განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100115740802
ინსტანცია
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115740802

საქმე №1-------19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

მარიამ ცისკარიშვილის მდივნობით,პროკურორის - გ------- შ--------ას

ადვოკატის - ა-–---------- ჭ----------ის

მსჯავრდებულ - ზ------ ნ-–--–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ------ ნ-–--–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–---------- ჭ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------) ზ------ ა-------ს ძე ნ-–--–-–---–ის მიმართ (საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1----–-–---------–---, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------ში) დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი

 

ზ------ ნ-–--–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 16 იანვრის სასამართლოს დადგენილებით ზ------ ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

2014 წლის 30 იანვარს, თ---–--–----------------–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ზ------ ნ-–--–-–---–ი, რომელსაც ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით;

 

ზ------ ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ------ ნ-–--–-–---–ს როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ზ------ ნ-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

ზ------ ნ-–--–-–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 12 დეკემბერს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ------ ნ-–--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- ჭ----------ემ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ქ. თ---–--------------------რის პროკურორმა გ------- შ--------ამ (ზემდგომი პროკურორის ზ----- ფ------ს თანხმობით) შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ ზ------ ნ-–--–-–---–ისათვის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

კერძოდ, იშუამდგომლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ზ------ ნ-–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 273-ე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ------ ნ-–--–-–---–ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე:

 

6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ზ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა გ------- შ--------ამ, მსჯავრდებულმა ზ------ ნ-–--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- ჭ----------ემ;

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებული ზ------ ნ-–--–-–---–ი სრულად აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, შესაბამისად უარი თქვა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------ ნ-–--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თ---–--------------------რის განყოფილების პროკურორ გ------- შ--------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ გ------- შ--------ას და მსჯავრდებულ ზ------ ნ-–--–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენში ზ------ ნ-–--–-–---–ის მიმართ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;

 

ზ------ ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 273-ე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ------ ნ-–--–-–---–ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე:

 

6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ზ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ზ------ ნ-–--–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 12 დეკემბრიდან - 2019 წლის 14 მაისამდე.

 

ზ------ ნ-–--–-–---–ი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი