განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100118002574386
საქმე №1/ბ-719-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ი-–------- გ---------ს ძე თ--------ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. პირადი N3----------, მცხოვრები: სამტრედია, სოფელი ხ--------–-----ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-–------- თ--------ემ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ი-–------- თ--------ე გაბრაზდა რა მის მეუღლეზე ნ---- თ--------ეზე, იმის გამო, რომ ამ უკანსკნელს აერია ავტომანქანის მუხრუჭის სატერფული, სამტრედიის რაიონის სოფელ ხ--------–-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე, მუჭი ძლიერად დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში, რის შედეგადაც ნ---- თ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ი-–------- თ--------ემ ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი-–------- თ--------ემ თავისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- თ--------ეს, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავების არეში, რის შედეგადაც ნ---- თ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ი-–------- თ--------ემ ასევე ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-–------- თ--------ე განაწყენებული იყო რა თავის რძალზე (შვილის მეუღლეზე) მ------ უ----–---ზე, 2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ხ--------–-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში განზრახ გაანადგურა ამ უკანასკნელის ქონება, კერძოდ, დაამტვრია მ------ უ----–---ს კუთვნილი ჭურჭელი, ოთხი ცალი ქვაბი, ერთი ცალი ტაფა და ერთი ცალი შანდალი. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 580 ლარის ოდენობით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ი-–------- თ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი-–------- თ--------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 ივნისიდან, 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ ი-–------- თ--------ეს განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ი. თ--------ის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-–------- თ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-–------- თ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი); 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების მ------ უ----–---ს და ნ---- თ--------ის ჩვენებებით, მოწმე ლ---- თ--------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული დამტვრეული ჭურჭლითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ი-–------- თ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ი-–------- თ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან სასჯელთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად პალატას მიაჩნია, რომ ი-–------- თ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-–------- თ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი); სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი-–------- თ--------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის მიმართ კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო პირობით მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთიერი მტკიცებულებები: დაზიანებული საოჯახო ჭურჭელი და შანდალი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე