განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002678468
საქმე №1/ბ-794-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№1-----------) ვ-–- შ--–--ს ძე ი-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი ი----------ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–- ი-------ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის რეალური შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2018 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ი----------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–- ი-------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის თ---- ი-------ის თანდაწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა ოჯახის წევრის, შვილის, მ----- ი-------ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2. 2018 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 23:15 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ი----------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–- ი-------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს მ----- ი-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სახლიდან გაქცევით უშველა თავს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ვ-–- ი-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანქთა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ვ-–- ი-------ეს განესაზღვრა 01წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 სექტემბრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ-–- ი-------ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, მაქსიმალური ვადის დანიშვნით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უსამართლოა და დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია.
მსჯავრდებულ ვ-–- ი-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ს---–------ კ-----–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააოპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- ი-------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- ი-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ვ-–- ი-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ----- ი-------ის გამოკითვის ოქმით, მოწმეების: ლ. ი-------ის, მ მ. გ--–--ის, ე. ტ-----ის, ტ. ი-------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ-–- ი-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს ვ-–- ი-------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ვ-–- ი-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ვ-–- ი-------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაშ მიიღო ის გარემოებები, რომ ვ-–- ი-------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, შესაბისად, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათავლისწინებული სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ-–- ი-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი და პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ვ-–- ი-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ვ-–- ი-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–- ი-------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–- ი-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ვ-–- ი-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 სექტემბრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
ვ-–- ი-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მაისური და დანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე