განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
080100118002481490
ინსტანცია
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002481490

N1/ბ-22-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თ----ა ქიმერიძე

 

პროკურორის - გიორგი გობრონიძის,მსჯავრდებულის - ე--------- ა--------ის

ადვოკატის - გოჩა კილასონიას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე--------- ვალერის ძე ა--------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ (პირადი №1----------), საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებ--–ი, მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ს-----------------ს ქ. 97

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით ე--------- ა--------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ორი ეპიზოდი);

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2018 წლის 25 აპრილს, საღამოს საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ე--------- ა--------ი, ქუთაისში, ი-–------------- გამზირზე, ფარულად დაეუფლა თ----ა გ------–--ის SAMSUNG -ის ფირმის მობილური ტელეფონს, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ თ----ა გ------–--ეს მიადგა 320 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 16:15 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ე--------- ა--------ი, ქუთაისში, წ------------- ქუჩაზე, ფარულად დაეუფლა შ------ა ა---–---–ის BEELINE -ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც შ------ა ა---–---–ს მიადგა 140 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

3. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 17:35 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ე--------- ა--------ი, ქუთაისში, ი-–------------- გამზირზე, სავაჭრო ცენტრ ,,ო-----“-ში ფარულად დაეუფლა ბ--–ა დ------–-–---–ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო საფულე, ფულადი თანხა, SAMSUNG -ის ფირმის მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები. დაზარალებულ ბ--–ა დ------–-–---–ს მიადგა 1575 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ედაურდ ა--------ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება:

 

ე--------- ა--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ე--------- ა--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ე--------- ა--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ე--------- ა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდისათვის), დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე--------- ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ე--------- ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 აპრილიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა - ე--------- ა--------მა, რომელიც საქმეში წარმოდგენილი საჩივრებით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ მის მიმართ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და კანონიერი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ე--------- ა--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გოჩა კილასონიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარს, მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს - გიორგი გობრონიძეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას მის მიმართ გამოტანილი განაჩენის (რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება) გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;

ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებ--–ყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული ოქმით საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ დასტურდება, რომ ბრალდებულ ე--------- ა--------ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პავლე კაკაბაძის მონაწილეობით) და პროკურორ გვანცა ტაბატაძეს შორის, ზემდგომი პროკურორის ბ. ბეჟუაშვილის თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა ე--------- ა--------ის განცხადება, შედგენილი 27.06.18წ. (იხ. ტ.2. ს.ფ. 74), რომლითაც მან მიმართა ბრალდების მხარეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით.

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ე--------- ა--------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და მოითხოვა მასსა და ე--------- ა--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ოქმში ასახული პირობებით, აღნიშნულ შუამდგომლობას ხელმოწერით დაეთანხმა ე--------- ა--------ი და მისი ადვოკატი.

 

2018 წლის 7 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილულ იქნა პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. მოსამართლის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქართველოს სსსკ-ის XX1 თავით გათვალისწინებული ყველა გარემოება, მათ შორის მოსამართლის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ხომ არ ჰქონდა ადგილი მსჯავრდებულის მიმართ წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებ--– მოპყრობას, იყო თუ არა საპროცესო შეთანხმების დადება ნებაყოფლობითი და ადგილი ხომ არ ჰქონდა შეთანხმებას ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების შედეგად.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას წარმოდგენილი პირობებით, მხარი დაუჭირა პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ, ბრალდებულმა ე--------- ა--------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ.

გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიიჩნია, რომ ე--------- ახემოდოვის მიმართ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა.

 

ამდენად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ვინაიდან ასეთი მოსაზრების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, აპელანტის პოზიცია ემყარება მხოლოდ სიტყვიერად გამოხატულ სურვილს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ პროკურორის მხიდან მისი მისამართით ადგილი ჰქონდა დაშინებას და რომ ამ მოტივით დათანხმდა იგი საპროცესო შეთანხმების პირობებს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ პროკურორის მიერ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორცილება, რაც გამოიხატა მსჯავრდებულის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ განმარტებაში, არ შეიძლება ჩაითვალოს მსჯავრდებულის მიმართ დაშინებად და ზეწოლად.

 

სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა გარემოება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იქნა დამტკიცებული ბრალდების და დაცვის მხარეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე--------- ა--------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებ--–ია და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე--------- ა--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი ე--------- ა--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე