განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100119002878862
საქმე №1ბ/669-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ------- გ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ნ----–-------------------------–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ზ------- გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ზ------- გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ზ------- გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 იანვრის და 25 იანვრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ------- გ-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით.
ზ------- გ-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, იმისვე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ------- გ-----------მა მეუღლეს კ------ გ-----------ს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის - ა----- გ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, უყვიროდა, ხელებით დაიჭირა თმებიდან და გაათრია, რის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ------- გ-----------მა მეუღლეს კ------ გ-----------ს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების - ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, უყვიროდა, ხელებით დაიჭირა თმებიდან და მოქაჩა, ასევე ჩამოკაწრა შუბლზე, რის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება შუბლზე.
კ------ გ-----------ი და ზ------- გ-----------ი 2004 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. ზ------- გ-----------ი 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მეუღლეს კ------ გ-----------ს მათივე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, მათივე არასრულწლოვანი შვილების - ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის თანდასწრებით. ზ------- გ-----------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად კ------ გ-----------ი განიცდიდა ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------ ჭ------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ზ------- გ-----------ისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ინტენსივობა, მის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაული, მან მეუღლეს ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მართალია, ამ ეტაპზე დაზარალებული და მსჯავრდებული შერიგებულები არიან, თუმცა ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, კვლავ დიდია საფრთხე იმისა, რომ ზ------- გ-----------მა გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა და კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ ზ------- გ-----------ს დაუნიშნა ზედმეტად მსუბუქი და არასამართლიანი სასჯელი, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ------- გ-----------ის აღიარებით, დაზარალებულ კ------ გ-----------ის ჩვენებით, მოწმეების - ა----- გ-----------ის, ს------ გ-----------ის, კ---- გ-----------ის და ლ-------- გ-----------ის ჩვენებებით, ექსპერტიზის №--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ზ------- გ-----------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ------- გ-----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხარისხი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ზ------- გ-----------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაშემაკავებელ ხასიათზე ზ------- გ-----------ის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ზ------- გ-----------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი ზ------- გ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------ ჭ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ------- გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ზ------- გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ზ------- გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 იანვრის და 25 იანვრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ------- გ-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით.
ზ------- გ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ზ------- გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 26 იანვრიდან - 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით (რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათისა.
მსჯავრდებულ ზ------- გ-----------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - დათვალიერების დროს ამოღებული მინის დამტვრეული დოქი და ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე