განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100118002467610
საქმე №1/ბ-276-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ-------ის ძე წ----–---იას მიმართ, დაბადებული: 3---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ზ----, ფაქტობრივად მცხოვრები: ჩხოროწყუ, ქ--------- ქ. N20;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- წ----–---იამ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოს თვეში, გ------- წ----–---ია, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ--–- მ---–---–თან და ეწეოდა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მის საცხოვრებელ სახლში ბ--–- მ---–---–ის არასრულწლოვან შვილს ზ---- მ---–---–ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. არასრულწლოვან შვილს გამოესარჩლა დედა ბ--–- მ---–---–ი, რაზეც გაბრაზებულმა გ------- წ----–---იამ ბ--–- მ---–---–ს ზ---- მ---–---–ის თანდასწრებით ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებში, ბ--–- მ---–---–ი არასრულწლოვან შვილთან ზ---- მ---–---–თან ერთად იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში მდებარე მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. იმავე სახლში მყოფი გ------- წ----–---ია, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ--–- მ---–---–თან და ეწეოდა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ასწავლიდა ზ---- მ---–---–ს დათვლას, რასაც ეს უკანასკნელი ვერ იმეორებდა, აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ------- წ----–---იამ დასჯის მიზნით ზ---- მ---–---–ს ფეხებზე მოაბა თოკი და უთხრა, რომ ხეზე ჩამოკიდებდა და თან ხელს ურტყამდა სახისა და თავის არეში, რის გამოც ზ---- ტიროდა და ითხოვდა შველას, მას გამოესარჩლა დედა ბ--–- მ---–---–ი, ამ უკანასკნელის გამოსარჩლებით გაბრაზებულმა გ------- წ----–---იამ ხელები და ფეხები დაარტყა მას რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახში სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 ოქტომბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში გ------- წ----–---ია, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ--–- მ---–---–თან და ეწეოდა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბ--–- მ---–---–ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი გვერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენით გ------- წ----–---ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ------- წ----–---იას განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ გ------- წ----–---იას განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პიროვნებას და სასჯელის მიზნებს.
მსჯავრდებულ გ------- წ----–---იას ინტერესების დამცველი ადვოკატი ს----- ჯ--–------ია წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი გ------- წ----–---იას მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- წ----–---იას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- წ----–---იას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულების: ბ. მ---–---–ის და ზ. მ---–---–ის ჩვენებებით, მოწმეების: ნ. კ------ის, გ. დ---–ის, ნ. მ---–---–ის, გ. წ----–---იას ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- წ----–---იას ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
გ------- წ----–---იას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ------- წ----–---იას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ გ------- წ----–---იას მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- წ----–---ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- წ----–---იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
გ------- წ----–---იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით შეტანილი (ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 05 მაისის განჩინება №12/46-2018) გ------- წ----–---იას (პირადი №4----------), საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ზ---ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4---------- და ა---------– ს-------ს (პ/ნ: 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლ------ე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N4----------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში. ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული პასპორტის გამოძიების ორგანოში ჩაბარების და გამოძიების მწარმოებელ ორგანოში კვირაში ერთხელ გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება და ბ--–- მ---–---–თან და არასრულწლოვან ზ---- მ---–---–თან მიახლოების აკრძალვა.
გ------- წ----–---იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე