განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001072401
N-ბ/2091-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შ-------–----------–ი’’
მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სარჩელის ავტორი) – სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა’’
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება (სარჩელით), თანხის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ-------–----------–ი”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა:
- შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 19 ივნისის N------------ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 293 471 (ორასოთხმოცდაცამეტი ათასოთხასსამოცდათერთმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა;
- შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ დაეკისრა ქვესადგური ,,გ----------------დან გატანილი დემონტირებული მოწყობილობის ღირებულების - 14 600 (თოთხმეტიათასექვსასი) ლარის გადახდა;
- შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ დაეკისრა ქვესადგური ,----------------დან ზედმეტად გატანილი 11 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულების 117 380 (ასჩვიდმეტიათასსამასოთხმოცი) ლარის გადახდა;
- შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 438 (ოთხასოცდათვრამეტი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
- შ-------–----------–ს”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელწიფო ბაჟის 4562 (ოთხიათასხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 02 მაისს გამართულ აუქციონზე ერთ ლოტად გატანილი იქნა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს ბალანსზე არსებული დემონტირებული მოწყობილობები და გამარჯვებულად გამოცხადდა შ-------–----------–ი“.
სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და შ-------–----------–ს“ შორის 2014 წლის 19 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N------------. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 4 041 198 ლარით დღგ-ის ჩათვლით, რომელიც უნდა ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის განმავლობაში. შემსყიდველის მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი თანხა 170 000 ლარი ჩაითვლებოდა ქონების ღირებულების ანაზღაურების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 15 თვის განმავლობაში შემსყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა 3 871 198 ლარი. შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს კუთვნილ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაშვებამდე წინასწარ უნდა გადაეხადა ტერიტორიაზე არსებული დემონტირებული და გამოუსადეგარი მასალის ღირებულება ან წარედგინა შესაბამისი საბანკო გარანტია (ტომი 1, ს/ფ 24-31);
2.2. 2015 წლის 30 მარტს, შ-------–----------–მა” მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების ვადის ერთი წლით გაგრძელება - 2015 წლის 01 ნოემბრიდან - 2016 წლის 01 ნოემბრამდე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შავი ლითონის ჯართის ფასი შემცირებული იყო 47%-ით, მოსალოდნელი იყო ფასის კიდევ კლება, ფასების ვარდნამ შექმნა ფორსმაჟორული მდგომარეობა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისადმი და ხელშეკრულების ვადაში დასრულება მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე შეუძლებელი იყო (ტომი 3, ს/ფ 11-12). რასაც არ დაეთანხმა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” და აცნობა შ-------–----------–ს”, რომ ჯართის ფასის შეცირება, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა (ტომი 3, ს/ფ 11);
2.3. 2015 წლის 04 ივნისს, შ-------–----------–მა” მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს იმის შესახებ, რომ ქვესადგურზე ,,გ--------------” ხელშეკრულებების თანახმად გადასაცემი ძირითადი საშუალებების ნაწილი არ შეესაბამებოდა აუქციონზე გატანილ და გადასაცემ ქონებას. სულ შეუსაბამო დასახელებების სახელშეკრულებო ფასი შეადგენდა 217 651.09 ლარს და ითხოვდა ქონების გადაცემას, რადგან კომპანიას ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, ან გადახდილი თანხა 217 651.09 ლარი დაებრუნებინა სს ,,ს----------–----------–-–--------–--------------მა”-ს (ტომი 1, ს/ფ 32);
2.4. 2015 წლის 12 ივნისს, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და შპს ,,ე-–------------–ს” შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N------------, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში, კერძოდ ხელშეკრულების დანართი N1-დან ამოღებული იქნა ცხრილში არსებული ქ/ს ,,გ--------------”-ის დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალიდან ექვსი სხვადახვა ქონება. ქონების ღირებულება 217 571.09 ლარი დღგ-ს ჩათვლით დაუბრუნდა შ-------–----------–ს“ და ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ფასში, რაც ნაცვლად 4 041 198 ლარისა, განისაზღვრა 3 823 626.91 ლარით. შ-------–----------–მა“ მიუთითა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ (ტომი 1, ს/ფ 33-34; 37);
2.5. 2015 წლის 24 ივნისს, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და შ-------–----------–ს” შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N------------, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში, კერძოდ ხელშეკრულების დანართი N1-დან ამოღებული იქნა ქ----------------------”-ის დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალიდან სამი სხვადახვა ქონება. ცხრილიდან ამოღებული ქონების ღირებულება 30 129.94 ლარი დღგ-ს ჩათვლით დაუბრუნდა შპს ,,ე-–-----------–ს’’, ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ფასში და განისაზღვრა 3 793 496.97 ლარით. შ-------–----------–მა’’ მიუთითა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ (ტომი 1, ს/ფ 35-36, 38);
2.6. 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შ-------–----------–მა” ქ--------------------”-დან ჩაიბარა 197 პოზიციის ჩამონათვალიდან სრულად 195 პოზიცია, ხოლო, ორი პოზიცია ჩაიბარა ნაწილობრივ. მხარეებს მიღებულ და გატანილ საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ (ტომი 1, ს/ფ 46), 2015 წლის 08 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შპს ,,ე-–-----------–მა” ქ--------------------დან ჩაიბარა 27 პოზიციის ჩამონათვალიდან 26 პოზიცია, ხოლო 1 პოზიცია ჩიბარა ნაწილობრივ. მხარეებს მიღებულ და გატანილ საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ (ტომი 1, ს/ფ 47).
2.7. 2015 წლის 27 ივლისს, შ-------–----------–მა” მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად და უნაკლო სახით გადაცემის შესახებ, ან მოეხდინათ ,,გ--------------”, ,-------------------------------------” ქვესადგურებიდან საქონლის გადაუცემლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 445 490 ლარის ოდენობით (ტ.1, ს/ფ 39-41), რასაც არ დაეთანხმა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება იმ ქონებასთან დაკავშირებით, რაც შ-------–----------–ს“ არ გადაეცა, შემსყიდველს პრეტენზია არ გააჩნდა, მას სრულად დაუბრუნდა გადახდილი თანხა (ტომი 1, ს/ფ 48);
2.8. 2014 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ შ-------–----------–მა” ქ------------------------დან გაიტანა: 1) ე----------–------ ძაბვის 500 კვ. ტრანსფორმატორი - კომპლექტში 3 ცალი, თითო 4 ელემენტი, საინვენტარო ნომერი (ახალი) - 0-----; 2) 500 კვ. ძაბვის ტრასფორმატორები დემოტირებული - კომპლექტში 3 ცალი, 12 ელემენტი, საინვენტარო ნომერი (ახალი) 0-----; 3) ბლოკი N---ის სატრანსფორმატორო 500 კვ.მ. გამთიშველის, საინვენტარო ნომერი (ახალი) 0-----; 4) ბლოკი N---ის 500 კვ. გამთიშველის მეორე სისტემის მხარეს, საინვენტარო ნომერი (ახალი) 0----8 (ტომი 1, ს/ფ 96).
2.8.1. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-მ 2015 წლის 15 იანვრის წერილით მიმართა შ-------–----------–ს” და მოითხოვა ქ------------------------დან გატანილი დემონტირებული მოწყობილობების დაბრუნება, ვინაიდან მოწყობილობები გატანილი არ იყო ხელშკერულების პირობების მიხედვით, შ-------–----------–ს” ხელშეკრულების შესაბამისად მოპოვებული არ ჰქონდა მოწყობილობების გატანის უფლება და არ ექვემდებარებოდა გატანას (ტომი 1; ს/ფ 96);
2.9. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში საიდენტიფიკაციო კოდით: 2--------. საზოგადოების მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (რეაბილიტაციის პროცესი);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 3 793 496 ლარი და 97 თეთრი, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს აუნაზღაურდა 1 717 562 ლარი და 26 თეთრი, ასანაზღაურებელი დარჩა 2 075 934 ლარი და 71 თეთრი. ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 01 ნოემბერს (ტომი 2, ს/ფ 14-71);
2.11. შ----------------------------------ის 2015 წლის 12 ოქტომბრის დასკვნით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-------–----------–ი”-ს მიერ ქ/ს ,------------------დან (220 კვ მხარე) ზედმეტად გატანილი 500 კვ. დემონტირებული ძირითადი საშუალებების (დანართი N1) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 14 600 ლარს ( ტომი 1, ს/ფ 99-102);
2.12. სასამართლომ არ გაიზიარა შ-------–----------–ი”-ს მითითება იმის შესახებ, რომ ქ/ს ქ--------------დან შ-------–----------–ს” ზედმეტად არ გაუტანია ,,B------” ტიპის (N------) საჰაერო ამომრთველები.
2.12.1. სასამართლომ მიუთითა, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მამ“ 2014 წლის 12 და 25 ნოემბერს მიმართა შ-------–----------–ს” ზედმეტად გატანილი მოწყობილების დაბრუნების შესახებ, რომლის პასუხად შ-------–----------–მა” აცნობა, რომ ზედმეტი მოწყობილობის გატანას ადგილი არ ჰქონია.
2.12.2. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 05 ივლისის, 2014 წლის 07 ივლისის, 11 ივლისის და 14 ივლისის შუალედური აქტებით (N3, N-, N-ა, N8), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2015 წლის 04 ნოემბრის დადგენლებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ---------------------დან N------ კოდზე რეგისტრირებული და დასაწყობებული ,,B------” საჰაერო ამომრთველის ერთი კომლექტის გარდა, შ-------–----------–ს” გადაეცა 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი, რითაც სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი - 117 380 ლარი (ტ. 1, ს/ფ 149-155).
2.12.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტიცებულება არ წარუდგენია და მოპასუხე წერილობითი შესაგებელში მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზედმეტად გატანილი საჰაერო ამომრთველების ღირებულებასთან დაკავშირებით არ შედავებია (იხ. შესაგებელი ტომი 3, ს/ფ 203-204). შესაბამისად დადგენილი იყო, რომ შ-------–----------–მა” ქ---------------------დან N------ კოდზე რეგისტრირებული ,,B------” საჰაერო ამომრთველის ერთი კომლექტის გარდა გაიტანა 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი ღირებულებით 117 380 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 488-ე, 492-ე მუხლზე, და აღნიშნა, რომ, რომ შ-------–----------–მა” აცნობა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე გადასაცემი ძირითადი საშუალებების ნაწილი არ შეესაბამებოდა აუქციონზე გატანილ და გადასაცემ ქონებას.
2.14. 2015 წლის 12 ივნისს და 24 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში და ძირითადი ხელშეკრულების დანართში მითითებული ის მოწყობილობები, რომელზეც შ-------–----------–ს” გააჩნდა პრეტენზია, ამორიცხული იქნა ხელშეკრულებიდან, ხელშეკრულების საერთო ფასში შევიდა ცვლილება და ნაცვლად 4 041 198 ლარისა განისაზღვრა 3 793 496.97 ლარით.
2.15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2.16. სასამართლოს განმარტებით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ, მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
2.17. სასამართლომ აღნიშნა, რომ შ-------–----------–ი“ ითხოვდა ბეს ორმაგად დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას 445 490 ლარის ოდენობით იმ გარემობებზე მითითებით, რომ სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------------მ სრულად არ გადასცა ძირითადი ხელშეკრულების დანართში მითითებული მოწყობილობები.
2.18. სასამართლომ კვლავ მიუთითა, რომ 2015 წლის 12 ივნისს და 24 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში და ძირითადი ხელშეკრულების დანართში მითითებული ის მოწყობილობები, რომელთა გადაუცემლობის გამო ითხოვდა შ-------–----------–ი“ ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას, ამორიცხული იქნა ხელშეკრულების დანართიდან, გადახდილი თანხა დაუბრუნდა მოსარჩელეს, ხელშეკრულების საერთო ფასში შევიდა ცვლილება და შ----------–----------–მა“ მიუთითა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ.
2.19. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება აღნიშნული მოწყობილობების გადაუცემლობით ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნების და ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, 2015 წლის 30 მარტის წერილში შპს. ,,ე-–-----------–ი” 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზარალს უკავშირებდა შავი ლითონის ჯართის ფასის 47%-ით შემცირებას და ფასის კიდევ მოსალოდნელ კლებას.
2.20. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იქნებოდა, მოეთხოვა ბეს ორმაგი ოდენობით დაბრუნება, თუკი ვალდებულება არ შესრულდებოდა და შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
2.22. სასამართლომ განმარტა, რომ თუ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელია ბეს მიმცემი, ბედ გადაცემული ფულადი თანხა რჩება მეორე მხარეს, ხოლო თუ ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებელია ბეს მიმღები, იგი ვალდებულია მეორე მხარეს ორმაგად გადაუხადოს ბე. აღნიშნული წესები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა მხარეები საერთოდ არ ასრულებენ ვალდებულებას და ეს წესი არ ვრცელდება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე.
2.23. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-------–----------–მა” ვერ დაადასტურა, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების შეუსრულებლობას, რამაც გამოიწვია ზიანი, რის გამოც შ-------–----------–ი”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2.24. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს 293 471.50 ლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.25. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ბრალით ქონების ღირებულების ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არასრულად გადახდის ან საერთოდ არ გადახდის შემთხვევაში, შემსყიდველს დაერიცხება და ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქონების ღირებულების სრულად ანაზღაურების ან ამ ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ბრალით ქონების მიღების ვადის დაგვიანების შემთხვევაში, მყიდველს დაერიცხება და მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო გამყიდველის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებული გაუტანელი ქონების მთლიანი ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.26. სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 3 793 496.97 ლარი, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს აუნაზღაურდა 1 717 562 ლარი და 26 თეთრი, ასანაზღაურებელი დარჩა 2 075 934 ლარი და 71 თეთრი.
2.27. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“ ითხოვდა ხელშეკრულების 8.1 მუხლის შესაბამისად, შემსყიდველს პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად დაკისრებოდა 3 793.50 ლარის გადახდა (3 793 496.97 ლარის 0.1%) ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე ვადაგადაცილებულ 50 დღეზე, ჯამში 189 675 ლარი, ხოლო, ხელშეკრულების 8.2 მუხლის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 50 დღეზე ყოველდღიურად 2 075.93 ლარი (2075934.71 ლარის 0.1%), ჯამში 103796.50 ლარი, სულ 293 471.50 ლარი.
2.28. შ-------–----------–ი”-ს მითითებით პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხვოდა, რადგან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს ბრალეული ქმედებით. აღნიშნული გარემოება, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. დადგენილი იყო, რომ შ-------–----------–მა” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენდა პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვდა, რაც შ-------–----------–ს” არ წარმოუდგენია.
2.29. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”- ს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2014 წლის 19 ივნისის N------------ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 293 471.50 ლარის გადახდა.
2.30. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს შეგებებული სარჩელი 14 600 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.31. სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი იყო, რომ შ-------–----------–მა” ქ------------------------დან გაიტანა: 1) ე----------–------ ძაბვის 500 კვ. ტრანსფორმატორი - კომპლექტში 3 ცალი, თითო 4 ელემენტი, საინვენტარო ნომერი (ახალი) - 0-----; 2) 500 კვ. ძაბვის ტრასფორმატორები დემოტირებული - კომპლექტში 3 ცალი, 12 ელემენტი, საინვენტარო ნომერი (ახალი) 0-----; 3) ბლოკი N--- ის სატრანსფორმატორო 500 კვ.მ. გამთიშველის, საინვენტარო ნომერი (ახალი) 0-----; 4) ბლოკი N---ის 500 კვ. გამთიშველის მეორე სისტემის მხარეს, საინვენტარო ნომერი (ახალი) 0----8 (ტომი 1, ს/ფ 96).
2.32. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-მ 2015 წლის 15 იანვრის წერილით მიმართა შ-------–----------–ს” და მოითხოვა ქ------------------------დან გატანილი დემონტირებული მოწყობილობების დაბრუნება, ვინაიდან მოწყობილობები გატანილი არ იყო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შ-------–----------–ს” ხელშეკრულების შესაბამისად მოპოვებული არ ჰქონდა მოწყობილობების გატანის უფლება და არ ექვემდებარებოდა გატანას.
2.33. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის მიხედვით, შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს კუთვნილ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაშვებამდე წინასწარ უნდა გადაეხადა ტერიტორიაზე არსებული დემონტირებული და გამოუსადეგარი მასალის ღირებულება ან წარედგინა შესაბამისი საბანკო გარანტია.
2.34. შ----------------------------------ის 2015 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, შ-------–----------–ი”-ს მიერ ქ/ს ,------------------დან (220 კვ მხარე) ზედმეტად გატანილი 500 კვ. დემონტირებული ძირითადი საშუალებების (დანართი N1) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 14 600 ლარს. შ-------–----------–ს” არ ჰქონდა წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. დემონტირებული მოწყობილობის გატანის ფაქტი დადგენილი იყო, ხოლო სადავო მოწყობილობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი, შესაბამისად შეგებებული სარჩელი შ-------–----------–ი”-ს მიმართ 14 600 ლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.35. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს შეგებებული სარჩელი 117 380 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.36. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე 979.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2014 წლის 05 ივლისს შედგენილი N- შუალედური აქტის მიხედვით, ქვესადგურ ,----------------დან შ-------–----------–მა” გაიტანა 220 კვ. სამფაზა ავტოტრანსფორმატორი 1 ცალი საინვ. ნომერი 0------ და დემონტირებული საჰაერო ამომრთველები 1 კომპლექტი საინვ. ნომერი 0----- (ს/ფ 149). 2014 წლის 07 ივლისს, 11 ივლისს და 14 ივლისს შედგენილი შუალედური აქტების მიხედვით (N3, N-, N-ა, N8) ქვესადგურ ქ--------------დან სხვადასხვა მოწყობილობებთან ერთად შ-------–----------–მა” გაიტანა ,,B------” საინვ. N------ ამომრთველები.
2.37. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, აუქციონის შედგების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ/ს ,----------------დან შ-------–----------–ს უნდა გაეტანა მხოლოდ 1 კომპლექტი (3 ცალი) 110 კვ.მ. საჰაერო ამომრთველი, ფაქტობრივი მდგომარეობით, ქ/ს ,----------------ში 2004-2006 წლებში დემონტირებული იქნა სულ 36 ცალი საჰაერო ამომრთველი, რომელიც აუქციონის ფარგლებშია გადაცემული შ-------–----------–ისათვის”.
2.38. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2015 წლის 04 ნოემბრის დადგენილებით სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” ცნობილი იქნა დაზარალებულად კომპანიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე. დადგენილების მიხედვით, ქ---------------------დან 0----- კოდზე რეგისტრირებული და დასაწყობებული ,,B------” 1 კომლექტი ამომრთველის გარდა შ-------–----------–ს” გადაეცა 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი, რითაც სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი - 117 380 ლარი (ს.ფ. 154) შ-------–----------–”-ს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტიცებულება, სასამართლოსათვის არ წარუდგენია და წერილობითი შესაგებელში მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზედმეტად გატანილი საჰაერო ამომრთველების ღირებულებასთან დაკავშირებით არ შედავებია (იხ. შესაგებელი, ტომი 3, ს/ფ 203-204).
2.39. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-------–----------–ი”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 117 380 ლარის გადახდა.
2.40. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-------–----------–ის” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა: 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 293 471 ლარის და 50 თეთრის გადახდა, ქვესადგური ,,გ----------------დან ზედმეტად გატანილი დემონტირებული მოწყობილობის ღირებულების 14 600 (თოთხმეტიათასექვსასი) ლარის გადახდა და ქვესადგური ,----------------დან ზედმეტად გატანილი 11 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულების 117 380 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. აპელანტის განმარტებით, 2.7. პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ 2015 წლის 27 ივლისის წერილით, შპს „--–----------–-- მიუთითებდა არა მხოლოდ „გ--------------“-ის, „ზ-----------------ისა და „------------ ქვესადგურებზე, არამედ ასევე, „ნ-----–-----------ის ქვესადგურზე. წერილში, შპს „--–----------–-- აღნიშნავდა, რომ „ნ-----–-----------“ - ზე განთავსებული მოწყობილობების გადაუცემლობით, კომპანია განიცდიდა ზიანს 43 572,04 ლარის ოდენობით და, შესაბამისად, გადაწყვეტილების 2.7 პუნქტში ციტირებული ს---ს მითითებები იყო დაუსაბუთებელი.
3.2. აპელანტის მთითებით, გაურკვეველია, ზიანის გაანგარიშებას რატომ უკავშირებს სასამართლო შპს „--–----------–---ს 2015 წლის 30 მარტის წერილში ასახულ პოზიციებს (იხ. გადაწყვეტილების 2.2. პუნქტი), როდესაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ზიანს ასაბუთებს ს---ს მხრიდან აუქციონის ფარგლებში მცდარი ინფორმაციის მიწოდებითა და ვალდებულებების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულებით.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად (იხ.გადაწყვეტილების 2.8.1. პუნქტი), რომ შპს „--–----------–-- „გ--------------“ ქვესადგურიდან არ ჰქონდა მოწყობილობათა გატანის უფლება, რადგან ამ უკანასკნელმა „გ--------------“ ქვესადგურიდან მოწყობილობები გაიტანა უშუალოდ ს---ს მითითებით და მათთანვე შეთანხმებით, რასაც ადასტურებდა 2014 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი. გათვალისწინებით იმისა, რომ შპს „--–----------–ს” წინასწარ გადახდილი ჰქონდა „გ----------------იდან გასატანი მოწყობილობების ღირებულება, ხოლო, ტერიტორიაზე შესვლისას, იგი გაძარცვული დახვდა (რაც სადავოდ არც ს---ს გაუხდია), ს---ს მითითებითვე, წინასწარ გადახდილი თანხის ფარგლებში, მხარემ გაიტანა ამ ტერიტორიაზე დასაწყობებული „გ--------------”-ზე მიკუთვნებული მოწყობილობები, რადგან „გ-----------------ის შემდგომ, სამუშაოების გაგრძელება სწორედ „გ--------------”-ზე იგეგმებოდა. აღნიშნული განხორციელდა ს---სთან შეთანხმებით, რაც აისახა კიდეც 2014 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში.
3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად (იხ. გადაწყვეტილების 2.10. პუნქტი) შპს „--–----------–---ს მხრიდან 2 075 934.71 ლარის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა. ამ უკანასკნელს არ მიეწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი რიგი მოწყობილობები და, შესაბამისად, არც მათი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა.
3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად შპს „--–----------–---სათვის ს---ს მიერ 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველის გადაცემის, აგრეთვე და ს---სათვის მიყენებული ზიანის ფაქტი (იხ. გადაწყვეტილების 2.12.2. პუნქტი). ხელშეკრულების დანართი ითვალისწინებდა N------ საინვენტარიზაციო ნომრით რეგისტრირებული 1 კომპლექტი საჰაერო ამომრთველის გადაცემას. თავის მხრივ, აღნიშნული კომპლექტი შედგებოდა 3 ელემენტისაგან. ს---ს შეგებებულ სარჩელზე დართული 0------------------------------------------------ შუალედური აქტების თანახმად, ამ პერიოდში შპს „--–----------–მა” „ქ--------------დან ნაწილ-ნაწილ გაიტანა საჰაერო ამომრთველების 1 კომპლექტი. არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ მიუთითებდა შპს „ე-–-----------–ი”-ს მხრიდან ზედმეტი 11 კომპლექტის გატანის ფაქტზე. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მოწყობილობის გადაცემა მიმდინარეობდა ს---ს წარმომადგენლების თანდასწრებითა და მათ მიერ სათანადო საბუთების გაფორმებით. შესაბამისად, გამორიცხული იყო ასეთი მნიშვნელოვანი რაოდენობის (36 ელემენტი) მოწყობილობათა გატანა ტერიტორიიდან შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცედურების დაცვის გარეშე.
3.6. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დაადგენილად ს---ს მიერ 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები, რასაც ეფუძნებოდა შპს „--–----------–---ს სასარჩელო მოთხოვნები.
2017 წლის 16 ოქტომბერს შპს „--–----------–ი”-ს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებდა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის 20 ოქტომბერს, მყიდველს არასრულად გადაეცა კონკრეტულ ქვესადგურზე მისაღები მოწყობილობა. კერძოდ, N5----- საინვენტარიზაციო ნომრით აღნიშნული სააუკუმლატორო ბატარეების დამტენი მოწყობილობა ერთი კომპლექტის სახით შპს „--–----------–ს” გადაეცა აკუმულატორების გარეშე მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ნომრის ქვეშ 32 აკუმულატორის გადაცემის ვალდებულებას. ამის შემდგომ, როგორც 2017 წლის 28 თებერვალს შპს „--–----------–ი”-ს მიერ წარდგენილი მხარეთა ელექტრონული მიმოწერა ცხადყოფდა, 2014 წლის დეკემბერში, ს-- მოითხოვდა სხვადასხვა ქვესადგურებზე ცალკეული პოზიციების ხელშეკრულებიდან ამოღებას, რაზეც მხარემ უარი განაცხადა და საბოლოო ჯამში აღნიშნული საქონელი შპს „--–----------–მა” ვერ მიიღო. საქმე ეხებოდა ჯამში 44 320.95 ლარის ღირებულების მოწყობილობებს. ანალოგიურად, 2015 წლის 23 ივლისს, ს---მ ისევ მოითხოვა ამჯერად ნავთლუღის ქვესადგურის 13 485 ლარის ღირებულების პოზიციების ამოღება ხელშეკრულებიდან, რაზეც შპს „--–----------–მა” ისევ უარი განაცხადა. ეს მოწყობილობები მხარეს არ მიუღია და აღნიშნული სადავო არ გამხდარა ს---ს მხრიდან. ამ ფაქტს ადასტურებს შპს „--–----------–ი”-ს მიერ 2017 წლის 28 თებერვალს წარდგენილი ს---ს 2--------- ელექტრონული წერილიც დანართთან ერთად. ამავდროულად, 2015 წლის ივლისში, ზესტაფონი-500 ქვესადგურიდან, შპს „ე-–-----------–ს” არ გადაეცა N------------------ საინვენტარიზაციო ნომრებით გათვალისწინებული 12 ლითონის ავზი, რასაც ადასტურებს შპს „--–----------–ი”-ს სარჩელზე თანდართული 17.07.2015 მიღება-ჩაბარების აქტი.
აღნიშნულის მსგავსად, ფ----------ის ქვესადგურიდან, შპს „ე-–------------–ს” არ გადაეცა N0----- საინვენტარიზაციო ნომრით გათვალისწინებული მოწყობილობების მნიშვნელოვანი ნაწილი (185 კონდენსატორი და 80 ცალი კონდენსატორის ლითონის უჯრედები), რასაც ადასტურებს შპს „--–----------–ი”-ს სარჩელზე თანდართული 08.07.2015 მიღება-ჩაბარების აქტი.
ამის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილება (იხ. 2.14 და 2.18. პუნქტები) ეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც 2015 წლის 12 ივნისისა და 24 ივნისის დამატებითი შეთანხმებებით, ცალკეული მოწყობილობები ამოირიცხა ხელშეკრულებიდან. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის შეფასებული ზემოაღნიშნული მითითებები ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ს---ს მხრიდან ხელშეკრულების სისტემატურ დარღვევას. ნაცვლად ამისა, გადაწყვეტილება მთლიანად ეყრდნობა 2015 წლის ივნისის შეთანხმებებს, მაშინ როდესაც შპს „--–----------–-- აპელირებდა მთელ რიგ სხვა დარღვევებზეც, რომლებიც სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა.
3.7. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ სავარაუდო ძარცვის ფაქტებთან დაკავშირებით ს-- ინფორმირებული იყო აუქციონის გამოცხადებამდეც, რასაც ადასტურებდა მათ მიერვე წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიში 2011, 2012 და 2013 დასრულებული წლებისათვის.
სამართლებრივი საფუძვლები
3.8. შპს „--–----------–---ს სარჩელთან დაკავშირებით:
აპელანტის მითითებით, შპს „--–----------–ი”-ს სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო სს „ს----------–---------–-–--------–--------------მის” მიერ 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვდა მოსარჩელე მხარე ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად უკან დაბრუნებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
აპელანტის განმარტებით, საქმისწარმოების ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებდნენ ს---ს მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების მნიშვნელოვან და სისტემატურ შეუსრულებლობას. უფრო მეტიც, სასამართლოსათვის ცხადი უნდა ყოფილიყო ის ტენდენცია, რასაც ადგილი ჰქონდა სს „ს----------–---------–-–--------–--------------მა”-სთან ურთიერთობას - მათი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი რიგი საქონლის მიუწოდებლობას, რაც დადასსტურებული იყო მთელი რიგი მტკიცებულებებით, მათ შორის: შპს „ე-–------------–ი”-ს სარჩელის დანართი 4 (შპს „--–----------–ი”-ს 0--------- წერილი), დანართი 5 (დამატებითი შეთანხმება 1---------), დანართი 6 (დამატებითი შეთანხმება 24.06.2015), დანართი 9 (შპს „--–----------–ი”-ს წერილი 2---------), მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი; სასამართლო სხდომის ოქმი 16.10.2017, სასამართლო სხდომის ოქმი 26.10.2017); შესაგებლის დანართი 2 (ს---ს წერილი 0---------); შესაგებლის დანართი 3 (შსს-ს წერილი1---------).
ს---ს მტკიცებით, აღნიშნული ნაკლოვანი შესრულება განპირობებული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით - სავარაუდოდ მესამე პირების დანაშაულებრივი ქმედებით, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიება. ამგვარი დაშვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი უცვლელი რჩება - აუქციონის გამოცხადებამდე და მასში შესაბამისი ოფერის ასახვამდე, შესაბამისად, ს-- ვალდებული იყო, შეემოწმებინა ინფორმაციის სისრულე და გადამოწმებული მონაცემები აესახა სააუქციონო განაცხადსა და ხელშეკრულებაში.
ს---ს მხრიდან ხელშეკრულებიდან საქონლის ამოღების შეთავაზების ტენდენცია ხელშეკრულების დადებიდან მოკლე ხანშივე დაიწყო. მაგალითად, როგორც 2017 წლის 16 ოქტომბერს შპს „--–----------–ი”-ს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს, ჯერ კიდევ 2014 წლის 20 ოქტომბერს, მყიდველს არასრულად გადაეცა კონკრეტულ ქვესადგურზე მისაღები მოწყობილობა. კერძოდ, N5----- საინვენტარიზაციო ნომრით აღნიშნული სააუკუმლატორო ბატარეების დამტენი მოწყობილობა ერთი კომპლექტის სახით შპს „--–----------–ს” გადაეცა აკუმულატორების გარეშე მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ნომრის ქვეშ 32 აკუმულატორის გადაცემის ვალდებულებას. ამის შემდგომ, როგორც 2017 წლის 28 თებერვალს შპს „--–----------–ი”-ს მიერ წარდგენილი მხარეთა ელექტრონული მიმოწერა ცხადყოფს, 2014 წლის დეკემბერში, ს-- მოითხოვდა სხვადასხვა ქვესადგურებზე ცალკეული პოზიციების ხელშეკრულებიდან ამოღებას, რაზეც მხარემ უარი განაცხადა და საბოლოო ჯამში აღნიშნული საქონელი შპს „--–----------–მა” ვერ მიიღო.
აპელანტის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა ს---ს მიერ 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებზე (ნაკლოვან შესრულებაზე), რაც, თავის მხრივ, ბეს ორმაგად უკან დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ამ მიმართულებით, გასათვალისწინებელი იყო ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა საქმეზე Nბს-580-548(კ-05) 11.04.2007, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ „ბეს დაკისრებისათვის არ არის სავალდებულო ადგილი ჰქონდეს ვალდებულების განზრახ ბრალეულ დარღვევას. 423-ე მუხლის მოთხოვნებისათვის საკმარისია სახეზე იყოს გაუფრთხილებელი ბრალი, რასაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, უდავოდ ჰქონდა ადგილი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, ვინაიდან ის, როგორც ქონების მესაკუთრე, ვალდებული იყო, სცოდნოდა ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა...”
ასევე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 423-ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ „მხარეები საერთოდ არ ასრულებენ ვალდებულებას და ეს წესი არ ვრცელდება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე.“ მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ნორმაში გამოყენებულია სიტყვა „შეუსრულებლობა,“ იგი არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს შეზღუდულად, რაც დაუკარგავს მას მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზანს. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა უშუალოდ სკ-ში ტერმინ „შეუსრულებლობა“-ს გამოყენებული შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს მისი ფართოდ განმარტების აუცილებლობას. მაგალითად, სკ-ის 407-ე მუხლი მიუთითებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობაზე, როდესაც სახეზეა ვალდებულების „შეუსრულებლობა,“ თუმცა დოქტრინასა და პრაქტიკაში დღეისათვის ერთმნიშვნელოვნადაა დამკვიდრებული გასვლის მოთხოვნის წარმოშობა ვალდებულების არა მხოლოდ სრული შეუსრულებლობისას, არამედ არაჯეროვანი შესრულების დროსაც.
სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მის’’ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით აპელანტის მოსაზრება
პირგასამტეხლოს ნაწილში
აპელანტის მითითებით, ს-- ითხოვდა შპს „--–----------–ს” დარიცხვოდა პირგასამტეხლო შემდეგი საფუძვლით: 1) პირგასამტეხლოს დაკისრება ქონების ღირებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაუხდელობისათვის; 2) ქონების მიღების ვადის დაგვიანებისათვის (ხელშეკრულების 8.1 და 8.2 პუნქტები).
აპელანტის განმარტებით, არ არსებობდა ამ მოთხოვნის რაიმე ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობა, გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე არ ყოფილა შპს „ე-–-----------–ი”-ს მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევა. უფრო კონკრეტულად, ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, „შემსყიდველის ბრალით ქონების ღირებულების ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არასრულად გადახდის ან საერთოდ არ გადახდის შემთხვევაში, შემსყიდველს დაერიცხება და შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქონების ღირებულების სრულად ანაზღაურების, ან ამ ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელიც უფრო ადრე დადგება).” აქვე, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის ბრალით ქონების მიღების ვადის დაგვიანების შემთხვევაში, მყიდველს დაერიცხება და მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო გამყიდველის შესაბამის ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე) განთავსებული გაუტანელი ქონების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.”
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის, ორივე შემთხვევაში, აუცილებელია სახეზე იყოს შპს „--–----------–ი”-ს მხრიდან ბრალეული ქმედება, რასაც ადგილი არ ჰქონია. შპს „ე-–-----------–ი”-ს მიერ თანხის გადაუხდელობა განპირობებული იყო თვითონ ს---ს მხრიდან ხელშეკრულების დარღვევითა და საქონლის მიუწოდებლობით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, მხარეთა ელექტრონული მიმოწერა და მიღება-ჩაბარების აქტები, ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ს---ს სრულად არ ჰქონდა მიწოდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება შპს „--–----------–---სათვის, მათ შორის, ის ქონება, რომელიც არ ასახულა სასამართლოს მიერ აღნიშნული 2015 წლის ივნისის შეთანხმებებში. მათთან დაკავშირებით, ს---მ არაერთხელ მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა ამ მოწყობილობების მიწოდების. აქედან გამომდინარე, შპს „ე-–-----------–ი“ არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა იმ ქონების ღირებულება, რომელიც მას საერთოდ არ მიუღია და რომლის გადაცემაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ს---ს ეკისრებოდა.
ამდენად, მითითება შემსყიდველის მიერ ქონების მიუღებლობაზე ან თანხის გადახდის ვადის გადაცილებაზე მოკლებული იყო ფაქტობრივ დასაბუთებას. ამასთან, სკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. აღნიშნული ნორმა სასამართლოს არ გამოუყენებია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, შპს „--–----------–მა“ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების ბრალეულ შეუსრულებლობას. მოცემული, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ს---ს ვერ წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება სკ-ის 417-ე მუხლიდან და ხელშეკრულების 8.1 და 8.2 პუნქტებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს აპელანტის მითითებით, სკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებას მოითხოვდა შპს „--–----------–--, თუმცა ამ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია.
„გ----------------დან გატანილი მოწყობილობების საფასურის ანაზღაურება 14 600 ლარის ოდენობით
გათვალისწინებით იმისა, რომ შპს „--–----------–ს” წინასწარ გადახდილი ჰქონდა „გ---------------”-იდან გასატანი მოწყობილობების ღირებულება, ხოლო, ტერიტორიაზე შესვლისას, იგი გაძარცვული დახვდა (რაც სადავოდ არც ს---ს გაუხდია), ს---ს მითითებითვე, მხარემ გაიტანა ამ ტერიტორიაზე დასაწყობებული „გ--------------”-ზე მიკუთვნებული მოწყობილობები, რადგან „გ----------------ის შემდგომ, სამუშაოების გაგრძელება სწორედ „გ--------------”-ზე იგეგმებოდა. აღნიშნული განხორციელდა ს---სთან შეთანხმებით, რასაც ადასტურებს ს---ს შეგებებულ სარჩელზე თანდართული 23.10.2014 მიღება-ჩაბარების აქტი. სასამართლოს განემარტა, რომ მოწყობილობათა ტერიტორიიდან გატანა საჭიროებდა მნიშვნელოვანი რესურსის (როგორც ტექნიკის, ისე მუშახელის) მობილიზებას. ტერიტორიაზე შესვლასა და დემონტაჟს წინ უძღოდა ს---ს მხრიდან შპს „--–----------–ი”-ს კონკრეტულ თანამშრომლებსა და მანქანებზე დაშვების გაცემა, რაც გამორიცხავდა ამ უკანასკნელის მხრიდან მოწყობილობათა თვითნებურ გატანას ან რაიმე შეუთანხმებელი ქმედების შესრულებას. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით, ს---მ დაადასტურა აღნიშნული, რაც თავისთავად მიუთითებდა ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობაზე. ამდენად, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიანიჭა მათ მცდარი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
„ქ--------------ის მოწყობილობების საფასურის დაკისრება 117 380 ლარის ოდენობით
ს---ს განცხადებით, 2014 წლის 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, შპს „ე-–-----------–მა” ქვესადგური „ქ-------------”-დან ერთის ნაცვლად გაიტანა 12 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა ჯამში 117 380 ლარი.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აპელანტის მითითებით, ხელშეკრულების დანართი ითვალისწინებდა N------ საინვენტარიზაციო ნომრით რეგისტრირებული 1 კომპლექტი საჰაერო ამომრთველის გადაცემას. თავის მხრივ, აღნიშნული კომპლექტი შედგებოდა 3 ელემენტისაგან. თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, ს-- მიუთითებდა ე.წ. შუალედურ აქტებზე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები საპირისპიროს ადასტურებდა. ს---ს შეგებებულ სარჩელზე დართული 0------------------------------------------------ შუალედური აქტების თანახმად, ამ პერიოდში შპს „--–----------–მა” „ქ--------------დან ნაწილ-ნაწილ გაიტანა საჰაერო ამომრთველების 1 კომპლექტი. არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ მიუთითებდა შპს „--–----------–ი”-ს მხრიდან ზედმეტი 11 კომპლექტის გატანის ფაქტზე. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მოწყობილობის გადაცემა მიმდინარეობდა ს---ს წარმომადგენლების თანდასწრებითა და მათ მიერ სათანადო საბუთების გაფორმებით. შესაბამისად, გამორიცხული იყო ასეთი მნიშვნელოვანი რაოდენობის (36 ელემენტი) მოწყობილობათა გატანა ტერიტორიიდან შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცედურების დაცვის გარეშე.
აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელი იყო, რომ, შეკითხვების ეტაპზე, ს---ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ს-- ითხოვს 11 საჰაერო ამომრთველის ღირებულების დაკისრებას არის ის, რომ 05-14 ივლისის პერიოდში, შპს „--–----------–ი”-ს მხრიდან ხუთი სატრანსპორტო საშუალებით იქნა გატანილი მოწყობილობები. შესაბამისად, აღნიშულმა ფაქტმა ს---ს შეუქმნა ვარაუდი, რომ გადატანილი იყო მძიმე წონის და, ამდენად, სწორედ 11 ამომრთველი შპს „ე-–-----------–ი”-ს მიერ. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა შუალედურ აქტებზე, რომელთა მიხედვით, შპს „ე-–-----------–მა,” საჰაერო ამომრთველის 1 კომპლექტის გარდა, ამ პერიოდში ტერიტორიიდან გაიტანა მთელი რიგი მოწყობილობები. შესაბამისად, მხოლოდ ვარაუდები გატანილი მოწყობილობების სიმძიმესა და მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ვერ დაადასტურებდა აპელანტი მხარის მიერ ზედმეტი 11 ამომრთველის გატანას. აქვე, საგულისხმო იყო, რომ ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი სწორედ ს---ზე იყო. როგორც შპს „--–----------–მა“ ს---ს 2014 წლის 17 ნოემბრის წერილით აცნობა, ანალოგიური პრეტენზია შეიძლება წამოყენებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი მოწყობილობის მიმართ (ნებისმიერ დანაკლისზე ს---ს შეეძლო განეცხადებინა, რომ ისინი შპს „--–----------–---ს მიერ არის გატანილი), რაც, ცხადია, ვერ დაადასტურებდა ამ ფაქტების რეალურობას.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიუთითებს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაზე, სადაც აღნიშნულია სადავო საჰაერო ამომრთველების შპს „ე-–-----------–ი“-სათვის გადაცემა, თუმცა, აპელანტის მოსაზრებით, მითითებული დოკუმენტი არ შეიძლება გახდეს საფუძველი ამ ფაქტის დადგენისათვის. აპელანტის განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ შპს „--–----------–---ს მიმართ არ მიმდინარეობს რაიმე სისხლისსამართლებრივი წარმოება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოები შეისწავლიდნენ საჰაერო ამომრთველების გადაცემის საკითხს. შესაბამისად, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ამ დოკუმენტს, რომელში ასახული ფაქტებიც დღემდე არ არის დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ „მოპასუხეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტიცებულება არ წარმოუდგენია და მოპასუხე წერილობითი შესაგებელში მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზედმეტად გატანილი საჰაერო ამომრთველების ღირებულებასთან დაკავშირებით არ შედავებია.“
აპელანტს მიაჩნია, რომ ამგვარი შეფასებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მოპასუხის (შპს „--–----------–---ს) მიერ ზიანის მიყენების ფაქტი სწორედ მოსარჩელეს (ს---ს) უნდა ემტკიცებინა, რაც მან ვერ შეძლო სათანადო დასაბუთებულობით. წარმოების ფარგლებში, შპს „--–----------–მა“ არაერთხელ მიუთითა საქმეში არსებული მტკიცებულებების არადამაჯერებლობაზე, ვარაუდებზე გადაწყვეტილების დაფუძნების შეუძლებლობასა და, შესაბამისად, ზიანის არარსებობაზე. აქედან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა შპს „--–----------–---ს მიერ ზედმეტი 11 ამომრთველის გატანისა და ზიანის მიყენების ფაქტი და, შესაბამისად, არასწორად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
4.2. შ-------–----------–ი’’ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მის მიერ აღძრული სარჩელის (დაეკისროს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს შ-------–----------–ი“-ს სასარგებლოდ: 1) ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნება - 340 000 ლარის ოდენობით; 2) ზიანის ანაზღაურება 445 490 ლარის ოდენობით) დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს შეგებებული სარჩელის (შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ დაეკისრა: ა) 2014 წლის 19 ივნისის N------------ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 293 471 ლარის და 50 თეთრის გადახდა; ბ) ქვესადგური ,,გ----------------დან გატანილი დემონტირებული მოწყობილობის ღირებულების - 14 600 ლარის გადახდა; გ) ქვესადგური ,----------------დან ზედმეტად გატანილი 11 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულების 117 380 ლარის გადახდა) დაკმაყოფილების ნაწილში.
4.3. შ-------–----------–ი” სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა, მოდავე მხარეთა შორის არსებულ 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენდა 4 041 198 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ, ქვესადგურზე არსებული მოწყობილობების მდგომარეობა არ შეესაბამებოდა აუქციონზე მითითებულ მდგომარეობას, ზოგიერთი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი მოწყობილობა იყო სრულად გაძარცვული, ამოღებული იყო მასში არსებული შავი და ფერადი ლითონი, რაც სრულად უკარგავდა მას ღირებულებას. მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს გადაეცა საქონელი აუქციონის და ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ან მოეხდინა საქონლის გადაუცემლობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
4.4. შ-------–----------–ის” მიერ სარჩელში მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, პალატა იზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 0--------- წ. გამართულ აუქციონზე ერთ ლოტად გატანილი იქნა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს ბალანსზე არსებული დემონტირებული მოწყობილობები და გამარჯვებულად გამოცხადდა შ-------–----------–ი“;
- 1--------- წ. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და შ-------–----------–ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N------------. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 4 041 198 ლარით დღგ-ის ჩათვლით, რომელიც უნდა ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის განმავლობაში. შემსყიდველის მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი თანხა 170 000 ლარი ჩაითვლებოდა ქონების ღირებულების ანაზღაურების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 15 თვის განმავლობაში შემსყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა 3 871 198 ლარი. შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს კუთვნილ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაშვებამდე წინასწარ უნდა გადაეხადა ტერიტორიაზე არსებული დემონტირებული და გამოუსადეგარი მასალის ღირებულება ან წარედგინა შესაბამისი საბანკო გარანტია;
- 30.03.2015 წ. შ-------–----------–მა” მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების ვადის ერთი წლით გაგრძელება - 2015 წლის 01 ნოემბრიდან - 2016 წლის 01 ნოემბრამდე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შავი ლითონის ჯართის ფასი შემცირებული იყო 47%-ით, მოსალოდნელი იყო ფასის კიდევ კლება, ფასების ვარდნამ შექმნა ფორსმაჟორული მდგომარეობა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისადმი და ხელშეკრულების ვადაში დასრულება მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე შეუძლებელი იყო (ტომი 3, ს/ფ 11-12), რასაც არ დაეთანხმა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” და აცნობა შ-------–----------–ს”, რომ ჯართის ფასის შეცირება, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა (ტომი 3, ს/ფ 11);
- 0--------- წ. შ-------–----------–მა” მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს იმის შესახებ, რომ ქვესადგურზე ,,გ--------------” ხელშეკრულებების თანახმად გადასაცემი ძირითადი საშუალებების ნაწილი არ შეესაბამებოდა აუქციონზე გატანილ და გადასაცემ ქონებას. სულ შეუსაბამო დასახელებების სახელშეკრულებო ფასი შეადგენდა 217 651.09 ლარს და ითხოვდა ქონების გადაცემას, რადგან კომპანიას ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, ან გადახდილი თანხა 217 651.09 ლარი დაებრუნებინა სს ,,ს----------–----------–-–--------–--------------მა”-ს (ტომი 1, ს/ფ 32);
- 1--------- წ. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და შ-------–----------–ს” შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N------------, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში, კერძოდ ხელშეკრულების დანართი N1-დან ამოღებული იქნა ცხრილში არსებული ქ/ს ,,გ--------------”-ის დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალიდან ექვსი სხვადახვა ქონება. ქონების ღირებულება 217 571.09 ლარი დღგ-ს ჩათვლით დაუბრუნდა შ-------–----------–ს“ და ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ფასში, რაც ნაცვლად 4 041 198 ლარისა, განისაზღვრა 3 823 626.91 ლარით. შ-------–----------–მა“ მიუთითა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ (ტომი 1, ს/ფ 33-34; 37);
- 24.06.2015 წ. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს და შ-------–----------–ს” შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N------------, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში, კერძოდ ხელშეკრულების დანართი N1-დან ამოღებული იქნა ქ----------------------”-ის დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალიდან სამი სხვადახვა ქონება. ცხრილიდან ამოღებული ქონების ღირებულება 30 129.94 ლარი, დღგ-ს ჩათვლით დაუბრუნდა შპს ,,ე-–----------–ს’’, ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ფასში და განისაზღვრა 3 793 496.97 ლარით. შ-------–----------–მა’’ მიუთითა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიმართ (ტომი 1, ს/ფ 35-36,38);
- 17.07.2015 წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შ-------–----------–მა” ქ--------------------”-დან ჩაიბარა 197 პოზიციის ჩამონათვალიდან სრულად 195 პოზიცია, ხოლო, ორი პოზიცია ჩაიბარა ნაწილობრივ. მხარეებს მიღებულ და გატანილ საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ (ტომი 1, ს/ფ 46), 2015 წლის 08 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შპს ,,ე-–-----------–მა” ქ-----------------”-დან ჩაიბარა 27 პოზიციის ჩამონათვალიდან 26 პოზიცია, ხოლო 1 პოზიცია ჩიბარა ნაწილობრივ. მხარეებს მიღებულ და გატანილ საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ (ტომი 1, ს/ფ 47);
- 2015 წლის 27 ივლისს, შ-------–----------–მა” მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად და უნაკლო სახით გადაცემის შესახებ, ან მოეხდინათ ,,გ--------------”, ,,ზ---------------”, ,,ფ---------” და „ნ-------–---------“ ქვესადგურებიდან საქონლის გადაუცემლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 445 490 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს/ფ 39-41), რასაც არ დაეთანხმა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება იმ ქონებასთან დაკავშირებით, რაც შ-------–----------–ს“ არ გადაეცა, შემსყიდველს პრეტენზია არ გააჩნდა და მას სრულად დაუბრუნდა გადახდილი თანხა (ტომი 1, ს/ფ 48);
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. ხოლო 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
როგორც აღინიშნა, 2014 წლის 19 ივნისს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N------------. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 4 041 198 ლარით დღგ-ის ჩათვლით. დადგენილია, რომ შ-------–----------–მა” აცნობა სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე გადასაცემი ძირითადი საშუალებების ნაწილი არ შეესაბამებოდა აუქციონზე გატანილ და გადასაცემ ქონებას. 2015 წლის 12 ივნისს და 24 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებაში და ძირითადი ხელშეკრულების დანართში მითითებული ის მოწყობილობები, რომელზეც შ-------–----------–ს” გააჩნდა პრეტენზია, ამორიცხული იქნა ხელშეკრულებიდან, ხელშეკრულების საერთო ფასში შევიდა ცვლილება და ნაცვლად 4 041 198 ლარისა განისაზღვრა 3 793 496.97 ლარით. ანუ, მოსარჩელემ გამოიყენა სკ-ის 492-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და გამოვლენილი ნაკლის გამო მოითხოვა ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭირო იყო ნაკლის გამოსასწორებლად, რასაც დაეთანხმა გამყიდველი. მხარეთა შორის გაფორმდა 2 შეთანხმება და მყიდველს სრულად დაუბრუნდა სიიდან ამოღებული გადასაცემი მოწყობილობებისათვის წინასწარ გადახდილი ღირებულება - 217 571.09 ლარი და 30 129.94 ლარი (იხ. ტ.1, ს/ფ 37-38). ანუ, შემცირდა ხელშეკრულების ფასი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით, მყიდველს დამატებითი პრეტენზიები არ გამოუთქვამს.
რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიებს ქვესადგური „ნ-------–---------“-ში გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშრებით, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულზე საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ შ-------–----------–ის“ 2--------- წლის წერილი, რაც არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ, არ შემდგარა ერთობლივი აქტი, შ-------–----------–ს“ აღნიშნული ქვესადგურიდან დემომნტირებული მოწყობილობების გატანაზე უფლება არ მოუპოვებია, რა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა დანაკლისის გამოვლენა-დაფიქსირება, არ გადაუხდია გასატანი მოწყობილობების ღირებულება და გამყიდველისთვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, წერილობით არ მიუმართავს. აღნიშნულის გათვალისწინებით და მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც უარყოფს ამ ობიქტზე დანაკლისის არსებობას, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მიერ აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით და მხოლოდ არაუფლებამოსილ პირთა ელექტრონული მიმოწერა, რომლის მიზანი იყო ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა, თანახმად 1---------წ ხელშეკრულების 10.1 პუნქტისა (ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ხორციელდება წერილობითი ფორმით, რომლებიც იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, ხოლო ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია ელ.ფოსტის გამოყებება) არ არის საკამრისი მითითებული გარემოების დადასტრებულად მიჩნევისთვის.
ასევე, არ დასტურდება აპელანტის პრეტენზიები სხვა ობიექტებიდან („ზ----------------, „გ--------------- და“ ფ---------“) აკუმლატორების, რკინის ავზების და სხვა მოწყობილობების გადაუცემლობასთან დაკავშრებით.
2015 წლის 27 ივლისის წერილით მყიდველმა კვლავ მიმართა გამყიდველს ხსენებულ დანაკლისთან დაკავშირებით და მოითხოვა არ გადაცემული საქონლის სრულად გადაცემა ან ამ საქონლის არ გადაცემით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია (სკ-ის 494-ე მუხლი).
გამომდინარე იქიდან, რომ გამოვლენილ დანაკლისებთან დაკავშირებით, მხარეთა შეთანხმებით, ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა შესაბამისი ცვლილებები, რომლის თანახმად, გადასაცემი მოწყობილობების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა ის დანადგარები, რომლებიც არ აღმოჩნდა ადგილზე და შესაბამისად შემცირდა ნასყიდობის საგნის ღირებულება, ასევე მყიდველს დაუბრუნდა წინასწარ გადახდილი თანხა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს ნივთის ნაკლით გამოწვეული ზიანი, რის გამოც არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.5.1. შ-------–----------–ი“ სარჩელით ასევე ითხოვდა ბეს ორმაგად დაბრუნებას იმ გარემობებზე მითითებით, რომ სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------------მ სრულად არ გადასცა ძირითადი ხელშეკრულების დანართში მითითებული მოწყობილობები.
ბეს ორმაგად დაბრუნების საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423.1. მუხლი.
დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ერთ-ერთ საქმეში სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელია ბეს მიმცემი, ბედ გადაცემული ფულადი თანხა რჩება მეორე მხარეს, ხოლო, თუ ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებელია ბეს მიმღები, იგი ვალდებულია მეორე მხარეს ორმაგად გადაუხადოს ბე. აღნიშნული წესები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა მხარეები საერთოდ არ ასრულებენ ვალდებულებას და არ ვრცელდება არაჯეროვან შესრულებაზე. ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე, წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების თანხაში. ეს ნიშნავს, რომ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელია ბეს მიმცემი, მან ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აღემატება ბეს თანხას, ხოლო, თუ პასუხისმგებელია ბეს მიმღები, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს ბეს ორმაგად გადახდა და, გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი აღემატება ბეს ერთჯერად თანხას. ამ შემთხვევებში ძირითადი ვალდებულება წყდება.“ საკასაციო პალატამ სრულად გაიზიარა აღნიშნული განმარტება და თავისი განჩინებით განუხილველად დატოვა მასზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი (იხ. სუსგ Nას-1201-1130-2012; 25.12.2012).
აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა გარკვეული მოწყობილობების გადაუცემლობის გამო ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, გამომდინარე იქიდან, რომ გამოვლენილ დანაკლისებთან დაკავშირებით, მხარეთა შეთანხმებით, ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა შესაბამისი ცვლილებები და გადასაცემი მოწყობილობების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა ის დანადგარები, რომლებიც არ აღმოჩნდა ადგილზე. შესაბამისად შემცირდა ნასყიდობის საგნის ღირებულება და მყიდველს დაუბრუნდა წინასწარ გადახდილი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს ბეს მიმღების მხრიდან ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 მარტის წერილში შპს ,,ე-–-----------–ი” 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზარალს უკავშირებდა შავი ლითონის ჯართის ფასის 47%-ით შემცირებას და ფასის კიდევ მოსალოდნელ კლებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი მოეთხოვა ბეს ორმაგი ოდენობით დაბრუნება, თუკი ვალდებულება არ შესრულდებოდა და შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (სამოქალაქო კოდექსის 423.2. მუხლი).
4.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება შ-------–----------–ისათვის’’ 293 471.50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
პალატა მიუთითებს 1--------- წ. ხელშეკრულების 8.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველის ბრალით ქონების ღირებულების ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არასრულად გადახდის ან საერთოდ არ გადახდის შემთხვევაში, შემსყიდველს დაერიცხება და ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქონების ღირებულების სრულად ანაზღაურების ან ამ ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ბრალით ქონების მიღების ვადის დაგვიანების შემთხვევაში, მყიდველს დაერიცხება და მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო გამყიდველის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებული გაუტანელი ქონების მთლიანი ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 3 793 496.97 ლარი, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს აუნაზღაურდა 1 717 562 ლარი და 26 თეთრი, შესაბამისად, ასანაზღაურებელი დარჩა 2 075 934 ლარი და 71 თეთრი. სასარჩელო განცხადებით, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“ ითხოვს ხელშეკრულების 8.1 მუხლის შესაბამისად, შემსყიდველს პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 3 793.50 ლარის გადახდის დაკისრებას (3 793 496.97 ლარის 0.1%) ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე ვადაგადაცილებულ 50 დღეზე, ჯამში 189 675 ლარი, ხოლო, ხელშეკრულების 8.2 მუხლის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 50 დღეზე ყოველდღიურად 2 075.93 ლარი (2075934.71 ლარის 0.1%), ჯამში 103796.50 ლარი, სულ 293 471.50 ლარი.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, და შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 19 ივნისის N------------ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 293 471 ლარის და 50 თეთრის გადახდა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ შ-------–----------–ის” განმარტებას, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლო დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, მიიჩნევს (აპელანტი), რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს ბრალეული ქმედებით. აღნიშნული გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კი დადგინდა შ-------–----------–ის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც თავის მხრივ წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა არა გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობით, არამედ, შემცირებული ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკსირებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი 29 347,1 ლარამდე. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკურლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1%, უნდა შემცირდეს 10%-ით, ანუ, 0,01%-მდე, და საბოლოოდ შ-------–----------–ს”-ს სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 19 ივნისის N------------ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 29 347,1 ლარის გადახდა.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1125-1072-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2015წ. განჩინება საქმეზე 1269-1209-2014).
4.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მის”სასარგებლოდ შ-------–----------–ისათვის” ქვესადგური ,,გ----------------დან გატანილი დემონტირებული მოწყობილობის ღირებულების - 14 600 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში
სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” შეგებებული სარჩელით მოითხოვდა შ-------–----------–ს’’ მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ქ/ს ,,გ----------------დან გატანილი დემონტირებული მოწყობილობების ღირებულების 14 600 ლარის გადახდა.
პალატა მიიჩნევს, რომ შ-------–----------–ის’’ მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა” სარჩელზე წარდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, თუმცა, არ წარუდგენია არათუ კვალიფიციური, არამედ მარტივი შედავებაც კი სარჩელში მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, შ-------–----------–ის’’ მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს“.
ამდენად, სადავო საკითხთან მიმართებაში მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე (პაექრობისა და რეპლიკის ეტაპზე), ასევე, სააპელაციო სასამართლოში(მუხლის 380.2. - სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), საქმის წარმოების ეტაპზე, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში (რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაადასტურა), დაუშვებელია.
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შ-------–----------–მა” ქ------------------------დან გაიტანა აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობებული ქვესადგური „გ----------------ის მოწყობილობები (იხ. ტომი 1, ს/ფ 96). ასევე დადგენილია, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-მ 2015 წლის 15 იანვრის წერილით მიმართა შ-------–----------–ს” და მოითხოვა ქ------------------------დან ზედმეტად გატანილი დემონტირებული მოწყობილობების დაბრუნება, ვინაიდან მოწყობილობები გატანილი არ იყო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კერძოდ შ-------–----------–ს” ხელშეკრულების შესაბამისად მოპოვებული არ ჰქონდა მოწყობილობების გატანის უფლება (1---------წ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის მიხედვით, შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს კუთვნილ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაშვებამდე წინასწარ უნდა გადაეხადა ტერიტორიაზე არსებული დემონტირებული და გამოუსადეგარი მასალის ღირებულება ან წარედგინა შესაბამისი საბანკო გარანტია).
შ----------------------------------ის 2015 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, შ-------–----------–ი”-ს მიერ ქ/ს ,------------------დან (220 კვ მხარე) ზედმეტად გატანილი 500 კვ. დემონტირებული ძირითადი საშუალებების (დანართი N1) საბაზრო ღირებულება შეადგენს 14 600 ლარს. შ-------–----------–ს” არ აქვს წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. დემონტირებული მოწყობილობის გატანის ფაქტი დადგენილია, სადავო მოწყობილობების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი, რაც შეადგენს 14 600 ლარს.
4.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება შ-------–----------–ისათვის’’ ქვესადგური ,----------------დან ზედმეტად გატანილი 11 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის ღირებულების 117 380 ლარის დაკისრების შესახებ
პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ისნტანციის სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ქ---------------------დან N------ კოდზე რეგისტრირებული და დასაწყობებული ,,B------” საჰაერო ამომრთველის ერთი კომლექტის გარდა, შპს ,,ე-–-----------–ს” გადაეცა 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველი, რითაც სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა”-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი - 117 380 ლარი, მივიდა საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულად გამოკვლევისა, და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, კი (იხ. ტომი 2; ს/ფ 149-153) მიღება-ჩაბარების აქტების, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას, გაანალიზების შედეგად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შ-------–----------–ის’’ მიერ ქვესადგური ,----------------დან ზედმეტად გატანილია მხოლოდ 2 კომპლექტი, სულ სამი კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობა. ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე დასაწყობებული იყო 11 კომპლექტი დემონტირებული საჰაერო ამომრთველი, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი გატანა განხორციელდა შ-------–----------–ის’’ მიერ. პალატა ყურაღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული აქტებით დასტურდება მაქსიმუმ 3 კომპლექტის გატანის ფაქტი. ამასთან, სადავო არ არის, რომ სამი კომპლექტიდან ერთ-ერთის ღირებულება შ-------–----------–ის’’ მიერ ანაზღაურებულია, ხოლო, დანარჩენი ორი კომპონენტის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1. მუხლის,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 979.2. მუხლის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე წერილობით შესაგებელში მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზედმეტად გატანილი საჰაერო ამომრთველების ღირებულებასთან დაკავშირებით არ შედავებია (იხ. შესაგებელი ტომი 3, ს/ფ 203-204). შესაბამისად, ვინაიდან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შ-------–----------–მა” ქ---------------------დან N------ კოდზე რეგისტრირებული ,,B------” საჰაერო ამომრთველის ერთი კომლექტის გარდა გაიტანა 2 საჰაერო ამომრთველი, იმის გათვალისწინებით, რომ 11 კომპლექტი საჰაერო ამომრთველის ღირებულება განსაზღვრული იყო 117 380 ლარით (ეს გარემოება შპს „ე-–---------–-“ სადავოდ არ გაუხდია (იხ. ტ.3, ს/ფ 203-204)) 2 საჰაერო ამომრთველი შეფასებული უნდა იქნეს 21 341,82 ლარით (117 380 / 11 X 2).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ქვესადგური "ქ------------"-დან ზედმეტად გატანილი 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის (საჰაერო ამომრთველები) ღირებულების 21 341,82 ლარის გადახდა.
4.9. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ შ-------–----------–ის” სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს და ზედმეტად გატანილი დემონტირებული ელექტრომოწყობილობების ღირებულების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 29 347,1 ლარის ოდენობით. შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ქვესადგური "ქ------------"-დან ზედმეტად გატანილი 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის (საჰაერო ამომრთველები) ღირებულების 21 341,82 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტები).
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, შ-------–----------–ის’’ სარჩელის ფასი შეადგენს 785 490 ლარს, ხოლო, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მის’’ შეგებებული სარჩელის ფასი - 425 451,50 ლარს.
დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ შ-------–----------–ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მის’’ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა პირგასამტეხლოს და ზედმეტად გატანილი დემონტირებული ელექტრომოწყობილობების ღირებულების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, ა) შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 29 347,1 ლარის ოდენობით; ბ) შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ დაეკისრა ქვესადგური "ქ------------"-დან ზედმეტად გატანილი 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის (საჰაერო ამომრთველები) ღირებულების 21 341,82 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდ და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ამდენად, შ-------–----------–ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა 100%-ით, ხოლო, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მის’’ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 12%-ით, და არ დაკმაყოფილდა 88%-ით.
დადგენილია, რომ შ-------–----------–ის’’ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი იქნა 5000 ლარი, შესაბამისად, სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ შ-------–----------–ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, 4 400 ლარის ოდენობით. რაც შეეხება (5000-4400) 600 ლარს, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6.2. შ-------–----------–ის” მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მა“-ს შეგებებული სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 438 ლარი, ხოლო 4562 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შ-------–----------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს (შეგებებულ სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად), 600 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს (შეგებებული სარჩელის უარყოფილი ნაწილის პროპორციულად), 3962 ლარის გადახდა, მის მიერ უკვე გადახდილი 438 ლარის გათვალისწინებით.
ამდენად, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო პალატა ცვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხსაც.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-------–----------–ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს და ზედმეტად გატანილი დემონტირებული ელექტრომოწყობილობების ღირებულების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 29 347,1 ლარის ოდენობით;
4. შ-------–----------–ს” სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სასარგებლოდ დაეკისროს ქვესადგური "ქ------------"-დან ზედმეტად გატანილი 2 კომპლექტი დემონტირებული ელექტრომოწყობილობის (საჰაერო ამომრთველები) ღირებულების 21 341,82 ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
6. სასამართლო ხარჯები განაწილდეს შემდეგნაირად:
6.1. შ-------–----------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს (შეგებებულ სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად), 600 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს (შეგებებული სარჩელის უარყოფილი ნაწილის პროპორციულად), 3962 ლარის გადახდა;
6.2. სს ,,ს----------–---------–-–--------–--------------მას“ შ-------–----------–ის” სასარგებლოდ გაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, 4 400 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვტილების მხარისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში;
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი