განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
140100117002551996
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100117002551996

საქმე №1ბ/684-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–----–---------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 6 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების კ-----------------------–--------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ა-–----–---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით, ორი ეპიზოდისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქცია, ნ----------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

-საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით, ი-–------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–----–---------------–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ა-–----–---------------–ის მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით, ორი ეპიზოდი).

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, კ-----------------------–--------–-, ა-–----–---------------–იმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------------ს, რის შედეგადაც ნ----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 12:06 საათზე, ა-–----–---------------–იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-–------------ს, რის შედეგადაც ი-–------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ა-–----–---------------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ა-–----–---------------–ის პოზიცია, რომელიც სრულ თანხვედრაში იყო საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, თუ არ ჩავთვლით საქმეზე დაზარალებულად ცნობილი დაინტერესებული მოწმეების ჩვენებებს. ის ჩვენებები, რომლებზეც სასამართლომ დააფუძნა გამამტყუნებელი განაჩენი, არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. სასამართლომ გადაწყვეტილება ძირითადად დააფუძნა დაზარალებულების - ი-–--- და ნ----------------ების მიკერძოებულ ჩვენებებს, რომლებიც არიან დაინტერესებული პირები, ასევე მოწმე ს-------–-–------ის ჩვენებას, რომელიც არის ი-–------------ის ბიძაშვილი, რაც საფუძველს აცლის მისი ჩვენების უტყუარობას. სასამართლომ ასევე გაიზიარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ი-–--- და ნ----------------ების სხეულზე დაზიანების ფაქტის არსებობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ექსპერტის პასუხი იმის შესახებ, რომე ეს დაზიანებები ორივე დაზარალებულს განთავსებული ჰქონდა ხელით მათთვის მარტივად მისაწვდომ ადგილას. სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული ერთადერთი თვითმხილველი მოწმის რ--------–----------–ის ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ იყო ა-–----–---------------–ი ნ-------ების მხრიდან თავდასხმის და ძალადობის მსხვერპლი, რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ისინი უშუალოდ არ შესწრებიან ფაქტს და მათი დაკითხვა მოხდა კანონის მნიშვნელოვანი დარღვევებით. ა-–----–---------------–ის მაისურზე ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის ნ-----–------------–--ის განმარტებით, გარკვეული პერიოდი უნდა დასჭირვებოდა ძალადობას, რომ მაისური ამგვარად დაზიანებულიყო. აპელანტის მითითებით, რ--------–----------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ მიადო დანა ი-–------------მა ა-–----–---------------–ის, როგორ აგინებდა და უსწორდებოდა მას, თუმცა აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა ბრალდების მხარემ გამოძიების დროს. აპელანტის განმარტებით, ბრალდებულის დაზიანებული მაისური შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, თვითონ დაზარალებულ ნ----------------ის ჩვენება, თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ა-–----–---------------–ის, ასევე ბრალდებულის სასამართლო სამედიცინო დასკვა მის სხეულზე დაზიანების წარმომავლობის და ხანდაზმულობის შესაბამისობის შესახებ და თვითონ ბრალდებულისა და მოწმე რ--------–----------–ის ჩვენება, საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისათვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო ა-–----–---------------–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ეხმიანება აპელანტის მითითებას ა-–----–---------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში გამოძიების დაწყების აუცილებლობის საკითხზე და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოცემულ საკითხზე განსახილველი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერებისა და სამართლიანობის შეფასების კონტექსტში.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობის ორი ეპიზოდი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შედეგით დაინტერესებული დაზარალებულების ჩვენებები, საქმის შედეგისადმი მათი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, თუმცა სხვა რაიმე ობიექტურ მიზეზებზე, რაც გახდებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი, დაცვის მხარეს არ მიუთითებია. აღნიშნული მოწმეები თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ვალის დაბრუნების მოთხოვნით ა-–----–---------------–ი ხშირად მიდიოდა მათთან. 2017 წლის 03 იანვარს, ა-–----–---------------–ი ხმამაღლა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მის შვილს, ი-–------------ს. ნ----------------მა თავი ვერ შეიკავა, ხელში აიღო ქვა და ა-–----–---------------–ის დაარტყა. ეს უკანასკნელი აგრესიულად გაემართა ნ----------------ისკენ, რა დროსაც ნ----------------მა მას ფრჩხილებით სახე ჩამოაკაწრა. ამის შემდეგ ა-–----–---------------–იმ ნ----------------ს ორჯერ ხელი დაარტყა გულმკერდის და მუცლის არეში, რის შედეგადაც, ნ----------------ი ძირს დაეცა, რის შედეგადაც მან, მისი განმარტებით, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ი-–------------მა და დამატებით განმარტა, რომ ნ----------------ზე ძალადობის შემდეგ ა-–----–---------------–ის რამდენიმე ადამიანი აკავებდა, თუმცა, როდესაც მას ხელი გაუშვეს, იგი ი-–------------ისკენ წავიდა და ფეხი ჩაარტყა, შემდეგ მან ხელში აგური აიღო და ი-–------------ს დაარტყა, რის შედეგადაც იგი ძირს დაეცა. ი-–------------ის განმარტებით, აღნიშნული დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აპელანტი ასევე ეჭვქვეშ აყენებს მოწმე ს-------–-–------ის ჩვენებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის დაზარალებულ ი-–------------ის ბიძაშვილია, რომლის განმარტებით: 2017 წლის 03 იანვარს ი-–------------თან გინებით და ჩხუბით მივიდა ა-–----–---------------–ი, რომელიც ითხოვდა ვალის დაბრუნებას. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა ი-–------------ის დედა - ნ----------------ი, რომელმაც ა-–----–---------------–ის უთხრა, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას მის შვილს. ნ----------------მა ხელში აიღო ქვა და რამდენჯერმე ა-–----–---------------–ის დაარტყა. აღნიშნულის შემდეგ ამ უკანასკნელმა ნ----------------ს ორჯერ მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც ნ----------------ი წაიქცა. ს-------–-–------ი ცდილობდა ა-–----–---------------–ის შეკავებას, რომელიც ი-–------------ისკენ იწევდა, თუმცა იგი მოშორდა მას, ი-–------------ისკენ გაიწია და მას ფეხი ჩაარტყა. ამის შემდეგ ა-–----–---------------–იმ აგურის ნატეხი აიღო და ი-–------------ს ესროლა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას დაზარალებულთა მიკერძოებულობასა და შედეგით დაინტერესებულობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, მათ მონათხრობში არ არის არაარსებითი აცდენაც კი, ისინი თანმიმდევრულად გადმოსცემენ მოვლენებს, რომლებიც გამყარებულია საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის მოწმე ს-------–-–------ის ჩვენებით, რომლის ეჭვქვეშ დაყენება დაზარალებულებთან მისი ნათესავური კავშირის არსებობის გამო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად მიუთითებდა აღნიშნულ პირთა მიკერძოებაზე, საქმის შედეგით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში ცრუ ჩვენების მიცემაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტი ასევე სადავოდ ხდის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №------------------------ დასკვნებს და მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დასკვნების გამცემი ექსპერტის მითითება, რომ დაზიანებები ორივე დაზარალებულს განთავსებული ჰქონდა ხელით მათთვის მარტივად მისაწვდომ ადგილას. სააპელაციო პალარა არ იზიარებს დაცვის მხარის ამგვარ მოსაზრებას და განმარტავს, რომ დასახელებული დასკვნების თანახმად: ი-–------------მა და ნ----------------მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს 2017 წლის 3 იანვარს. პირადი გასინჯვის შედეგად ნ----------------ს და ი-–------------ს დაუდგინდათ დიაგნოზი - გულმკერდის წინა ზედაპირის სხვა ზედაპირული ტრავმა და მუცლის კედლის დაჟეჟილობა, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებული და ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ცალსახად მიუთითებენ შემთხვევის დღეს შესამოწმებელ პირებზე დაზიანების ფაქტის არსებობას, რაც თანხვედრაში მოდის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას ა-–----–---------------–ის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესაძლო არსებობის თაობაზე, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს თავად დაზარალებულების და სხვა მოწმეთა, მათ შორის რ--------–----------–ის ჩვენებიდანაც, თუმცა ეს ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენას. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მისი დამნაშავედ ცნობისათვის ორივე ეპიზოდში.

 

ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–----–---------------–ის არ ჩაუდენია სხვაგვარი ძალადობა და რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება მიკერძოვებულ დაზარალებულთა და მოწმის ჩვენებებს, რაც გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა.

 

ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვისა და მათი ობიექტური გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი დაცვის მხარის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ ა-–----–---------------–ის არ განუხორციელებია სხვაგვარი ძალადობა ნ----------------ისა და ი-–------------ის მიმართ. პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ა-–----–---------------–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა-–----–---------------–ის მიერ სხვაგვარი ზალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტები.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა-–----–---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით, ორი ეპიზოდისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქცია, ნ----------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

-საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით, ი-–------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–----–---------------–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა-–----–---------------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს - ა-–----–---------------–ის (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

განჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

-ა-–----–---------------–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა-–----–---------------–ის;

-აგურის ნატეხი, რომელიც ინახება საქართველოს შსს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე