განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
820100118002737428
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002737428

საქმე №1/ბ-260-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ღ------------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, მცხოვრები მისამართზე: ხ--–---------ს რაიონი, სოფელი ხ--–---------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, რ----- ღ------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი);

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი);

 

1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი);

 

1.4 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი);

 

1.5 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი);

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რ----- ღ------------ე, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს ძმას ე------ი ღ------------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

1.2 ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ----- ღ------------ემ 2018 წლის აგვისტოს თვეში, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრს, ძმას ე------ ღ------------ეს, ყელის არეში ხელების მოჭერითა და იატაკზე წაქცევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.3 ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ----- ღ------------ემ 2018 წლის სექტემბრის თვეში, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრს, ძმას ე------ ღ------------ეს, ყელის არეში ხელების მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.4 ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ----- ღ------------ემ 2018 წლის სექტემბრის თვეში, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, ცულის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს ძმას ე------ ღ------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.5 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, ფიწალის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს ძმას ე------ ღ------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენით:

 

რ----- ღ------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბოლქვაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გამამართლებელი განაჩენი რ----- ღ------------ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ, რ----- ღ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, მაქსიმალური ვადის დანიშვნით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა რ----- ღ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები, თუმცა აპელანტისთვის გაუგებარია თუ რა გარემოებებს დაეყრდნო მათი უარყოფით სასამართლო რ----- ღ------------ის გამართლების ნაწილში.

 

გამართლებულ რ----- ღ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ. ა-------–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ----- ღ------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ე------ ღ------------ის 2018 წლის 18 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, რაც დაადასტურა ე------ ღ------------ემ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მის ძმას რ----- ღ------------ეს 20 წელია მასთან აქვს კონფლიქტი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამ წლების განმავლობაში არის ძალადობის მსხვერპლი, კერძოდ, მისი ძმა რ----- ღ------------ე სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის აგვისტოს თვეში რ----- ღ------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიეპარა უკნიდან, ხელები მოხვია ტანზე, დააგდო დაბლა, წვდა ყელში და დაუწყო გაგუდვა, ფეხების კვრით მოიცილა თავიდან და გაითავისუფლა თავი, აღნიშნული ფიზიკური ძალადობით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ორი თვის განმავლობაში რ-----მა რამოდენიმეჯერ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ყოველი ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფის დროს ცდილობს მის გაგუდვას.

 

2018 წლის სექტემბერის შუა რიცხვებში ეზოში მივარდა რ-----ი, ეცა ხელებით ყელის არეში და მოუჭირა ხელები, ხოლო, როდესაც თავი გაითავისუფლა წამოავლო ხელი ნაჯახს და გამოეკიდა, რა დროსაც ოთახში შევარდა და კარები ჩაკეტა. ამ დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის შიში. შემდეგ რ-----მა ჩაამტვრია ოთახის ფანჯრები, თვითონ კი დრო იხელთა, გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს დილით მისი ძმა ყვირილით შევარდა სახლში, თან მას ლანძღავდა და აგინებდა უწმაწური სიტყვებით მიწის ნაკვეთის გამო. მისი ხმის გაგონებაზე გაიქცა და ჩაიკეტა ოთახში, რა დროსაც რ-----მა ჩაამტვრია მინები, შეშინებული ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.

 

2018 წლის 18 ოქტომბერს, ბაღჩაში მიუვარდა რ-----ი თივის ასაღები მერულით და გამოეკიდა, თან ეძახოდა ,,შენ კიდევ სახლში ხარ, წადი ჩემი სახლიდან, თორემ მოგკლავო", რაზეც ძალიან შეეშინდა და გაიქცა. დაახლოებით ოთხი წლის წინ სახლში ყოფნისას რ-----მა უცებ დაარტყა მუშტი სახის არეში რამოდენიმეჯერ, რის გამოც ჩამოუვარდა სამი ცალი ქვედა კბილი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რ-----ი ხშირად ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და მისი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე ექმნება რეალური შიში იმისა, რომ ის ნამდვილად მოკლავს. მისი მეზობლები და ახლობლები არიან მისი გაჭირვების შემსწრე, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას ვერ დაასახელებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა თ------ ჯ--------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი არაა სადაო და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 15 ნოემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ რ----- ღ------------ის ქმედებებიდან გამომდინარე ე------ ღ------------ე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 26 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ე------ ღ------------ეს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის რ---- ლ--------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის მეზობლები არიან ე------ და რ----- ღ------------ეები, რომელთანაც აქვს ახლო მეზობლური ურთიერთობა, მათი კონფლიქტის შემსწრე არასოდეს ყოფილა და არაფერი იცის.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის ლ---–ა ღ------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისთვის ე------ და რ----- ღ------------ეების კონფლიქტის შესახებ არაფერია ცნობილი და არც არასოდეს შესწრებია მათ კონფლიქტს.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის გ-----ი ღ------------ის გამოკითხვის ოქმით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ვერ დგინდება, ვინაიდან მასში მითითებულია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაახლოებით 12:18 საათზე ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა, ფაქტზე გააკეთა შეტყობინება და მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყო გამოძიება.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ვერ დადგინდა.

 

ასევე ვერ იქნა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

 

რ----- ღ------------ემ თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია. საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მის ძმას აქვს გარკვეული ფსიქიური პრობლემები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს რ----- ღ------------ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ ე------ ღ------------ის გამოკითხვის ოქმი, მასში ასახული გარემოებები კი არ დასტურდება სხვა არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი. ამასთან, დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია მოწმეების რ. ლ--------ის და ლ. ღ------------ის ჩვენებებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ რ----- და ე------ ღ------------ეებს შორის კონფლიქტს ისინი არასოდეს შესწრებიან. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც რ----- ღ------------ის ქმედებებიდან გამომდინარე ე------ ღ------------ე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ე------ ღ------------ეს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენება) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა რ----- ღ------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან რ----- ღოღბერიძის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----- ღოობერიძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბოლქვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ----- ღ------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ----- ღ------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ----- ღ------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ----- ღ------------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ----- ღ------------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ----- ღ------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ რ----- ღ------------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე