განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119002858171
საქმე №1/ბ-265-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---–---- შ-----ს ძე დ-------ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ა---––-------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ---–---- დ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---–---- დ------ემ 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ნ-–------- ქ. N35-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის, ბ-------- დ-------ს თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ მეუღლე მ------ მ--–---–---–ს სახისა და თავის არეში ხელის დარტყმებით, ასევე ყელის არეში ხელების მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მ------ მ--–---–---–ის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით გ---–---- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01 წლის ვადით შეეზღუდა იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება. გ. დ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 იანვრიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რომან ბოლქვაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ გ---–---- დ------ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, სასამართლომ რეალურად ვერ შეაფასა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებული გ---–---- დ------ე პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ---–---- დ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ---–---- დ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ მ--–---–---–ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების: რ----- ბ------ის, ნ---- დ-------ს, ჯ------- შ-------ის, გ------–- ხ--–--–---–ის, რ---- მ--–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 29 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ---–---- დ-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
გ---–---- დ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ---–---- დ------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ გ---–---- დ------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით კი სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---–---- დ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და მსჯავრდებულ გ---–---- დ-------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი გ---–---- დ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ---–---- დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 01 წლის ვადით შეეზღუდოს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
მსჯავრდებულ გ---–---- დ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 იანვრიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ---–---- დ-------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე