განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2018
საქმის ნომერი
120210015001049633
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210015001049633

საქმე №2ბ/330-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტები - ზ------------------, მ-----------------

წარმომადგენელი - კ-------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ც--------–-----

წარმომადგენელი - გ-----------------

 

მესამე პირები - ნოტარიუსი ნ--------–-–---–-, თ----------------------

 

თავდაპირველი მოპასუხე - პ---–-------------

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.11.2016 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.11.2016 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. ც--------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. ც--------–----- ცნობილი იქნა შ--–-------------ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

3. ბათილად იქნა ცნობილი პ---–-------------ზე 2010 წლის 27 ივლის გაცემული სამკვიდრო მოწმობა შ--–-------------ის სამკვიდრო ქონების 1/6 ნაწილზე.

4. ბათილად იქნა ცნობილი პ---–-------------სა და მ-----------------ს შორის 2011 წლის 20 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება შ--–-------------ის სამკვიდრო ქონების 1/6 ნაწილზე.

5. ბათილად იქნა ცნობილი მ-----------------სა და ზ------------------ს შორის 2013 წლის 08 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შ--–-------------ის სამკვიდრო ქონების 1/6 ნაწილზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ნ------------------ძე დაიბადა 1954 წლის 26 ივლისს, მისი მშობლები იყვნენ: მამა შ--–-------------ე, დედა ც---–-----------ძე. ნ------------------ძე გარდაიცვალა 2012 წლის 15 იანვარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ------------------ძის დაბადების მოწმობა N2----------;

- ნ------------–----ის გარდაცვალების მოწმობა ალN5-----;

 

1975 წლის 11 თებერვალს ნ------------------ძე დაქორწინდა ა--------–-----ზე. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ნ------------------ძეს მიეკუთვნა გვარი - მ--–-----.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა N2----------;

 

ც--------–-----მ, როგორც ნ------------–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის ნ------------–----ის დანაშთი ქონება, კერძოდ ბორჯომის რაიონი, დ----–-------–- მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობი 810.09 კვმ., საკადასტრო კოდი N6-----------. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.02.2014წ. სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 1--------;

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად ნ---------–--–--- ასული მ--–----ის (დაბადებული 26.07.1954წ.) რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, წ--------, ლ-------------, რეგისტრაციის თარიღი 04.02.1983წ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N1------------ საინფორმაციო ბარათი;

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, პ---–--–--–--- ძე ბ---------ის (დაბადებული 26.12.1960წ.) რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, წ--------, ლ-------------, რეგისტრაციის თარიღი 15.11.1984წ. 08.04.2004 წლიდან პ---–------------ის რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, დ--–---------–----------–----- N31.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2010 წლის 9 ივლისის N1------------ საინფორმაციო ბარათი;

 

შ--–-------------ე გარდაიცვალა 1983 წლის 18 სექტემბერს; ც---–-----------ძე გარდაიცვალა 1994 წლის 9 სექტემბერს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--–-------------ის გარდაცვალების მოწმობა ალ N230149;

- ც---–-----------ძის გარდაცვალების მოწმობა ალ N230150;

 

შ--–-------------ის გარდაცვალებისას მის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ნივთი მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა წ--------, თ------–------------–------------ში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ტექნიკური მაჩვენებლებია: სახლის საერთო სასარგებლო ფართ შეადგენს 188.5 კვმ., მათ შორის საცხოვრებელი ფართია - 130 კვმ. და საზაფხულო ფართია 58.2 კვმ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.07.2010წ. N180102 მიმართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

შ--–-------------ეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - პ---–-------------, ნ------------–----ე და თ----------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ------------------ძის დაბადების მოწობა;

- პ---–------------ის დაბადების მოწმობა;

- მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

2010 წლის 27 ივლისს პ---–-------------მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--------–-–---–ს და ითხოვა შ--–-------------ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მის კუთვნილ ½ წილზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- პ---–------------ის 27.07.2010წ. განცხადება;

 

პ---–-------------მ (დაბადებული 26.12.1960წ.), როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის შ--–-------------ის კუთვნილი მთლიანი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან ფართით 188.5 კვმ-დან, მათ შორის საცხოვრებელი ფართიდან 130.3 კვმ.-დან და საზაფხულო ფართიდან 58.2 კვმ.-დან და მიწის ნაკვეთიდან 528 კვმ-დან - ½ წილი, მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა წ--------, თ------–------------–------------ში (ყოფ. 46, ყოფ. 28), ხოლო ½ წილი რჩება სხვა მემკვიდრეების სასარგებლოდ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.07.2010წ. სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 100747191;

 

პ---–-------------მ (პ/ნ1----------) მ-----------------ს (პ/ნ1----------) საჩუქრად გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილი, მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა წ-------- თ---------–------------ში (ყოფ. ლენინი), საკადასტრო კოდი N6-----------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.01.2011წ. ჩუქების ხელშეკრულება;

 

მ-----------------მ (პ/ნ1----------) გაყიდა, ხოლო ზ------------------მ (პ/ნ 1----------) იყიდა ბორჯომი, დ----–-----------------------–---------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 6-----------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.02.2013წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

2015 წლის 26 მარტს ც--------–----ის წარმომადგენელმა ლ-------–--–-----მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--------–-–---–ს და ითხოვა 27.07.2010წ. გაცემულ N100747191 სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და პ---–-------------ზე გადაცემული ქონების ½ წილის მემკვიდრედ ც--------–----ის ცნობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ც--------–----ის წარმომადგენლის ლ-------–--–----ის 26.03.2015წ. განცხადება;

 

ნოტარიუსის დადგენილებით ც--------–-----ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანაზე, ვინაიდან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.05.2015წ. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება, რეგისტრაციის N150433128;

14.02.2013წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბორჯომის რაიონი, დ----–-------–--------------–-----------ში (ყოფ. ლენინის) მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) მესაკუთრე არის ზ------------------ (პ/ნ 1----------).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.02.2013წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილი შ--–-------------ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ც--------–----ის დედამ - ნ------------–----ემ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.

 

კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ესე იგი მხარეებმა სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისმა დედამ ნ------------–----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის შ--–-------------ის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, მას აკისრია საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში ც--------–-----მ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომ მისი დედა, აწ გარდაცვლილი ნ------------------ძე 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის, აწ გარდაცვლილი შ--–-------------ის სამკვიდროს, მტკიცებულებად წარმოადგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წ--------ს 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, რომლის თანახმად, ნ---------–--–--- ასული მ--–-----მ, სიით 302-ე, დ----–-------–- მიიღო 300 კვადრატული მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N1------------ საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმად ნ---------–--–--- ასული მ--–----ის (დაბადებული 26.07.1954წ.) რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, წ--------, ლ-------------, რეგისტრაციის თარიღი 04.02.1983წ, 2014 წლის 03 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 1--------, რომლის თანახმად, ც--------–-----მ, როგორც ნ------------–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის ნ------------–----ის დანაშთი ქონება, კერძოდ ბორჯომის რაიონი, დ----–-------–- მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობი 810.09 კვმ., საკადასტრო კოდი N6-----------; არასრული საშუალო განათლების A N 000741 მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ც----------- ასული მ--–----- სწავლობდა ბორჯომის რაიონის წ--------ს საშუალო სკოლაში და 1992 წელს დაამთავრა არასრული საშუალო სკოლა.

 

მოწმე ნ----–--------------ის ჩვენებით, რომელიც არის ც--------–----ის დედის ნ------------–----ის ბიძის მეუღლე, ანუ, აწ გარდაცვლილი შ--–-------------ის ძმის მეუღლე, იგი ცხოვრობს დ----–-------–-, გარკვეული წლები ცხოვრობდნენ შ--–-------------ესთან ერთად ამ ბინაში. ც--------–----ის დედა ნ------------------ძე, მამის შ--–-------------ის სიცოცხლეში ცოლად გაჰყვა ასპინძაში მცხოვრებ ა--------–-----ს, რადგან ვერ შეეგუა იქ არსებულ მდგომარეობას, დედამ ორ კვირაში წამოიყვანა ნარგიზა სახლში. ნ------------------ძე, მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშივე ცხოვრობდა მამის სახლში და მამის გარდაცვალების, 1983 წლის სექტემბერის შემდეგაც შვილთან ცი---------------სთან ერთად ცხოვრობდა ამ ბინაში. მას დ----–-------–- სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა და როდესაც გარდაიცვალა, ამ ბინიდან გაასვენეს. გარკვეული პერიოდი ნ------------------ძე ქირითაც ცხოვრობდა, მაგრამ ხანმოკლე დროით, და ძირითადად მამის სახლში ცხოვრობდა, ცისიაც ამ სახლში ცხოვრობდა და სკოლაც აქ დაამთავრა.

 

მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლის ნ---------------ის განმარტებით, მეუღლესთან თ----------------------სთან ერთად 1998 წლამდე ცხოვრობდა ამ ბინაში, მამამთილის შ--–-------------ის სახელზე რიცხულ ბინაში. ნ------------------ძე მამის შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ შვილთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა, მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.

 

მოწმე ნ------------------–-ს ჩვენების თანახმად, რომელიც არის ც--------–----ის დედის ნ------------–----ის ბიძაშვილი, 1969 წელს გათხოვდა სოფელ ახალდაბაში, მაგრამ მუშაობდა დ----–-------–- საბავშო ბაღში და ურთიერთობა ჰქონდა ბიძაშვილებთან. მისმა ბიძაშვილმა პ---–-----–--------მ მამის სახლში მიიყვანა ცოლი და მამის შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგაც ამ სახლში ცხოვრობდა. ნ------------–----ე მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ნაქირავებ სხვადსხვა ბინებში. მან როგორც იცის, ნ------------–----ე მამის სახლში არ ცხოვრობდა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ნ------------------–-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ნ------------–----ე მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ნაქირავებ სხვადსხვა ბინებში და ნ------------–----ე მამის სახლში არ ცხოვრობდა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმე ნ----–--------------ე არის ც--------–----ის დედის ნ------------–----ის ბიძის მეუღლე, ანუ აწ გარდაცვლილი შ--–-------------ის ძმის მეუღლე, იგი ცხოვრობს დ----–-------–- და გარკვეული წლები ცხოვრობდნენ შ--–-------------ესთან ერთად ამ ბინაში. მისი ჩვენების თანახმად, ნ------------------ძე, მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშივე ცხოვრობდა მამის სახლში და მამის გარდაცვალების, 1983 წლის სექტემბერის შემდეგაც შვილთან ცი---------------სთან ერთად ცხოვრობდა ამ ბინაში. მას დ----–-------–- სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა. მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლი ნ---------------ე არის მოსარჩელე ც--------–----ის ბიძის - თ---------------------ის მეუღლე, მისი განმარტების თანახმად, მეუღლესთან თ----------------------სთან ერთად 1998 წლამდე ცხოვრობდა ასევე ამ ბინაში, მამამთილის შ--–-------------ის სახელზე რიცხულ ბინაში. ნ------------------ძე მამის შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ შვილთან ცისიასთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა, მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ც--------–----ის მიერ წარმოდგენილ წერილობითი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მოწმე ნ----–--------------ის ჩვენება და მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლის ნ---------------ის განმარტება, რომლებიც გარკვეული წლები ცხოვრობდნენ აწ გარდაცვლილ შ--–-------------ესთან ერთად ამ ბინაში, უფრო დასაბუთებულია და გასაზიარებელია, ვიდრე მოწმე ნ------------------–-ს ჩვენება, რომელიც 1969 წელს გათხოვდა სოფელ ახალდაბაში, თუმცა მუშაობდა დ----–-------–- საბავშო ბაღში და ურთიერთობა ჰქონდა ბიძაშვილებთან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ც--------–-----მ შეძლო სარჩელში მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ც--------–----ის დედა ნ------------–----ე შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა 1983 წელს, ოჯახთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას მამკვიდრებლის დანატოვარ სახლში დაახლოებით 2008-2009 წლებამდე. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ------------–----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის შ--–-------------ის სამკვდირო ქონება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვდირო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვდირო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდრო გასხნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, როემლიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღეებნ იმ წილს, როემლიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშბელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-------------ეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები - პ---–-------------, ნ------------–----ე და თ----------------------. ამდენად, მათი წილი სადავო უძრავ ქონებაში განისაზღვრება 1/3-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვდიროს გასხნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვდიროს მიღების შესახებ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს, ასევე, სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც--------–----ის დედა ნ------------–----ე შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა ცხოვრებას მამის დანატოვარ სახლში. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს ნ------------–----ის მიერ გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფლობისა და მართვის ფაქტზე, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ნ------------–----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, ც--------–----- დედა ნ------------–----ე კუთვნილი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელ შ--–-------------ეს დარჩა სამი მემკვიდრე, ც--------–-----ს, როგორც ნ------------–----ის მემკვიდრეს შვილს, წარმოეშვა საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, როემლიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზენობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა თითოეულ მემკვიდრეზე მისი წილის შესაბამისად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის წილთა თანაბრობის პრინციპს ემყარება, რაც საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობა უფლებადამდგენი დოკუმენტიაა და წარმოადგენს, როგორც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნების დადგენილი წესით გამოვლენას, ისე სამკვიდროს მიღებას. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 27 ივლისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა ბორჯომის რაიონი, დ----–-------–- მდებარე, შ--–-------------ის დანაშთ უძრავ სამკვიდრო ქონების ½ წილზე მხოლოდ პ---–------------ის სასარგებლოდ იმ დროს, როცა სამკვიდრო სხვა იმავე რიგის ორ მემკვიდრეს არ ჰქონდა მიღებული. ამდენად, სამკვიდროდან სხვა მემკვიდრეების კუთვნილი წილის ნაწილში პ---–-------------მ ნოტარიუსის წინაშე გამოხატა რა მართლსაწინააღმდეგო ნება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, იგი ბათილად მიიჩნევა, რასაც შედეგად შესაბამის ნაწილში სამკვიდრო მოწმობის, როგორც თანმდევი შედეგის ბათილობა უნდა მოჰყვეს. შესაბამისად, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 1/6 ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს თავის ქონებაზე ყოველგვარი ბატონობა, მათ შორის, განკარგოს იგი. ჩუქების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლისა, რომლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაჩუქების, მეორეს მხრივ, საჩუქრის მიღების ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს ჩუქების სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

გამომდინარე იქედან, რომ ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს - მესაკუთრეს, ამგვარი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნების გამოვლენა. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების 1/3 ეკუთვნოდა ც--------–----ის დედას ნ------------–----ეს, რომელსაც არ გამოუვლენია კუთვნილი ქონების გაჩუქების და შემდგომ გასხვისების ნება. ამდენად, ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ც--------–----ის კუთვნილი ქონების ნაწილში რეალურად მოხდა არანამდვილი მესაკუთრე პირისა და დასაჩუქრებულის, მყიდველის ნებათა თანხვედრა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ქონების 1/6-ის გასხვისება მოხდა არამესაკუთრის ნების გამოვლენით, შესაბამისად, სახეზეა გარიგება, რომლითაც დაირღვა კანონით დადგენილი წესრიგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 524-ე, 477-ე მუხლების დანაწესი, რის გამოც იგი, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია ქონების იმ წილის გაჩუქების და გასხვისების ნაწილში, რომელიც არ ეკუთვნოდა მჩუქებელს და გამყიდველს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 2011 წლის 20 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და 2013 წლის 08 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაჩუქებული და გასხვისებული ქონების 1/6 ნაწილში, წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, ბათილი გარიგება კი ბათილია მისი დადებისთანავე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლისა და მას არ შეიძლება მოჰყვეს ჩუქებისათვის და ნასყიდობისათვის დამახასიათებელი შედეგი - დასაჩუქრებულისათვის და მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემა ქონებაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.11.2016 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სამკვიდრო ქონების მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას, რადგან რეგისტრაციის პარალელურად მხარეს ევალებოდა წარმოედგინა ქონების დაუფლების მტკიცებულებები. რაც შეეხება 2004 წლის მიწის გადასახდის გადამხდელთა სიას, გაუგებარია რატომ დაუკავშირა სასამართლომ ფაქტობრივ მფლობელობას შ--–-------------ის დანაშთი ქონების მფლობელობით მიღების თვალსაზრისით, რადგან არავინ იცის სად მდებარეობს სიაში მითითებული მიწის ნაკვეთი. ამასთან მემკვიდრეობის მიღება უნდა დგინდებოდეს 1983 წლის 18 სექტემბრიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

 

აპელანტი მიუთითებს მოწმეზე - ნ----–--------------ეზე, რომელიც არათუ არ არის შ--–-------------ის ძმის მეუღლე, მან სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ მისცა სწორი ჩვენება. ასევე, სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო ნ---------------ის განმარტების გამოყენება მტკიცებულებად. ასევე, სასამართლომ არ მიუთითა ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლებზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ნ------------------ძე დაიბადა 1954 წლის 26 ივლისს, მისი მშობლები იყვნენ: მამა შ--–-------------ე, დედა ც---–-----------ძე. ნ------------------ძე გარდაიცვალა 2012 წლის 15 იანვარს.

 

1975 წლის 11 თებერვალს ნ------------------ძე დაქორწინდა ა--------–-----ზე. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ნ------------------ძეს მიეკუთვნა გვარი - მ--–-----.

 

ც--------–-----მ, როგორც ნ------------–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის ნ------------–----ის დანაშთი ქონება, კერძოდ ბორჯომის რაიონი, დ----–-------–- მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობი 810.09 კვმ., საკადასტრო კოდი N6-----------.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად ნ---------–--–--- ასული მ--–----ის (დაბადებული 26.07.1954წ.) რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, წ--------, ლ-------------, რეგისტრაციის თარიღი 04.02.1983წ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, პ---–--–--–--- ძე ბ---------ის (დაბადებული 26.12.1960წ.) რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, წ--------, ლ-------------, რეგისტრაციის თარიღი 15.11.1984წ. 08.04.2004 წლიდან პ---–------------ის რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, დ--–---------–----------–----- N31.

 

შ--–-------------ე გარდაიცვალა 1983 წლის 18 სექტემბერს; ც---–-----------ძე გარდაიცვალა 1994 წლის 9 სექტემბერს.

 

შ--–-------------ის გარდაცვალებისას მის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ნივთი მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა წ--------, თ------–------------–-----------ში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ტექნიკური მაჩვენებლებია: სახლის საერთო სასარგებლო ფართ შეადგენს 188.5 კვმ., მათ შორის საცხოვრებელი ფართია - 130 კვმ. და საზაფხულო ფართია 58.2 კვმ.

 

შ--–-------------ეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - პ---–-------------, ნ------------–----ე და თ----------------------.

 

2010 წლის 27 ივლისს პ---–-------------მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--------–-–---–ს და ითხოვა შ--–-------------ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მის კუთვნილ ½ წილზე.

პ---–-------------მ (დაბადებული 26.12.1960წ.), როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის შ--–-------------ის კუთვნილი მთლიანი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან ფართით 188.5 კვმ-დან, მათ შორის საცხოვრებელი ფართიდან 130.3 კვმ.-დან და საზაფხულო ფართიდან 58.2 კვმ.-დან და მიწის ნაკვეთიდან 528 კვმ-დან -წილი, მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა წ--------, თ------–------------–-----------ში (ყოფ. 46, ყოფ. 28), ხოლო ½ წილი რჩება სხვა მემკვიდრეების სასარგებლოდ.

 

პ---–-------------მ (პ/ნ1----------) მ-----------------ს (პ/ნ1----------) საჩუქრად გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილი, მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა წ-------- თ---------–------------ში (ყოფ. ლენინი), საკადასტრო კოდი N6-----------.

 

მ-----------------მ (პ/ნ1----------) გაყიდა, ხოლო ზ------------------მ (პ/ნ 1----------) იყიდა ბორჯომი, დ----–-----------------------–---------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 6-----------.

 

2015 წლის 26 მარტს ც--------–----ის წარმომადგენელმა ლ-------–--–-----მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--------–-–---–ს და ითხოვა 27.07.2010წ. გაცემულ N100747191 სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და პ---–-------------ზე გადაცემული ქონების ½ წილის მემკვიდრედ ც--------–----ის ცნობა.

 

ნოტარიუსის დადგენილებით ც--------–-----ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანაზე, ვინაიდან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა.

 

14.02.2013წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბორჯომის რაიონი, დ----–-------–--------------–-----------ში (ყოფ. ლენინის) მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) მესაკუთრე არის ზ------------------ (პ/ნ 1----------).

 

აწ გარდაცვლილი შ--–-------------ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ც--------–----ის დედამ - ნ------------–----ემ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისმა დედამ ნ------------–----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის შ--–-------------ის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, მას აკისრია საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ც--------–-----მ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომ მისი დედა, აწ გარდაცვლილი ნ------------------ძე 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის, აწ გარდაცვლილი შ--–-------------ის სამკვიდროს, მტკიცებულებად წარმოადგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წ--------ს 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, რომლის თანახმად, ნ---------–--–--- ასული მ--–-----მ, სიით 302-ე, დ----–-------–- მიიღო 300 კვადრატული მეტრი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N1------------ საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმად ნ---------–--–--- ასული მ--–----ის (დაბადებული 26.07.1954წ.) რეგისტრაციის ადგილია ბორჯომი, წ--------, ლ-------------, რეგისტრაციის თარიღი 04.02.1983წ, 2014 წლის 03 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 1--------, რომლის თანახმად, ც--------–-----მ, როგორც ნ------------–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის ნ------------–----ის დანაშთი ქონება, კერძოდ ბორჯომის რაიონი, დ----–-------–- მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობი 810.09 კვმ., საკადასტრო კოდი N6-----------; არასრული საშუალო განათლების 000741 მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ც----------- ასული მ--–----- სწავლობდა ბორჯომის რაიონის წ--------ს საშუალო სკოლაში და 1992 წელს დაამთავრა არასრული საშუალო სკოლა.

 

მოწმე ნ----–--------------ის ჩვენებით, იგი ცხოვრობს დ----–-------–-, გარკვეული წლები ცხოვრობდნენ შ--–-------------ესთან ერთად მითითებულ ბინაში. მოწმის ჩვენების შესაბამისად, ც--------–----ის დედა ნ------------------ძე, მამის შ--–-------------ის სიცოცხლეში ცოლად გაჰყვა ასპინძაში მცხოვრებ ა--------–-----ს, რადგან ვერ შეეგუა იქ არსებულ მდგომარეობას, დედამ ორ კვირაში წამოიყვანა ნარგიზა სახლში. ნ------------------ძე, მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშივე ცხოვრობდა მამის სახლში და მამის გარდაცვალების, 1983 წლის სექტემბერის შემდეგაც შვილთან ცი---------------სთან ერთად ცხოვრობდა ამ ბინაში. მას დ----–-------–- სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა და როდესაც გარდაიცვალა, ამ ბინიდან გაასვენეს. გარკვეული პერიოდი ნ------------------ძე ქირითაც ცხოვრობდა, მაგრამ ხანმოკლე დროით, და ძირითადად მამის სახლში ცხოვრობდა, ცისიაც ამ სახლში ცხოვრობდა და სკოლაც აქ დაამთავრა.

 

მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლის ნ---------------ის განმარტებით, მეუღლესთან თ----------------------სთან ერთად 1998 წლამდე ცხოვრობდა ამ ბინაში, მამამთილის შ--–-------------ის სახელზე რიცხულ ბინაში. ნ------------------ძე მამის შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ შვილთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა, მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.

 

მოწმე ნ------------------–-ს ჩვენების თანახმად, რომელიც არის ც--------–----ის დედის ნ------------–----ის ბიძაშვილი, 1969 წელს გათხოვდა სოფელ ახალდაბაში, მაგრამ მუშაობდა დ----–-------–- საბავშვო ბაღში და ურთიერთობა ჰქონდა ბიძაშვილებთან. მისმა ბიძაშვილმა პ---–-------------მ მამის სახლში მიიყვანა ცოლი და მამის შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგაც ამ სახლში ცხოვრობდა. ნ------------–----ე მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ნაქირავებ სხვადსხვა ბინებში და როგორც მისთვის ცნობილია, ნ------------–----ე მამის სახლში არ ცხოვრობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

პალატა არ იზიარებს მოწმე ნ------------------–-ს ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ნ------------–----ე მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ნაქირავებ ბინებში და ნ------------–----ე მამის სახლში არ უცხოვრია.

 

ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს ნ----–--------------ის ჩვენებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ცხოვრობს დ----–-------–- და გარკვეული წლები ცხოვრობდა ოჯახთან ერთად სადავო ბინაში. მისი ჩვენების თანახმად, ნ------------------ძე, მამის შ--–-------------ის სიცოცხლეშივე ცხოვრობდა მამის სახლში და მამის გარდაცვალების, 1983 წლის სექტემბერის შემდეგაც შვილთან ცი---------------სთან ერთად ცხოვრობდა ამ ბინაში. მას დ----–-------–- სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა. გარდა აღნიშნულისა, მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლის ნ---------------ის განმარტების თანახმად, იგი მეუღლესთან თ----------------------სთან ერთად 1998 წლამდე ცხოვრობდა ასევე, მამამთილის შ--–-------------ის სახელზე რიცხულ ბინაში. ნ------------------ძე მამის შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ შვილთან ცისიასთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა, მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ნ----–--------------ის ჩვენება და მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლის ნ---------------ის განმარტება, რომლებიც გარკვეული წლები ცხოვრობდნენ აწ გარდაცვლილ შ--–-------------ესთან ერთად სადავო ბინაში, უფრო სარწმუნო და გასაზიარებელია, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პირთა განმარტებები (ჩვენებები) თანხვედრაშია საქმის სხვა მტკიცებულებებთან (წერილობითი მტკიცებულებები), სადავო ფართში რეგისტრაცია და სხვ., ვიდრე მოწმე ნ------------------–-ს ჩვენება, რომელიც 1969 წლიდან ცხოვრობდა სოფელ ახალდაბაში, იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობას ინარჩუნებდა ბიძაშვილებთან.

 

პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ც--------–----ის დედა ნ------------–----ე შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა 1983 წელს, ოჯახთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას მამკვიდრებლის დანატოვარ სახლში დაახლოებით 2008-2009 წლებამდე. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------------–----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის შ--–-------------ის სამკვდირო ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვდირო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვდირო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდრო გასხნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღეებნ იმ წილს, როემლიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშბელს ერგებოდა.

 

დადგენილია, რომ შ--–-------------ეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები - პ---–-------------, ნ------------–----ე და თ----------------------. ამდენად, მათი წილი სადავო უძრავ ქონებაში განისაზღვრება 1/3-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვდიროს გასხნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვდიროს მიღების შესახებ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა სამკვიდროს მიღებას უკავშირებს, ასევე, სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ც--------–----ის დედა ნ------------–----ე შ--–-------------ის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა ცხოვრებას მამის დანატოვარ სახლში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს ნ------------–----ის მიერ გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფლობისა და მართვის ფაქტზე, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ნ------------–----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, ც--------–----- დედა ნ------------–----ე კუთვნილი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელ შ--–-------------ეს დარჩა სამი მემკვიდრე, ც--------–-----ს, როგორც ნ------------–----ის მემკვიდრეს შვილს, წარმოეშვა საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, როემლიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზენობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა თითოეულ მემკვიდრეზე მისი წილის შესაბამისად.

 

სამკვიდრო მოწმობა უფლებადამდგენი დოკუმენტიაა და წარმოადგენს, როგორც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნების დადგენილი წესით გამოვლენას, ისე სამკვიდროს მიღებას. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 27 ივლისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა ბორჯომის რაიონი, დ----–-------–- მდებარე, შ--–-------------ის დანაშთ უძრავ სამკვიდრო ქონების ½ წილზე მხოლოდ პ---–------------ის სასარგებლოდ იმ დროს, როცა სამკვიდრო სხვა იმავე რიგის ორ მემკვიდრეს არ ჰქონდა მიღებული. ამდენად, სამკვიდროდან სხვა მემკვიდრეების კუთვნილი წილის ნაწილში პ---–-------------მ ნოტარიუსის წინაშე გამოხატა რა მართლსაწინააღმდეგო ნება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, იგი ბათილად მიიჩნევა, რასაც შედეგად შესაბამის ნაწილში სამკვიდრო მოწმობის, როგორც თანმდევი შედეგის ბათილობა უნდა მოჰყვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს თავის ქონებაზე ყოველგვარი ბატონობა, მათ შორის, განკარგოს იგი. ჩუქების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლისა, რომლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაჩუქების, მეორეს მხრივ, საჩუქრის მიღების ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს ჩუქების სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

გამომდინარე იქედან, რომ ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს - მესაკუთრეს, ამგვარი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნების გამოვლენა. სადავო უძრავი ქონების 1/3 ეკუთვნოდა ც--------–----ის დედას ნ------------–----ეს, რომელსაც არ გამოუვლენია კუთვნილი ქონების გაჩუქების და შემდგომ გასხვისების ნება. ამდენად, ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ც--------–----ის კუთვნილი ქონების ნაწილში რეალურად მოხდა არანამდვილი მესაკუთრე პირისა და დასაჩუქრებულის, მყიდველის ნებათა თანხვედრა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ქონების 1/6-ის გასხვისება მოხდა არამესაკუთრის ნების გამოვლენით, შესაბამისად, სახეზეა გარიგება, რომლითაც დაირღვა კანონით დადგენილი წესრიგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 524-ე, 477-ე მუხლების დანაწესი, რის გამოც იგი, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია ქონების იმ წილის გაჩუქების და გასხვისების ნაწილში, რომელიც არ ეკუთვნოდა მჩუქებელს და გამყიდველს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავიშრებით, რომ 2011 წლის 20 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და 2013 წლის 08 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაჩუქებული და გასხვისებული ქონების 1/6 ნაწილში, წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, ბათილი გარიგება კი ბათილია მისი დადებისთანავე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლისა და მას არ შეიძლება მოჰყვეს ჩუქებისათვის და ნასყიდობისათვის დამახასიათებელი შედეგი - დასაჩუქრებულისათვის და მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემა ქონებაზე.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ც--------–----ის მიერ წარმოდგენილ წერილობითი მტკიცებულებებთან ერთად მოწმე ნ----–--------------ის ჩვენებისა და მესამე პირის თ---------------------ის წარმომადგენლის განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ბ---------ისა და მ----- ბ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.11.2016 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი