განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002489770
საქმე №2ბ/618-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - ბ--- ს-------ი
წარმომადგენელი - ნ---- გ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- თ-------ე
წარმომადგენელი - მ------ ღ----------ი
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ----- თ-------ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ბ--- ს-------ის (პირადი N0----------) მიმართ მამობის აღიარებისა და ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით:
აღიარებულ იქნა ბ--- ს-------ი (პირადი N0----------) დ------ თ-------ის (დაბადებული 2----–-–----------------–-, პირადი №) მამად; დაეკისრა მოპასუხე ბ--- ს-------ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის 2----–-–----------------–- დაბადებული დ------ თ-------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 12 ივნისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე ნ----- თ-------ე და მოპასუხე ბ--- ს-------ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწი--- ურთიერთობაში. მოსარჩელე ნ----- თ-------ის ორსულობის პერიოდში მხარეთა შორის შეწყდა ფაქტობრივი საქორწი--- ურთიერთობა. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ის. სასამართლოსს ხდომის ოქმი);
- სურათები (ტომი 1, ს.ფ. 22-28).
2.2. დ------ თ-------ე დაიბადა 2----–-–----------------–-. დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია ნ----- თ-------ე, ხოლო მამის გრაფა ცარიელია; დ------ თ-------ე ცხოვრობს მოსარჩელე ნ----- თ-------ესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა N0---------- (ტომი 1, ს.ფ.13).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ის. სასამართლოსს ხდომის ოქმი);
2.3. მოსარჩელე ნ----- თ-------ე შრომისუნარიანია. იგი არ არის დასაქმებული და არ აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2.4. გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბ--- ს-------ი არის ნ----- თ-------ის შვილის 2----–-–----------------–- დაბადებული დ------ თ-------ის ბიოლოგიური მამა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნა N0-------- (ტომი 1, ს.ფ. 85-93);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
2.5. არასრულწლოვანი დ------ თ-------ე 2018 წლის სექტემბრის თვეში იყო საბავშვო ბაღის „ფ------ს“ აღსაზრდელი, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 15 ოქტომბერს შპს „ფ------ს“ დირექტორის ა----------ას მიერ გაცემული ცნობა
(ტომი 1 , ს.ფ. 109);
-სს“ თ-----------ს“ მიერ 2018 წლის 05 სექტემბერსა და 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული საგადასახადო დავალებები N6-------, N---(ტომი 1, ს.ფ. 110-111).
2.6. მოპასუხე ბ--- ს-------ი არ უწევს სისტემატიურ მატერიალურ დახმარებას თავის არასრულწლოვან შვილს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
2.7. მოპასუხე ბ--- ს-------ს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. მოაპსუხე ბ--- ს-------ი არის შპს „ნ-------------ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „ი---------------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 50 % წილის მმართველი და შპს „ბ-----------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 14-21; 235-236).
2.9. მოპასუხე ბ--- ს-------ი შრომისუნარიანია. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ--- ს-------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ტომი 1, ს.ფ. 101);
2.10. შპს „ბ-----------ისა“ და შპს „ს------------–-----------ს“ შორის 2018 წლის 02 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 32 884 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 აპრილი; შპს „ბ-----------ისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2018 წლის 17 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 13 987 ლარი, მომსახურების მიწოდების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 აგვისტო; შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2018 წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 22 749.22 ლარი, დადგინდა, რომ მომსახურების გაწევა განხორციელდებოდა 2018 წლის 1-2 ივნისს; შპს „ბ-----------ისა“და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის 2017 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 32 483.60 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვარი. შპს „ბ-----------ისა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 18 877.00 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 23-28 ოქტომბერი; 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 17 772.40 ლარი; შპს „ბ-----------ისა“და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31475.00 ლარი, ტრენინგის ჩატარების პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 23-31 ოქტომბერი;
შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7763.22 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01-15 ოქტომბერი; 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 7 129.02 ლარი; შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 90 625.10 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვარი; შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 860 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი; 2017 წლის 05 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 31 411.60 ლარი;
შპს „ბ-----------ისა“ და თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 27 540 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი;
შპს „ბ-----------ისა“ და სსიპ ს----------------------–-----–- შორის 2017 წლის 03 აპრილს
გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13 499 ლარი, ხოლო მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 იანვარი; 2017 წლის 24 ივლისის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 03 აპრილის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 სექტემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ბ-----------ისა და შპს „ს------------–-----------ს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტს დამოწმებული ხელშეკრულებანი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ტომი1, ს.ფ. ).
2.11. შპს „ნ------------ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------), შპს „ი-----------ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------), შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 2017 წლის 04 თებერვლიდან არ უფიქსირდებათ მოგების დეკლარაციისა და საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის/ დეკლარაციის წარდგენის ფაქტი. მოცემულ კომპანიებს ასევე არ უფიქსირდებათ დღგ-ს დეკლარაციების წარდგენა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებბს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 02 ნოემბერს გაცემული ცნობა N2----------- (ტომი 1, ს.ფ. 237);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------------ (ტომი 2, ს.ფ.1).
2.12. შპს „ბ-----------ის“ მიერ 2017 წლის 04 თებერვლიდან 2018 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ს, მოგების, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებისა და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით, მოპასუხე ბ--- ს-------ი, როგორც მოცემული კომპანიის 50 % წილის მმართველი პირი წარმოადგენს დივიდენდის მიღების უფლების მქონე პირს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------------, თანდართული მასალებით (ტომი 2, ტომი 3).
2.13. სასამართლომ არ გაიზიარა გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე ბ--- ს-------ს შპს „ბ-----------ის“ მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული აქვს დივიდენდი 36 849 ლარის ოდენობოთ; ასევე გაზიარებული არ იქნა ის გარემოება, რომ დივიდენდის სახით განსაზღვრულ თანხას მოპასუხე იღებს დადგენილი პერიოდულობით; ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103- ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N2------------, თანდართული მასალებით (ტომი 2, ტომი 3).
2.7. სასამართლომ არ გაიზიარა გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე ბ--- ს-------ის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი გარდა არასრულწლოვანი დ------ თ-------ისა. გაზიარებული არ იქნა ასევე, რომ მოპასუხე ბ--- ს-------ს აქვს ფინანსური ვალდებულებები შესასრულებელი საბანკო დაწესებულებებისა თუ სხვა პირთა წინაშე.
სასამართლოს მითითებით მოპასუხე მხარის განმარტებით მას შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და ელოდება შვილს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი ყოფნის ფაქტს დაადასტურებდა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების არსებობის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----- თ-------ესა და ბ--- ს-------ს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება. დ------ თ-------ის დაბადების მომენტისათვის მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწი--- ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, რის გამოც მშობლებს ერთობლივი განცხადებით შვილის წარმოშობის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ. გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბ--- ს-------ი არის ნ----- თ-------ის შვილის 2----–-–----------------–- დაბადებული დ------ თ-------ის ბოილოგიური მამა.
’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.
‘’ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადგინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinger and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ მეტად გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღდგეს“ ოჯახი. მეორეს მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ზიანის მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2.9. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------------–- დაბადებული დ------ თ-------ე, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დ------ თ-------ე არის ნ----- თ-------ისა და ბ--- ს-------ის საერთო შვილი. ნ----- თ-------ე და ბ--- ს-------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის დაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს
სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავლებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
განსახილველ შემთხვევაში მცირეწლოვანი დ------ თ-------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
დადგენილია, რომ მოაპსუხე ბ--- ს-------ი არის შპს „ნ------------ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი (4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „ი-----------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართვლი და დირექტორი, შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 50 % წილის მმართველი და შპს „ბ-----------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი (3.2.1). მოცემული კომპანიებიდან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს შპს „ბ-----------ი“ (3.2.4). შპს „ბ-----------ის“ მიერ 2017 წლის 04 თებერვლიდან 2018 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ს, მოგების, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებისა და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით მოპასუხე ბ--- ს-------ი, როგორც მოცემული კომპანიის 50 % წილის მმართველი პირი წარმოადგენს დიდვიდენდის მიღების უფლების მქონე პირს. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ბ--- ს-------ს შპს „ბ-------------ს“ მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული აქვს დივიდენდი 36 849 ლარის ოდენობოთ. ასევე დადგენილად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ დივიდენდის სახით განსაზღვრულ თანხას მოპასუხე იღებს დადგენილი პერიოდულობით (3.2.5. -3.2.6).
,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მერვე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ცხრა თვისა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება თუ რა წესითა და პერიოდულობით ხდება შპს „ბ-----------ის“ მიერ პარტნიორებს შორის დივიდენდის გადანაწილება. ალიმენტი კი წარმოადგენს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას, რომელიც მოპასუხემ უნდა გადაიხადოს მისი ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ--- ს-------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი. თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ--- ს-------ი შრომისუნარიანია, მის კმაყოფაზე სხვა პირი გარდა არასრულწლოვანი დ------ თ-------ისა არ იმყოფება (3.2.7), იგი არის შპს „ბ-------------ს“ 50 % წილის მმართველი და აღნიშნული კომპანიიდან დივიდენდი მიღების უფლებამოსილების მქონე პირი, შესაბამისად მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, შვილის აღზრდაში მშობელთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ალიმენტის ოდენობის განსზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო დ------ თ-------ის ასაკი, ასევე ის გარემოება, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება არასრუწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად მისთვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ნ----- თ-------ე არ არის დასაქმებული და არ აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის მცირეწლოვანი და მის აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკისა და სხვა პირების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადგენილი არ არის (3.2.7). სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოცემული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი საბანკო დაწესებულებებისა თუ სხვა პირთა წინაშე შესასრულებელი ვალდებულებებს არ შეიძლება უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭოს ალიმენტის სახით შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ფინანსური ვალდებულების შესრულება შესაძლოა გარკვეულ ვადასთან იყოს დაკავშირებული, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და მცირეწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, ბ--- ს-------ი ელოდება შვილს, შესაბამისად მის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი დ------ თ-------ისა კიდევ სხვა პირიც იმყოფება. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით) ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 12 ივნისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მისი მატერიალური მდგომარეობა, რომ მას ყოვეთვიური სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. აპელანტის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა მის მიერ დივიდენდის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი ხელფასის, პრემიის ან/და სხვა სახით. აპელანტის განმარტებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც მას მისცემს შესაძლებლობას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეები ამჟამად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
4.1.2. უდავოა, რომ მხარეებს 2----–-–----------------–- შეეძინათ საერთო შვილი დ------ თ-------ე.
4.1.3. უდავოა, რომ არასრულწლოვანი დ------ თ-------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.
4.1.4. არასრულწლოვანი დ------ თ-------ე 2018 წლის სექტემბრის თვეში იყო საბავშვო ბაღის ,,ფ------ს’’ აღსაზრდელი, მისი ყოველთვიური გადასახადი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს შეადგენს. (ტ. 1, ს.ფ. 109-111).
4.1.5. უდავოა, რომ მოპასუხე ბ--- ს-------ი არ უწევს სისტემატიურ მატერიალურ დახმარებას თავის არასრულწლოვან შვილს.
4.1.6. მოსარჩელე ნ----- თ-------ე შრომისუნარიანია. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ იგი არ არის დასაქმებული და არ აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი.
4.1.7. მოპასუხე ბ--- ს-------ს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი;
4.1.8. მოპასუხე ბ--- ს-------ი შრომისუნარიანია. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ--- ს-------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით არ უფიქსირდება შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი. (ტომი 1, ს.ფ. 101)
4.1.9. მოაპსუხე ბ--- ს-------ი არის შპს „ნ-------------ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „ი---------------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი და დირექტორი, შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 50 % წილის მმართველი და შპს „ბ-----------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველი; (ტომი 1, ს.ფ. 14-21; 235-236).
4.1.10. შპს „ბ-----------ისა“ და შპს „ს------------–-----------ს“ შორის 2018 წლის 02 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 32 884 ლარი შეადგინა, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად 2018 წლის 30 აპრილი განისაზღვრა;
შპს „ბ-----------ისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2018 წლის 17 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 13 987 ლარი შეადგინა, მომსახურების მიწოდების ამოწურვის ვადად 2018 წლის 11 აგვისტო განისაზღვრა;
შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2018 წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 22 749.22 ლარი, დადგინდა, რომ მომსახურების გაწევა განხორციელდებოდა 2018 წლის 1-2 ივნისს; შპს „ბ-----------ისა“და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის 2017 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 32 483.60 ლარი შეადგინა, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად 2018 წლის 31 იანვარი განისაზღვრა.
შპს „ბ-----------ისა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 18 877.00 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 23-28 ოქტომბერი; 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულება 17 772.40 ლარით განისაზღვრა;
შპს „ბ-----------ისა“და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 31475.00 ლარი შეადგინა, ტრენინგის ჩატარების პერიოდად 2017 წლის 23-31 ოქტომბერი განისაზღვრა;
შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7763.22 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01-15 ოქტომბერი; 2017 წლის 30 ნოემბრის შეტანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 7 129.02 ლარი;
შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 90 625.10 ლარი, ხოლოხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვარი;
შპს „ბ-------------სა“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 860 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი; 2017 წლის 05 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 31 411.60 ლარი;
შპს „ბ-----------ისა“ და თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 27 540 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი;
შპს „ბ-----------ისა“ და სსიპ ს----------------------–-----–- შორის 2017 წლის 03 აპრილს
გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13 499 ლარი, ხოლო მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 იანვარი; 2017 წლის 24 ივლისის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 03 აპრილის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 სექტემბერი.
4.1.11. შპს „ნ------------ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------), შპს „ი-----------ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------), შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------) 2017 წლის 04 თებერვლიდან არ უფიქსირდებათ მოგების დეკლარაციისა და საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის/ დეკლარაციის წარდგენის ფაქტი. აღშნულ კომპანიებს ასევე არ უფიქსირდებათ დღგ-ს დეკლარაციების წარდგენა. (ტომი 1, ს.ფ. 237, ტომი 2, ს.ფ.1)
4.1.12. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა 300 ლარით უნდა განისაზღვროს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. „სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვნის სოციალურ უფლებას, რომელიც უდავოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ „საუკეთესო ინტერესების“ ცნებაში მოიაზრება და კონვენციის მე-3 მუხლის (1) (2) თანახმად, აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. არასრულწლოვნის დაცვის (მათ შორის სოციალური) იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1238-ე მუხლები წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლში ასახულია მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირება და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. უნდა განიმარტოს, რომ ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. სამოქალაქო კოდექსი შვილის საჭიროებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობის განსაზღვრას მშობლების ურთიერთშეთანხმებას მიანდობს (სკ-ის 1213-ე მუხლი). სწორედ იმ გარემოებიდან, გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს, მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს (სკ- ის 1214-ე მუხლი).
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.
4.2.13. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში სააპელაციო სასამართლო მიუბრუნდება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, მის ყოველთვიურ მატერიალურ საჭიროებას, ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212- ე მუხლებით განსაზღვრულ მშობელთა თანაბრობის პრინციპს (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები), მოდავე მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ორივე მშობელი შრომისუნარიანია, ამასთან, წინადებარე გადაწყვეტილებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებული მშობელი ბ--- ს-------ი შპს „ნ-------------ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) და შპს „ი------------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართვლი და დირექტორი, ასევე შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------) და შპს „ბ-----------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) 50 % წილის მმართველია, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე ბ--- ს-------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სახის შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი არ უფიქსირდება, 2017 წლის 04 თებერვლიდან შპს „ნ------------ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------), შპს „ი-----------ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) და შპს „B------------------------------ის“ (საიდენტიფიკაციო N4--------), სადაც ალიმენტვალდებული პირი დირექტორი და მმართველი პარტნიორია არ უფიქსირდება მოგების დეკლარაციისა და საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის/დეკლარაციის წარდგენის ფაქტი. საბოლოოდ, არასრულწლოვანის ასაკის, მისი ყოველთვიური მატერიალური საჭიროების, ასევე შვილის მიმართ მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთო შვილის დ------ თ-------ის აღზრდაში ბ--- ს-------ის მატერიალური მონაწილეობა, 300 ლარით უნდა განისაზღვროს, რამდენადაც ამავე ოდენობით მატერიალური სახსრების მოსარჩელის მიერ გაწევის შემთხვევაში, დადგინდება გონივრული ბალანსი არასრუწლოვანის ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ----- თ-------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. მოცემული დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40.2 მუხლისა და 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 12 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კი, ხსენებული ნორმისა და 365-ე მუხლის შესაბამისად - 3960 ლარს (მხარე მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 330 ლარით შემცირებას), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გათავისუფლებულია ანგარიშსწორებისაგან, გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ დავას განეკუთვნება და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება განახევრებას. ასევე უდავოა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 30%-ით (უარყოფილია 70%).
6.2. პალატა მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
- ბ--- ს-------ს დაკმაყოფილებული მოთხოვნის (300X12= 3600) პროპორციულად ნ----- თ-------ის სარჩელის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა (3600 X 3% : 2)
- ბ--- ს-------მა სააპელაციო საჩივარზე საკუთარი ინიციატივით გადაიხადა 240 ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილი 160.8 ლარი (3960 X 4% : 2) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), ექვემდებარება დაბრუნებას;
- რაც შეეხება მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილებას, ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 60 % მოიგო, (500-170=330; 300-170=130; 130*100/330=39.39) სააპელაციო საჩივრის გამო გაწეული ხარჯიდან 79,2 ლარიდან ნ----- თ-------ეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 47.52 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ--- ს-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. და მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დაეკისროს ბ--- ს-------ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის 2----–-–----------------–- დაბადებული დ------ თ-------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 12 ივნისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
4. ბ--- ს-------ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
5. ბ--- ს-------ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის გამო მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 240 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 160.8 ლარი (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი: 25.02.2019 წ., გადამხდელი: ნ---- გ---------ე (პ/#-----------)
6. ნ----- თ-------ეს (პ/ნ #0----------) ბ--- ს-------ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 47.52 ლარის გადახდა.
7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო