განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
110100119002881595
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002881595

(1/ბ-248-19წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 მ--სი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ჟ----–--ას ძე ს--------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 25 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ჭ--------ის რაიონი, სოფელი ქვედა ბ-------სა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ჭ--------ა, ჭ-------ის ქუჩა N21;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ი ს--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გამოიხატა შემდეგში:

 

ქ.ჭ--------ა, ჭ-------ის ქუჩა N21-ში მცხოვრები გ------ი ს--------ე, 2018 წლის ივნისიდან, 2019 წლის 22 იანვრის 21:30 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის და ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს----ი ც---–---ეს, რამაც ამ უკანასკენელის ტანჯვა გამოიწვია.

 

ქ.ჭ--------ა, ჭ-------ის ქუჩა N21-ში მცხოვრები გ------ი ს--------ე, 2018 წლის ივნისიდან, 2019 წლის 22 იანვრის 21:30 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის და ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას მეუღლეს - ს----ი ც---–---ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რა დროსაც ს----ი ც---–---ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით გ------ი ს--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ერთმა, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ------ი ს--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

გ------ი ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გ------ი ს--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 იანვრიდან - 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ილია გელბახიანი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ------ი ს--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, პირობითის გამოყენების გარეშე. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. გ------ი ს--------ე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რის გამოც არსებობს მაღალი ალბათობა მის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილ ქმედებას უფრო მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, იგი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------ი ს--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი ს--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - ს----ი ც---–---ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების დ---თ წ-–--–-–---–ის, მ----ლ ც-–--–---–ის და მ--ა ჭ----–-ძის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი ს--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------ი ს--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------ი ს--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ------ი ს--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------ი ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გ------ი ს--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2019 წლის 22 იანვრიდან - 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ------ი ს--------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე