განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
080100118002582895
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002582895

საქმე №1/ბ-670-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--- რ--------ს ძე გ------–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ქუთაისი, ტ------–-------------–--–-------- N8;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ--- გ------–-–---–მა ჩაიდინა:

 

1.1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 ბ--- გ------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჭვიანობის მიზეზით მეუღლეს ლ-------- ვ------–-–---–ს 2006 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 7 ივლისის ჩათვლით კვირაში ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული აღნიშნული ქმედების შედეგად განიცდის ტანჯვას.

 

1.2. 2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქუთაისი ტ------–---------------–--–-------- N8-ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--- გ------–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს-ლ-------- ვ------–-–---–ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა კისრის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2017 წლის დეკემბრის ქუთაისი ტ------–---------------–--–-------- N8-ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--- გ------–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ორსულ მეუღლეს-ლ-------- ვ------–-–---–ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ბ--- გ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--- გ------–-–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 ივლისიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ბ--- გ------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–- შ-----–-- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბ--- გ------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ხასიათდება დადებითად, შეურიგდა დაზარალებულს, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მსჯავრდებული ბ--- გ------–-–---–ი წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ითხოვს მისი ქმედების სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, სასჯელის სახით კი 6 თვე განესაზღვროს რეალურად მოსახდელი, ხოლო 6 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიუციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;

ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.

 

მსჯავრდებულ ბ--- გ------–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ლ-------- ვ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე გ--–- გ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ბ--- გ------–-–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

 

ბ--- გ------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბ--- გ------–-–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში (მით უფრო არასრულწლოვანში) და წარმოადგენს ბავშვების ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის (რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას) მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი, განპირობებულია დანაშაულის ხასიათით, საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირების თუ მოძალადის შიშით, რის გამოც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებისა, მსჯავრდებულ ბ--- გ------–-–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად მიზანშეწონილად ჩათვალა ბ--- გ------–-–---–ისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების, მისი პიროვნების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გარეშე შესაძლებელი ვერ იქნება სასჯელის მიზნების განხორციელება, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბ--- გ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ--- გ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–- შ-----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ბ--- გ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,„ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--- გ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ბ--- გ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან- 2018 წლის 7 ივლისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბოთლის ნამსხვრევები, გაზქურის კარის ნამსხვრევები (რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში) - განადგურდეს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები (რაც ერთვის საქმეს), შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე