განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002616370
საქმე №1/ბ-685-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) მ------ გ-------ს ძე ხ------------ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ნ----–---–ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ხ------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 13 დეკემბრიდან მ------ ხ------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ----- ს---------ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე, მ------ ხ------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ზ----- ს---------ეს, კერძოდ, ხელით წვდა ყელში და მოუჭირა ძლიერად, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2008 წლის 13 დეკემბრიდან მ------ ხ------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ----- ს---------ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 15:35 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–---–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისთვის პირზე ხელის აფარების გამო განაწყენებულმა მ------ ხ------------ემ მარცხენა ხელის ნეკა თითზე უკბინა მეუღლეს ზ----- ს---------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მ------ ხ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 ივლისის 13:30 საათის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 ივლისის 15:35 საათის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით; მსჯავრდებულ მ------ ხ------------ეს, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისამდე ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ მ------ ხ------------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანიშული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მსჯავრდებული მ------ ხ------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ნ----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ ხ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ ხ------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ----- ს---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: მ-----ა ს---------ის, ე----- ს---------ის, ვ-–- ს---------ის, ვ-–- ვ------–-–---–ის და რ----- ხ-----ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------ ხ------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.
მ------ ხ------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ------ ხ------------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად პალატას მიაჩნია, რომ მ------ ხ------------ეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული აქვს სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ მ------ ხ------------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ხ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 ივლისის 13:30 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 ივლისის 15:35 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------ ხ------------ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ მ------ ხ------------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისამდე პერიოდი, ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ მ------ ხ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. მ------ ხ------------ის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ზ----- ი-------ის (პ/ნ 2----------), თ--- ი-------ის (პ/ნ 2----------), თ-------ე ი-------ის (პ/ნ 2----------), ლ---- ი-------ის (პ/ნ 2----------), ნ------- ი-------ის (პ/ნ 2----------) და რ---- ი-------ის (პ/ნ 2----------), თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ--------ი შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ლა----------------------------------------------------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ მ------ ხ------------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე