განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100117001791923
N 1/ბ-87-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - მალხაზ სირაძის
ადვოკატის - მ-------- გ---------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის თ----- ა------ის ძე ვ-–--–-----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 0----------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ოზურგეთი, მ-–--------- ქ. N21;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ----- ვ-–--–-----ემ ჩაიდინა:
1.1 ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით;
1.2 ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება;
1.3 ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.4 ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. თ----- ვ-–--–-----ე, 2015 წლის მაისის თვის დასაწყისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილ 85 790 ლარის ღირებულების 145 ცალ, 5 მეტრი და 20 სმ სიგრძისა და 800 სმ დიამეტრის რკინაბეტონის მილებს და ასევე 120 სმ დიამეტრის 7 ცალ რკინაბეტონის ე.წ. ჭის თავსახურს.
1.2. თ----- ვ-–--–-----ემ იცოდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში არსებობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი რკინა-ბეტონის მილები და განიზრახა აღნიშნული მილების დაუფლება. თ----- ვ-–--–-----ე, იმ მიზნით, რომ ჰქონოდა რკინა-ბეტონის მილების წარმომავლობის დოკუმენტი, 2015 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა მ------- ჯ---–----ეს და სთხოვა მისი შვილის ფირმას, შპს "ჯ---–-----------"-ს, გაეფორმებინა ყალბი ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ს--–---- ვ-–--–-----ესთან, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში შპს "ჯ---–-----------მ" გაასხვისა რკინა ბეტონის მილები ინდ. მეწარმე ს--–---- ვ-–--–-----ეზე. 2015 წლის 27 აპრილს, თ----- ვ-–--–-----ემ გამოყენების მიზნით გააფორმა ყალბი ხელშეკრულება, თითქოს ინდ. მეწარმე ს--–---- ვაშლომიძემ, შპს "ჯ---–-----------საგან" შეიძინა 16 500 ლარად ღირებული 300 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მან, როგორც ინდ. მეწარმე ს--–---- ვ-–--–-----ის წარმომადგენელმა და მ------- ჯ---–----ის შვილმა შპს "ჯ---–-----------ს" დირექტორმა ი-----–- ჯ---–----ემ. აღნიშნულის შემდეგ, თ----- ვ-–--–-----ემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში დაიწყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი რკინა-ბეტონის მილების მიწიდან ამოღება, რის შემდეგაც გამოიყენა რა ყალბი ხელშეკრულება, 12 ცალი რკინა-ბეტონის მილი, 2015 წლის 5 ივნისს, მიჰყიდა შპს "ჩ------------------------------------------------------------------–---–-".
1.3. თ----- ვ-–--–-----ე, 2015 წლის სექტემბერში, ქალაქ ოზურგეთში, თ----–---–--ა და უ-------------ის ქუჩებზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილ 3482.16 ლარად ღირებულ 1319 მეტრ, 219 მმ დიამეტრის ლითონის მილს.
1.4. 2016 წლის 23 ივლისს, თ----- ვ-–--–-----ე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს "ს----------–--------------------------------------–---" კუთვნილ 17 766 ლარად ღირებულ 18 ცალ, 530 მმ დიამეტრის მილს (204 გრძივი მეტრი), რომელიც ინდ. მეწარმე ს--–---- ვ-–--–-----ის სახელით მიჰყიდა შპს "გ---------".
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თ----- ვ-–--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს საბოლოოდ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს გადაუვადდა სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე.
ამავე განაჩენით მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს დაევალა ყოველი წლის ოქტომბრის თვეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მიზნით, თავისი ხარჯით ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ავადმყოფობის კატეგორიის საკითხის გადასაწყვეტად და ექსპერტიზის შედეგები აცნობოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, შესაბამისი რეაგირებისათვის.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენში იმ მიმართებით, რომ გაუქმდეს ამავე განაჩენით საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ვ-–--–-----ისათვის სასჯელის მოხდის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე და მოხდეს ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის აღსრულება, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებში, მათ შორის ექსპერტ ლ--–- ზ----ის ჩვენებაში მითითებული არ არის, რომ თ----- ვ-–--–-----ე დაავადებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის 01-6/ნ ბრძანების მე-11 მუხლში ჩამოთვლილი თირკმლის რომელიმე დაავადებით, რომელიც გახდებოდა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველი, არსად არ არის მითითებული, რომ თ----- ვ-–--–-----ე დაავადებულია ენდოკრინული დაავადებით და ამან გამოიწვია თირკმლის დაავადება, შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე მითითება.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილეს მალხაზ სირაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს მ-------- გ---------ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ----- ვ-–--–-----ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ----- ვ-–--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ის მიმართ შერაცხული მსჯავრი, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ, სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლობით, კერძოდ, მოწმეების: გ-ა თ----------–--ის, ნ---- მ-------ის, გ---ა ჩ----ის, გ--–ა ჯ--------ის, მ--–---- გ-------–--ის, ბ-----ო ღ-–-----ის, გ---ა დ-----ას, რ----- ჯ----–--ის, გ-ვი ქ-------ის, კ------------ე ჭ---–--ას, ზ----- დ------ის, გ------ე ჭ--------ის, ს-–--- ა----–--ის, ნ-------- ხ--–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და ფოტოილუსტრაციით, ექსპერტიზის დასკვნებით, დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ის ქმედებებისთვის მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენიდან საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე მითითების ამორიცხვის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სახელმწიფო სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებით დამტკიცებულია იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია. აღნიშნული ბრძანების 4.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, მძიმე და განუკურნებელ დაავადებას წარმოადგენს ჰიპერპარათირეოზი (E21) ინოპერაბელური ფორმა, თუ კი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება: თირკმელების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობა (N18.4; N18.5).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების, კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ექიმ-ნეფროლოგის კონსულტაციის საფუძველზე თ----- ვ-–--–-----ეს დაესვა დიაგნოზი: N18.5 თირკმლების ქრონიკული დაავადება V სტადია, ტერმინალური უკმარისობა. Z99.2 პროგრამული ჰემოდიალიზი. I 10 არტერიული ჰიპერტენზია. თ----- ვ-–--–-----ეს ესაჭიროება მუდმივი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სიმპტომურ-პათოგენეზური მედიკამენტოზური მკურნალობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა: ლ---- ფ----------ემ, მ------ მ---------–მა და ლ--–- ზ----ემ დაადასტურეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ლ--–- ზ----ის ჩვენებაზე, კერძოდ, სასამართლოში დაკითხვისას მან დამატებით განმარტა, რომ პაციენტი (თ----- ვ-–--–-----ე) დაავადებულია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მე-5 სტადიით, ტემინალური უკმარისობა (18.5) და ჰემოდილეზზე დამოკიდებულებით (z.99.2) არტერიული ჰიპერტენზიით. მათი კვლევის შედეგად თირკმლის ქრონიკული უკმარისობა სახეზეა, თუმცა თ----- ვ-–--–-----ის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ დგინდება, თუ რომელმა დაავადებამ გამოიწვია უკმარისობა. ის ფაქტი, რომ პაციენტი დაავადებულია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მე-5 სტადიით, დადასტურებულია. ამასთან მისი განმარტებით ირკვევა, რომ თ----- ვ-–--–-----ე ამჟამად დაავადებულია უფრო მძიმე დაავადებით ვიდრე ეს მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-11 მუხლში. მისივე ჩვენებით, თ----- ვ-–--–-----ე არის ქრონიკული ავადმყოფი, მისი განკურნება შეუძლებელია და თუ პაციენტი არ გააგრძელებს ჰემოდიალეზის მკურნალობას, შედეგი დადგება ლეტალური.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს გადაუვადდეს დანიშნული სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მალხაზ სირაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ----- ვ-–--–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს გადაუვადდეს სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე.
მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული თ----- ვ-–--–-----ე ვალდებულია ყოველი წლის ოქტომბრის თვეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მიზნით, თავისი ხარჯით ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ავადმყოფობის კატეგორიის საკითხის გადასაწყვეტად და ექსპერტიზის შედეგები აცნობოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, შესაბამისი რეაგირებისათვის.
მსჯავრდებულ თ----- ვ-–--–-----ეს განემარტოს, რომ თუ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
- 12 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს გ------ი ქ-----ას და ინახება ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში შპს "ჩ-------------------------------------------------------------------–---–--'' საქმიან ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 5 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს კ------------ე ჩ---–--ას და ინახება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 129 ცალი 800 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილი და 7 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს გ-------– ხ----–--ეს და ინახება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 74 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნ-------- ხ--–--ეს და ინახება ქ. ოზურგეთში დაბა ანასეულში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 9 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ა-–---- ჭ-----ას და ინახება ქალაქ ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე ნა--------------------------------–--- საქმიან ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე