, რა დროსაც დაურეკა მისმა მეზობელმა თ----- ჟ----–---–---მა და უთხრა, რომ გ---მ დაურეკა და უთხრა რომ სცემეს, გაურკვეველი ჭრილობა მიაყენა ადამიანს და სახლში წაყვანას სთხოვდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გ---ც იქ მივიდა, თ-----მ უთხრა, რომ გ--- სასტიკად ნაცემი იყო, თავზე კოპები ჰქონდა, ყელი ჰქონდა თითქმის გამოჭრილი და პირიდან სისხლი მოსდიოდა. გ--- პატიებას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ ასეთი ადამიანი არ იყო, თანამშრომლებთან შეკამათება მოუვიდა და ვინ საიდან ურტყამდა არ იცის. უცებ დაუწყეს ცემა, კაპიშონი მოქაჩეს, ერთი უკნიდან იჭერდა, ორი კი ურტყამდა. უკვე ატყობდა, რომ მოკვლას უპირებდნენ, ის დანა რომ შემოიტანა გარდაცვლილმა, გ---სთვის უთქვამს შენთვის გავლესეო. ტკივილებსაც რომ ვეღარ უძლებდა დანა აიღო და იქნევდა, ნახა რომ ერთ-ერთი ადამიანი დაშავდა და ეგრევე წამოვიდა. გ---მ უთხრა, რომ დანას შესაშინებლად იქნევდა, თავი რომ დაანებეს, დაინახა, რომ დაჭრილი იყო ადამიანი. თ-----სგან გაიგო, რომ კბილი ჰქონდა გატეხილი. გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ეგო. თ-----ს ხშირად ხედავს, ერთხელ მასთან მივიდა, იმ დღეს სასამართლო უნდა ყოფილიყო და თ----- მოწმედ იყო დაბარებული, თ-----მ უთხრა, რომ ჯერ პრკურატურაში იყო დაბარებული, დაინტერესდა სასამართლომდე პროკურატურაში რატომ იყო დაბარებული. თ-----სგან პასუხი ვერ მიიღო. მეორე დღეს ჰკითხა, რატომ არ თქვა სასამართლოში ყველაფერი, თ-----მ უთხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. თ-----მ შეატყობინა, რომ ის კაცი დაიღუპა. გ--- არის ჩამოყალიბებული და კარგი ადამიანი. ახლი გადმოსულები იყვნენ მისი შვილები მ--------––ი, შემდეგ მუშაობაც დაიწყო. თვითონ ახლა მ--------––ი ცხოვრობს, დ------------ში მის დასთან იყო, ადვოკატი მივიდა მასთან წაიყვანა და გამოკითხა. გ---ს რომ ესაუბრებოდა, თ----- და მისი მეორე შვილიც იქ იყო, 10-12 წუთი ელაპარაკებოდა სულ. იცოდა, რომ ერთი იჭერდა და ორი ურტყამდა. სანამ თ----- წავიდოდა გ---ს მოსაყვანად, გ--- თვითონ მივიდა ტაქსით, ამ დროს თ-----მ დაურეკა და უთხრა, რომ გ--- მივიდა. ეჭვი აქვს, რომ თ-----ზე ზემოქმედება მოახდინეს და იმიტომ არ თქვა სიმართლე. ჩვენება, რომელიც ადვოკატს მისცა, მანამ სანამ ხელს მოაწერდა წაიკითხა და მასში სიმართლეა გადმოცემული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე შ------- კ-------–--ლი, რომელმაც განმარტა, რომ არის გ--- კ-----ის დეიდა. 2017 წლის 27 ნოემბერს დაურეკა გ---მ და უთხრა, რომ ცუდი ფაქტი შეემთხვა და მისი დისთვის მიეხედა. გ--- თ-----ს სახლიდან ურეკავდა მობილურზე, ესმოდა თუ არა თ-----ს მათი საუბარი არ იცის. გ--- მ--------––ი ცხოვრობდა. მან უთხრა, რომ მ-----ისთან ქეიფობდა, შელაპარაკება მოუვიდა, ორი კაციც მ-----ის მხარეს გადავიდა, ერთს უკან ეჭირა დანარჩენი ორი კი ურტყამდა, თავისი გალესილი დანა ჰქონდა ერთს და იმ დანით ემუქრებოდა რომ მოკლავდა, მიხვდა, რომ მისი საქმე ცუდად იყო, მოკლავდნენ, სახეზე ხელი ჰქონდა მიფარებული, დანას მიწვდა, იმისათვის რომ გასცლოდნენ და ამ დანას იქნევდა მ-----ის მიმართულებით, რადგან გასცლოდნენ. მოკვდა თუ არა ის კაცი არ იცოდა, პოლიციაში ჩაბარებას აპირებდა. გ--- ეუბნებოდა არ უნდოდა ესე მომხდარიყო, გამეტებით რომ ურტყამდნენ ამიტომ აიღო დანა, უნდოდა რომ გასცლოდნენ, მაგრამ მაინც არ გაეცალნენ, დანა რამდენჯერ მოიქნია არ იცის. შემდეგ რომ შეეშვნენ, დაინახა რომ მ-----თან იყვნენ დანარჩენები მისულები და ასულიერებდნენ. რადგან ხელი სახეზე ჰქონდა მიფარებული, არ იცის სად მოხვდა მ-----ს. სკოლის პერიოდში გ--- ძალიან კარგად სწავლობდა, მას მუშაობა არასოდეს ეზარებოდა. ამ ამბის შემდეგ გარკვეული დრო გ---ს და მასთან იყო, შემდეგ დედასთან გადავიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ლ--- კ-------–--ლი, რომელმაც განმარტა, რომ არის გ--- კ-----ის და. ცხრა საათს იყო გადაცილებული, როდესაც მასთან მივიდა მეზობელი თ----- ჟ----–---–---ი და უთხრა, რომ მის ძმას გ--- კ------ს მოუვიდა ჩხუბი, დენი არ ჰქონდა და მასთან ჩასულიყო. რომ მივიდა მისი ძმა სახლში ჰკითხა თუ რა მოხდა, მან უპასუხა, რომ ოთხნი იყვნენ სუფრასთან, მ----- ტ-----–-ძესთან მოუვიდა შელაპარაკება, შემდეგ ეს გადაიზარდა ჩხუბში და მას სცემდნენ, ერთი იჭერდა და ახრჩობდა, ორნი ურტყამდნენ. რომ მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და კლავდნენ, აიღო დანა, რომლითაც მანამდე ტ-----–-ძე ემუქრებოდა, სახეზე ხელი აიფარა და დანის მოქნევა დაიწყო, ეგონა შეეშინდებოდათ და თავს დაანებებდნენ. ყველაზე აქტიური იყო ტ-----–-ძე და მას მოხვდა დანა. როდესაც ასულიერებდნენ წამოვიდა, რომ არ მოეკლათ. სახლში რომ მივიდა გ---მ უთხრა ტანსაცმელი ჩაეტანა, სამსახურის ფორმაში იყო და პოლიციაში უნდა წასულიყო. სამუშაოს ჭუჭყიანი ფორმით იყო, არ უნდოდა ასე წასულიყო და ამიტომ გამოიცვალა ტანსაცმელი. ცოტახანში პოლიციაც მივიდა და წაიყვანეს. სახლში დენი არ ჰქონდათ, ჩაჭრილი ჰქონდათ გადაუხდელობის გამო, ამიტომ ჩაიყვანა თ-----მ მასთან. თ-----ს მესენჯერით გ--- დედას და დეიდას ესაუბრა. თ-----სთან სახლში ამ დროს მისი მეგობარი გოგო იყო. სხვა რაიმე მისთვის ცნობილი არ არის. მასზე მზრუნველობას ძმა და დედა ახდენდა. მასსა და გ--- კ-----ის საუბარს თ----- ჟ----–---–---ი და მისი მეგობარი გოგო ესწრებოდა. თ----- გ---სთან მეგობრობდა. რა თქვა თ-----მ სასამართლო სხდომაზე არ იცის. გ--- რომ მივიდა ნასვამი, ნაცემი და აღელვებული იყო. სხვები, ვინ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში არ იცის. გ---ს ყელთან ჰქონდა ჩაწითლებული და თვალი ჰქონდა დალურჯებული. დედა ამ დროს თურქეთში იყო, მას ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდნენ, მომხდარის შესახებ თ-----მ გააგებინა დედას, შემდეგ გ--- თავადაც ესაუბრა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა გ--- კ------მ, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------––ი 2016 წლის ოქტომბრის თვიდან, თავიდან არაფერს საქმიანობდა, შემდეგ ბოსტნეულის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი რ----ს ცეხში. იმ დღეს, როდესაც ფაქტი მოხდა დილით მივიდა სამსახურში, სიცივის გამო სვამდნენ არაყს. საღამო ხანს მუშაობას თავი დაანებეს და არყის სმა დაიწყეს. ამ პერიოდში სვამდა მ----- ტ-----–-ძესთან, ზ---- ბ------------–---–---------–--------–-–---–---------–---- ბ------------–---–თან და კიდევ ერთ პირთან ერთად. საღამოს მ----- ტ-----–-ძემ მასთან მიიპატიჟათ ღვინოზე, თავიდან არ აპირებდნენ წასვლას, საკმაოდ მთვრალები იყვნენ და არ სჭირდებოდათ მეტი, მაგრამ მ-----ის დაჟინებული თხოვნით მაინც წავიდნენ: თვითონ, ზ---- ბ------------–---–-, მ-----ი და ვ--–---- გ--–-–---–ი, მისივე მანქანით. მივიდნენ ტ-----–-ძის სახლში, გ--–-–---–ი არ დარჩა სახლში წავიდა და თვითონ და ბ------------–---–- დარჩნენ მ----- ტ-----–-ძესთან. შევიდნენ სახლში, ღუმელი დაანთო მ-----მა, სუფრის გაწყობა დაიწყეს და დასხდნენ საქეიფოდ. ქეიფობდნენ უკონფლიქტოდ, ტელეფონი ხშირად ურეკავდა ყოველ 15 წუთში და გარეთ გადიოდა ხოლმე სალაპარაკოდ. ბოლოს როცა იყო ტელეფონზე სალაპარაკოდ გასული, ცოტა დიდხანს მოუწია გაჩერება დაახლოებით 15-20 წუთი, როდესაც სუფრასთან დაბრუნდა სადღეგრძელოს სვამდა გ------- გ------ი, რომელიც იჯდა მის მოპირდაპირედ, აიღო ჭიქა ხელში და უთხრა, რომ ფეხზე დგომით დაელიათ ეს სადღეგრძელო. გ-------ი რუსულად საუბრობდა და კარგად არ ესმოდა, ის სადღეგრძელოს 15 წუთის განმავლობაში ყვებოდა და მან უთხრა, რომ მალე დაემთავრებინა სადღეგრძელო, ფეხზე დგომით დაიღალა და მერე მოეყოლა ისტორიები, ამ დროს წამოხტა გაბრაზებული მ----- ტ-----–-ძე და უთხრა შენ ჩემ ,,ხაზეიკას“ როგორ ელაპარაკებიო და სახეში დაარტყა, მოვარდა გ------იც, მანაც დაარტყა, ეს კონფლიქტი ესე დასრულდა, ხელი არ შეუბრუნებია არცერთისთვის. აიღო ტელეფონი და გავიდა გარეთ, წასვლა უნდოდა იქიდან, გამოჰყვა ტ-----–-ძეც და ჩაეძია რატომ მიდიოდა, ,,ხიპიშის“ ხასიათზე იყო. უთხრა რომ უკვე საკმაოდ ნასვამი იყო და სახლში უნდოდა წასვლა, მ-----მა უთხრა ,,რა არის აღარ მკადრულობო“ და ისევ შიგნით ეპატიჟებოდა დალევის გასაგრძელებლდ. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ერთი საბოლოო ჭიქაც დაელიათ და ისე წასულიყო სახლში, აღარ უნდოდა კონფლიქტის გაგრძელება, დათანხმდა და შეჰყვა სახლში. სახლში რომ შევიდნენ მ. ტ-----–-ძემ სერვანდიდან გადმოიღო განსხვავებული სასმისი ორი ცალი ფიალა, ერთი მას დააჭერინა და მეორე თვითონ დაიჭირა, სადღეგრძელო თქვა მისი და გ------- გ------ის და დაჯდა. სადღეგრძელოს ამბობდა თვითონაც, ამ დროს გ------მა და ტ-----–-ძემ ერთმანეთში რაღაც თქვეს, ამის შემდეგ წამოდგა მ-----ი და უთხრა რომ ახლა კიდევ უნდა ეცემა, დადო ფიალა და შეეკითხა რატომ უნდა ეცემათ, ან წეღან რატომ დაარტყა, ან ახლა რატომ უნდა დაერტყა, შემდეგ უთხრა: ,,ე.ი წეღან მე შენ ხელი ტყუილად დაგარტყი ბიჭოო?“ და კიდევ დაარტყა ხელი, ამ დროს გ------იც მივარდა და ცემა დაუწყეს, რაღაცა ჩაარტყეს თავში. ზ---- ბ------------–---–-, რომელიც მის გვერდით იჯდა, ადგა, უკნიდან მივიდა და მისი ჯემპრის საყელოთი უკნიდან იჭერდა და ახრჩობდა, ესენი წინიდან ურტყამდნენ. სახეზე ხელი აიფარა რადგან თვალზე ბევრჯერ მოხვდა მუშტი და უკვე ვეღარც ხედავდა, თან აგინებდნენ. ამ რტყმა-რტყმაში მ----- ტ-----–-ძისგან გაიგო დანა შენთვის მქონია გალესილიო. სუნთქვაც უჭირდა უკვე, ალბათ მოკლავდნენ. ამ დროს აიღო მაგიდიდან დანა სახეზე ხელაფარებულმა და უმისამართოდ ორჯერ ან სამჯერ მოიქნია. ამის შემდეგ დარტყმები შეჩერდა, აღარავინ ურტყამდა. ბ------------–---–ს უთხრა, რომ ვეღარ სუნთქავდა, იხრჩობოდა და გაეშვა, მაგრამ ის არ უშვებდა, ამიტომ უთხრა რომ დანას დაარტყამდა. ამის შემდეგ გაუშვა ხელი და გავიდა სახლიდან. დანის მოქნევის მიზანი იყო, რომ თავიდან მოეშორებინა ტ-----–-ძე, გ------ი და ბ------------–---–-. უფრო მეტად აგრესიული მ----- ტ-----–-ძე იყო. არ დაუნახავს ვინმეს მოხვდა თუ არა მისი მოქნეული დანა, გარეთ გასვლის დროს დაინახა, რომ ტ-----–-ძე დაბლა იჯდა და გ------ი მასთან იყო. ამის შემდეგ გზის გაგნებას ცდილობდა. დარეკა თ----- ჟ----–---–---თან და უთხრა, რომ მისი დისთვის ყურადღება მიექცია, სიტუაციაც მოუყვა რაც ხდებოდა. გავიდა ასფალტზე, ტაქსი გააჩერა და მივიდა კორპუსში, ავიდა თ-----სთან, შეშფოთდა თ----- ასე რომ დაინახა, მოუყვა მას ყველაფერი, სახე დააბანინა და თ-----მ უთხრა დედამისი გაგიჟებული იყო, ამის შემდეგ დედამისთან დაერეკა, დედამისსაც მოუყვა ყველაფერი და უთხრა რომ პოლიციაში ჩაბარებას აპირებდა, ამის შემდეგ დეიდამისს დაურეკა, მოკლედ უამბო რაც მოხდა და უთხრა ლ---სთვის (მისი დისთვის) ყურადღება მიექცია სანამ დედამისი ჩამოვიდოდა. თ-----სთან მისი და და კიდევ ერთი ქალი იყო. მისი დაკავება მოხდა დეიდამისთან საუბრის შემდეგ. დაკავების შემდეგ მანქანაში იჯდა და შემდეგ განყოფილებაში წაიყვანეს. განყოფილებაში როდესაც შეიყვანეს, ინციდენტის შესახებ მოყვა, დაწერილი ჩვენება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. დაზიანებები მიიღო ტ-----–-ძის სახლში კონფლიქტის დროს. პროკურორს შეხვდა მ--------–-- პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ჩვენებას კი მოაწერა ხელი, მაგრამ შიგ რა ეწერა არ იცის. არ დაუნახავს დანა ვის მოუქნია, ბ------------–---–- ყელში უჭერდა. დედამისს იმიტომ მოუყვა, რომ ნერვიულობდა. ჯერ დაიწყეს ცემა და ამის შემდეგ მივიდა ბ------------–---–- და ყელში მოუჭირა ჯემპრი. მიზანმიმართულად დანის აღება არ უნდოდა, რაც მოხვდა ხელში ის აიღო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა ისე დაუწყეს დარტყმა. ახრჩობდნენ და კლავდნენ, ამიტომ დაიწყო დანის ქნევა. მიზანი არ ჰქონია, რომ ვინმესთვის მოერტყა. 2-3 ჯერ მოიქნია სულ უმისამართოდ. დარწმუნებული იყო, რომ მოკლავდნენ, თან მთვრალები იყვნენ. როდესაც დარტყმები შეჩერდა ამოისუნთქა და ბ------------–---–ს უთხრა გაეშვა, რადგან ყელში უჭერდა. რომ აღარ გაუშვა, უთხრა რომ თუ არ გაუშვებდა დაარტყამდა, ამის შემდეგ გაუშვა. მიხვდა რომ ტ-----–-ძე დაიჭრა, მაგრამ რა დონის ჭრილობები ჰქონდა არ იცის. დარეკვა არ უცდია თავიდან არც პოლიციაში და არც სასწრაფოში. იმ წამს გაახსენდა თავის და და თ-----ს დაურეკა მისი დისთვის მიეხედა. მ----- ტ-----–-ძეს ასეთი მძიმე დაზიანებები რომ ჰქონდა არ იცოდა, რომ სცოდნოდა არც წავიდოდა და სასწრაფოში დარეკავდა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის გ--- კ-----ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე - გ------- გ------ის კუთვნილ და მ----- ტ-----–-ძის მიერ ნაქირავებ ოთახში, 2017 წლის 27 ნოემბერს, იმყოფებოდნენ მ----- ტ-----–-ძე, ზ---- ბ------------–---–-, გ------- გ------ი და გ--- კ------, მათ სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ქეიფობდნენ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს პირები მთელი დღის განმავლობაში, სამსახურში ყოფნის დროსაც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და უკვე საღამოს მ----- ტ-----–-ძის სახლში ისინი კარგად ნასვამები იმყოფებოდნენ. მოწმეთა ჩვენებებით გ--- კ------ სუფრის მიმდინარეობისას იქცეოდა გამომწვევად, საუბრობდა ხმამაღლა, რაზედაც მ----- ტ-----–-ძემ და გ------- გ------მა მისცეს შენიშვნა, ეს შენიშვნა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა გ--- კ-----ისთვის და დაიწყო მ----- ტ-----–-ძესა და გ--- კ------ს შორის კონფლიქტი. იმ ფაქტს, რომ ბრალდებულსა და მ----- ტ-----–-ძეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, არ უარყოფს არც თავად ბრალდებული, ამას ადასტურებს ასევე მოწმე გ------- გ------ი, ზ---- ბ------------–---–-. ურთიერთშელაპარაკება დაიწყო სუფრაზე, გ--- კ------მ სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა მ----- ტ-----–-ძეს, მ-----სა და გ---ს შორის ურთიერთშელაპარაკება გაგრძელდა ეზოში, ეზოში თითქოს ამოიწურა კონფლიქტი და მ----- ტ-----–-ძე და გ--- კ------ კვლავ ოთახში დაბრუნდნენ და გააგრძელეს სმა, როგორც ჩანს, გ--- კ------ს არ ჰქონდა განელებული მ----- ტ-----–-ძის მიმართ წყენა და ოთახში დაბრუნების შემდეგ მათ შორის კვლავ გაგრძელდა ურთიერთშელაპარაკება, ადგილი ჰქონდა ერთმანეთის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რა დროსაც გ--- კ------მ აიღო იქვე მაგიდაზე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით დადებული დანა და მ----- ტ-----–-ძეს მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ--- კ------ს აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები, (ე--------იზის დასკვნის მიხედვით მას აღენიშნებოდა ნაჭდევი თავის მიდამოში და მრავლობითი სისხლნაჟღენთები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად), საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ--- კ------ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ ზ---- ბ------------–---–- მას მისივე ჯემპრით ყელში უჭერდა იმდენად, რომ იგი იძულებული გახდა დანა გამოეყენებინა თავდაცვის მიზნით, არ შეესაბამება რეალობას შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი, არც მოწმეები ზ---- ბ------------–---–- და არც გ------- გ------ი ამ გარემოებაზე საერთოდ არ მიუთითებენ და ეს გარემოება არ დასტურდება არც საქმეზე ჩატარებული საე--------ო კვლევებით;
მოწმე ზ---- ბ------------–---–- ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ გ--- კ------ დანას ურტყამდა მ----- ტ-----–-ძეს, მხოლოდ მაშინ შეეცადა მისთვის ხელისშეშლას და ხელზე უჭერდა ხელს, ყველანაირი ხერხით ცდილობდა დანა გაეგდებინებინა, რაც მოახერხა კიდეც. ამ ჯაჯგურის და გ--- კ-----ის ქმედების განეიტრალების დროს შესაძლებელია მას ნამდვილად მიეღო დაზიანებები, მაგრამ არა იმ სახის და ხარისხის, რომ მას აუცილებელ მოგერიებაზე ეფიქრა და თავდაცვის სურვილი გასჩენოდა. მოწმეების ზ---- ბ------------–---–-ს ან გ------- გ------ის ან გარდაცვლილი მ----- ტ-----–-ძის მხრიდან არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას ადგილი, დასტურდება ამ პირთა ტანსაცმელზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ნივთიერებათა, მასალათა და მცენარეთა მიკრონაწილაკური გამოკვლევის, გენეტიკური ე--------იზის დასკვნებით, კერძოდ გ--- კ-----ის ტანსაცმელზე ჩატარებული ე--------იზის მიხედვით ამ ობიექტებზე რაიმე ზემოქმედების კვალი, თუნდაც ,,ჯემპრის“ ყელის მიდამოში გამოვლენილი არ არის, ტანსაცმელზე არსებული სისხლის ლაქები კი ეკუთვნის მხოლოდ მ----- ტ-----–-ძეს, ტანსაცმელზე თავად გ--- კ-----ის სისხლისმაგვარი ლაქებიც კი არ არის აღმოჩენილი, ასევე ამ ტანსაცმელზე სხვა პირების - ზ---- ბ------------–---–-ს ან გ------- გ------ის ტანსაცმლის ბოჭკოვანი ნაწილაკები ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები აღმოჩენილი არ არის. ე--------იზის მიერ გამოკვლეულ იქნა ასევე ზ---- ბ------------–---–-ს, მ----- ტ-----–-ძის და გ------- გ------ის ფრჩხილის ნიმუშები, არცერთში არ აღმოჩნდა იმ ტანსაცმლის ბოჭკოვანი ქსოვილების მიკრონაწილაკები, რომელიც გ--- კ------ს ეცვა. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილს, გარდა მ----- ტ-----–-ძის სისხლის ლაქებისა იატაკზე და ერთი პატარა ყავის გატეხილი ჭიქისა, რაიმე ნიშანი იქ ხელჩართული ჩხუბის არსებობის არ ეტყობა, ოთახი, სადაც მკვლელობა მოხდა, არ არის დიდი ფართობის და მის ყველა კუთხეში ავეჯია განლაგებული, მაგიდა, სადაც სუფრა იყო გაშლილი ოთახის შუაგულში დგას, როგორც მოწმეები ადასტურებენ, რაც ასევე გამყარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მაგიდა, სადაც სუფრა იყო გაშლილი არ იყო გადაადგილებული, მასზე ისეთივე განლაგებით ელაგა ჭურჭელი, როგორც ეს სუფრის გაშლის და ქეიფის მიმდინარეობის დროს იყო, მხოლოდ მოშორებით, კარადის ქვეშ იქნა აღმოჩენილი ერთი პატარა ყავის ჭიქა ყურმოტეხილი, რომელიც შესაძლებელია მანამდეც ყოფილიყო იქ. ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ ეს ყავის ჭიქა ვერ იქნება იმ დასკვნისთვის საკმარისი, რომ შემთხვევის ადგილზე ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა, რა დროსაც სამი კაცი ერთ კაცს ეჩხუბებოდა და სცემდა. ოთახში არსებული ფართობის სიმცირის გამო, ეს ფაქტი აუცილებლად აისახებოდა იქ არსებულ გარემოზე, ის ჩხუბი რასაც ბრალდებული აღწერს, აუცილებლად გამოიწვევდა მაგიდის გადაადგილებას უმნიშვნელოდ მაინც, იქ არსებული ჭურჭლის უწესრიგობას, დამტვრევას, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან შემთხვევის ადგილის დათვალიერება შემთხვევიდან მალევე მოხდა და იქ დატრიალებული ტრაგედიის გამო არც არავის უფიქრია შემთხვევის ადგილზე რაიმეს მოწესრიგება ან შეცვლა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,იმის თაობაზე რომ არ დასტურდება მოსაზრება მ----- ტ-----–-ძისთვის დაზიანებები მიეყენებინოს სხვა პირებს; სამედიცინო დასკვნის მიხედვით მ----- ტ-----–-ძეს აღენიშნება ბრმა ნაჩხვლეტ - ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მიდამოში, ფილტვების, პერიკარდიუმის, მკერდის ძვლის, მარჯვენა მეხუთე, მეექვსე და მერვე, მარცხენა მეექვსე და მეშვიდე ნეკნების დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელ საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას აქარწყლებს ის გარემოება, რომ იმ იარაღზე, ანუ დანაზე, რომლითაც მოხდა მ----- ტ-----–-ძისთვის დაზიანებების მიყენება გენეტიკური ე--------იზის დასკვნის მიხედვით, მხოლოდ მ----- ტ-----–-ძის და გ--- კ-----ის გენეტიკური პროფილებია აღმოჩენილი, იმ პირობებში, როდესაც გამოკვლეულ იქნა მასზე ზ---- ბ------------–---–-ს და ასევე გ------- გ------ის გენეტიკური პროფილების არსებობა, რაც გამოირიცხა. დადგენილია, ასევე, რომ სხვა პირი შემთხვევის დროს არავინ ყოფილა ოთახში, დაზიანებები მიყენებული აქვს იმ იარაღით რაც ადგილზე იქნა აღმოჩენილი, მ----- ტ-----–-ძე ადგილზე გარდაიცვალა, შესაბამისად მოსაზრება, რომ გ--- კ-----ის შემდეგ, უკვე გარდაცვლილ მ----- ტ-----–-ძეს კიდევ სხვა პირმა მიაყენა დაზიანებები, საფუძველს მოკლებულია.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც განახორციელა მართლსწინააღმდეგო თავდასხმა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული გ--- კ------ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და რომ იგი მ----- ტ-----–-ძისგან და მასთან სუფრაზე მყოფ პირებისგან იცავდა თავს.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა:
1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა;
2. ხელყოფის იმწუთიერობა;
3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.----------––-----–----–----–---------ში მდებარე მ----- ტ-----–-ძის ნაქირავებ ოთახში, სუფრაზე ჩხუბის გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული კრიტერიუმები სახეზე არ იყო. ჩხუბის მომენტში, რა დროსაც თვითონ გ--- კ------ც მონაწილეობას იღებდა ჩხუბში, ამ უკანასკნელის მიმართ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია, რომ ის აღმოჩენილიყო აუცილებელი მოგერიების პირობებში. შესაბამისად, მსჯავრდებული შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. პალატა ყურადღებას მიაპყრობს აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანს – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსილია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე. ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი ინდივიდუალური თუ სხვისი, ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია, რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ--- კ-----ის ქმედება არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებას;
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად არ გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი, კერძოდ არ იქნა გათვალისწინებული აწ გარდაცვლილ მ----- ტ-----–-ძის მიერ მსჯავრდებულის მიმართ დამოკიდებულება და მისი ქცევა სუფრაზე ჩხუბის წამოწყების გამო, რაც გარკვეულწილად ამსუბუქებს მსჯავრდებულის ქცევას; პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ--- კ------ს ერთი წლითა და ექვსი თვით უნდა შეუმცირდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ზომა; რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ--- კ-----ისათვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--- კ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ფ--–---–--ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენში გ--- კ-----ის მიმართ, შეტანილი იქნას ცვლილება;
გ--- კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლითა და 6(ექვსი) თვის ვადით.
გ--- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 27 ნოემბრის, 23:45 საათიდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე არსებული ნივთმტკიცება
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა DVD-დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდი ერთ ბიოლოგიურ ჩხირზე,ზ---- ბ------------–---–-ს ხელის ანაწმენდის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,ზ---- ბ------------–---–-ს ხელის ფრჩხილების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,ზ---- ბ------------–---–-ს ხელის კვლების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,ზ---- ბ------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,ზ---- ბ------------–---–-ს თმის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ------- გ------ის ხელის ანაწმენდის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ------- გ------ის ხელის ფრჩხილების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ------- გ------ის ხელის კვლების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე.
გ------- გ------ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ------- გ------ის თმის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ--- კ-----ის ხელის ანაწმენდის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ--- კ-----ის ხელის ფრჩხილის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ--- კ-----ის ხელის კვლების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,გ--- კ-----ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,მ----- ტ-----–-ძის ხელის ანაწმენდის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,მ----- ტ-----–-ძის ხელის ფრჩხილების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,მ----- ტ-----–-ძის ხელის კვლების ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,მ----- ტ-----–-ძის სისხლის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,მ----- ტ-----–-ძის თმის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე,სიგარეტი პირველის ღერი დალუქული ერთ პაკეტად, სიგარეტი პირველის ღერი დალუქული ერთ პაკეტად, პლასტმასის ბოთლი სითხით, წარწერით VIVA, მუქი ფერის ტარიანი სამზარეულო დანა დალუქული სპეციალური მუყაოს კოლოფში, მაგიდაზე არსებული საფერფლიდან აღებული სიგარეტის ნამწვავი დალუქული ერთ პაკეტად,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბალიშის პირი და საწოლის გადასაფარებელი სისხლის მაგვარი ლაქებით,შავი ფერის ქურთუკი,FLY-ის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით,3 ცალი მინის ჭიქა შეფუთული ცალცალკე, 2 ცალი ყანწი შეფუთული ცალცალკე, ერთი ცალი ფიალა, ერთი მოზრდილი და ერთი მცირე ზომის ყანწი შეფუთული ცალცალკე, ერთი ცალი სამ ლიტრიანი პლასმასის ბოთლი მასში არსებული მუქი ფერის სითხით, ერთი ცალი მოყვითალო ფორმის მოგრძო ფორმის სასმისი, 1 ცალი მინის ჭიქა, რომლიდანაც ღია ფერის გამჭირვალე სითხე გადატანილ იქნა პლასმასის კონტეინერში, ოთხი ცალი ჩანგალი შეფუთული ცალ-ცალკე, 1 ცალი ასანთის, ორი ცალი სიგარეტის კოლოფი წარწერით pirveli, ერთი ცალი სანთებელა, პოლიეთილენის მცირე ზომის პარკი გამოუყენებელი ფილტრებით, მარცხენა წყვილი მუქი ფერის ოთახის ღია ფეხსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, ფიალა და ჭიქა მოტეხილი ყურით დალუქული ერთ პაკეტად, მარჯვენა წყვილი მუქი ფერის ოთახის ღია ფეხსაცმელი დალუქული ერთ ფუთად - გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე.
გ------- გ------ისგან ამოღებული ადიდასის ფირმის სპორტული მოსაცმელი დალუქული ერთ პაკეტად გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე.
თ----- ჟ----–---–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული გ--- კ-----ის ტანსაცმელი - რუხი ფერის ნაქსოვი სვიტრი, დათბილული შარვალი, კაპიშონიანი ქურთუკი დალუქული ერთ პაკეტად გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე.
გ--- კ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული რუხი ფერის ნაქსოვი გრძელმკლავიანი მაისური და მოყავისფრო ფერის ნაჭრის სპორტული ფეხსაცმელი დალუქული ერთ ფუთად გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე.
ა-–---- ბ-------–---–ისგან ამოღებული მ----- ტ-----–-ძის ტანსაცმელი - შარვალი, ტყავის ქამარი, სვიტრი, მაისური, ტრუსი, წინდები დალუქული ერთ პაკეტად; გადაგზავნილია ლ. ს----------–ის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნულ ბიუროში ე--------იზაზე. ხოლო ფულადი თანხა დაუბრუნდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ.ისაევი
მოსამართლეები: მ. თეთრაული
გ. ჯეირანაშვილი