განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100115791987
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115791987

საქმე №1/ბ-48-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2018 წელი ქ---------ი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდო----ე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ფ-------- ქ---–----ის

ადვოკატის – მ------ ზ----ის

მონაწილეობით,გამართლებულის _ ს------ ც---------ის და დაზარალებულის წარმომადგენლის _ ი----- ს---------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №---) ს------ ც---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ბათუმში, მ----–--ის ქ-----ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წელს მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ს------ ც---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

-სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

-სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ს------ ც---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

ს------ გალუსტის ძე ც---------ი მუშაობდა შპს ”---------------------------------ში” კომერციული განყოფილების გამგის თანამდებობაზე და იყო სახელმწიფო მოხელე, რა დროსაც ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და გამორჩენის მიღების მიზნით 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის, მიითვისა შპს ,----–----------------------------------ის” კუთვნილი დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, კერძოდ:

 

მან, 1999 წლის 29 სექტემბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---6 წაიღო შპს ”ქ--–----------------------------------ის” კუთვნილი სიგარეტი ,,გონიო’’ 24 000 კოლოფი, 7 200 ლარის და სიგარეტი ,,ასტრა’’ 16 000 კოლოფი 30 400 ლარის, საერთო ღირებულებით 37 600 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 9 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---2 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 192 400 კოლოფი 32 900,4 ლარის, სიგარეტი ,,პრიმა’’ 39 600 კოლოფი 6 771,6 ლარის და სიგარეტი ,,ხიხანი’’ 2 000 კოლოფი 460 ლარის, საერთო ღირებულებით 40 132 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 9 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---5 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 200 000 კოლოფი, ღირებულებით 38 000 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 15 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---6 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 200 000 კოლოფი, ღირებულებით 38 000 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 16 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---7 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 200 000 კოლოფი, ღირებულებით 38 000 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 21 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---1 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 200 000 კოლოფი, ღირებულებით 38 000 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 26 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---1 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 224 000 კოლოფი, ღირებულებით 42 560 ლარი.

 

მანვე, 1999 წლის 30 ოქტომბერს, ქ.ქ-------–----------------–-----–-----------------------ში მცხოვრებ ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით №02---1 წაიღო სიგარეტი ,,ასტრა’’ 180 800 კოლოფი 34 352 ლარის, ხოლო სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებით №02---5 წაიღო სიგარეტი ,,ხიხანი’’ 8 500 კოლოფი, ღირებულებით 1 955 ლარი.

 

თავისი ამგვარი ქმედებებით ს------ ც---------მა სამსახურებრივი მდგო----ეობის ბოროტად გამოყენების გზით ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გაწერა ზემოაღნიშნული სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები და შპს ,,ბ------------------------------იდან’’ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 274 399 ლარის ღირებულების 1 451 300 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

 

ს------ ც---------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წელს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებებში და გამართლდა.

 

ს------ ც---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

გამართლებულ ს------ ც---------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, შპს ”---------------------------------ის” სალარო შემოსავლის ნაერთი უწყისები (დედნების სახით 18 ტომი), რომლებიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ფ-------- ქ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ, ს------ ც---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით; 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის 1/4 -ით შემცირება და საბოლოოდ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის განახევრება და საბოლოოდ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს------ ც---------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

აპელანტი თავის მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე მითითებით ასაბუთებს:

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შპს ,,ბ------------------------------ის” დამფუძნებელია 100%-იანი საწესდებო კაპიტალით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. ს------ ც---------ი 19---–-–--------------------------–-–----------------- პერიოდში მუშაობდა შპს ,,ბ------------------------------ში” კომერციული განყოფილების გამგის პოზიციაზე. იმავე პერიოდში თ-------------------ის დირექტორის პოზიციაზე მომუშავე თ----- ბ---–----ის და მთავარი ბურალტრის ი----- ს---------ის მიერ სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ს------ ც---------ი იყო კომბინატის ნედლეულითა და მასალებით მო----აგებაზე და, ასევე მზა პროდუქციის (სიგარეტების) რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირი. აქედან გამომდინარე, ის იყო დანაშაულის ჩადენის სპეციალური სუბიექტი, რომელიც ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის მიერ შპს ”ბ------------------------------ში” ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების მასალებით დადგენილია აგრეთვე, რომ მზა პროდუქციის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირი ს------ ც---------ი იყო და დებიტორული დავალიანებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობაა ჭ------ კ-------ეზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულება _ 275032 ლარი.

 

მართალია, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებზე არ არის ს------ ც---------ის ხელმოწერები, მაგრამ გრაფიკული ექსერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მათზე არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა ჭ------ კ-------ის, არამედ სხვა პირის მიერ, ანუ არის ყალბი ხელმოწერები და შესაბამისად, ყალბია ის სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები, რომლის გამოყენებითაც მოხდა მზა პროდუქციის საწყობიდან ზემოაღნიშნული სიგარეტების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. თავად ჭ------ კ-------ეც უარყოფს სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებზე მისი ხელმოწერის არსებობას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულმა თ----- ბ---–----ემ, რომელიც იყო თ-------------------ის დირექტორი, ასევე აჩვენა, რომ ს------ ც---------ს სამსახურებრივად ჰქონდა დავალებული სხვა ფუნქციებთან ერთად კომბინატიდან მზა პროდუქციის – სიგარეტების რეალიზაციაზე კონტროლი, ის იყო პასუხისმგებელი პირი. ვინაიდან, ს------ ც---------ის მიმართ ჰქონდა განსაკუთრებული ნდობა, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებზე ხელს აწერდა და თამბაქოს დირექტორის ბეჭდითაც ამოწმებდა მათ, მაგრამ მან არაფერი იცოდა ს------ ც---------ის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, რაც გამოვლინდა და ცნობილი გახდა მხოლოდ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო შემოწმების პროცესში. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოში დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა _ ი----- ს---------ემ.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ს------ ც---------მა, მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და მას შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების, ასევე რევიზიის აქტების, წინასაგამოძიებო შემოწმების მასალების და კომბინატიდან ამოღებული დოკუმენტაციის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადასტურებული ფაქტია, რომ ს------ ც---------ი ფლობდა თანამდებობრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ უფლებამოსილების დახმარებით ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ს------ ც---------ი დანიშნული იყო რა კომბინატის დირექტორის პოზიციაზე, მას სხვა უფლებამოვალეობებთან ერთად ევალებოდა კომბინატიდან მზა პროდუქციის რეალიზაციაზე კონტროლი და აღნიშნულზე პასუხისმგებელი პირი იყო. შესაბამისად, საწყობიდან მისგან დამოუკიდებლად და გვერდის ავლით მზა პროდუქციის გატანა და გასხვისება შეუძლებელი იყო.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა – ფ-------- ქ---–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ს------ ც---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ზ----ემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა ს------ ც---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მის მიერ გამოტანილი დასკვნები დასაბუთებულია. პალატა სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს წარდგენილ ბრალდებაში ს------ ც---------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება ს------ ც---------ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ჩადენა.

 

ბრალდების მხარე ს------ ც---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებულად მიიჩნევს სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის წარმომადგენლის _ ი----- ს---------ის და მოწმეების _ თ----- ბ---–----ის, მ------- ბ---–----ის, ჭ------ კ-------ის და ო---- ბ------ის ჩვენებებს, ს------ ც---------ის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებას, აჭარის ა/რ კონტროლის პალატის პალატის მიერ შპს ”ბ------------------------------ში” ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების მასალებს, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებს, გრაფიკული ექსპერტიზის №გ----- დასკვნას, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ ს------ ც---------ის ბრალეულობას, კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილი ბრძანებებიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ს------ ც---------ი 1----–-–--------------------------–-–---------------- მუშაობდა თ-------------------ის კომერციული განყოფილების გამგედ _ დირექტორის მოადგილედ.

 

აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ ქ.ბ------------------------------ში ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის 2003 წლის 12 აგვისტოს აქტით დადგენილია, რომ რევიზია შეეხო 2002 წლის 01 იანვრიდან 2003 წლის 01 ივლისამდე პერიოდს. აღნიშნული აქტის თანახმად, შპს „ბ------------------------------ი“ დაფუძნებულია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ 100%-იანი სახელმწიფო წილით და მისი საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა თამბაქოს წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია, სიგარეტის წარმოება, დამზადება, რეალიზაცია და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. ამავე აქტით დასტურდება, რომ კომბინატს გააჩნდა ბოლო წლების განმავლობაში წარმოშობილი საკმაოდ დიდი მოცულობის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. 2003 წლის 01 ივლისის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების მოცულობა შეადგენდა 800,2 ათას ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 439,2 ათას ლარს. დებიტორული დავალიანებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობაა ჭ------ კ-------ეზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულება _ 275 032 ლარი.

 

დაზარალებულ ი----- ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 1995 წლიდან მუშაობდა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე ბ------------------------------ში, რომლის საქმიანობის საგანს შეადგენდა თამბაქოს წარმოება, დამზადება და რეალიზაცია. კომბინატის დირექტორის _ თ----- ბ---–----ის ბრძანებით, მზა პროდუქციის მიწოდებაზე სათანადო საბუღალტრო საბუთების გაფორმება ხდებოდა უშუალოდ საწყობის გამგის მიერ. ამ საბუთების _ სატრანსპორტო-სასაქონლო ზედნადებების გაცემაზე ნებართვას ხელს აწერდა უშუალოდ დირექტორი ანდა მისი მოადგილე კომერციულ დარგში _ ს------ ც---------ი. რაც შეეხება დებიტორულ დავალიანებებს, ეთანხმება, რომ ნამდვილად არსებობს, მაგრამ კონკრეტულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს ნადვილად აქვთ თუ არა წაღებული ამ ღირებულების საქონელი კომბინატიდან და ფაქტიურად ეს თანხები გადაიხადეს თუ არა იმ პირებმა, ვინც საქონელი წაიღო, მისთვის უცნობია, რადგან თანხების გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ბუღალტერიაში არ არსებობს. ი----- ს---------ის განმარტებით, ს------ ც---------ი იყო კომბინატის დირექტორის მოადგილე კომერციულ დარგში და პროდუქციის განაწილება მის გარეშე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მოხდა. იგი ს------ ც---------ის დანაშაულს ვერ ხედავს, რადგან მისი ხელმოწერა არსად არის.

 

მოწმე თ----- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ------------------------------ის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 90-იანი წლების დასაწყისში. ს------ ც---------ი იყო მისი მოადგილე კომერციულ დარგში. იგი დაინიშნა მოადგილედ მზა პროდუქციის გასაღების მიზნით, ვინაიდან, იმ დროისათვის კომბინატი გადავიდა მუშაობის ახალ სტილზე, რის გამოც თავიანთი ძალებით ცდილობდნენ დაინტერესებული პირების მოძებნას და მათთან ხელშეკრულებების გაფორმებას. ს------ ც---------ი იყო ვალდებული შეემოწმებინა, როგორც ნედლეული, ასევე კლიენტურა. კომბინატს გააჩნდა მზა პროდუქციის საწყობი, სადაც მუშაობდა ა---------– შ-–----ე და მზა პროდუქციის გაცემა ხდებოდა უშუალოდ ამ საწყობიდან, ის წერდა კლიენტებთან შეთანხმების შემდეგ სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებს სიგარეტების რაოდენობასა და ფასზე, რის შემდეგაც კლიენტებს ბუღალტერიაში შეჰქონდათ თანხები. იყო შემთხვევებიც, როცა საქონელს გასცემდნენ შემდგომი გადახდის პირობითაც. ბოლოს მასთან ადიოდა დოკუმენტაცია, რომლებზეც აწერდა ხელს და ადასტურებდა შესაბამისი ბეჭდით. საგამოძიებო სამსახურში მისთვის წარდგენილი სასაქონლო ზედნადებები ნამდვილად კომბინატის მიერ არის გაცემული და მათზე არის მისი ხელმოწერა, ხოლო კლიენტების ხელმოწერები ნამდვილად მათ მიერ არის თუ არა შესრულებული, მისთვის უცნობია. მას წარედგინა ცხრა სხვადასხვა თარიღით გაცემული სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომელთა მიხედვით, მოქ. ჭ------ კ-------ეზე გაცემულია მზა პროდუქცია: სიგარეტები „ასტრა“ და „გონიო“. ეს ზედნადებები ნამდვილად მათ კომბინატშია გამოწერილი, ისინი შევსებულია მზა პროდუქციის საწყობის გამგის _ ა---------– შ-–----ის მიერ, დამოწმებულია მისი ხელმოწერით და სპეციალური შტამპით, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული. რაც შეეხება მრგვალ ბეჭედს, იგი მათი კომბინატის საკუთრებაა, დასმულია თავად მის მიერ და მისი ხელმოწერითაა დადასტურებული. ზედნადებების უკანა გვერდზე არსებული შტამპები ხელმოწერებით შესრულებულია საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაკების მიერ. რაც შეხება ჭ------ კ-------ის ხელმოწერებს, მისთვის უცნობია ეს ხელმოწერები ეკუთვნის თუ არა ამ უკანასკნელს. ახსოვს ორი პიროვნება, რომლებიც ჩამოვიდნენ 1999 წელს და მათთან მოლაპარაკებები აწარმოა ს------ ც---------თან ერთად. ისინი თვითონ მოვიდნენ თუ ს------ ც---------მა მოიყვანა, არ იცის. ამის შემდეგ ა---------– შ-–----ემ ისარგებლა მისი ნდობით, მასთან ამოჰქონდა ხელმოსაწერად სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები, თავად კი აწერდა ხელს, რადგან სჯეროდა ა---------– შ-–----ის, რომელიც არწმუნებდა, რომ სიგარეტები იყო დატვირთული და მზად იყო გადასაცემად. მოწმე თ----- ბ---–----ის ჩვენებით, მას ჰყავდა კომერციული დირექტორი, რომელიც პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ნედლეულის, მარაგი ნაწილების შეძენისა და მზა პროდუქციის გასაღების თაობაზე. ს------ ც---------ს და ა---------– შ-–----ეს ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირები კლიენტების მოზიდვასთან და მზა პროდუქციის გასაღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები იყვნენ ინფორმირებულები კომბინატის ყველა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, რაც უშუალოდ დაკავშირებული იყო მათი საქმიანობის სფეროსთან.

 

მოწმე მ------- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1996-1998 წლებში მუშაობდა ბ------------------------------ში კომერციული განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. კომბინატის დირექტორი იყო თ----- ბ---–----ე, ხოლო კომერციული განყოფილების უფროსი _ ს------ ც---------ი. მის მოვალეობაში შედიოდა კომბინატის ნედლეულითა და მასალებით მო----აგება, ასევე მზა პროდუქციის რეალიზაცია. მათი განყოფილება დირექტორის მინდობილობის საფუძველზე დებდა და აფორმებდა ხელშეკრულებებს სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებთან, როგორც ნედლეულის შეძენის, ისე მზა პროდუქციის რეალიზაციის თაობაზე. ამ საქმიანობით ძირითადად დაკავებული იყო ს------ ც---------ი, თავად კი ასრულებდა როგორც მისი, ასევე კომბინატის დირექტორის მითითებებს. მოწმის განმარტებით, ის გაეცნო აჭარის კონტროლის პალატის მუშაკების მიერ შედგენილ რევიზიის აქტს კომბინატის საბალანსო ანგარიშზე რიცხული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ, სადაც იგი მითითებულია, როგორც დებიტორული მევალე. ასევე წარედგინა კომბინატის ბუღალტერიიდან ამოღებული, 1997 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, ხსენებულ დღეს თ-------------------იდან ავტომანქანა „კამაზით“ გატანილი აქვს თამბაქოს მზა პროდუქცია _ სიგარეტი „გონიო“, სულ 200 220 კოლოფი, ღირებული 26028.60 ლარად, მიმღების გრაფაში ჩაწერილია მისი სახელი და გვარი, ხოლო ხელმოწერის ადგილზე რუსული ასოებითაა მინაწერი, შემდეგ არის კომერციული განყოფილების უფროსის _ ს------ ც---------ის ხელმოწერა. სინამდვილეში აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებთან მას არაფერი აკავშირებს და არ იცის ვის მიერაა შედგენილია, მასში მითითებული ოდენობის საქონელი ამ ღირებულებით არ მიუღია. შესაბამისად, მას არანაირი დავალიანება არ გააჩნდა კომბინატიის წინაშე. ასევე წარედგინა სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლითაც ირკვევა, რომ, თითქოს, 1997 წლის 20 დეკემბერს კომბინატის №1 საწყობიდან მიღებული აქვს ქ.თბილისში სარეალიზაციოდ 33 420 ლარის ღირებულების სიგარეტი „ასტრა“ და გატანილი აქვს ავტომანქანა „კამაზით“, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, მისი სახელით და გვარით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და არც საქონელი მიუღია. ასევე არ ადასტურებს სალაროს შემოსავლის №588 ორდერს, რომლის თანახმად, სალაროში კომბინატის ანგარიშზე შეტანილი აქვს 723 ლარი აუთვისებელი საქვეანგარიშო თანხის დასაფარად და სალაროს შემოსავლის №592 ორდერს, რომლის მიხედვით, თითქოს, სალაროში შეტანილი აქვს 19 650 ლარი.

 

მოწმე ჭ------ კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ქ---------ში ეწეოდა სიგარეტების რეალიზაციას და საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ. 1999 წელს, დაახლოებით სექტემბრის თვეში, ის დ----- კ--–-----ესთან ერთად იმყოფებოდა ქ.ბათუმში. ამ უკანასკნელმა მოლაპარაკებები აწარმოა ბ------------------------------ის ხელმძღვანელობასთან და სარეალიზაციოდ წამოიღეს 150 ყუთი სიგარეტი „ასტრა“, მაგრამ რადგან დ----- კ--–-----ეს არ ჰქონდა რეგისტრაცია, სიგარეტების პარტია გამოიწერა მის სახელზე. საქონლის ღირებულება კომბინატის ბუღალტერიაში წინასწარვე გადაიხადა დ----- კ--–-----ემ და სიგარეტები წამოიღეს ო---- ბ------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსით. ამის შემდეგ რამდენჯერმე კვლავ ჩამოიტანეს სიგარეტების პარტია, მაგრამ თანხას ყოველთვის დ-----ი იხდიდა კომბინატის ბუღალტერიაში. თავად არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია კომბინატიდან სიგარეტების მოწოდებაზე, შესაბამისად, არც ხელი მოუწერია არაფერზე. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო სამსახურში წარუდგინეს სასაქონლო ზედნადებები, რომლებზეც მისი სახელით ხელმოწერები შესრულებულია სხვა პირის მიერ; მისი ხელმოწერა არცერთზე არ არის და მისთვის გაურკვეველია, თუ ვინ მოაწერა მათზე ხელი. ბ------------------------------ის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია, აღნიშნული კომბინატის დირექტორს, თ----- ბ---–----ეს და მის მოადგილეს, ს------ ც---------ს საერთოდ არ იცნობდა და მათთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია. ის სიგარეტებიც, რომლის წამოღებასაც თავად ესწრებოდა და გაფორმდა მის სახელზე, ეკუთვნოდა დ----- კ--–-----ეს და თანხასაც ეს უკანასკნელი იხდიდა, როგორც იცის.

 

მოწმე ო---- ბ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1993 წლიდან მუშაობდა სს „----------ში“ და სამართავად გადაცემული ჰყავდა სამგზავრო ავტობუსი „ლაზი“. მასთან მივიდა ნაცნობი დ----- კ--–-----ე და სთხოვა ბ------------------------------იდან სიგარეტების წამოღებაში დახმარება. შეთანხმების შემდეგ, იგი შევიდა თ-------------------ის ტერიტორიაზე, სადაც მისთვის უცნობმა პირებმა საწყობიდან დაუტვირთეს ავტომანქანა. დ----- კ--–-----ე ამ დროს შესული იყო კომბინატში, მაგრამ ვისთან ჰქონდა შეხვედრა და რა საკითხებს აგვარებდა, მისთვის უცნობია. მან საქონელი ჩაიტანა ქ---------ში და ეს მოხდა რამდენჯერმე. თითოეულ გზაზე მოჰქონდა 80 ან 100 ყუთი სხვადასხვა სახის სიგარეტები, ძირითადად „ასტრა“ და „გონიო“. მას პირადად რაიმე სახის დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერია და არც ვინმესთან ჰქონია შეხვედრები. ამ საკითხებს დ----- კ--–-----ე აგვარებდა, ხოლო თვითონ იყო მხოლოდ მძღოლი.

 

სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებების დათვალიერებით დასტურდება, რომ 1999 წლის 29 სექტემბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---6 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის მიხედვითაც მან წაიღო შპს ქ.ბ------------------------------ის კუთვნილი 24 000 კოლოფი სიგარეტი ,,გონიო’’, ღირებული 7 200 ლარად და 16 000 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 30 400 ლარად, სულ ღირებული 37 600 ლარად; 1999 წლის 9 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---2 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო 192 400 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 32 900,4 ლარად, 39 600 კოლოფი სიგარეტი ,,პრიმა’’, ღირებული 6 771,6 ლარად და 2 000 კოლოფი სიგარეტი ,,ხიხანი’’, ღირებული 460 ლარად, საერთო ღირებულებით 40 132 ლარი; 1999 წლის 9 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---5 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო 200 000 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 38 000 ლარად; 1999 წლის 15 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---6 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო 200 000 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 38 000 ლარად; 1999 წლის 16 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---7 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო სიგარეტი 200 000 კოლოფი ,,ასტრა’’, ღირებული 38 000 ლარად; 1999 წლის 21 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---1 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო 200 000 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 38 000 ლარად; 1999 წლის 26 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---1 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო 224 000 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 42 560 ლარად; 1999 წლის 30 ოქტომბერს, ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილია №02---1 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები, რომლის თანახმად, მან წაიღო 180 800 კოლოფი სიგარეტი ,,ასტრა’’, ღირებული 34 352 ლარად, ხოლო №02---5 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებით წაიღო 8 500 კოლოფი სიგარეტი ,,ხიხანი’’, ღირებული 1 955 ლარად.

 

როგორც ჭ------ კ-------ის სახელზე გამოწერილი ზემოაღნიშნული სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებიდან ირკვევა, მათში მითითებული საქონლის ოდენობას და ღირებულებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს საწყობის გამგე ა---------– შ-–----ე, ზედნადებებს ასევე ხელს აწერს და ბეჭდით ამოწმებს კომბინატის დირექტორი თ----- ბ---–----ე, საქონლის გატანას კი ამოწმებს სპეციალური დაცვის სამსახური _ გამშვები პუნქტი, შესაბამისი შტამპით. ჭ------ კ-------ემ თავის ჩვენებაში კატეგორიულად უარყო ზედნადებებზე მისი ხელმოწერის არსებობა, რაც დადასტურდა საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის №გ----- დასკვნითაც, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებზე ხელმოწერები შესრულებულია არა ჭ------ კ-------ის, არამედ სხვა პირის მიერ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ს------ ც---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ ხსენებული მტკიცებულებები ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებებს, რომ ს------ ც---------ი 1----–-–--------------------------–-–---------------- ნამდვილად მუშაობდა შპს ”---------------------------------ში” კომერციული განყოფილების გამგედ _ დირექტორის მოადგილედ, რომ აღნიშნულ კომბინატში 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჭ------ კ-------ის სახელზე გამოიწერა ფიქტიური სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები 1 451 300 კოლოფ სხვადასხვა დასახელების სიგარეტზე და რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგად, 2003 წლის 01 ივლისის მდგო----ეობით კომბინატს დაუდგინდა დავალიანებები, რომელთაგან ყველაზე დიდი რაოდენობის დებიტორულ დავალიანებას წარმოადგენდა ჭ------ კ-------ეზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულება _ 275 032 ლარი. რაც შეეხება ს------ ც---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რომ მან ჭ------ კ-------ის სახელზე ფიქტიურად გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებების საფუძველზე შპს ,,ბ------------------------------იდან’’ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 274 399 ლარის ღირებულების 1 451 300 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, ბრალდების მხარეს ამის დამადასტურებული რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის ასეთი პოზიცია ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ დაუსაბუთებელ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სააპელაციო პალატა აანალიზებს რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ არცერთი მათგანი, არც ცალკე აღებული და არც ერთობლიობაში არ ადასტურებს ს------ ც---------ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებს. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ამ დანაშაულების ს------ ც---------ის მიერ ჩადენაზე. საქმეზე დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლისა და მოწმეების ჩვენებები ს------ ც---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებენ. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, ისინი შეიცავენ ზოგად ინფორმაციებს საბრალდებო დასკვნაში აღწერილ გარემოებებთან და ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ უშუალოდ ს------ ც---------ის მიერ დანაშაულის ჩადენას არ ადასტურებენ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ პოზიციას, რომ საწარმოს ეფექტური მართვა-გამგეობის მიზნით, კომბინატში ცალკეულ თანამდებობებზე ოფიციალურად დანიშნულ თანამდებობის პირებზე გადანაწილებული უფლება-მოვალეობების საფუძველზე ხორციელდებოდა მართვა-გამგეობა და რომ ს------ ც---------ს სხვა ფუნქციებთან ერთად სამსახურებრივად ჰქონდა დავალებული კომბინატიდან მზა პროდუქციის – სიგარეტების რეალიზაციაზე კონტროლი, ვინაიდან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სარწმუნო მტკიცებულება (შესაბამისი ბრძანება ან სხვა დოკუმენტი).

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ “in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ ს------ ც---------მა ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რაც საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ს------ ც---------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ს------ ც---------ის მიმართ გამოიტანა საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა. ამდენად, აღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ს------ ც---------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, სააპელაციო პალატამ მოცემული საქმე განიხილა ძველი _ 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გაუქმების რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ს------ ც---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ს------ ც---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წელს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

4.ს------ ც---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

5.გამართლებულ ს------ ც---------ს განემარტოს უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219_228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებები _ შპს „ქ.ბ------------------------------ის“ სალარო შემოსავლის უწყისები (დედნების სახით, 18 ტომი), რომლებიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ. სირაძე/

 

/თ. სვანიძე/