განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210118002520088
საქმე№2/ბ-1264-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე,ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ე------ ჩ-------ე
წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს-–---------- 2---“
წარმომადგენელი-გ------- ს--------ე (დირექტორი), ე----- ხ-------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, საერთო ქონებაზე გაწეული ხარჯის წილობრივი ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1.მოსარჩელის მოთხოვნა
2018 წლის 29 ივნისს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე------ ჩ-------ემ (პ/ნ 5----------) (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი) მოპასუხე შპს „ს-–---------- 2---“-ის (ს/ნ. 2--------) (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
1.1.1 მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამოუკიდებელი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ირიცხებოდა შ.პ.ს. „მ-----ი“-ს უძრავი ქონება, რომელიც შემდგომში 1--------- წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ე------ ჩ-------ემ, მდებარე: ჭ---------, ნ----–---–ის ქ. №---ში (ს/კ 3------------------).
1.1.2.ზემოხსენებული არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვამ განაპირობა ამავე მისამართზე მომიჯნავედ არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ 3------------------) გაერთიანება და რეკონსტრუქციის პირობებში კერძო ბიზნესის/სამეწარმეო საქმიანობის გამართულად გაძღოლა. აღნიშნულ ფართში შესაბამისი რეკონსტრუქციისათვის საჭირო იყო ნებართვა, რის გამოც მიმართა კიდეც ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მაგრამ მოპასუხე ზეპირისტყვიერი, თუ წერილობითი საჩივრებით ფაქტობრივად ბლოკავდა ამ უკანასკნელის მიერ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას - შესაბამისი ნებართვის გაცემას.
1.1.3.ხანგრძლივი სასამართლო პროცესების გამართვის შემდგომ, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №------- ბრძანებით გაცემული იქნა ნებართვა მის საკუთრებაში არსებულ ფართზე შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციის შესახებ.
1.1.4. 2015 წელს ე------ ჩ-------ემ თხოვნით მიმართა შპს ,,ს-–---------- 2---“ ერთიანი ძალებით შენობა-ნაგებობის სახურავის გადახურვის თაობაზე, რაც უპასუხოდ იქნა დატოვებული მოპასუხის მიერ. ა-------ორული დასკვნით დადგენილია, რომ სახურავის ერთი ნაწილის გადახურვაზე გასაწევი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5563 ლარი, რის გამოც მიიჩნევს, რომ გაწეული ხარჯის ნახევრის ანაზღაურება- 2781 (ორი ათას შვიდასოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს-–---------- 2---“-ს.
1.1.5.მოსარჩელის განმარტების თანახმად, მოპასუხის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად მან დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ვერ მიიღო შემოსავალი, რის გამოც მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას იჯარით გასაცემი ფართის მინიმალური საიჯარო ღირებულების დაანგარიშებით, რაც ჯამურად შეადგენს 23 184 (ოცდასამი ათას ასოთხმოცდაოთხი) ლარს.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე შპს ,,ს-–---------- 2---“-მა სარჩელი არ ცნო, სახელდობრ მისი წარმომადგენლის მიერ განიმარტა შემდეგი:
2.1.1. ე------ ჩ-------ემ საკუთრებაში არსებული ფართის რეკონსტრუქცია ვერ მოახერხა, რადგან მას ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ აძლევდა შესაბამის ნებართვას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა (ნებართვის გაცემა-არგაცემა) კი განეკუთვნება მხოლოდ გამგეობის უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურება განხილულ ვერ იქნება როგორც რომელიმე კერძო სუბიექტის, მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს-–---------- -2---“-ის, ქმედების შედეგი. ამდენად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნებართვის გაცემის გაჭიანურებით მას მიადგა ზიანი, ასეთის ანაზღაურების მოთხოვნა წარდგენილ უნდა ყოფილიყო არა შპს ,,ს-–---------- 2---“-ის, არამედ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
2.1.2.საქმეზე დართული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სახურავის გადახურვის ხარჯი გაწია მოსარჩელე ე------ ჩ-------ემ, რადგან მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ა-------ის დასკვნა აფასებს მხოლოდ ღირებულებას და არ მსჯელობს იმის თაობაზე, თუ ვინ მოახდინა მისი შეკეთება.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ე------ ჩ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.4.1. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ჭ---------, ნ----–---–ის ქ. №---ში ს/კ 3------------------ და ს/კ 3------------------ აღრიცხულია ე------ ჩ-------ის სახელზე. მოცემული უძრავი ქონებები არიან ერთმანეთის მომიჯნავე, ხოლო ამავე მისამართზე რეგიტრირებული უძრავი ქონების შენობის მე-3 სართულზე მდებარე 378.4 კვ.მ ფართის , მე-2 სართულზე - 323.5 კვ.მ ფართისა და მე-2 და მე-3 სართულზე კიბის უჯრედების- 31.8 კვ.მ. ფართის ოდენობით, რომლის საკადასტრო კოდია 3------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ს-–---------- -2---“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.16-19, ს.ფ.104);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.4.2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით დადგენილია, რომ უარი ეთქვა შ.პ.ს. ,,ს-–---------- 2---“-ს სარჩელს სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს , შ.პ.ს ,,მ-----ის“ და მესამე პირის ე------ ჩ-------ის მიმართ შ.პ.ს ,,მ-----ის“ საკუთრებაში არსებული 48.3 კვ. (მოცემული ფართის ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს ე------ ჩ-------ე) მეტრი ფართის შესასვლელის რეგისტრაციის და აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ე------ ჩ-------ის სარჩელის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის თაობაზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.მოცემული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.20-32);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება(იხ.ს.ფ.33-35);
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 38-45);
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება (იხ.ს.ფ.46-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4.3 საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს დაევალა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გასცეს მშენებლობის (რეკონსტრუქციის ) ნებართვა ქ.ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე ე------ ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით (მოთხოვნების, მათ შორის პროექტის სრულყოფისათვის გამოყენებული იქნას დადგენილების 53-ე და 54-ე მუხლი).მოცემული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.51-63);
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება (იხ.ს.ფ.64-70);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4.4. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით - ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროს ვ--–------ გ----------–---–ის ე------ ჩ-------ისადმი გაგაზავნილი წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ ადგილზე მისვლით შესწავლილ იქნა რა არსებული საკითხი, მიჩნეულ იქნა, რომ ე------ ჩ-------ის მოთხოვნა, რომლითაც ის ითხოვდა არსებული კიბის უჯრედის გაუქმებას, რომელიც აკავშირებს სხვა პიროვნების საკუთრებაში არსებულ მეორე და მესამე სართულებს და ამავე დროს არსებულ კიბეს აქვს სახანძრო კიბის დანიშნულება, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული და რომ ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული არსებული კიბის გაუქმებაზე ნებართვის გაცემა.
ჭ--------ის გამგებლის ე------ ჩ-------ისადმი 2015 წლის 17 ივნისით დათარიღებული წერილობითი პასუხით ასევე დადგენილია, რომ ნ----–---–ის ქუჩა №---ში არსებული ფართის რეკონსტრუქცია, სახელდობრ კიბის უჯრედის გაუქმება, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უსაფრთოების თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული კიბის უჯრედი აკავშირებს 1-ელ, მე-2 და მე-3 სართულებს და ითვლება საევაკუაციო-სათადარიგო გამოსასვლელად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროს ვ--–------ გ----------–---–ის წერილობითი პასუხი ე------ ჩ-------ისადმი (იხ.ს.ფ. 36);
-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილობითი პასუხი ე------ ჩ-------ისადმი. (იხ.ს.ფ.37)
2.4.5.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით -ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის № 51 17-- ბრძანებით დადგენილია, რომ ე------ ჩ-------ეს მიეცა ნებართვა საკუთრებაში არსებული 942. კვ.მ (საკადასტრო კოდები: 3------------------ და 3------------------) განლაგებული შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №-------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 71);
2.4.6.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - დამოუკიდებელ აუდიტორ ვ----– დ----ის მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ადუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის სახურავის ერთი ნაწილის გადახურვაზე და სხვა სამუშაოებზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5563 (ხუთი ათას ხუთასსამოცდასამი) ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ა-------ორული დასკვნა (იხ.ს.ფ.87-88)
2.4.7.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით-შპს ,,ა--------ს-------–-------“ის 2018 წლის 21 ივნისის №------ აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---შიმდებარე 48.30 კვადრატული მეტრი იჯარით გასაცემი ფართის საიჯარო ღირებულება 2014 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 23 184 (ოცდასამი ათას ასოთხმოცდაოთხი) ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-აუდიტორული დასკვნა (იხ.ს.ფ.93)
2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 408-ე 411-ე 992-ე , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
2.5.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე -317-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2.5.3. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების 30-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. დადგენილების 31-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას;
2.5.4. სასამართლომ ზემოთ მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, მიუთითა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ჭ--------ის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს დაევალა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გაეცა მშენებლობის (რეკონსტრუქციის ) ნებართვა ქ.ჭ---------ში ნ----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე ე------ ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, ამასთან მიეთითა, რომ მოთხოვნების, მათ შორის პროექტის სრულყოფისათვის, გამოყენებული იქნას დადგენილების 53-ე და 54-ე მუხლი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით - ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროს ვ--–------ გ----------–---–ის ე------ ჩ-------ისადმი გაგაზავნილი წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ ადგილზე მისვლით შესწავლილ იქნა რა არსებული საკითხი, მიჩნეულ იქნა, რომ ე------ ჩ-------ის მოთხოვნა, რომლითაც ის ითხოვდა არსებული კიბის უჯრედის გაუქმებას, რომელიც აკავშირებს სხვა პიროვნების საკუთრებაში არსებულ მეორე და მესამე სართულებს და ამავე დროს არსებულ კიბეს აქვს სახანძრო კიბის დანიშნულება, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული და რომ ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული არსებული კიბის გაუქმებაზე ნებართვის გაცემა და რომ ჭ--------ის გამგებლის ე------ ჩ-------ისადმი 2015 წლის 17 ივნისით დათარიღებული წერილობითი პასუხით ასევე დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ----–---–ის ქუჩა №---ში არსებული ფართის რეკონსტრუქცია სახელდობრ კიბის უჯრედის გაუქმება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უსაფრთოების თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული კიბის უჯრედი აკავშირებს 1-ელ, მე-2 და მე-3 სართულებს და ითვლება საევაკუაციო-სათადარიგო გამოსასვლელად.
სასამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, რომ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №-------- ბრძანებით მიეცა ე------ ჩ-------ეს
ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციის განხორციელებაზე (მდებარე: ქ. ჭ---------, ნ----–---–ის ქ. №--).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებულ ადმინისტრაციულ დავებში მონაწილეობდა მოპასუხე, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები იგი ვერ იქნებოდა და რომ დავებში აღნიშნული ფორმით მონაწილეობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ დაკვალიფიცირდება, რადგან მოპასუხე მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ფარგლებში.
2.5.5.სასამართლომ მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე - ქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი და აქვე განმარტა, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ასეთიდ სამტკიცებლად მოხმობილი მტკიცებულებების შეფასებით დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში არ არსებობს მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, რადგან ზემოთ მითითებული ოთხი პირობიდან მოპასუხის მიმართ სახეზე არ არის არც ერთი პირობა.
2.5.6. სასამართლომ სარჩელით წარმოდგენილი მე-2 მოთხოვნის -საერთო საკუთრებას განკუთვნილი სახურავის ნაწილის გადახურვის თაობაზე გაწეული ხარჯის წილობრივი ანაზღაურების შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნის მოსაწესრიგებლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის შესაბამისად საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 969-970-ე, 408-ე, 411-ე მუხლებზე, განმარტა მათი შინაარსი და აღნიშნა, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმები შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო გადახურვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულაციისათვის, თუმცა მიიჩნია, რომ გადახურვის სამუშაოების შესრულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
2.5.7. ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ მიუთითა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
3.სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე------ ჩ-------ემ და მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასეთის საფუძვლად კი სააპელაციო საჩივარში მიუთითა შემდეგზე:
3.1.1. გადაწყვეტილების 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება (განჩინების სახით) მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ხოლო საჩხერის რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის 11 თებერვალს. მოცემული დავა დაიწყო 2013 წლის 11 ნოემბერს - მოპასუხის სარჩელის შეტანიდან და დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინების მიღების შემდეგ.
3.1.2.სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რადგან მოპასუხემ აავსო ადგილობრივი თვითმმართველობა ზეპირი საჩივრებით და წერილობითი ახსნა-განმარტებებით, ამასთან არ ასახა საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3.1.3. სასამართლომ არასრული შეფასება მისცა 2016 წლის 14 მარტის აუდიტორულ დასკვნას, სადაც მკაფიოდ გაიწერა, რომ სათანადო პროცედურების შემდეგ, აუდიტორმა დააკმაყოფილა ე------ ჩ-------ის მოთხოვნა შესრულებული სამუშაობის გაანგარიშების თაობაზე, სასამართლომ ასევე შეფასება არ მისცა მოსარჩელე ე------ ჩ-------ის მოპასუხე შპს ,,ს-–-----------2---“-ის დირექტორის სახელზე 2015 წლის 27 ივლისს გაგზავნილ მიმართვას,რაც წარმოადგენდა მნიშვნელოვანი სახის მტკიცებულებას.
3.1.4.აპელანტის თვალსაზრისით, გაუგებარია საჩხერის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ფარგლებში, მაშინ როდესაც მოპასუხე უხეშად ერეოდა გამგეობასა და მას შორის არსებულ ურთიერთობაში თავისი ფუჭი მიმოწერითა და სასამართლოსადმი მიმართვით, რითაც დროში გაჭიანურდა აღნიშნული საკითხზე მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება.
3.1.5. საჩხერის რაიონული სასამართლო სახურავის გადახურვის თაობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოიფარგლა მწირი სამართლებრივი ანალიზით და არასწორი შეფასება მისცა მოცემულ მოთხოვნასთან მიმართებაში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნია რა ასეთი არასაკმარისად.
3.1.6. აპელანტ ე------ ჩ-------ის წარმომადგენელ ნ-----–---- კ------ს მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ და შემცირებული იქნა როგორც პირველი,ასევე მეორე სასარჩელო მოთხოვნით წარმოდგენილი თანხის ოდენობა, სახელდობრ ზიანის ანაზღაურება ნაცვლად 23 184 (ოცდასამი ათას ასოთხმოცდაოთხი) ლარისა მოთხოვნილი იქნა 21 252 (ოცდაერთი ათას ორასორმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო საერთო ქონებაზე, სახელდობრ სახურავის გადახურვაზე გაწეული სამუშაოების წილობრივი ანაზღაურება ნაცვლად 2781 (ორი ათას შვიდასოთხმოცდაერთი) ლარისა, მოთხოვნილი იქნა 1372.9 (ერთი ათას სამასსამოცდათორმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით (იხ.ს.ფ. 342-343, 2019 წლის 01 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი 11: 27:54).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა იზიარებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1-2.1.6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულთან ერთად დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.1.2 საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ჭ---------, ნ----–---–ის ქ. №---ში ს/კ 3------------------ და ს/კ 3------------------ აღრიცხულია ე------ ჩ-------ის სახელზე. მოცემული უძრავი ქონებები არიან ერთმანეთის მომიჯნავე, ხოლო ამავე მისამართზე რეგიტრირებული უძრავი ქონების შენობის მე-3 სართულზე მდებარე 378.4 კვ.მ ფართის , მე-2 სართულზე - 323.5 კვ.მ ფართისა და მე-2 და მე-3 სართულზე კიბის უჯრედების- 31.8 კვ.მ. ფართის ოდენობით, რომლის საკადასტრო კოდია 3------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ს-–---------- -2---“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.16-19, ს.ფ.104);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
4.1.3.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით, დადგენილია, რომ უარი ეთქვა შ.პ.ს. ,,ს-–---------- 2---“-ს სარჩელს სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს , შ.პ.ს ,,მ-----ის“ და მესამე პირის - ე------ ჩ-------ის მიმართ შ.პ.ს ,,მ-----ის“ საკუთრებაში არსებული 48.3 კვ. (მოცემული ფართის ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს ე------ ჩ-------ე) მეტრი ფართის შესასვლელის რეგისტრაციისა და აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.20-32);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება(იხ.ს.ფ.33-35).
4.1.4.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ე------ ჩ-------ის სარჩელის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის თაობაზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. მოცემული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 38-45);
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება (იხ.ს.ფ.46-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
4..1.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით -საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს დაევალა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გაეცა მშენებლობის (რეკონსტრუქციის ) ნებართვა ქ.ჭ---------ში ნ----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე ე------ ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით. ამასთან მითითებულ იქნა, რომ მოთხოვნების, მათ შორის პროექტის სრულყოფისათვის გამოყენებული ყოფილიყო დადგენილების 53-ე და 54-ე მუხლი.მოცემული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.51-63);
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება (იხ.ს.ფ.64-70);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.1.6.საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით - ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროს ვ--–------ გ----------–---–ის ე------ ჩ-------ისადმი გაგზავნილი წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს რა განსახილველი საკითხი, მიჩნეულ იქნა, რომ ე------ ჩ-------ის მოთხოვნა, რომლითაც ის ითხოვდა არსებული კიბის უჯრედის გაუქმებას, რაც აკავშირებს სხვა პიროვნების საკუთრებაში არსებულ მეორე და მესამე სართულებს და ამავე დროს არსებულ კიბეს აქვს სახანძრო კიბის დანიშნულება, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული და რომ ამდენად, მიზანშეწონილი არ იყო არსებული კიბის გაუქმებაზე ნებართვის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროს ვ--–------ გ----------–---–ის წერილობითი პასუხი ე------ ჩ-------ისადმი (იხ.ს.ფ. 36);
4.1.7.საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით -ე------ ჩ-------ისადმი .ჭ--------ის გამგებლის 2015 წლის 17 ივნისით დათარიღებული წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ ნ----–---–ის ქუჩა №---ში არსებული ფართის რეკონსტრუქცია, სახელდობრ კიბის უჯრედის გაუქმება, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უსაფრთოების თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული კიბის უჯრედი აკავშირებს 1-ელ, მე-2 და მე-3 სართულებს და ითვლება საევაკუაციო-სათადარიგო გამოსასვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილობითი პასუხი ე------ ჩ-------ისადმი. (იხ.ს.ფ.37)
4.1.8.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით -ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის № 51 17-- ბრძანებით დადგენილია, რომ ე------ ჩ-------ეს მიეცა ნებართვა საკუთრებაში არსებული 942. კვ.მ (საკადასტრო კოდები: 3------------------ და 3------------------) განლაგებული შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №-------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 71);
4.1.9.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - დამოუკიდებელ ა-------ორ ვ----– დ----ის მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ადუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის სახურავის ერთი ნაწილის გადახურვაზე და სხვა სამუშაოებზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5563 (ხუთი ათას ხუთასსამოცდასამი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ა-------ორული დასკვნა (იხ.ს.ფ.87-88)
4.1.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს ,,ს-–---------- 2---“-ის დირექტორ გ------- ს--------ისადმი ე------ ჩ-------ის 2015 წლის 27 ივლისის მიმართვით, რომლის მიღებაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ იქნა უარყოფილი გ------- ს--------ის მიერ, დადგენილია, რომ ე------ ჩ-------ემ თხოვნით მიმართა გ------- ს--------ეს 10 დღის ვადაში დაკავშირებოდა, რათა ერთობლივი ძალებით შეეკეთებინათ ქ.ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---ში საერთო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სახურავი, რადგან მასში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სახურავის გადასახურად გაღებული იქნა ხარჯი, წვიმის დროს კვლავ ჩამოდიოდა წყალი და ზარალდებოდა ის, როგორც პირველ სართულზე არსებული ფართის მესაკუთრე, ვერ ახერხებდა რა საკუთრებაში არსებულ ფართზე რემონტის ჩატარებას და ასეთი ქონდა შეჩერებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ე------ ჩ-------ის 2015 წლის 27 ივლისის მიმართვა შპს ,,ს-–---------- 2---“-ის დირექტორ გ------- ს--------ისადმი (იხ.ს.ფ. 89);
- გ------- ს--------ის განმარტება (იხ. 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:20:14).
4.1.11.სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტ ე------ ჩ-------ისა და მოწინააღმდეგე მხარის-გ------- ს--------ის განმარტებით დადგენილია, რომ ქ.ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---ში არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეთა საერთო ქონებას განკუთვნილი შენობა-ნაგებობის სახურავი ნამდვილად იყო დაზიანებული, რომლის დროებითი შეკეთება თავდაპირველად თვით შპს ,,ს-–---------- 2---“ის დირექტორმა გ------- ს--------ემ იკისრა და ამ მიზნით ყველა არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრისაგან, მათ შორის აპელანტ ე------ ჩ-------ისაგან, აკრიბა 150-150 (ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი) ლარი, თუმცა ასეთის კაპიტალური შეკეთება არ მომხდარა, რადგან სახურავზე მხოლოდ ცელოფანი იქნა გადაფარებული და აღნიშნულის ადგილზე დასამაგრებლად მასზე სილით სავსე ტომრები იქნა განთავსებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ე------ ჩ-------ის განმარტება (იხ. 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);
შპს ,,ს-–---------- 2---“ის დირექტორ გ------- ს--------ის განმარტება (იხ. 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)
4.1.12.. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის-ი---- გ-------ის განმარტებით დადგენილია, რომ ის წარმოადგენს რა ე------ ჩ-------ის მეუღლეს, მისთვის ცნობილია მხარეთა შორის არსებული დავის წარმომომშობი ყველა ფაქტობრივი გარემოება. სახელდობრ მოწმის განმარტებით დადგენილია, რომ ე------ ჩ-------ის საკუთრებას განკუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია 1-ელ სართულზე, ხოლო შპს ,,ს-–---------- 2---“ის ფართი-მე-2-მე-3 სართულებზე. საერთო ქონებას განკუთვნილი სახურავი იყო ძალიან დაზიანებული,რის გამოც წვიმის დროს ძლიერ ზიანდებოდა მოცემულ შენობაში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნული პრობლემის მოგვარება ითავა შპს ,,ს-–---------- 2---“ს დირექტორმა და ამ მიზნით ყველა მესაკუთრისაგან აკრიბა თანხა 150-150 ლარის ოდენობით. აკრებილი თანხით მან მთელ შენობაზე გადააფარა ცელოფანი, სამაგრად კი მასზე დააწყო სილით სავსე ტომრები. ზემოხსენებული სახით გატარებული დროებითი ღონისძიება და ჩატარებული სამუშაო არ აღმოჩნდა საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად და სამი სართული კვლავ წვიმით ირეცხებოდა, ნარეცხი წყალი კი 1-ელ სართულზე იყრიდა თავს, რის გამოც მათ წერილობითი თხოვნით მიმართეს გ------- ს--------ეს მოეხდინათ შენობის სახურავის მხოლოდ იმ ნაწილის კაპიტალური შეკეთება, რაც უშუალოდ მათ ფართებს ფარავდა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად მისმა მეუღლემ თავისი ხარჯით დაიწყო სახურავის იმ ნაწილის გადახურვა, რომელიც მათ ფართს მთლიანად, ხოლო შპს ,,ს-–---------- 2----ს ფართს კი ნაწილობრივ ფარავდა. აღნიშნული მიზნით აიყვანა ხელოსნები, რომელთაც მის მეუღლეს აუწყეს, რომ სამუშაოს ვერ ასრულებდნენ შპს ,,ს-–--------- 2---“ის პარტნიორ პაატა ს--------ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო,რადგან მეუღლე ამ დროს თავად ადგილზე არ იმყოფებოდა, მან მას სთხოვა მოცემული საკითხის მოგვარება, რაც ფაქტობრივად მხოლოდ პოლიციის ჩარევის გზით მოწესრიგდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოწმე ი---- გ-------ის ჩვენება (იხ. 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:22:35-დან).
4.1.13. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით-ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. ჭ---------ში , ნ----–---–ის ქუჩა №---ში არასაცხოვრებელი ფართების საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს 2972.7 კვ. მეტრს, მათ შორის შპს ,,ს-–---------- 2---“ის არასაცხოვრებელი ფართი შეადგენს 733.7 კვ.მეტრს, ამდენად, მისი წილობრივი მაჩვენებლი არასაცხოვრებელი ფართის მოცულობაში შეადგენს 24.68-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.208-337;344-349)
4.2.სამართლებრივი შეფასება
4.2.1.სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს სარჩელით წარმოდგენილ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურება) მიმართებაში, სახელდობრ, წინამდებარე გადაწყვეტილების 2.5.1-2.5.5. პუნქტებში განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობებს და განმარტავს, რომ სასამართლომ განსახილველი სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად სწორად გამოიყენა შესაბამისი საპროცესო (102-106 მუხლები) და მატერიალური სამართლის ნორმები (992-ე მუხლი), სწორად შეაფასა რა აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან სასამართლომ სწორად მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების 30-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. დადგენილების 31-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას.
ზემოხსენებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საკითხის გადაწყვეტაზე (საკუთრებაში არსებული ფართის რეკონსტრუქციაზე ნებართვის გაცემა) უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო - ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მის დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი განყოფილების სახით, რომლის მიერაც მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში თვით მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით - ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროს ვ--–------ გ----------–---–ის ე------ ჩ-------ისადმი გაგზავნილი წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ ადგილზე მისვლით შესწავლილ იქნა რა არსებული საკითხი, მიჩნეულ იქნა, რომ ე------ ჩ-------ის მოთხოვნა, რომლითაც ის ითხოვდა არსებული კიბის უჯრედის გაუქმებას, რომელიც აკავშირებს სხვა პიროვნების საკუთრებაში არსებულ მეორე და მესამე სართულებს და ამავე დროს არსებულ კიბეს აქვს სახანძრო კიბის დანიშნულება, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული და რომ ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული არსებული კიბის გაუქმებაზე ნებართვის გაცემა და რომ ჭ--------ის გამგებლის ე------ ჩ-------ისადმი 2015 წლის 17 ივნისით დათარიღებული წერილობითი პასუხით ასევე დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ----–---–ის ქუჩა №---ში არსებული ფართის რეკონსტრუქცია, სახელდობრ კიბის უჯრედის გაუქმება, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უსაფრთოების თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული კიბის უჯრედი აკავშირებს 1-ელ, მე-2 და მე-3 სართულებს და ითვლება საევაკუაციო-სათადარიგო გამოსასვლელად.
სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №-------- ბრძანებით მიეცა ე------ ჩ-------ეს ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციის განხორციელებაზე (მდებარე: ქ. ჭ---------, ნ----–---–ის ქ. №--), რასაც წინ უსწრებდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ჭ--------ის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს დაევალა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გაეცა მშენებლობის (რეკონსტრუქციის ) ნებართვა ქ.ჭ---------ში ნ----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე ე------ ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ დავებში მოპასუხე მხარის სახით შპს ,,ს-–---------- 2---“-ის მონაწილეობდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ იქნება შეფასებული, რადგან მოცემულ ვითარებაში მისი მოქმედება ეფუძნებოდა მოქმედ კანონმდებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი მხოლოდ ის პირია ვალდებული აანაზღაუროს ზიანი ,რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს.
პალატა განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე იყო ვალდებული დაამტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში დადგენილ ვერ იქნა, რაც გამორიცხავს სარჩელით წარმოდგენილი 1-ლი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ასეთის სამტკიცებლად მოხმობილი მტკიცებულებების შეფასებით სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელე (აპელანტი) ე------ ჩ-------ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად გადაწყვეტილება ამ ნაწილში სწორია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
4.2.2. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელით წარმოდგენილ მეორე მოთხოვნა-საერთო საკუთრებას განკუთვნილი სახურავის ნაწილის გადახურვაზე გაწეული ხარჯის წილობრივი ანაზღაურების შესახებ, რაც დაზუსტებული სახით 1372..9 (ერთი ათას სამასსამოცდათორმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით იქნა განსაზღვრული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა მიიჩნევს რომ განსახილველი მოთხოვნა უნდა მოწესრიგდეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, სახელდობრ , განსახილველი კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს:მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის თანახმად პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად, ხოლო ამავე კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ჭ---------ში, ნ----–---–ის ქუჩა №---ში არასაცხოვრებელი ფართების საერთო მოცულობაში შპს ,,ს-–---------- 2---“ის წილობრივი მაჩვენებლი შეადგენს 24.68-ს, დადგენილია რა ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საერთო საკუთრების უფლებას განკუთვნილ სახურავზე ე------ ჩ-------ის მიერ გაწეული სამუშაოს ღირებულებამ ა-------ორული დასკვნის თანახმად შეადგინა 5563(ხუთი ათას ხუთასსამოცდასამი) ლარი, ე------ ჩ-------ის დაზუსტებული სახით წარმოდგენილი მოთხოვნა , შპს ,,ს-–---------- 2---“ისათვის გაწეული ხარჯიდან მისი წილის პროპორციული ხარჯის -1372.9 (ერთი ათას სამასსამოცდათორმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------ ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლინია და ამ სახით უნდა დაკმაყოფილდეს. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს,,ს-–---------- 2---“ისათვის საერთო ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. ე------ ჩ-------ის დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: შპს,,ს-–---------- 2---“-ს ე------ ჩ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საერთო ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1372.9 (ერთი ათას სამასსამოცდათორმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელით და სააპელაციო საჩივრით დავის საგნის ღირებულებას შეადგენდა 25965 ლარი, შესაბამისად ე------ ჩ-------ეს 1-ელ ინტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ქონდა 780 ლარი, აპელაციაში კი-1038.60 ლარი, სულ ორივე ინსტანციაში ჯამურად შეუმცირებელ მოთხოვნაზე- -1818.60 ლარი. აპელანტის მიერ მოთხოვნა შემცირებულ იქნა 21 252 ლარამდე, ანუ 4713 ლარით. შემცირებული მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ 1372 ლარი, რაც შეადგენს დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის მხოლოდ 6.46%-ს.
ზემოტ მოხმობილ ნორმათა შესაბამისად მოთხოვნის 4713 ლარით მთავარ სხდომაზე შემცირების გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ამ თანხის პროპორციული 4%-ის ოდენობის თანხის -188.52-ის ნახევარი - 94.26(ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარი, ხოლო მოპასუხე შპს,,ს-–---------- 2---“-ს მოსარჩელე ე------ ჩ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული თანხის- 1372 ლარის 7%-ის -96.04 (ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 04 თეთრი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1.ე------ ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს,,ს-–---------- 2---“ისათვის საერთო ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. 3.ე------ ჩ-------ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ; 4.შპს,,ს-–---------- 2---“-ს ე------ ჩ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს საერთო ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1372.9 (ერთი ათას სამასსამოცდათორმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით. 5.შპს,,ს-–---------- 2---“-ს ე------ ჩ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 96.04 (ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 04 თეთრი) ლარის გადახდა; 6. ე------ ჩ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 94.26 (ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 26 თეთრი)ლარის ოდენობით. (გადახდის თარიღი - 18.12.2018 ; საგადახდო დავალება №2; გადამხდელის დასახელება-ე------ ჩ-------ე პ.ნ 5----------; გადამხდელის ბანკი- სს ,,საქართველოს ბანკი“ , ბანკის კოდი - BAGAGE22; ანგარიში - GE29BG4501981500090000; გადახდილი თანხა - 538 (ხუთასოცდათვრამეტი ლარი და 60 თეთრი)ლარი; მიმღების დასახელება - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის სახაზინო კოდი - 300183150; ბანკის კოდი- TRESGE22; გადახდის დანიშნულება - ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება, საქმე №2/ბ 1264-18); 7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა