განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2018
საქმის ნომერი
330210113396653
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210113396653

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/533-15 22 იანვარი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები – ნატალია ნაზღაიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი 1 - ა----- ბ---------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ი“, სს „ხ----–--ი“

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტი 2 - შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ი“

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა----- ბ---------–ი

 

მესამე პირი - სს „ს----------–-------------ა“

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ა----- ბ---------–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოპასუხეების, შპს „ჩ-----ის რ-------ის №2- ბ-------- ჯ-----ისა“ და სს „ხ----–--ისთვის“ ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებულ 1200 კვ.მ დაზიანებულ მიწის ფართობზე, ბოსტნეულის კულტურის (პომიდორი, კარტოფილი, ლობიო) ვერ მოყვანის გამო ოთხი წლის განმავლობაში მიყენებული ზარალის, 7 360 ლარის და 20 წლის მიუღებელი შემოსავლის, 36 800 ლარის, რასაც მიიღებდა მოსარჩელე, 1200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიდან, რომ არ განადგურებულიყო მოპასუხეების ბრალეული მოქმედებით, სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე, მოპასუხეების, შპს „ჩ-----ის რ-------ის №2- ბ-------- ჯ-----ისა“ და სს „ხ----–--ისთვის“ ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებულ 2902 კვ.მ მიწის ფართობზე გაშენებული 83 ძირი სხვადასხვა ხეხილიდან 65 ძირი ხეხილის განადგურების გამო 2010 წლიდან დღემდე მოსავლის ვერ მიღებით მიყენებული ზარალის, 17 960 ლარის და 10 წლის მიუღებელი შემოსავლის, 44 900 ლარის , რასაც მიიღებდა მოსარჩელე ხეხილი რომ არ განადგურებულიყო მოპასუხეების ბრალეული მოქმედებით, სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხე შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან სს „ხ----–--თან“ ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო და მშენებლობას ახორციელებდა შპს „ს----------–-------------ის“ ამ უკანასკნელზე გაცემული სამშენებლო პროექტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხედ ამ საქმეზე უნდა იყოს შპს „ს----------–-------------ა“ და არა შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ი“. ამასთანავე, მან მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის, ხოლო ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრება გაუმართლებელია.

 

მოპასუხე სს „ხ----–--მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა ვინაიდან, წარმოადგენს მოპასუხე შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ის“ ქვემოიჯარე კომპანიას და მხოლოდ ცალკეულ ტერიტორიებზე აწარმოებდა ხიდების მშენებლობას. ამასთან, მათი სამშენებლო უბნები არ მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების სიახლოვეს და მის ქონებასთან რაიმე შეხება არ ჰქონია. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ 2013 წლის პირველ ივლისს შეწყვიტა შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----თან“ ერთად შექმნილი ერთობლივი საწარმოს წევრობა და გავიდა თბილისის შემოვლითი რ-------ის პროექტის ხელშეკრულებიდან. აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა----- ბ---------–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ს“ ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ 52 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ა----- ბ---------–ის სარჩელი სს „ხ----–--ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ს“ ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1457.40 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. მოპასუხე შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ს“ ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3320 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა----- ბ---------–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----მაც“ წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2010 წლის 30 იანვარს შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ისა“ და სს „ხ----–--ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ჩამოაყალიბეს ერთობლივი საწარმო თბილისის რ-------ის შემოვლითი გზის პროექტის პროფესიული საინჟინრო მომსახურეობების უზრუნველსაყოფად (ტ.1. ს.ფ 3-10, 83-86, 106-109, 136-150);

 

6. 2010 წლის პირველ ივლისს შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----სა“ და სს „ხ----–--ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს „ხ----–--მა“ იკისრა თბილისის შემოვლითი სარ-------ო მაგისტრალის სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ნაწილის განხორციელების ვალდებულება (ტ.1. ს.ფ 3-10, 83-86, 106-109, 173-176).

 

7. 2013 წლის 01 ივლისს დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სს „ხ----–--ი“ გავიდა შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ისა“ და სს „ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოდან და მხარეებს შორის 2010 წლის 14 ივნისის სამშენებლო ხელშეკრულების ფარგლებში ყველა უფლება და მოვალეობა შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ს“ გადაეცა (ტ.1. ს.ფ 3-10, 83-86, 106-109, 95-98).

 

8. შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----სა“ და სს „ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმო თბილისის შემოვლითი სარ-------ო პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს მოსარჩელე ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვართან მიმდინარეობდა მიწის ვაკისის, 117 მეტრში ხიდის, ხოლო 70 მეტრში გვირაბის მშენებლობა (ტ.1. ს.ფ 3-10, 83-86, 106-109, ს.ფ. 193).

 

9. ა----- ბ---------–ს საკუთრებაში აქვს ქ-------–--–---------------------–--–--------ში მდებარე, №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 902 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (ს.ფ 3-10, 83-86, 106-109, ს.ფ. 31-32).

 

9. მოსარჩელე ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებული, ქ-------–--–-----------------------–--–---------ში მდებარე, №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2902 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1447 კვ.მ. ფართობზე დაყრილია ქვიანი გრუნტი, ხოლო 100 კვ.მ. ფართობი, რ-------ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისათვის აშენებული ბანაკიდან შემოდინებული მოხმარებული სანიტარული წყლების გამო არის დაჭაობებული. მთლიანობაში 1547 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად (ს.ფ 3-10, 83-86, 106-109, 48-56; 39-46, 57-61).

 

11. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ა----- ბ---------–ის მტკიცებას მასზედ, რომ ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, 2010 წლის ზაფხულში თბილისის შემოვლითი რ-------ის მშენებლობის დაწყებამდე, 83 ძირი სხვადასხვა დასახელების ხეხილი იყო, საიდანაც 11 ძირი იყო კაკალი, 4 ძირი შვინდი, 8 ძირი თხილი, 5 ძირი კარალიოკი, 5 ძირი ტყემალი, 8 ძირი ვაშლი, 2 ძირი ბალი, 3 ძირი ალუბალი, 2 ძირი მსხალი, 5 ძირი თუთა, 2 ძირი გარგარი, 6 ძირი ლეღვი, 3 ძირი ქლიავი, 2 ძირი ბროწეული, 2 ძირი კომში და 15 ძირი ყურძენი. აღნიშნულ მტკიცებას ა----- ბ---------–ი აფუძნებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებას, კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ--------ის“ 2013 წლის 03 ივლისის დასკვნას, თუმცა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ აღნიშნული დასკვნა ა----- ბ---------–ის განმარტებებს ეყრდნობა. მითითებული დასკვნის მიხედვით, „ა-----------–ის განცხადებით, მას აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენებული ჰქონდა, სულ, 83 ძირი სხვადასხვა ხეხილი, რომელიც არის 15-20 წლის ნარგაობა და სრულ მოსავალს იძლეოდა. აღნიშნული ნარგაობიდან 54 ძირი დაყრილი ბალასტის ქვეშ მოექცა, რომლის კვალი ამჟამად არ ჩანს“. ამდენად, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, 83 ძირი სხვადასხვა ხეხილის არსებობა მხოლოდ ა----- ბ---------–ის განმარტებას ეფუძნება, რაც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამიტომ სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ა----- ბ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2010 წლის ზაფხულში თბილისის შემოვლითი რ-------ის მშენებლობის დაწყებამდე, 83 ძირი სხვადასხვა დასახელების ხეხილი იყო (იხ.დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ--------ის“ 2013 წლის 03 ივლისის დასკვნა, ტ.1, ს.ფ. 39-46). აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარჩენილია 15 ძირი მსხმოიარე ვაზი და 30 ძირი ხეხილი, საიდანაც: 5 ძირია კაკალი - 1 მსხმოიარე, 4 გამხმარი; 3 ძირია კარალიოკი - 1 მსხმოიარე, 3 გამხმარი; 4 ძირია ტყემალი - 2 მსხმოიარე, 2 გამხმარი; 5 ძირია ვაშლი - 3 მსხმოიარე, 2 გამხმარი; 5 ძირია ლეღვი - 4 მსხმოიარე, 1 გამხმარი; 1 ძირია მსხმოიარე ბალი; 1 ძირია მსხმოიარე მსხალი; 3 ძირია მსხმოიარე თუთა; 2 ძირია მსხმოიარე ბროწეული და 1 ძირია მსხმოიარე კომში. დასკვნის აღნიშნულ ნაწილს სასამართლო იზიარებს, ვინაიდან ექსპერტების მიერ მითითებულ იქნა, რომ „ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის ფართობში მათ მიერ ნანახი იქნა 15 ძირი მსხმოიარე ვაზი და 30 ძირი ხეხილი“. შესაბამისად, ადგილზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკეთზე დარჩენილია 15 ძირი ვაზი და 30 ძირი სხვადასხვა ხეხილი, საიდანაც 11 ძირი ხეხილი გამხმარია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 იანვრის დასკვნით დგინდება, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგაობის განადგურება შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ნარჩენების ქვა-ღორღის დაყრამ და ნიადაგის დაჭაობებამ, ისე, რომ შეუძლებელი გახდეს არსებული ნარგავების იდენტიფიკაცია. გასათვალისწინებელია დაყრილი სამშენებლო მასალების რაოდენობა და ნიადაგის დაჭაობებით გამოწვეული მისი ნაყოფიერების დაქვეითება და სტრუქტურის გაუარესება“. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დასკვნებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქვა-ღორღის დაყრას, ნიადაგის დაჭაობებასა და 11 ძირი ხეხილის გახმობას შორის. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხე მხარეებს არ წარმოუდგენიათ (იხ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 იანვრის დასკვნა, ტ.2, ს.ფ. 252-262). დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ--------ის“ 2013 წლის 03 ივლისის დასკვნის მიხედვით, გამხმარი ხეების (4 ძირი კაკალი, 2 ძირი კარალიოკი, 2 ძირი ტყემალი, 2 ძირი ვაშლი, 1 ძირი ლეღვი, სულ 11 ძირი ხე-ხილი) მოსავლიანობის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 1360 ლარია (4 ძირი კაკალი - 800 ლარი; 2 ძირი კარალიოკი - 200 ლარი; 2 ძირი ტყემალი - 80 ლარი; 2 ძირი ვაშლი - 200 ლარი; 1 ძირი ლეღვი - 80 ლარი). ერთი ხის მოვლის საფასური წლიურად 10 ლარია. შესაბამისად, გამხმარი ხეების (11 ხე) მოსავლიანობის ღირებულება 10 წლის განმავლობაში, ამავე ხეების მოვლის ხარჯის გათვალისწინებით, 12 500 ლარია ((1360*10=13 600) (13 600 – 1 100=12 500)).

 

12. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ა----- ბ---------–ს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ბოსტნეული კულტურები მოჰყავდა. ამ მხრივ საყურადღებოა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა, კერძოდ, მ----- ბ----–-–---–ისა და ე----- ვ--------–---–ის ჩვენებები (ტ.1, ს.ფ. 318-321, იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი), ასევე საქმეზე დაკითხული ექსპერტების - გ--- ბ------–---–ისა და გ--- ც-------–---–ის ახნა-განმარტებები (ტ.2, ს.ფ. 197). თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ კიდეც, რომ სარწმუნოდ არ დგინდებოდეს ა----- ბ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ბოსტნეული კულტურების მოყვანის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ქვა-ღორღის დაყრითა და მიწის ნაკვეთის დაჭაობებით ა----- ბ---------–ს აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოესპო. პალატა ამ მიმართებით განმარტავს, რომ ერთწლიანი კულტურების მოყვანის სპეციფიკისა და სიმარტივის გათვალისწინებით მეურნეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნია, მისი ნაკვეთის გამოყენება ერთწლიანი კულტურების მოყვანის მიზნებისათვის ყოველთვის შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში კი ა----- ბ---------–მა კიდეც, რომ მოინდომოს თავისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენება აღნიშნული კულტურების მოსაყვანად, მიწა უვარგისია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ა----- ბ---------–ს უნდა აუნაზღაურდეს ერთწლიანი კულტურების (პომიდორი, კართოფილი, ლობიო) მოყვანის შესაძლებლობის წართმევის შედეგად მიყენებული ზიანი, კერძოდ, 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, 1 წლის განმავლობაში მისაღები 800 კგ. პომიდვრის, 1000 კგ. კართოფილისა და 80 კგ. ლობიოს ღირებულება, რაც ჯამში, 1840 ლარს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება მოვლის ხარჯს, სავარაუდო დანახარჯი 300 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, ბოსტნეული კულტურებისაგან მისაღები წლიური მოგება, საორიენტაციოდ, 1540 ლარია. მოსარჩელე ბოსტნეული კულტურების მოყვანის შეუძლებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას 20 წლის განმავლობაში ითხოვს, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ ხანგრძლივობასთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ა----- ბ---------–ის უმოქმედობაზე, რითაც მან აღნიშნული ოდენობით ზიანის დადგომას თავადაც შეუწყო ხელი, კერძოდ, მან არ მიიღო ქმედითი ზომები ქვა-ღორღის დაყრის აღსაკვეთად ან კიდევ დაყრილი ქვა-ღორღის დროულად გასატანად. იმ შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული მიმართულებით ხარჯებს ვერ გაიღებდა, მას შეეძლო ნაგვის გატანა სასამართლო წესით მოეთხოვა და იძულებით აღესრულებინა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ წლიური მოგება ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ, შერეული ბრალის გათვალისწინებით, არა 20, არამედ 10 წლის განმავლობაში უნდა დადგინდეს, რაც საბოლოო ჯამში, 15 400 (1540*10) ლარს შეადგენს (იხ.დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ--------ის“ 2013 წლის 03 ივლისის დასკვნა, ტ.1, ს.ფ. 39-46 ).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა----- ბ---------–ის საკუთრებაში არსებული 2902 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1447 კვ.მ ფართობზე დაყრილია ქვიანი გრუნტი, ხოლო 100 კვ.მ ფართობი, რ-------ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისათვის აშენებული ბანაკიდან შემოდინებული მოხმარებული სანიტარული წყლების გამო არის დაჭაობებული. მთლიანობაში 1547 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. აღნიშნული ქმედებით ა----- ბ---------–ს მიადგა ზიანი, კერძოდ, გაუხმა 11 ძირი ხე და წაერთვა ერთწლიანი ბოსტნეული კულტურების მოყვანის შესაძლებლობა. გარდა ამისა, აღნიშნული მიწა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, კერძოდ, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად უვარგისი გახდა. საბოლოო ჯამში, ზემოთ განვითარებული მსჯელობის შედეგად ა----- ბ---------–ისათვის მიყენებულმა ზიანმა, საშუალოდ, 27 900 ლარი შეადგინა (12 500 + 15 400).

 

14. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა----- ბ---------–ისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ი“ და სს „ხ----–--ია“. აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს, კერძოდ, დამკვეთ სს „ს----------–-------------ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, „ხელშეკრულების“ ფარგლებში სს „ს----------–-------------ის“ კონტრაქტორს წარმოადგენდა შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ისა“ და სს „ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმო (ე.წ. Joint Venture) (შემდგომში „ერთობლივი საწარმო“), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიულ პირს არ წარმოადგენს. ქ------–--–----------------------–--–--------ს მიმდებარედ „ერთობლივი საწარმო“ აშენებდა ხიდს, მიწის ვაკისსა და გვირაბს“ (ტ.1, ს.ფ. 192). 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 17.1 (ბ) პუნქტის თანახმად, მესამე პირების ქონებისადმი მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამომდინარეობს მშენებელი კომპანიის მიერ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისაგან, პასუხისმგებლობა სრულად კონტრაქტორს ეკისრებოდა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სს „ხ----–--მა“ ერთობლივი საქმიანობა 2014 წლის 8 აპრილის შეთანხმებით შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 2014 წლის 8 აპრილამდე დამდგარი ზიანისათვის, ერთობლივი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სოლიდარულად პასუხისმგებელი იყო. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე 2014 წლის 8 აპრილის შეთანხმების მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „წინამდებარე შეთანხმებით განხორციელებული ცვლილებების გარდა, 2010 წლის 14 ივნისის „სამშენებლო ხელშეკრულების“ ყველა სხვა პირობა უცვლელი და სრული იურიდიული ძალის მქონე რჩება“ (ტ. 1, ს.ფ. 246, 249-250; 255).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ისა“ და სს „ხ----–--ის“ ერთობლივი საქმიანობა 2014 წლის 8 აპრილის შეთანხმებით შეწყდა. შესაბამისად, სოლიდარულად პასუხისმგებელი სუბიექტები ამხანაგობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოლიდარულად პასუხისმგებელი პირებიდან რომელიმე ზიანის დადგომაში არ მონაწილეობდა, აღნიშნული გარემოება ერთმანეთს შორის, რეგრესის ნაწილში გასათვალისწინებელი გარემოებაა და არა მესამე პირის წინაშე რომელიმე სოლიდარულად პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის შეზღუდვის წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სს „ს----------–-------------ასთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო კონტრაქტორი, რომელიც, თავისი არსით, ამხანაგობას წარმოადგენდა. ამხანაგობის სუბიექტები შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ი“ და სს „ხ----–--ი“ იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ა----- ბ---------–ს ზიანი მიადგა. ზიანი მის კუთვნილი ნაკვეთის ქვა-ღორღით დაფარვამ და დაჭაობებამ გამოიწვია, რამაც შედეგად ა----- ბ---------–ის კუთვნილი 11 ძირი ხეხილის გახმობა და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურების მოყვანის შეუძლებლობა განაპირობა, რითაც ა----- ბ---------–ს ყოველწლიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა. საბოლოო ჯამში, ა----- ბ---------–ისათვის მიყენებულმა ზიანმა, საშუალოდ, 10 წლის განმავლობაში 27 900 ლარი შეადგინა (დეტალური დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-1. მე-12, მე-13 პუნქტებში).

 

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა----- ბ---------–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დიდი რაოდენობით ქვა-ღორღის დაყრისა და მუშებისათვის აშენებული ბანაკიდან შემოდინებული მოხმარებული სანიტარული წყლებით დაჭაობების გამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მიწის სასოფლო-სამეურნეო მიზნით დამუშავებისა და მოსავლის მიღების შესაძლებლობა იმთავითვე მოესპობოდა, რითაც იგი ზიანს განიცდიდა. ამდენად, ზიანის მიმყენებლებისათვის იმთავითვე ცხადი, ნათელი და მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ის ზიანი, რაც მეურნეობის გაძღოლის შესაძლებლობის წართმევით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მიადგებოდა.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა----- ბ---------–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარს შეადგენს (ტ.1. ს.ფ. 73), ხოლო აგრო-ტექნიკური ექსპერტიზის საფასურის სახით გადახდილია 3000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 62), ასევე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილია 320 ლარი (ტ.1. ს.ფ. 63). ა----- ბ---------–ის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2000 ლარი (ტ.2. ს.ფ. 43). შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ის“ მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილია 2212.80 ლარი (ტ.2. ს.ფ. 70).

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ხარჯი აანაზღაურა ა----- ბ---------–მა 267.70+134,30=402 ლარი (ტ.2. ს.ფ. 314-315).

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----- ბ---------–ის სასარჩელო მოთხოვნის 26% დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ის“ სააპელაციო საჩივრის - 76%. შესაბამისად, შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----სა“ და სს „ხ----–--ს“ ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2267.46 ლარის ანაზღაურება, ხოლო ა----- ბ---------–ს შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1681.72 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა----- ბ---------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

4. ა----- ბ---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----სა“ და სს „ხ----–--ს“ ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 27 900 ლარის გადახდა;

 

6. შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----სა“ და სს „ხ----–--ს“ ა----- ბ---------–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 2267.46 ლარის ანაზღაურება;

 

7. ა----- ბ---------–ს შპს „ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------- ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1681.72 ლარის ოდენობით;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები გოდერძი გიორგიშვილი

ნატალია ნაზღაიძე