განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
110100118002650745
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002650745

საქმე №1/ბ-56-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 თებერვალი 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- დ-------ს ძე შ----ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის აემქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონი, სოფელი ი-–---;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ----- შ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი);

 

1.2 ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118- ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი);

 

1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი);

 

1.4 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 16 აგვიტოს ეპიზოდი);

 

1.5 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 17 აგვიტოს ეპიზოდი);

 

1.6 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 18 აგვიტოს ეპიზოდი);

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2018 წლის 17 აგვისტოს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, საკუთარ არასრულწლოვან შვილებს - 9 წლის მ----- შ----ეს და 5 წლის დ------- შ----ეს, თავის არეში დაარტყა ხელი და მოჩეჩა თმებში, რის შედეგადაც მ----- შ----ემ და დ------- შ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 18 აგვისტოს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, საკუთარ არასრულწლოვან შვილებს - 9 წლის მ----- შ----ეს და 5 წლის დ------- შ----ეს, თავის არეში დაარტყა ხელი და მოჩეჩა თმებში, რის შედეგადაც მ----- შ----ემ და დ------- შ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ-----ი შ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, საკუთარ არასრულწლოვან შვილს - მ----- შ----ეს ქვა ესროლა მუცლის არეში, რის შედეგადაც მ----- შ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. 2018 წლის 16 აგვისტოს, საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - მ------ ბ-----–--ეს და მოჩეჩა თმებში, რის შედეგადაც მ------ ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.5. 2018 წლის 17 აგვისტოს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ----ემ, პენსიის თანხის დახარჯვის გამო, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თმებში მოქაჩა მეუღლეს - მ------ ბ-----–--ეს, რის შედეგადაც მ------ ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.6. 2018 წლის 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თავის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - მ------ ბ-----–--ეს, რის შედეგადაც მ------ ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ----- შ----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აგვიტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვიტოს ეპიზოდით) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 აგვიტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი მ----- შ----ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აგვიტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვიტოს ეპიზოდით) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 აგვიტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარდგენილ იქნა პირდაპირი მტკიცებულებები, სასამართლომ ისინი მაინც არასაკმარისად მიიჩნია და გაამართლა მ. შ----ე. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით უტყუარად დასტურდება მ----- შ----ის ბრალეულობა ბრალად შერაცხულ ყველა ეპიზოდში.

 

გამართლებულ მ----- შ----ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ----- შ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა მ------ ბ-----–--ემ (მეუღლემ) და მ----- შ----ემ (შვილმა) უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მ----- შ----ის წინააღმდეგ. დაზარალებულმა ბ-–-- შ----ემ (რომელიც არის 4 წლის) დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ გასცა.

 

მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა დ------ შ----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს დედასთან - მ------ ბ-----–--ესთან და მამასთან - მ----- შ----ესთან ერთად. როდესაც სახლში იმყოფებოდა, სოფელ ი-–--ში, მამამ - მ----- შ----ემ სცემა პატარა ძმას - ბ-–-- შ----ეს, კერძოდ კი ხელი ჩაარტყა თავში. ეს დაინახა თვითონ და მისმა დამ მ----- შ----ემ. არასრულწლოვან დ------ შ----ის განმარტებით მამას ის, მ----- და დედა არ უცემია. ხანდახან მ.შ----ე იძახის ცუდ სიტყვებს, თუმცა ცუდი სიტყვები მისთვის არ უთქვამს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- თ----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად. 2018 წლის 19 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, რომ მ----- შ----ე სცემდა მეუღლეს და შვილებს. აღნიშნულის საფუძველზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და მეწყვილე კ---- მ----–--ესთან ერთად გამოცხადდა მ.შ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინეს მისი დაკავება, უფლებების განმარტება და გადაყვანა სამმართველოში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად. 2018 წლის 19 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 18:00 საათზე, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება, რომ მ.შ----ე შეურაცხყოფას აყენებდა შვილებს. ხელმძღვანელობისაგან დაევალა მ----- შ----ის დაკავება. აღნიშნულის საფუძველზე, მეწყვილე ი.თ----ესთან ერთად გამოცხადდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, მ.შ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინეს მისი დაკავება და გადაყვანა სამმართველოში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 19 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, საქმეზე მოწმის სახით გამოჰკითხა მ-----, დ------ და ბ-–-- შ----ეები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ- გამომძიებლად. იყო მ----- შ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული მ------ ბ-----–--ე და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა მ.შ----ეს და გამოკითხა. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია მ----- შ----ის მიმართ.

 

2018 წლის 19 აგვისტოს, გარეგნული დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ე-–--- გ--–--ემ, დაზარალებულ მ----- შ----ის, ადვოკატ მ-----– ხ--------ის და საპროცესო წარმომადგენლის ქ------- ც----------ის მონაწილეობით და თანხმობით, მოახდინა მ----- შ----ის სხეულის გარეგნული დათვალიერება და ფოტო- გადაღება. მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერებით, მუცლის არეში, ჭიპის ზემოთ მარცხენა მხარეს აღენიშნება სიწითლე. მ----- შ----ის განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე მოხვდა მამის მ-----ი შ----ის მიერ ნასროლი ქვა. დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგადაღება.

 

2018 წლის 21 აგვისტოს ოქმით დოკუმენტების საქმეზე დართვის შესახებ დგინდება, რომ გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–ის მიერ, საქმეზე დართული იქნა 2016 წლის 19 თებერვლის მ.ბ-----–--ის შეტყობინება, გასაუბრების ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ასევე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დამტკიცებული იქნა 2016 წლის 22 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ----- შ----ის მიმართ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული N0------------ მიმართვით დგინდება, რომ მ----- შ----ეს დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით თვეში 100 ლარის ოდენობით, 1982 წლიდან უვადოდ. დიაგნოზი: „თავის ტვინის ტრავმის შემდგომი მყარი ნარჩენი მოვლენები ტრავმული ენცეფალოპათიის სახით“.

 

გამართლებულმა მ----- შ----ემ გამოიყენა დუმილის უფლება.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ----- შ----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აგვიტოს ეპიზოდით); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვიტოს ეპიზოდით) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 აგვიტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კანონის გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა (მეუღლემ) მ------ ბ-----–--ემ და (შვილმა) მ----- შ----ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ----- შ----ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ----- შ----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

მოწმე დ------ შ----ის ჩვენებასთან დაკავშირებით (რომელიც მიუთითებს მ----- შ----ის მხრიდან ბ-–-- შ----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე), პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენება არასრულყოფილია, იგი ზოგადად მიუთითებს, რომ სახლში ყოფნის დროს დაინახა, რომ მამამ თავში ჩაარტყა ხელი ბ-–-- შ----ეს, თუმცა ეს კონკრეტულად როდის მოხდა, განიცადა თუ არა ტკივილი ბ-–--მა, მოწმეს არ უთქვამს. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც მ----- შ----ის მხრიდან ბ-–-- შ----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, კერძოდ, 2018 წლის წლის 16 აგვისტოდან, 19 აგვისტოს ჩათვლით მ----- შ----ის მიერ მეუღლის მ------ ბ-----–--ის და შვილების მ-----, დ------ და ბ-–-- შ----ეების მიმართ განოხრციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არც პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩების დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულების - არასრულწლოვან დაზარალებულ მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოსურათებით), მოპოვებისას ბრალდების მხარის მიერ არსებითად დარღვეულ იქნა მისი მოპოვები წესი, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არასრულწლოვან მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ გამომძიებელმა ე-–--- გ--–--ემ, ადვოკატ მ.ხ--------ის და საპროცესო წარმომადგენის ქ------- ც----------ის თანდასწრებით, მოახდინა არასრულწლოვან მ----- შ----ის ნაწილობრივი გაშიშვლება, მისი სხეულის დათვალიერება და დაზიანების დაფიქსირება, რომ აღნიშნული მოქმედების განხორციელებისას, არსებითად დარღვეული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით. არც ოქმში არის მითითებული და არც სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ეს (მოქმედების ჩამტარებელ პირს) განუმარტავს სასამართლოსთვის რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, აღნიშნული მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება (არასრულწლოვან დაზარალებულ მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით) დაუშვებელი მტკიცებულებაა და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზემოაღნიშნული ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის და რომ მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ----- შ----ის ოჯახური ძალადობის ბრალდების (ექვსივე ეპიზოდი) დადასტურება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- შ----ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ----- შ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მ----- შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

მ----- შ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აგვიტოს ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვიტოს ეპიზოდი) და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 აგვიტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

მ----- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ მ----- შ----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე