განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002751826
საქმე №1/ბ-57-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- გ---ს ძე ჭ-----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი №5----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დაბა ხარაგაული, რ.დ---------ის N3, ბინა N10;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ჭ-----ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის რეალური შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. ი---- ს---–--ე, 1998 წლიდან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ---- ჭ-----ესთან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ და ჰყავთ ორი შვილი. 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, დაბა ხარაგაულში, რ.დ---------ის ქუჩა N3-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლ---- ჭ-----ემ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში ი---- ს---–--ეს, რის შედეგადაც ი---- ს---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ლ---- ჭ-----ე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ი---- ს---–--ეს, რის შედეგადაც ი---- ს---–--ე განიცდიდა ტანჯვას.
1.2. ი---- ს---–--ე, 1998 წლიდან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ---- ჭ-----ესთან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ და ყავთ ორი შვილი. 2018 წლის 20 ივლისს, ლ---- ჭ-----ე მივიდა დაბა ხარაგაულში, რ.დ---------ის ქუჩა N3-ში მდებარე, მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც დაემუქრა, რომ მოკლავდა მას და მის შვილებს, რის შემდეგაც სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შინაარსის წერილი დაუტოვა სახლის კარებთან. აღნიშნული შემთხვევიდან, 2018 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ლ---- ჭ-----ე, სისტემატურად ურეკავდა ი---- ს---–--ეს მობილურ ტელეფონზე, ასევე, უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რა დროსაც ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნული ქმედებებით ი---- ს---–--ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ლ---- ჭ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, ლ---- ჭ-----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
1.1 აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ლ---- ჭ-----ეს მისი პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის და საშიშროების გათვალისწინებით, დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.
1.2. აპელანტი - ლ---- ჭ-----ე და მისი ინტერესების დამცველია ადვოკატი გ-------– თ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი დამატებითი სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დაცვის მხარეს მიაჩნია ზედმეტად მკაცრად.
მსჯავრდებული ლ---- ჭ-----ე და მისი ინტერესების დამცველი გ-------– თ----------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააოპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ჭ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლ---- ჭ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - ი---- ს---–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმე - ლ---- ჭ-----ის გამოკითხვის ოქმით; ი---- ს---–--ის და ლ---- ჭ-----ის ტელეფონის დათვალიერების ოქმებით; შემაკავებელი ორდერებით ლ---- ჭ-----ის მიმართ; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ი---- ს---–--ის მიმართ; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით; გ--- და ლ---- ჭ-----ეების დაბადების სააქტო ჩანაწერების ასლებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ---- ჭ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადაოდ გამხდარი.
ლ---- ჭ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ---- ჭ-----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაშ მიიღო ის გარემოებები, რომ ლ---- ჭ-----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, შესაბისად, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათავლისწინებული სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ---- ჭ-----ის მიმართ დანიშნული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ლ---- ჭ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------– თ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ლ---- ჭ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ლ---- ჭ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ჭ-----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 (ორასი) საათის ვადით.
ლ---- ჭ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ლ---- ჭ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის N12/3-2018 განჩინებით ნ-----–ა გ------–---–ის (პ/ნ 5----------), თ-- ბ------ის (პ/ნ 5----------), ი-----–- ბ------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: დ.ხარაგაული, რ.დ---------ის ქუჩა N3, საკადასტრო კოდით N0------------------);
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ლ---- ჭ-----ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ლ---- ჭ-----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე