განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002708406
საქმე №1/ბ-148-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, ა------ დ------ს ძე მ----–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: შუახევის რაიონი, სოფელი ბ----------–ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა------ მ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 იანვრის განაჩენით ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევი ა------ მ----–--ე, 2017 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თ-----, თ-------ე, თ----ა და მ------ მ----–--ეების თანდასწრებით, მეუღლე დ--–- დ------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ სირტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ა------ მ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ა. მ----–--ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 04 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ----–--ეს განესაზღვრა 04 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენში და ა------ მ----–--ეს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ასევე საბოლოო სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენებით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ის გარემოება, რომ ა. მ----–--ემ არაერთგზის ჩაიდინა ოჯახური ძალადობის დანაშაული.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ------ ბ------ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ა------ მ----–--ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------ მ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ--–- დ------ის გამოკითხვის ოქმით, არასრულწლოვან მოწმეთა - თ-----, თ-------ე და მ------ მ----–--ეების, მოწმეების გ------- მ----–--ის, ე---- მ----–--ის გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განაჩენით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა------ მ----–--ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტნაციის სასამართლომ მსჯავრდებულ ა. მ----–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ა. მ----–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება; ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულ დ--–- დ------ის განცხადებას, რომლითაც ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გააჩნია მისი მეუღლის ა------ მ----–--ის მიმართ, მისი განმარტებით, ა. მ----–--ე არის წესიერი, ზრდილობიანი, პატიოსანი და მზრუნველი პიროვნება, ისინი არიან შერიგებულები და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას არასაპატიმრო სასჯელი. ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ა------ მ----–--ის მიმართ, როგორც სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის გამკაცრდება, ასევე საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრული შეკრების წესის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა------ მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა. მ----–--ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს 04 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა------ მ----–--ეს განესაზღვრო 04 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე