განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100118002611049 (№1/ბ-703-2018წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----ა შ----–ის ძე ფ---------ძის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №6----------, დაოჯახებული, ტექნიკური განათლების მქონე, მცხოვრები: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს------ჩი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
მ-----ა ფ---------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ-----ა ფ---------ძემ, 2018 წლის 10 ივლისს, ცაგერის რაიონის სოფელ ს------ჩში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, ლ--ა ს--–----ის მიმართ. კერძოდ, უმუზეზოდ მიაყენა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი ძლიერად მოუჭირა ტუჩებზე და ხელზე, რის შედეგად ლ--ა ს--–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ-----ა ფ---------ძემ, 2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 1500 საათზე, ცაგერის რაიონის სოფელ ს------ჩში, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი (8 თვის) შვილის, მ----ნა ფ---------ძის თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, ლ--ა ს--–----ის მიმართ. კერძოდ, უმუზეზოდ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ თმაში სწვდა მას და ძლიერად მოქაჩა, რის შედეგად ლ--ა ს--–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ-----ა ფ---------ძე ც------–ი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთ წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალა პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----ა ფ---------ძეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაშკავშირებული უფლებების შეზღუდვით ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალა პირობითად და სსკ-ის 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებულ მ-----ა ფ---------ძეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 ივლისიდან - 2018 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---დ შ--–------იძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ-----ა ფ---------ძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ-----ა ფ---------ძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2018 წლის 14 ივლისის გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულ ლ--ა ს--–----ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით; წინასწარ გამოძიებაში დაკითხული შ----–ი ფ---------ძის და ნ--- ნ---–----იძის ჩვენებებით; 2018 წლის 16 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5--------- დასკვნით; 2018 წლის 15 ივლისის მოწმე მ-----ნა ც------–აძის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 14 ივლისის მ-----ა ფ---------ძის დაკავების ოქმით; დადგენილებით სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ლ--ა ს--–----ის მიმართ; მ-----ა ფ---------ძის პირადი მონაცემებით; მ-----ა ფ---------ძის ნასამართლობის ცნობით; მ-----ა ფ---------ძის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ცნობით შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; შეტყობინების რეგისტრაციით; ოქმით უფასო სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ; ოქმით დამცველის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“; მიმართვით ცაგერის რაიონული სამმართლელოსადმი; დადგენილებით ლ--ა ს--–----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ-----ა ფ---------ძის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ მ-----ა ფ---------ძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---დ შ--–------იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
მ-----ა ფ---------ძე ც------–ი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთ წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----ა ფ---------ძეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაშკავშირებული უფლებების შეზღუდვით ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და სსკ-ის 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებულ მ-----ა ფ---------ძეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 ივლისიდან, 2018 წლის 28 სექტემბრამდე.
მ-----ა ფ---------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე