განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
080100118002537642
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002537642

N1/ბ-185-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- გ---ას ძე კ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №5----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ---–-------, სოფელი ო--–-----ი, მცხოვრები: ქუთაისი, ბ-----ს ქ. N17, ბინა N4;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ---- კ--------ემ ჩაიდინა:

 

1.1 სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის რეალური შიში;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქუთაისში, ბ-----ს ქუჩა N17/4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ---- კ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ------- ა----–---–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 19 ივნისის ჩათვლით, რ---- კ--------ე დაახლოებით კვირაში ერთხელ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის თ------- ა----–---–ის მიმართ, კერძოდ, ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც თ------- ა----–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით რ---- კ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, რ---- კ--------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 ივნისიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დარიკო ვადაჭკორია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენში და მსჯავრდებულ რ---- კ--------ეს განესაზღროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო, დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ---- კ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ რ---- კ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - თ------- ა----–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ი----ა ხ-------ის, გ---ა ლ-----ას გამოკითხვის ოქმებით; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ---- კ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.

 

რ---- კ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ---- კ--------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ რ---- კ--------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, შესაბისად, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათავლისწინებული სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რ---- კ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი რ---- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

რ---- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, რ---- კ--------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ---- კ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ---- კ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 ივნისიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

 

რ---- კ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს (ჟ--- გ-----–-–---–- პ/ნ 3----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე