განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100117001861602
საქმე №1ბ/702-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: მ–--------------–---------------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------------–-------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით:
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 23 იანვრიდან - 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდა გ-----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო;
გ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;
გ-----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ-------–--–----------–-------------------------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------ემ, შელაპარაკების ნიადაგზე, განახორციელა ოჯახური ძალადობა გერი შვილის - შვიდი წლის გ----------–-----ის მიმართ, რა დროსაც ხელი დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა გ----------–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ-------–--–----------–--------------------------- ბინა #24-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------ემ, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან გ----------–-----ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ------–------ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მ------–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------ემ. ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ-----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს, რომ გ-----------------ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი, რომელიც გ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
მოწმემ ხ-----------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, მობილურ ტელეფონზე დაურეკა შვილმა - მ------–------მ და უთხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ გ-----------------ემ იჩხუბეს, ის და მისი შვილი გ----------–-----ე ჩაკეტილები იყვნენ საპირფარეშოში და ითხოვდა დახმარებას. ხ-----------------ე და მისი მეუღლე - გ------–-----ე მაშინვე წავიდნენ მათთან, შემდეგ მისამართზე: ქ-------–------------–-------------------------–-- მისვლისას კარი გაუღო სიძემ - გ-----------------ემ, რომელსაც ხელში ეჭირა პატარა ი--------------ე, ხოლო მათი შვილი - მ------–------ და შვილიშვილი გ----------–-----ე იმყოფებოდნენ/ჩაკეტილები იყვნენ საპირფარეშოში. გ-----------------ე იყო აგრესიული, იგინებოდა. მათი მისვლის შემდეგ, გ-----------------ემ ბავშვი - ი--------------ე ჩასვა საბავშვო ეტლში და შევიდა საძინებელში, სადაც ჩაამტვრია აივანზე გასასვლელი კარის მინა და დაიზიანა ხელები. ვინაიდან გ-----------------ეს ჰქონდა ძლიერი სისხლდენა, მათ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მისვლამდეც მივიდა საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, მისი შვილი - მ------–------ და შვილიშვილი გ----------–-----ე იმდენად იყვნენ შეშინებულები, რომ მათი მისვლის შემდეგაც კი არ გამოსულან საპირფარეშოდან. ისინი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ გამოვიდნენ და იყვნენ უკიდურესად შეშინებულები. ამასთან, საპირფარეშოდან გამოსვლისას მის შვილს - მ------–------ს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელს არ უთქვამს აღნიშნული დაზიანებები როგორ მიიღო. რაც შეეხება შვილიშვილს - გ----------–-----ეს, მისთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს, თუმცა, როგორც მოგვიანებით მეუღლემ - გ------–-----ემ უთხრა, მისთვის ბავშვს უთქვამს: „გ------იმ ფეხზე მომარტყაო“. მოწმის განმარტებით, როგორც მ------–-----ისგან გახდა ცნობილი, აღნიშნული კონფლიქტი ამ უკანასკნელის უფროსი შვილის - გ----------–-----ის გამო მოხდა, რომელიც მის ბიოლოგიურ მამას ჰყავდა წაყვანილი. მოწმის თქმით, გ-----------------ეს მისთვისაც არაერთხელ უთქვამს, რომ არ მოსწონდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას რომ მიჰყავდა იგი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, მის შვილსა და გ-----------------ეს არერთხელ ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, იგი იმყოფება მუდმივი შიშის ქვეშ, რათა გ-----------------ემ მის შვილს და შვილიშვილს არაფერი დაუშავოს. მით უფრო, როგორც გ-----------------ის ბაბუა ეუბნება: „ვიდრე არ მოკლავს თქვენს შვილს, იქამდე არ წაიყვანთო?„. მისი შვილის და შვილიშვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მართალია, უნდა, რომ მისმა შვილმა გ-----------------ესთან აღარ იცხოვროს, თუმცა, მისი შვილი რამდენჯერაც წამოვიდა მისგან, იმდენჯერ შეურიგდა. არ იცის გ-----------------ე მის შვილს აშინებს, თუ რატომ ურიგდება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იგი გ----------–-----ეს ახლდა გამომძიებელთან, თუმცა, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან ბავშვი მხოლოდ თავს იქნევდა და არაფერს პასუხობდა. ამასთან, მის შვილს მ------–------ს არ უთქვამს გამოკითხვისას გამომძიებელი ბავშვის წართმევით მემუქრებოდაო.
მოწმე გ------–-----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს დაურეკა შვილმა მ------–------მ და უთხრა, რომ ეშინოდა მეუღლის - გ-----------------ის, რის გამოც ბავშვთან - გ----------–-----ესთან ერთად ჩაკეტილი იყო საპირფარეშოში და ითხოვდა დახმარებას. მოწმის განმარტებით, მისი და მისი მეუღლის მისვლისას გ-----------------ე იყო აღელვებული, აგრესიული და იგინებოდა, ხოლო მისი შვილი მ------–------ და შვილიშვილი გ----------–-----ე იმყოფებოდნენ საპირფარეშოში. მათი მისვლის შემდეგ გ-----------------ემ ხელები გადაიჭრა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ადგილზე ასევე მისულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ამასთან, მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა საპირფარეშოდან გამოსვლისას მის შვილს დაზიანებები ჰქონდა თუ არა, ასევე, დასჭირდა თუ არა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და იგი გადაყვანილი იყო თუ არა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, შვილიშვილი იყო შეშინებული და ტიროდა, თუმცა, რატომ ტიროდა არ უთქვამს. მოწმის განმარტებით, ბავშვი ამბობდა, რომ ფეხი მოხვდა, თუმცა, ვისი ფეხი მოხვდა და რა ვითარებაში, არ იცის.
პატრულ-ინსპექტორებმა ზ-------------–---–მა და გ------------–---მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 22 იანვარს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 00:00 საათზე, რადიოსადგურ „ცენტრის“ მეშვეობით მიიღეს გამოძახება, რომლის თანახმადაც, ქ--------–--–-----------–-----------------------------–- ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. მისამართზე მისვლისას ადგილზე დახვდათ გ-----------------ე, რომელსაც ხელის მტევნები ჰქონდა დაზიანებული და დიდი რაოდენობით მოსდიოდა სისხლი. აღნიშნულის გამო, მათ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამასთან, გ-----------------ე იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და იყო უკიდურესად აღელვებული და აგრესიული. ადგილზე დახვდათ გ-----------------ის სიდედრ - სიმამრი, რომელთაც განუმარტეს, რომ გ-----------------მ დაზიანებები მიიღო მინის ჩამტვრევით, ასევე, გ-----------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა გერზე - გ----------–-----ეზე და მეუღლეზე - მ------–------ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რის გამოც ეს უკანასკნელები ჩაკეტილები იყვნენ აბაზანაში/საპირფარეშოში. მოწმეთა განმარტებით, მას შემდეგ, რაც მ------–------ს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გ------------------ის მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა აბაზანიდან/საპირფარეშოდან, ბავშვთან ერთად. ამასთან, აბაზანიდან/საპირფარეშოდან გამოსვლისას მ------–------ს სახის არეში ეტყობოდა დაზიანებები, კერძოდ, სიწითლეები, სილურჯეები და შესიება, თუმცა, თავდაპირველად იგი იყო შეშინებული და მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ არ ამბობდა, ხოლო შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმისა და მათი თანდასწრებით, განმარტა, რომ მეუღლემ - გ-----------------ემ მას და მის მცირეწლოვან შვილს - გ----------–-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი თქმით, გ----------–-----ე წაყვანილი ჰყავდა ბიოლოგიურ მამას სასეირნოდ, ბავშვის სახლში დაბრუნებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ-----------------ემ მას (ბავშვს) ჰკითხა: სად ჰყავდა მამას წაყვანილი, ხოლო იმის გამო, რომ ბავშვმა, ვერ გასცა პასუხი, მან უცენზურო სიტყვებით მიმართა და „წამოარტყა“. აღნიშნულის გამო იგი ჩადგა მათ შუაში, რის გამოც მეუღლემ აგრესია მის მიმართ გადაიტანა და სახის არეში ურტყა მუშტები. მოწმეთა განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის მიერ თავდაპირველად, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია გ------------------ეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მეორე ეკიპაჟის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის მიერ სამედიცინო დახმარება გაეწია ასევე, დაზარალებულ მ------–------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ადგილას დაუდგინდა დაზიანებები. ექიმის მიერ ასევე, შემოწმებულ იქნა გ----------–-----ე, რომელსაც რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამასთან, ბავშვმა მათ განუცხადა, რომ გ-----------------ემ „წიხლი ჩაარტყა ფეხში“. მოწმეთა განმარტებით, ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები. მოწმე ზ-------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მის მიერ მოძალადე გ-----------------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რაც შემდეგ დამტკიცებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
ს-------–---------------–------------------–-------ს უფროსმა ექიმმა ლ---–-------------მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს იყო მორიგე, რა დროსაც მიიღო გამოძახება ქ-------–--–----------–----------------- ლოზუნგით ოჯახური კონფლიქტი. ადგილზე მისვლისას სადარბაზოსთან დახვდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებთან ერთად შევიდნენ ბინაში, სადაც მინები იყო ჩამსხვრეული, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს - ბრალდებულ გ-----------------ეს ხელები ჰქონდა გადაჭრილი და სდიოდა სისხლი. ბრალდებული გ-----------------ე იყო აღგზნებული, აგრესიული - ზოგადად ყვიროდა და მისივე განმარტებით თავად ჩაამსხვრია მინა. მოწმის განმარტებით, ადგილზე იყვნენ აგრეთვე დაზარალებულის - მ------–-----ის მშობლები, რომელთაც განუმარტეს, რომ მათ დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ მეუღლე სცემდა, რის გამოც საპირფარეშოში იმალებოდა შვილთან ერთად და ითხოვდა დახმარებას. მათ გ-----------------ეს დაუმუშავეს ჭრილობა და აპირებდნენ მის საავადმყოფოში გადაყვანას, რა დროსაც ბინიდან გამოსვლისას დაინახა საპირფარეშოდან გამოსული ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად, რომლებიც იყვნენ შეშინებულები და იმალებოდნენ საპირფარეშოში. იგი ჯდებოდა უკვე სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში, რა დროსაც მას წამოეწია მსხვერპლის დედა, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილი - მ------–------ მეუღლის მიერ იყო ნაცემი და სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. აღნიშნულის გამო, მან გამოიძახა სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა და მათი მეშვეობით მოხდა გ-----------------ის, რომელსაც ჰქონდა სისხლდენა და საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას, საავადმყოფოში გადაყვანა, ხოლო თვითონ დახმარება აღმოუჩინა მ------–------ს, რომელსაც დაზიანებები ვიზუალურადაც ეტყობოდა. კერძოდ, ჩალურჯებები ჰქონდა ორივე თვალბუდის არეში, ასევე, ჩალურჯებები, ჰემატომები ჰქონდა ორივე მტევანზე. მოწმის განმარტებით, მას მ------–------მ უთხრა, რომ მეუღლე იყო ნასვამი, სახეში ურტყამდა მუშტს, რის გამოც ხელები აიფარა სახეზე, რათა თვალებში ჩარტყმა აეცილებინა და ამიტომ ჰქონდა ხელის მტევნებზე ჩალურჯებები და ჰემატომები. ამასთან, ვინაიდან პაციენტს/მ------–------ს ჰქონდა ტვინის შერყევის ნიშნები, მისი განმარტებით, ძლიერად სტკიოდა თავი და ჰქონდა თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება, იგი გადაყვანილ იქნა შ-----–--–---ში“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ადგილზე იყო შეშინებული მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელზეც მ------–------მ მიუთითა, რომ მასაც „წიხლი ჩაარტყა“ მისმა მეუღლემ - გ-----------------ემ. აღნიშნულის გამო, მან ბავშვიც დაათვალიერა, თუმცა, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულ მ-------–-----ის მიერ აღწერილი გარემოებები, კერძოდ, მასზე არსებული დაზიანებები და დაზიანებების მიღების მექანიზმი სრულ შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან. მისივე განმარტებით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, შეუძლებელი იყო დაცემის ან რაიმეზე მირტყმის გზით მიეღო.
ს-------–---------------–------------------–-------ს უფროსმა ექიმმა რ-----------------–----- საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ღამის საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათი ბრიგადა გამოიძახა მეორე ბრიგადის უფროსმა ექიმმა ლ---–-------------მ. ადგილზე მისვლისას პაციენტს/ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ორივე ხელზე ჰქონდა ჭრილობა, გაწეული ჰქონდა პირველადი სამედიცინო დახმარება და მათი ბრიგადის მიერ, შემდგომი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილ იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მათი ბრიგადა გამოიძახა დარჩა ადგილზე სხვა პირისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა რ------------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22-23 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ქ-------–--–----------–--------------------------ში, გ------------------ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - მ-------–-----ე გადაყვანილი იყო შ------–--–---–--- ხოლო მოძალადე გ-----------------ე, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, გადაყვანილი იყო ქ-------–--–--------------------–---დებარე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელი კ-----------ე წავიდა შ-----–--–---ის“ კლინიკაში, ხოლო თვითონ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მისთვის ცნობილი გახდა რომ გ-----------------ე იმავე დღეს გაეწერებოდა საავადმყოფოდან, ასევე, მისთვის გამომძიებელ კა---------სგან ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული პირდაპირ უთითებდა გ-----------------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. კერძოდ, მასზე და მის მცირეწლოვან შვილზე ძალადობის განმახორციელებელ პირზე, რის გამოც მიღებულ იქნა მისი ბრალდებულის სახით დაკავების გადაწყვეტილება და მის მიერ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში დაკავებულ იქნა გ-----------------ე. მოწმის მიერვე ადგილზე მოხდა გ-----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, ხოლო იმის გამო, რომ ბრალდებულს დაზიანებული ჰქონდა ხელის მტევნები, მოწვეულ იქნა გარეშე პირი, რომელმაც დაადასტურა გ------------------ის მიერ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის გაცნობის ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ, დაკავებული გ-----------------ე გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როგორც ბრალდებულმა გ-----------------ემ მასთან საუბარში აღნიშნა, მან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა, აღელვების ნიადაგზე, მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, აივანზე გასასვლელი კარის მინას ჩაარტყა ხელი და მიიყენა თვითდაზიანება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------------–------------------------------ დასკვნის თანახმად, ს-------–---------------–------------------–-------ს პაციენტის სამედიცინო ბარათი #---... -ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე მ------–------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება ... სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ცხვირის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებანი, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული.სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით პერიოკულურ მიდამოში და მტევნის არეში აღენიშნებოდა ჰემატომები; შ-----–--–---ი“-ს სტაციონარული პაციენტის ს------–-------------------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #-----ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე მ------–------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 23.01.17 წ. 01:07 სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა, ორივე წინამხრის დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარჯვენა თვალბუდის და ორივე ზემო კიდურის მიდამოში აღინიშნებოდა კანქვეშა ჰემატომები, მარჯვნივ საფეთქლის არეში და ცხვირის ძგიდეზე აღენიშნებოდა ექსკორიაციები; აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ----------------–---–მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------–---------------------------------------ს თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი #---------- ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე გ----------–-----ეს 2017 წლის 23 იანვარს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემო კიდურის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქალაქე გ----------–-----ის სხეულზე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ ჩანაწერები არ აღინიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–----------–------------------------------ დასკვნის თანახმად, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის ს------–----------------------ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე გ-----------------ე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 23.01.17 წ-ს, 00:33 სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 02:00 სთ-ზე). აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა (ორი ჭრილობა) მარჯვენა წინამხრის მიდამოში და ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა (მარცხენა) მტევანზე; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში და სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს - 22-23.01.17 წ გარდამავალ პერიოდს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტებმა თ----------------მა და გ-----------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 23 იანვარს, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ-------–--–----------–-------------------------–-- რა დროსაც მათ მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები და მინის ნატეხი, ასევე, მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. მოწმეებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა ნ--------–----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22-23 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას/იყო მორიგე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ-------–--–----------–-------------------------–-- ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის ოჯახურ კონფლიქტს. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, იგი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გ-----------------ის დედა მ--------------იძე, ასევე, გ-------------------ის გერი - მცირეწლოვანი გ------------–---აძე, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ გ-----------------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-----------------ე და მ------–------, გადაყვანილები იყვნენ საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, რამდენადაც ბინაში, კერძოდ, საძინებელ ოთახში შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით მოწითალო ფერის ლაქები, მის მიერ გამოძახებულ იქნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მისვლის შემდეგ, ბინის მესაკუთრის მ-----------------ის თანხმობითა და მონაწილეობით, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილოებით, მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და მინის ფრაგმენტი. აღნიშნული შემდეგ, მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხულ იქნენ დაზარალებული მ------–------, მისი მშობლები - გ------–-----ე და ხ-----------------ე, პატრულ-ინსპექტორები - ზ-------------–---–ი და გ------------–---ი, ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები - ლ---–------------- და რ-----------------–---ი. შ-----–--–---იდან“ და თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან გამოთხოვილ იქნა, შესაბამისად, მ------–-----ის და გ------------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ინფორმაცია, საიდანაც ირკვეოდა, რომ გ-----------------ე გადიოდა მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს. დანიშნულ იქნა ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე, 2018 წლის 24 იანვარს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, გ-----------------ეს წარუდგინა ბრალი. ამასთან, იმის გამო, რომ გ------------------ეს ორივე ხელი ჰქონდა დაზიანებული, ფიზიკური ნაკლის გამო მის მიერ დანიშნულ იქნა ადვოკატი და მოწვეულ იქნა გარეშე პირი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმემ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ როგორც მ------–------მ განუცხადა, მეუღლეებს შორის კონფლიქტი გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ გ-----------------ემ გერს - გ----------–-----ეს შენიშვნა მისცა და ფეხში ჩაარტყა, იმის გამო, რომ ბავშვმა ვერ აუხსნა კონკრეტულად სად ჰყავდა მამას იგი სასეირნოდ წაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მასსა და გ-----------------ეს შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც გ-----------------ემ მას (მ------–------ს) სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, მ-------–-----ის გამოკითხვისას მისი მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ თუ მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, შვილს ჩამოართმევდნენ, ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, მართალია მცირეწლოვანი გ----------–-----ე, ბებიასთან ხ-----------------ესთან ერთად დაბარებული იყო გამოსაკითხად, თუმცა, ფსიქოლოგმა, რომელიც გაესაუბრა ბავშვს, აღნიშნა, რომ იგი იყო ტრავმირებული, ამბობდა არაადექვატურ ფრაზებს და მისი გამოკითხვა არ იყო მიზანშეწონილი. ამასთან, ხ-----------------ემ, იმის გამო, რომ ბავშვს ხილული დაზიანებები არ ჰქონდა, გ----------–-----ის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.
ალ-------------–----–-----------–-–--------------------- თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საბურთალოს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის ზ-------------–---–ის მიერ, 2017 წლის 23 იანვარს, 03:59 საათზე სიმთვრალე- სიფხიზლის ხარისხის დასადგენად, ალკოტესტის მეშვეობით, შემოწმებულ იქნა მოქალაქე გ-----------------ე, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0.812%.
შ-----------------–-----------–---------------------------------–-–-------------- 02:40 საათიდან 04:40 საათამდე დროის შუალედში, ბინის მესაკუთრის მ----------------ის, უფროსი ექსპერტების გ-----------------ის და თ---------------ის მონაწილეობით, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის ნ--------–----ის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, ქ-------–--–----------–---------------------------–--------------------- რომელსაც გაჩნია სააბაზანო-საპირფარეშო, მისაღები, საძინებელი და აივანი. საძინებელ ოთახში იატაკზე და კედლებზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე, საძინებელი ოთახიდან აივანზე გასასვლელი ორფრთიანის კარის მარჯვენა ფრთის მინა არის ჩამსხვრეული და მინის ნამსხვრევები მიმოფანტულია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საძინებლიდან, კერძოდ, აივანთან იატაკის ზედაპირიდან და გარდერობის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები, ასევე, ამოღებულ იქნა მინის ნატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული ანაწმენდები და მინის ნატეხი დაილუქა ცალ-ცალკე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ იქნა 79 ფოტოსურათი.
ს-------–---------------–------------------–-------ს პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------- თანახმად, 2017 წლის 23 იანვარს 00:11 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა გამოძახებაზე, მისამართზე: ქ-------–------------–-------------------------–- (გამოძახების მოტივი - ცემა), პაციენტ გ----------–-----ესთან, რომელიც მარცხენა ბარძაყის არეში, დაახლოებით ზემო მესამედში, უჩივის ტკივილს. დათვალიერებით ჰემატომა არ აღენიშნება. დაესვა დიაგნოზი: ქვემო კიდურის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე. პაციენტის სამედიცინო ბარათს ხელს აწერს მ------–------.
ს-------–---------------–------------------–-------ს პაციენტის სამედიცინო ბარათი #---1--- თანახმად, 2017 წლის 23 იანვარს 00:03 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმყოფებოდა, მისამართზე: ქ-------–------------–-------------------------–-, პაციენტ მ------–------სთან. აღნიშნული ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ დაშავებულია ქალი, რომელიც მისივე გადმოცემით სცემა მეუღლემ, მუშტი მოხვდა ცხვირის, პერიოკულურ მიდამოში, ასევე მარჯვენა საფეთქლის არეში, პერიოკულურ მიდამოში აღინიშნება ჰემატომა. უჩივის თავის ტკივილს, ... ...., სახეზე ხელების აფარების დროს მუშტი მოხვდა მტევნის არეშიც, სადაც ასევე აქვს ჰემატომა. დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ცხვირის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებანი, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული.
შ-----–--–---ი“-ს სტაციონარული პაციენტის ს------–-------------------ის თანახმად, მოქალაქე მ------–------ს კლინიკისათვის მიუმართავს 2017 წლის 23 იანვარს 01:07 საათზე, ხოლო კლინიკიდან გაეწერა 2017 წლის 23 იანვარს 02:40 საათზე, კლინიკური დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა, ორივე წინამხრის დაჟეჟილობა.
შ-----–--–---ი“-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #-----ის ცნობის თანახმად, პაციენტი მ------–------ უჩივის თავის ტკივილს, ტკივილს ორივე ზედა კიდურზე, საერთო სისუსტეს, მისი გადმოცემით სცემა ქმარმა, რის შედეგადაც მიიღო ზემოაღნიშნული დაზიანებები. მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა, ორივე ზედა კიდურზე მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები.
სა---------–-----------–------------------------–-–--------------------------------------------------–-–-------------------------–-----–-ს თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გ------------------------------ის (------------–-------------–--–ს, პირადი ნომერი -------------) და მ------–-----ის (დ----------–--------------–--–-, პირადი ნომერი -------------- ქორწინების აქტის ჩანაწერი არ მოიძებნა. სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის მიხედვით მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი: ი--------------ე (პირადი ნომერი - 0------------ დაბადებული 2----–-–------------------ თბილისში. დაბადების აქტი #----------- რეგისტრირებულია სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს.
შ---------------------------–-------------------------------–----–------ის 2----–-–----------------- წერილის თანახმად, მოქალაქე გ-----------------ე, დაბადებული 1----–-–--------------- პირადი ნომერი -------------, მცხოვრები ქ-------–--–-----------------–-------------------------------------ში, გადის მკურნალობის კურსს შ---------------------------–-------------------------------–----–------ის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში 2016 წლის 28 ივნისიდან და ღებულობს პრეპარატს Sol. Methadone Hydrochloride.
შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით
დადგენილია, რომ დამტკიცდა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ 2017 წლის 23 იანვარს გამოცემული #--------–----------–------------- და მოძალადე გ-----------------ეს, მსხვერპლის მ------–-----ის და მსხვერპლის გ----------–-----ის მიმართ ერთ თვემდე ვადით აეკრძალა ფსიქოლოგიური ძალადობა შემდეგი პირობებით - 1. მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. არასრულწლოვანისაგან მოძალადის განცალკევება; 3. მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ გაგებული უნდა იქნას, როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი
გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).
სააპელაციო პალატა მიზანშოწონიალდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------–------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულ მ------–-----ის მშობლები - ხ-----------------ე და გ-----------ე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები - ლ---–------------- და რ-----------------–---ი, ასევე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - ზ-------------–---–ი და გ------------–---ი არ შესწრებიან ფაქტს, - გ-----------------ემ თუ როგორ და რა ფორმით იძალადა გ----------–-----ეზე და მ------–------ზე, თუმცა, მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხსენებული პირები გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს კერძოდ, ადასტურებენ რომ მათი მისვლის დროს, გ-----------------ე იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, იყო უკიდურესად აღელვებული, აგრესიული და ყვიროდა ხმამაღლა. ამავე დროს ხსნებული მოწმეები აღწერენ დაზარალებულების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, კერძოდ, ყველა მოწმე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ გ------ი და მ------–------ები დამალულები იყვნენ საპირფარეშოში და იყვნენ შეშინებულები. იმ გარემოებას, რომ მ------–------ და გ----------–-----ე განხორციელებული ძალადობის შემდგომ იყვნენ შეშინებულები ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მ------–------მ საშველად მოუხმო მის მშობლებს, ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მიუხედევად ხ-----------------ის და გ------–-----ის მისვლისა მ------–------ საპირფარეშოდან არ გადიოდა, რაც პალატას უქმნის რწმენას, რომ დაზარალებულების მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მათში ნამდვილად გამოიწვია ემოციური დაძაბულობა და მოძალადის გამძაფრებული შიში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ-----------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ
ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 23 იანვრიდან - 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია; გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
არასრულწლოვან დაზარალებულ გ----------–-----ეს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები და მინის ნატეხები, ასევე, გ-----------------ის სისხლის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
გ-----------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი