განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001682745
საქმე №1ბ/366-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა-------------–ის,ადვოკატ - ე-–--------------------ის,მსჯავრდებულ - შ-----–------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–--------------------ის, ასევე ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ-----–-------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–--–--------------------–---–----------–---------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი).
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით:
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე---------------–-----ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------–ის და ლ--–--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნი------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შ-----–------------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე---------------–-----ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------–-----–--–-----------------------------–---–ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ-----–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
შ-----–------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის ნოემბერში, შ-----–------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველ ე---------------–-----ნს, რომელსაც განუცხადა, რომ სესხის თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა თბილისში, ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ხელშეკრულების დადებამდე ე---------------–-----ნს აჩვენა 121 824 ლარად ღირებული ტაბახმელის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც შ-----–------------–---–ის მითითებით, 2014 წლის 11 ნოემბერს, თ---–--–----–----–----------------ში მდებარე ნოტარიუს ე-–----–---–---ნ დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რ----------–---–-ა და ე---------------–-----ნს შორის, რა დროსაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ----------–---–ის მამის - ნ------------–---–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ტ-------–-ში, რომლის ღირებულებაც იყო 28 000 ლარი; ხოლო სესხის თანხა - 13 350 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 23 445 ლარს და 27 თეთრს, შ-----–------------–---–მა თაღლითურად მიისაკუთრა, რითაც ე---------------–-----ნს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2014 წლის დეკემბერში, შ-----–------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველებს: ლ--–--------------------------–ს, რომელთაც განუცხადა, რომ სესხის თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა თბილისში, ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების დადებამდე მათ აჩვენა 128 592 ლარად ღირებული ტაბახმელის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, შ-----–------------–---–ის მითითებით, 2014 წლის 11 დეკემბერს, თ---–--–----–----–----------------ში მდებარე ნოტარიუს ე-–----–---–ის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ----------–-----–--–-----------------------------------–ის წარმომადგენელ დ------------------–ს შორის, რა დროსაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტ-------–-ში მდებარე ქ-------------------–ის მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იყო 54 400 ლარი; ხოლო სესხის თანხა - ლ--–--------ის კუთვნილი 6 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 11 350 ლარს და 80 თეთრს და მ----------–ის 6 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 11 350 ლარს და 80 თეთრს, შ-----–------------–---–მა თაღლითურად მიისაკუთრა, რითაც მ----------–-------–--–--------ეს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2015 წლის იანვარში, შ-----–------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას, ამ მიზნით, შუამავალ ი-------–-–---–ის მეშვეობით, დაუკავშირდა ფულის სარგებლით გასესხების მსურველ ნი------------–---–ს, რომელსაც განუცხადა, რომ სესხის თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა თბილისში, ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ხელშეკრულების დადებამდე ნი------------–---–ის მეუღლეს - ე-–----------------ეს აჩვენა 75 050 ლარად ღირებული ტაბახმელის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, შ-----–------------–---–ის მითითებით, 2015 წლის 08 იანვარს, თბილისში, რ---------–------------------ში მდებარე ნოტარიუს ნ--------------------–ის სანოტარო ბიუროში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო შ-----–------------–---–ის შვილ ნ----------------–---–სა და ნი------------–---–ს შორის, რა დროსაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მანანა ხ-----------–-ს მიწის ნაკვეთი, მდებარე ტ-------–-ში, რომლის ღირებულებაც იყო 10 000 ლარი, ხოლო სესხის თანხა 9 200 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 17 324 ლარს და 52 თეთრს, შ-----–------------–---–მა თაღლითურად მიისაკუთრა, რითაც ნი------------–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ-----–------------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–--------------------ემ, ასევე ქ.თბილისის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------მა.
დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ გამოძიების მიერ დაზარალებულებად ცნობილი პირების ე---------------–-----ნის, მ----------–-----–--–-----------------------------–---–ის ჩვენებას და საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას მოწმეების ი-------–-–---–ის, რ----------–---–ის, ქ-------------------–ის და გ-------–----–---–ის ჩვენებებზე. გარდა დაზარალებულებისა, არცერთი მოწმე არ უთითებს, რომ ნაკვეთი, რომელიც მათ აჩვენეს, არ შეესაბამებოდა რეესტრში დატვირთულ ნაკვეთებს, მათ შორის არც ნაკვეთების მესაკუთრეები არ ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს. რას შეეხება ნი------------–---–ს, აპელანტის განმარტებით, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე იქნა იგი ცნობილი დაზარალებულად. მის მიერ 2015 წლის 08 იანვარს იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა შ-----–------------–---–ის შვილთან - ნ----------------–---–--ან. 2016 წლის 18 თებერვალს გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობა რ----------------–---–--ან. ქ.თბილისის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში 2016 წლის 14 ივნისს დაიწყო გამოძიება, რომლის დაწყების დროისათვის აღნიშნული ხელშეკრულებები შესრულებული იყო და ნი------------–---–ისათვის თანხა გასტუმრებული იქნა სრულად, თავისი პროცენტებით. ამდენად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ ვლინდება შ-----–------------–---–ის მხრიდან თაღლითობის ნიშნები; ის ფაქტი, რომ მან რ----------–---–ი და დ------------------–ი მიიყვანა ნანა ხუციშვილის ოფისში, არ წარმოადგენს დანაშაულს და მსჯავრდებულის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და შ-----–------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
პროკურორის განმარტებით, სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული შ-----–------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინტენსივობა და დანაშაულებრივი ქმედების შემდგომ ზიანის ანაზღაურების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ქმედების ორ ეპიზოდში მსჯავრდებულს ზიანი არ აქვს ანაზღაურებული, სასამართლოს მიერ ეს არ იქნა მხედველობაში მიღებული. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ხერხი. გარდა ამისა, პროკურორის განმარტებით, ყურადსაღებია მსჯავრდებულის პიროვნება და მისი წარსული. კერძოდ, შ-----–------------–---–ი წარსულში გასამართლებულია ანალოგიური ხასიათის დანაშაულისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა, ხოლო ამის შემდგომ მან კვლავ ჩაიდინა თაღლითობა. ამდენად, პროკურორის აზრით, მსუბუქმა სასჯელებმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და შ-----–------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით უნდა გამოეყენებინა თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–--------------------ემ და პროკურორმა ა-------------–მა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში შ-----–------------–---–ის ბრალეულობა; ამასთან, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე---------------–-----ნმა განაცხადა, რომ სარგებლის მიღების მიზნით სურდა დანაზოგის - 15 000 აშშ დოლარის გასესხება, რისთვისაც 2014 წელს მიმართა ი-------–-–---–ის საშუამავლო ფირმას. ი-------–-–---–მა ოფისში დაიბარა 11 ნოემბერს, სადაც დახვდნენ რ----------–---–ი, შ-----–------------–---–ი და ი-------–-–---–ი. ი-------–-–---–მა უთხრა, რომ რ----------–---–- ქონდა ვარდების ბიზნესი, იყო კარგი გადამხდელი, ხოლო შ-----–------------–---–ი იყო უწმინდესის ნდობით აღჭურვილი პირი, მასაც ქონდა ბიზნესი და იყო პატიოსანი ადამიანი; ამდენად, არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა თანხის დაბრუნებაში, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესთავაზეს ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა. მისი თანხმობის შემდეგ შ-----–------------–---–თან, რ----------–---–თან, ი-------–-–---–თან და ვინმე გ------ნ ერთად ავიდნენ ტ-------–-ში, სადაც აჩვენეს ეკლესიასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი. ამ პროცედურებში და მოლაპარაკებაში მონაწილეობდა შ-----–------------–---–იც, ი-------–-–---–იც და რ----------–---–იც. შემდეგ წავიდნენ ე-–-----–----–---–ის სანოტარო ბიუროში, სადაც ე---------------–-----ნმა რ----------–---–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნავთი, ხოლო თანხა გადასცა რ----------–---–-, რომელმაც სამი თვის პროცენტი დაუტოვა წინსწრებით. სამი თვის შემდგომ რ----------–---–მა უთხრა, რომ ვერ შეძლებდა თანხის გადახდას. ამის გამო გადაიფორმა მიწის ნაკვეთი და გადაწყვიტა მისი გაყიდვა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მიწა იყო სრულიად უვარგისი, მდებარეობდა რეკრეაციულ ზონაში და არანაირი ღირებულება მას არ გააჩნდა. დაზარალებულის განმარტებით, ხელშეკრულების დადებამდე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი პირადად არ შეუმოწმებია, ენდო ი-------–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ საკადასტრო კოდი გადამოწმებული ქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდა სხვა მიწის ნაკვეთი, ი-------–-–---–მა განუცხადა, რომ ალბათ ხელშეკრულების გაფორმებისას ისიც მოატყუეს და საკადასტრო კოდი შეცვალეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–---------მ განაცხადა, რომ 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, მიმართა რ---------–------------------ში მდებარე საშუამავლო ფირმას და ი-------–-–---–ს სთხოვა 6 000 აშშ დოლარის სარგებლის მიღებით გასესხებაში დახმარება. 10 დეკემბერს ი-------–-–---–ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტ-------–-ში იყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც მესაკუთრე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთავდა მის სასარგებლოდ. იგი (ლ--–--------ე) კვლავ მივიდა ოფისში, სადაც დახვდნენ თავად ი-------–-–---–ი, შ-----–------------–---–ი, მ----------–ი და მძღოლი გ-------–----–---–ი. თანხის სესხად აღება სურდა შ-----–------------–---–ს, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა ვარდების ბიზნესი და ამ საქმეში სჭირდებოდა 12 000 აშშ დოლარი. ვინაიდან მოწმეს ქონდა მხოლოდ 6 000 აშშ დოლარი, დარჩენილი 6 000 აშშ დოლარის გასესხებაზე თანხმობა განაცხადა მ----------–მა. მათთან ერთად წავიდა მიწის სანახავად ტ-------–-ში, სადაც მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქტიურობდა შ-----–------------–---–ი. იგი უთითებდა ფართობზე და აღნიშნავდა, რომ კვადრატულის ფასი შეადგენდა 50 აშშ დოლარს. კერძოდ, მან აჩვენა ეკლესიასთან ახლოს მდებარე 3400 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი გადაამოწმა ი-------–-–---–მა. მეორე დღეს ე-–-----–----–---–ის სანოტარო ბიუროში დ------------------–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ი-------–-–---–ის ოფისში, მ----------–თან ერთად, ი-------–-–---–ის და დ------------------–ის თანდასწრებით, პირადად გადასცეს თანხა შ-----–------------–---–ს. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ოთხი თვის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში შ-----–------------–---–ს მისთვის პროცენტის სახით არაფერი გადაუხდია და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მისი კუთვნილი თანხა არ დაუბრუნებია. საბოლოოდ შ-----–------------–---–ი დათანხმდა მას და მ----------–ს მიწის ნაკვეთის მათ საკუთრებაში გადაფორმებას. სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ რეალურად იპოთეკით დატვირთული ნაკვეთი იყო არა ის, რომელიც შ-----–------------–---–მა აჩვენა, არამედ სხვა, რომელიც მდებარეობდა ხევში, მითითებული ადგილიდან მოშორებით და არ გააჩნდა ღირებულება. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ხევში მდებარე მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულებას არ დადებდა. მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი გადაიფორმა ე-------–------მა, რომელიც ანალოგიურად იყო დაზარალებული შ-----–------------–---–ის ქმედების შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ----------–მა განაცხადა, რომ 2014 წელს სურდა სარგებლის მიღების მიზნით თანხის გასესხება, რისთვისაც დასახმარებლად მიმართა ი-------–-–---–ს, რ---------–------------------ში მდებარე ოფისში. ი-------–-–---–მა 10 დეკემბერს დაიბარა მასთან, სადაც დახვდნენ ი-------–-–---–ი, შ-----–------------–---–ი, ნ----------------–---–ი, დ------------------–ი და ლ--–---------. ნ----------------–---–ი და შ-----–------------–---–ი უმტკიცებდნენ, რომ ქონდათ ვარდების ბიზნესი, რაც უფუჭდებოდათ საზღვარზე და სასწრაფოდ სჭირდებოდათ თანხა 12 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი მზად იყვნენ იპოთეკით დაეტვირთათ ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. მოწმის განმარტებით, სხენებულ პირებთან ერთად წავიდა მიწის სანახავად, სადაც შ-----–------------–---–მა აჩვენა ტ-------–-ს ცენტრში, ეკლესიასთან მდებარე მიწის ნაკვეთი. მისი კვადრატულის ღირებულება შეადგენდა 50 აშშ დოლარს. მეორე დღეს ნოტარიუსთან მისვლისას მოწმისათვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით, იყო არა შ-----–------------–---–ის, არამედ სხვა პირის საკუთრება და ამ ქონების განკარგვის უფლება გააჩნდა მინდობილ პირს - დ------------------–ს. შ-----–------------–---–მა დაარწმუნა, რომ ეს ფორმალური საკითხი იყო და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მ----------–მა 6 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა შ-----–------------–---–ს. თუმცა, ამ უკანასკნელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არც მათ ზარებს აღარ პასუხობდა. მან და ლ--–---------მ გადაწყვიტეს მიწის საკუთრებაში გადაფორმება, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ის, რომელიც აჩვენა შ-----–------------–---–მა, იგი მდებარეობდა მოშორებით, ხევში და არ გააჩნდა არანაირი ღირებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნი------------–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლის იანვარში, ი-------–-–---–მა შესთავაზა პროცენტიანი სარგებლის მიღების სანაცვლოდ თანხის გასესხება. ვინაიდან მას ჰქონდა დანაზოგი, მართლაც გადაწყვიტა გაესესხებინა 10 000 აშშ დოლარი. ი-------–-–---–მა გააცნო შ-----–------------–---–ი, რომელმაც მის (ნი------------–---–ის) მეუღლეს - ე-–----------------ეს აჩვენა სესხის უზრუნველსაყოფად გამიზნული, დაბა ტ-------–-ში, ეკლესიასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი. შ-----–------------–---–ის შვილთან - ნ----------------–---–--ან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 10 000 აშშ დოლარზე, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდიც ხელშეკრულების დადებისას არ გადაუმოწმებიათ, ეგონათ, რომ შ-----–------------–---–მა რომელი მიწაც აჩვენა მის მეუღლეს, ის იტვირთებოდა იპოთეკით. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რეალურად იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სადღაც ტყეში და არ იყო ის მიწა, რომელიც შ-----–------------–---–მა აჩვენა მის მეუღლეს. ამის შემდეგ შ-----–------------–---–ს გამორთული ჰქონდა ტელეფონი და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ი-------–-–---–ის ოფისში ყოფნისას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არ გადაუმოწმებია და მისთვის მიწის ნაკვეთი არ უჩვენებიათ. ნაკვეთი მის მეუღლეს აჩვენა მხოლოდ შ-----–------------–---–მა, რის შემდეგაც დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას. საბოლოოდ, გამოძიების დაწყების შემდეგ, როდესაც განცხადება დაწერა მთაწმინდის რაიონის პოლიციის განყოფილებაში, მას თანხა სრულად დაუბრუნეს თავისი პროცენტების ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–----------------ემ განაცხადა, რომ 2015 წლის იანვარში, მეუღლესთან - ნი------------–---–თან ერთად, ი-------–-–---–ის დახმარებით სარგებლის მიღების მიზნით გაასესხა 10 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად უნდა დატვირთულიყო დაბა ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ეკლესიასთან ახლოს და რომელიც მას აჩვენა შ-----–------------–---–მა. სესხის ხელშეკრულება ნი------------–---–მა გააფორმა ნ----------------–---–--ან ექვსი თვის ვადით, ხოლო თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა შ-----–------------–---–ს. იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა ხ-----------–-ს სახელზე, რასთან დაკავშირებითაც მინდობილობა ქონდა ნ----------------–---–ს. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ შ-----–------------–---–მა აჩვენა სხვა მიწის ნაკვეთი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა სხვა - ხევში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნდა. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა არა ის მიწის ნაკვეთი, რაც შ-----–------------–---–მა აჩვენა, არამედ ხევში არსებული მიწის ნაკვეთი, თანხას სესხის სახით არ გასცემდა. ე-–----------------ემ დაადასტურა, რომ შ-----–------------–---–მა გამოძიების დაწყების შემდგომ დაუბრუნა მათ კუთვნილი ფულადი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------–-–---–მა განაცხადა, რომ მასთან ოფისში მივიდა შ-----–------------–---–ი, რომელსაც სხვა დროსაც დახმარებია კერძო პირებისაგან სესხის აღებაში. ამ შემთხვევაში შ-----–------------–---–ს თან ახლდა რ----------–---–ი, რომელიც დაკავებული იყო ვარდების ბიზნესით და სჭირდებოდა თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. იგი (ი-------–-–---–ი) დაუკავშირდა გამსესხებელ ე---------------–-----ნს, რომელმაც გამოთქვა თანხმობა 15 000 აშშ დოლარის გასესხებაზე. ე---------------–-----ნმა და რ----------–---–მა ადგილზე ნახეს ტაბახმელის ბოლოში მდებარე მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ნოტარიუსთან. რ----------–---–- და ე---------------–-----ნს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით. რ----------–---–მა აიღო 15 000 აშშ დოლარი, საიდანაც სამი თვის სარგებელი გადასცა ე---------------–-----ნს. რ----------–---–- თან ახლდა შ-----–------------–---–იც. ერთი თვის გასვლის შემდეგ, მასთან მივიდა შ-----–------------–---–ი, რომელმაც მიიყვანა დ------------------–ი. იგი იყო თავისი მამიდის მინდობილი პირი, სჭირდებოდა თანხა და სესხის უზრუნველსაყოფად მზად იყო იპოთეკით დაეტვირთა 3 500 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. ი-------–-–---–ი დაუკავშირდა ლ--–---------ს, მ----------–ს და ე---------------–-----ნს. მათთან ერთად ავიდა ტ-------–-ში და ნახა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა სოფელში, ეკლესიასთან ახლოს. მეორე დღეს გაფორმდა ხელშეკრულება 12 000 აშშ დოლარზე, რა დროსაც ლ--–---------მ და მ----------–მა 6 000 - 6 000 აშშ დოლარი გადასცეს დ------------------–ს. მოწმემ დაადასტურა, რომ პროცენტის გადახდის დროს, დ------------------–თან და რ----------–---–თან დაკავშირება გართულდა. საბოლოოდ მიაგნეს მათ, თუმცა ვერ იპოვეს შ-----–------------–---–ი. დ------------------–ი ატყუებდა მათ, რომ თითქოს სცემა შ-----–------------–---–ი, რის გამოც იყო დაკავებული, თუმცა როგორც გაირკვა, მისი ნათქვამი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მან აღიარა, რომ 6 000 აშშ დოლარი გადაცემული ქონდა შ-----–------------–---–ისთვის, ხოლო დარჩენილი 6 000 აშშ დოლარი იყო მისი დასაბრუნებელი. რაც შეეხება რ----------–---–-, იგი აღმოჩნდა გადახდისუუნარო, რის გამოც იძულებულები გახდნენ საკუთრებაში გადაეფორმებინათ მიწის ნაკვეთები. მ----------–მა და ე-------–------მა ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთში აიყვანეს მერიის წარმომადგენლები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად მდებარეობდა სხვა ადგილას, ტ-------–--კუმისის გზის გასაყარზე, ხევში, რომელსაც ღირებულებაც კი არ გააჩნდა. მოწმის განმარტებით, შ-----–------------–---–ის როლი ამ საქმეში იყო ის, რომ რ----------–---–ი და დ------------------–ი მან მიუყვანა სესხის ასაღებად. როდესაც რ----------–---–ის მიწის ნაკვეთის სანახავად წავიდნენ, შ-----–------------–---–ი მათთან ერთად არ იმყოფებოდა, ხოლო დ------------------–ის მიწის ნაკვეთის ჩვენების დროს, შ-----–------------–---–ი იმყოფებოდა მასთან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----------–---–მა განაცხადა, რომ შ-----–------------–---–თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა, ცხოვრობს მის მეზობლად. დაკავებულია ვარდების ბიზნესით, რისთვისაც დასჭირდა გარკვეული ოდენობის თანხის სესხად აღება. დასახმარებლად მიმართა შ-----–------------–---–ს, რომელიც დაპირდა დახმარებას და მიიყვანა რუსთაველის გამზირზე მდებარე საშუამავლო ოფისში, ი-------–-–---–თან. ამ უკანასკნელს აუხსნა, რომ სურდა 10 000 აშშ დოლარის სესხად აღება კერძო ბიზნესისთვის, რის უზრუნველსაყოფადაც თანახმა იყო იპოთეკით დაეტვირთა მამამისის - ნ------------–---–ის კუთვნილი, ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ი-------–-–---–ი დაუკავშირდა გამსესხებელ ე---------------–-----ნს, რომელთანაც ნ------------–---–მა სანოტარო წესით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ე---------------–-----ნმა გადასცა 15 000 აშშ დოლარი, საიდანაც უკან დაუბრუნა სამი თვის სარგებელი - 1 800 აშშ დოლარის ოდენობით; 1 500 აშშ დოლარი გადასცა ი-------–-–---–ს, როგორც საშუამავლო მომსახურების თანხა, ხოლო 2 000 აშშ დოლარი ასესხა შ-----–------------–---–ს, რომელმაც თანხა დაუბრუნა ერთ კვირაში. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე ე---------------–-----ნს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ტ-------–-ში, სოფლის გარეთ ნაკვეთებში და შესთავაზა მისი ჩვენება, თუმცა ე---------------–-----ნს და ი-------–-–---–ს მიწის ნაკვეთის ნახვის სურვილი არ გამოუთქვამთ. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის გასვლის შემდგომ, პროცენტის სახით გადასახდელი ჰქონდა 600 აშშ დოლარი, თუმცა იმის გამო, რომ ვერ შეძლო თანხის გადახდის გაგრძელება, ე---------------–-----ნმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაიფორმა თავის სახელზე. მოწმის განმარტებით, შ-----–------------–---–ი სანოტარო ბიუროში მივიდა ე---------------–-----ნის მიერ სესხის სახით 15 000 აშშ დოლარის გადაცემის შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც 2014 წლის ნოემბერში, სოფელ ტაბახმელის ტერიტორიაზე საკუთრებაში ქონდა 3500 კვ/მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მის შვილს - რ----------–---–-, რომელიც ეწეოდა ყვავილების ბიზნესს, დაჭირდა 15 000 აშშ დოლარი, რის გამოც გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა. 2014 წლის 11 ნოემბერს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გარანტად, მევახშემ, რომლის ვინაობა არ ახსოვს, მის შვილს - რ----------–---–- სანოტარო ბიუროში გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 3.67 %-ის გადახდით. ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის თავზე, რ----------–---–მა უთხრა, რომ ვერ ახერხებდა აღებული სესხის დაფარვას და სთხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაფორმება მევახშეზე, რაზეც დათანხმდა. მიწის ნაკვეთის გადასაფორმებლად მივიდა საჯარო რეესტრში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაუარესებული ჰქონდა მხედველობა, აღნიშნული საკითხის მოგვარება მიანდო შვილის მეგობარს - დ------------------–ს, რომელსაც მისცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გენერალური მინდობილობა, რის შემდეგაც დ------------------–მა მევახშეს გადაუფორმა მიწის ნაკვეთი. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ რაში დახარჯა მისმა შვილმა აღნიშნული თანხა. რაც შეეხება ბრალდებულ შ-----–------------–---–ს, იგი არის მისი შვილის მეგობარი, რომელიც 2014 წლის ნოემბერში, მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვისას იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში. მისივე ჩვენებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მევახშეს ნანახი ჰქონდა თუ არა აღნიშნული ნაკვეთი მისთვის უცნობია. სოფელ ტ-------–-ში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ ქონია. მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი შვილის თხოვნით დატვირთა იპოთეკით, მდებარეობდა სოფელ ტაბახმელის ტერიტორიაზე, სოფლის განაპირას არსებულ ტრიალ მინდორში, რომელიც არის დაუსახლებელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ-------------------–მა განაცხადა, რომ სოფელ ტ-------–-სთან ე.წ. „მუხრანებში“, საკუთრებაში ფლობდა 3 400 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს. იმის გამო, რომ ჰქონდა ბანკის ვალი, გადაწყვიტა ხსენებული ნაკვეთის გასხვისება, რაშიც დახმარება სთხოვა შ-----–------------–---–ს. მან გადაუხადა მიწის ნაკვეთის ღირებულება 6 000 აშშ დოლარი და დ------------------–ზე გასცა გენერალური მინდობილობა მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებით. ამის შემდგომ რა ბედი ეწია მიწის ნაკვეთს, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–----–---–მა განაცხადა, რომ შ-----–------------–---–ს მომსახურებას უწევდა საკუთარი ავტომანქანით. მისი თხოვნით, რამდენჯერმე მოუხდა მისვლა რუსთაველის გამზირზე მდებარე ი-------–-–---–ის საშუამავლო ოფისში, საიდანაც მისთვის უცნობი მოქალაქეები წაიყვანა ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანახავად. მას შ-----–------------–---–თან ერთად ტ-------–-ში აყვანილი ყავდა ნი------------–---–ის მეუღლე, რომლის სახელი არ ახსოვს. სოფელში მისვლისას გაცდნენ ეკლესიას და მანქანით მივიდნენ სადამდეც ამის შესაძლებლობა იყო, რის შემდეგაც, ვინაიდან აღარ იყო სამანქანო გზა, შ-----–------------–---–ი, თანმხლებ მამაკაცთან ერთად ფეხით მივიდა მიწის ნაკვეთამდე. მოწმისათვის უცნობია აღნიშნულ საქმეში რა ფუნქცია ქონდა შ-----–------------–---–ს, ვის საკუთრებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებით მოხდა თუ არა რაიმე ხელშეკრულების გაფორმება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------–----–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ტ-------–-ში, სადაც საკუთრებაში აქვს სკოლასთან ახლოს მდებარე 1 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არასდროს ჰქონია იპოთეკით დატვირთული და შ-----–------------–---–ისთვის არასდროს უთხოვია მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვაში დახმარება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–-----------------ამ განაცხადა, რომ დაბა ტ-------–-ში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობს 737 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთს. შ-----–------------–---–ს არ იცნობს და მისთვის არასდროს უთხოვია დახმარება კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------–---–მა განაცხადა, რომ დაბა ტ-------–-ში, ეკლესიასთან ახლოს საკუთრებაში აქვს 1 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. შ-----–------------–---–ს არ იცნობს და მისთვის არანაირი მინდობილობა მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით არ მიუცია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა მ------------–---მ და ზ-------–----–---–-ა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
2014 წლის 11 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ე---------------–-----ნმა, რ----------–---–- ასესხა 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.67 %-ის დარიცხვით და გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ------------–---–ის კუთვნილი 3 500 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისში, სოფელ ტ-------–-ში.
2014 წლის 11 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ლ--–---------მ და მ----------–მა დ------------------–ს ასესხეს 6 000 – 6 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.67 %-ის დარიცხვით და გადახდით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ-------------------–ის კუთვნილი 3 400 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისში, სოფელ ტ-------–-ში.
2015 წლის 08 იანვრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნი------------–---–მა ნ----------------–---–ს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი. სესხი გაცემულია ექვსი თვის ვადით. სესხი არის სარგებლიანი, ყოველთვიურად 3.5 %-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად მესაკუთრე წარმომადგენლის მეშვებით იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობით 1 000 კვ/მეტრი, მდებარე თბილისში, სოფელ ტ-------–-ში. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ შეფასებულია 27 000 აშშ დოლარად.
2016 წლის 18 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგნის თავდაპირველი ფასია 10 000 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე გადაუხადა მყიდველმა გამყიდველს, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის თავდაპირველი ფასი. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამყიდველის - რ----------------–---–ის მიერ მყიდველისთვის - ნი------------–---–ისთვის 10 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის მესაკუთრე ისევ გახდება რ----------------–---–ი.
2016 წლის 19 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის N1---/ს დასკვნის თანახმად, 1.მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საკადასტრო კოდით N8----------- – 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა - 1 კვ/მეტრი - 13 (ცამეტი) ლარს, შესაბამისად 3 400 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენდა - 44 200.00 ლარს, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს - 1 კვ/მეტრი - 16 ლარს, შესაბამისად, 3 400 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს - 5-------- ლარს; 2.მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N8----------- – 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1 კვ/მეტრი - 08 ლარს, შესაბამისად 3 500 კვ/მეტრი - 28 000.00 ლარს, დღეის მდგომარეობით - 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, შესაბამისად, 3 500 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 35 000.00 ლარს; 3.მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N8----------- – 2015 წლის იანვრის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენდა 10 ლარს, შესაბამისად 1 000 კვ/მეტრის ღირებულება - 10 000.00 ლარს. დღეის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ფართის ღირებულება შეადგენს 12 ლარს, შესაბამისად, 1 000 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 12 000.00 ლარს; 4.მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N8----------- – 2015 წლის იანვრის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენდა 50 ლარს, შესაბამისად 1 501 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენდა 75.050.00 ლარს. დღეის მდგომარეობით - 1 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 60 ლარს, შესაბამისად 1 501 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 90 060 ლარს; 5.მ----------–ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს N8----------------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენდა 57 ლარს; შესაბამისად, 2 256 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენდა 128 592.00 ლარს. დღეის მდგომარეობით 1 კვ/მეტრის ღირებულება შეადგენს 70 ლარს. შესაბამისად, 2 256 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 157 920.00 ლარს; 6.ე---------------–-----ნის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს N8----------------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე, 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 1 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენდა 54 ლარს; შესაბამისად, 2 256 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენდა 121 824.00 ლარს. დღეის მდგომარეობით 1 კვ/მეტრი ფართის ღირებულება შეადგენს 70 ლარს; შესაბამისად, 2 256 კვ/მეტრის ღირებულება შეადგეს 157 920.00 ლარს. ექსპერტიზის დასკვენის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს----------------ამ.
2016 წლის 29 ივნისის ექსპერტიზის N0----------------------------------- დასკვნების თანახმად, ქ.თბილისში, სოფელ ტ-------–-ში ე-–----------------ის მიერ მითითებული უძრავი ქონება მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თ-----------–----–-–---–ის საკუთრებაშია. ქ.თბილისში, სოფელ ტ-------–-ში მ----------–ის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნაწილი მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ნაწილი N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი ვ--–-----------------ას საკუთრებაშია, ხოლო N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი - ლ------------–---–ის. ქ.თბილისში, სოფელ ტ-------–-ში ე---------------–-----ნის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნაწილი მდებარეობს N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ნაწილი N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეზე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი ვ--–-----------------ას საკუთრებაშია, ხოლო N8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი - ლ------------–---–ის საკუთრებაში. ექსპერტიზის დასკვენების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ--------------------მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ ადგილზე თვითონ აიღო ზემოთხსენებული ნაკვეთების კოორდინატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დაზარალებულების მითითებით.
შ-----–------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ი-------–-–---–თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. მისი დახმარებით რამდენჯერმე აქვს აღებული სესხი, რაც დაბრუნებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. 2014 წელს დაუკავშირდა რ----------–---–ი, უთხრა, რომ სჭირდებოდა სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და სთხოვა აღნიშნულ საკითხში დახმარება. რ----------–---–ი დააკავშირა ი-------–-–---–თან, რომელმაც თავის მხრივ იგი დააკავშირა გამსესხებელ ე---------------–-----ნს. რ----------–---–ი შეუთანხმდა ე---------------–-----ნს მისგან 15 000 აშშ დოლარის სესხებაზე, რის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავდა ტ-------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთს. ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს შიხიაშვილთან, ხოლო მანამდე კომპიუტერის საშუალებით გადამოწმებულ იქნა მიწის საკადასტრო კოდი, რომელიც რაიმე ვალდებულებით დატვირთული არ ყოფილა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ, დ------------------–მა სთხოვა ი-------–-–---–თან მიყოლა, რადგან მასაც სურდა სესხის აღება. დ------------------–მა სესხის სახით აიღო 12 000 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით. ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, რ----------–---–მა და დ------------------–მა ვერ დააბრუნეს სესხად აღებული თანხა, მიწის ნაკვეთი გადაუფორმეს ე-------–------ს. ამის შემდგომ, ე-------–------მა სთხოვა შეეხვედრებინა რ----------–---–თან და დ------------------–თან, რადგან ყავდა მიწის ნაკვეთის კლიენტი. ი-------–-–---–ი, მისი მეუღლე - თ----------------–--ლი და ე-------–------ი შეახვედრა რ----------–---–- და დ------------------–ს, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ტ-------–-ში. რ----------–---–მა და დ------------------–მა ე-------–------ს აჩვენეს მიწის ნაკვეთის მდებარეობა. მეორე დღეს დაუკავშირდა ე-------–------ი პრეტენზიით, რომ თითქოს მის მიერ ნანახი მიწის ნაკვეთი რეალურად არ იყო ის, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. შ-----–------------–---–მა განაცხადა, რომ მიწა არ იყო მისი საკუთრება და შესაბამისად, მას მიწის ნაკვეთი არავისთვის უჩვენებია. მას საშუამავლო მონაწილეობა სესხის აღებაში არ მიუღია და არც არანაირი თანხა აუღია. ხელშეკრულების გაფორმებამდე მიწის სანახავად არავინ ასულა. მხოლოდ მიწის ნაკვეთის გადაფორმების შემდეგ 3-4 დღეში დ------------------–მა და რ----------–---–მა მიწის ნაკვეთი აჩვენეს ე-------–------ს, რა დროსაც თავად იმყოფებოდა მანქანაში. მეორე დღეს ე-------–------მა გააკეთებინა აზომვითი ნახაზები და იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდა სხვა ნაკვეთი.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს - მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის ქმედებებში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედებები, კერძოდ კი თაღლითობა.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. მოტყუების მიზნით ხშირია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებიც. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედების სამი ეპიზოდი, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ბრალდების მხარის ვერსია ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებს, სხვა არცერთი მტკიცებულება არ უთითებს, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათ აჩვენეს, არ შეესაბამებოდა იპოთეკით დატვირთულ ნაკვეთებს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ ვერსიას, ვინაიდან შ-----–------------–---–ის მიერ ბრალად წარგენილი ქმედებების ჩადენა, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით და ექსპერტიზის დასკვნებით.
წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებებია, რომ ე---------------–-----ნმა 3.67 % სარგებლის ყოველთვიურად დარიცხვით რ----------–---–- ასესხა 15 000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა სოფელ ტ-------–-ში მდებარე ნ------------–---–ის კუთვნილი 3 500 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი. ლ--–---------მ და მ----------–მა 3.67 % სარგებლის ყოველთვიურად დარიცხვით, დ------------------–ს ასესხეს 6 000 – 6 000 აშშ დოლარი, სოფელ ტ-------–-ში მდებარე ქ-------------------–ის კუთვნილი 3 400 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით; ხოლო დაზარალებულმა ნი------------–---–მა 3.5 %-ის დარიცხვით ნ----------------–---–ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სოფელ ტ-------–-ში მდებარე 1 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკევთი. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა შეაფასოს ერთის მხრივ ის გარემოება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის თანხა აიღო თუ არა შ-----–------------–---–მა და რამდენად წარმოეშვა მას დაზარალებულებისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება. ხოლო მეორეს მხრივ, სესხის თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თუ არა ის მიწის ნაკვეთები, რაც რეალურად აჩვენეს დაზარალებულებს ხელშეკრულების გაფორმებამდე.
დაზარალებულმა ე---------------–-----ნმა დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ მან თანხა გადასცა და სესხის ხელშეკრულება გააფორმა რ----------–---–თან, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში და სოფელ ტ-------–-ში მიწის ნაკვეთის დათვალიერების პროცედურებში შ-----–------------–---–ი ისევე იყო ჩართული, როგორც რ----------–---–ი და ი-------–-–---–ი. ასევე, დაზარალებულებმა ლ--–---------მ და მ----------–მა დაადასტურეს, რომ ი-------–-–---–ის ოფისში მისულებს დახვდათ შ-----–------------–---–ი, რომელსაც სურდა თანხის სესხად აღება. მან დაარწმუნა დაზარალებულები, რომ ქონდა ვარდების ბიზნესი და ამ საქმეში სჭირდებოდა 12 000 აშშ დოლარი. მიწის ნაკვეთის სანახავად წავიდნენ ტ-------–-ში, სადაც აქტიურობდა შ-----–------------–---–ი. მათ აჩვენა ეკლესიასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი და უთხრა, რომ მისი კვადრატულის ფასი შეადგენდა 50 აშშ დოლარს. ლ--–--------ის და მ----------–ის განმარტებით, მეორე დღეს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება დ------------------–თან, ხოლო თანხა 6000-6000 ლარი ი-------–-–---–ის და დ------------------–ის თანდასწრებით, პირადად გადასცეს სწორედ შ-----–------------–---–ს. მ----------–მა დამატებით განმარტა, რომ როდესაც იპოთეკით დასატვირთი ქონება არ აღმოჩნდა შ-----–------------–---–ის სახელზე, ცოტა დაეჭვდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც საკითხის მოგვარებაში შ-----–------------–---–ი ჩაერთო და დაარწმუნა, რომ ეს ფორმალური საკითხი იყო და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. ანალოგიურად, დაზარალებულმა ნი------------–---–მა და მისმა მეუღლემ ე-–----------------ემ მოასხენეს სასამართლოს, რომ მათ ი-------–-–---–მა გააცნო შ-----–------------–---–ი, რომელმაც ე-–----------------ეს აჩვენა სესხის უზრუნველსაყოფად გამიზნული დაბა ტ-------–-ში ეკლესიასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ნ----------------–---–სა და ნი------------–---–ს შორის, ხოლო თანხა გადაეცა შ-----–------------–---–ს.
დაზარალებულების განმარტებით, მათ არც ი-------–-–---–ის ოფისში და არც ხელშეკრულების დადებისას არ გადაუმოწმებიათ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, იცოდნენ, რომ ი-------–-–---–ს ქონდა გადამოწმებული და ენდნენ მას. ასევე, ნოტარიუსთან ხელშეკრულების დადებისას ყურადღებით ისმენდნენ ნოტარიუსის განმარტებებს და გაცნობის შემდეგ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებაზე, თუმცა მათ საკადასტრო კოდები არ იცოდნენ და ეგონათ ის ნაკვეთები იყო ხელშკრულებაში მითითებული, რაც რეალურად ნახეს ადგილზე. მათთვის მისაღები იყო თანხის იმ მიწის ნაკევთებში ჩადება, რომლებიც მდებარეობდა სოფლის ცენტრში, ეკლესიასთან ახლოს და გააჩნდა მაღალი ღირებულება. მათ დაადასტურეს, რომ შ-----–------------–---–მა შეცდომაში შეიყვანა ისინი და ისარგებლა მათი ნდობით. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ცნობილი იქნებოდა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა არა ის მიწის ნაკვეთი, რაც ნახეს, არამედ ხევში არსებული მიწის ნაკვეთი, თანხას სესხის სახით არ გასცემდნენ. ასევე, ისინი ენდნენ ი-------–-–---–ს და შ-----–------------–---–ს, როდესაც განუმარტეს, რომ შ-----–------------–---–ს გააჩნდა თავის ბიზნესი და თანხის გადახდა მისი მხრიდან არ იქნებოდა პრობლემა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულების ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებულებს გააჩნიათ რაიმე პირადი ხასიათის დაინტერესება შ-----–------------–---–ის მიმართ და ამის გამო მის წინააღმდეგ მისცეს ცრუ ჩვენებები. უსაფუძვლოა შ-----–------------–---–ის აპელირება, რომ დაზარალებულებისთვის უფრო ხელსაყრელი იყო მისგან მოეთხოვათ თანხა და არა რ----------–---–ისა და დ------------------–ისაგან, რის გამოც დანაშაულის ჩადენაში მისი მხილება გადაწყვიტეს. დაზარალებულების ინტერესს წარმოადგენს მათი კუთვნილი ფულადი თანხების დაბრუნება და გაურკვეველია, რატომ უნდა ქონოდათ მათ სურვილი, დასჯილიყო შ-----–------------–---–ი და არა ისინი, ვინც დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პროცენტის გადახდის დროს რ----------–---–ისა და დ------------------–ისაგან განსხვავებით, დაზარალებულებმა შ-----–------------–---–ს ვერ მიაკვლიეს.
გარდა ამისა, დაზარალებულების ჩვენებები გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი N0----------------------------------- საინჟინრო და N1---/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვებით, საიდანაც დადასტურდა, რომ იმ მიწის ნაკვეთების ღირებულება, რომლებიც რეალურად იპოთეკით დაიტვირთა ე---------------–-----ნის, ლ--–--------ის, მ----------–ის და ნი------------–---–ის სასარგებლოდ, ბევრად ნაკლებია იმ ნაკვეთების ღირებულებაზე, რომლებიც ადგილზე დაათვლიერებინათ შ-----–------------–---–მა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ექსპერტმა ლ--------------------მა ადგილზე თვითონ აიღო იმ მიწის ნაკვეთების კოორდინატები, რაც მიუთითეს დაზარალებულებმა. ამის შემდეგ კი დადგინდა, რომ ე-–----------------ის მიერ მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თ-----------–----–-–---–ის საკუთრებაში იყო; მ----------–ის და ე---------------–-----ნის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნაწილი კი იყო ვ--–-----------------ას საკუთრებაში, ნაწილი - ლ------------–---–ის, ხოლო ნაწილი - დაურეგისტრირებელ სივრცეზე იყო განთავსებული. ექსპერტმა განცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ სად მდებარეობს სოფელ ტ-------–-ს ცენტრი, თუმცა მისთვის დაზარალებულების მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები მდებარეობდა სოფელში, დასახლებულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ორივე ექპსერტიზის დასკვნას თან ახლავს ფოტოსურათები, რომლებზეც არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება ეკლესია, უპირობოდ არ მიუთითებს, რომ ეს ფოტოსურათები გადაღებულია სოფლის განაპირას, ხევში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. მოცემულ შემთხვევაში დასურათების ობიექტს წარმოადგენდა უშალოდ ის ფართობები, რაზეც მიუთითეს დაზარალებულებმა და სრულიად შესაძლებელია, რომ კადრში ეკლესია არ მოხვედრილიყო. ამასთან, იმ პირებმა, რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ექსპერტმა აიღო კოორდინატები, დაადასტურეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს სოფლის ცენტრში, ეკლესიასთან და სკოლასთან ახლოს.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ი-------–-–---–ის და რ----------–---–ის ჩვენებები, რომელბმაც გამორიცხეს შ-----–------------–---–ის ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს ი-------–-–---–ის, რ----------–---–ის, ნ------------–---–ის და თავად შ-----–------------–---–ის ჩვენებებს შორის გამოვლენილ ურთიერთწინააღმდეგობებზე, რომლებიც ნაკლებ დამაჯერებლობას სძენენ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ი-------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ე---------------–-----ნმა და რ----------–---–მა ადგილზე ნახეს ტაბახმელის ბოლოში მდებარე მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ნოტარიუსთან. რ----------–---–ის განმარტებით კი, ხელშეკრულების გაფორმებამდე ე---------------–-----ნს უთხრა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ტ-------–-ში, სოფლის გარეთ ნაკვეთებში და შესთავაზა მისი ჩვენება, თუმცა ე---------------–-----ნს და ი-------–-–---–ს მიწის ნაკვეთის ნახვის სურვილი არ გამოუთქვამთ. ასევე, შ-----–------------–---–ი ადასტურებს, რომ მას ხელშეკრულების გაფორმებამდე მიწა არავისთვის უჩვენებია, თუმცა ი-------–-–---–ის განმარტებით, დ------------------–ის მიწის ჩვენების დროს შ-----–------------–---–ი, სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, იმყოფებოდა მასთან ერთად. შ-----–------------–---–ისგან განსხვავებით, ი-------–-–---–ი არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკით დასატვირთი მიწის ნაკვეთის კოდი წინასწარ კომპიუტერის საშუალებით იქნა გადამოწმებული. მოწმე რ----------–---–მა მიუთითა, რომ შ-----–------------–---–ი სანოტარო ბიუროში მივიდა ე---------------–-----ნის მიერ სესხის სახით 15 000 აშშ დოლარის გადაცემის შემდეგ. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ 2014 წლის ნოემბერში, მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვისას შ-----–------------–---–ი სანოტარო ბიუროში იმყოფებოდა. ამდენად, ზემოთაღნიშნული მოწმეები ფაქტობრივ გარემოებებს ასახავენ და წარმოაჩენენ განსხვავებულად, რაც ნაკლებ დამაჯერებლობას სძენს მათ ჩვენებებს და მსჯავრდებულის უდანაშაულობის მადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად ვერ გამოდგებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ი-------–-–---–ი ცდილობს მაქსიმალურად გამორიცხოს შ-----–------------–---–ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, მან გვერდი ვერ აუარა იმ გარემოებებს, რომ შ-----–------------–---–ი ნამდვილად იყო ჩართული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებში, ასევე, იმყოფებოდა სოფელ ტ-------–-ში, როდესაც დაზარალებულებს აჩვენეს მიწის ნაკვეთები. ი-------–-–---–მა დაადასტურა, რომ პროცენტის გადახდის დროს მოიძიეს და დაუკავშირდნენ დ------------------–ს და რ----------–---–-, თუმცა ვერ მიაგნეს შ-----–------------–---–ს. ამასთან, როგორც დ------------------–მა მასთან საუბარში აღიარა, 6 000 აშშ დოლარი იყო მისი დასაბრუნებელი, ხოლო 6 000 აშშ დოლარი გადაცემული ჰქონდა შ-----–------------–---–ისთვის. რაც შეეხება ი-------–-–---–ის მითითებას, რომ სხვა დროს შ-----–------------–---–მა პირნათლად შეასრულა სასესხო ვალდებულებები და დათქმულ დროში დაუბრუნა თანხა გამსესხებლებს, უპირობოდ არ გამორიცხავს, რომ ე---------------–-----ნის, ნი------------–---–ის, ლ--–--------ის და მ----------–ის შემთხვევაში, მას არ გაუჩნდებოდა მათი კუთვნილი თანხების თაღლითურად მისაკუთრების მიზანი. შ-----–------------–---–ის დაინტერესება, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ სოფელ ტ-------–-ში, ი-------–-–---–ის საშუამავლო ოფისში და ნოტარიუსთან მათ გადაადგილებას უზრუნველყოფდა გ-------–----–---–ი - პირი, რომელიც სწორედ შ-----–------------–---–ს უწევდა მომსახურებას საკუთარი ავტომანქანით და ასრულებდა მის დავალებებს.
რაც შეეხება დაზარალებულ ნი------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტს, პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზრაურება ვერ გაათავისუფლებს შ-----–------------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 14 ივნისს, ორი დღის შემდეგ - 16 ივნისს გამოკითხული იქნა ნი------------–---–ი, რომელმაც მიუთითა, რომ იგი დაზარალებულია შ-----–------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული. საქმეზე წარმოდგენილია 2016 წლის 18 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის საგნის თავდაპირველი ფასი 10 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე გადაუხადა მყიდველმა ნ-------------–---–მა გამყიდველ რ----------------–---–ს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამყიდველის მიერ მყიდველისთვის 10 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის მესაკუთრე ისევ გახდებოდა რ----------------–---–ი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რ----------------–---–მა გამოძების დაწყებამდე გადასცა ნი------------–---–ს მისი კუთვნილი 10 000 აშშ დოლარი და გამოისყიდა მისი ქონება. როგორც ნი------------–---–მა და მისმა მეუღლემ განაცხადეს, მათ კუთვნილი თანხები პროცენტის ჩათვლით საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, პალატა განმარტავს, რომ ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტი მსჯავრდებულის ქმედებაში არ გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს. ნი------------–---–ის ეპიზოდში დანაშაულის ჩადენა დასრულებულია 2015 წლის 8 იანვარს, როდესაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და შ-----–------------–---–მა მიიღო ფულადი თანხა. ამდენად, დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდის დაიბრუნებს დაზარალებული კუთვნილ თანხებს, ან საერთოდ დაიბრუნებს თუ არა. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 20 ივნისის N-------- გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შ-----–------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული ხსენებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა. პალატა ასევე უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა, რაც დადასტურებულია დაზარალებულების ჩვენებებითა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა შ-----–------------–---–ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულების მოტივი და მიზანი, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგები, დამნაშავის პიროვნება, მისი მონაწილეობის ხარისხი და როლი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, ასევე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
ის გარემოება, რომ შ-----–------------–---–ს მსჯავრდების ორ ეპიზოდში ანაზღაურებული არ აქვს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, ვერ გახდება მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი. ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა ზიანის აუნაზღაურებლობამ დაუშვებელია ავტომატურად პოვოს ასახვა პირის მიმართ პასუხისმგებლობის და სასჯელის დამძიმებაზე. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ შ-----–------------–---–ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის, განზრახი დანაშაული, რომლის ხერხადაც ბრალდებულმა გამოიყენა მოტყუება, პალატა განმარტვას, რომ აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს შ-----–------------–---–ის მიმართ ბრალად წარდეგნილი ქმედების შემადგენელ ნიშნებს, რაც დამატებით ვერ იქნება გათვალისწინებული, როგორც დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდების მხარე ასევე უთითებს, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია თვისობრივად იგივე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და არასაპატიმრო სასჯელები არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი ხასიათის. პალატა განმარტავს, რომ შ-----–------------–---–ი დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, დაუშვებელია სასჯელის, როგორც სისხლისსამართელბრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას რაიმე ფორმით მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ნასამართლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის #322აპ-14 გადაწყვეტილება).
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შ-----–------------–---–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი შ-----–------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე---------------–-----ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------–ის და ლ--–--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით;
შ-----–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნი------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შ-----–------------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე---------------–-----ნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------–-----–--–-----------------------------–---–ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ-----–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით.
შ-----–------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია; ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას შ-----–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ა---–----–--------ს საკუთრებაში არსებულ, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–ი მდებარე (საკადასტრო კოდით: 8-----------------------------------–--------------------------------------------------) 1503.00 კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებას.
მსჯავრდებულ შ-----–------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე