განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100119002874263
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119002874263

საქმე №1ბ/692-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ხ---- გ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–---- ჯ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ხ---- გ-------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0- ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ზ---------------------–-------–---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–-------------–-------–-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით:

ხ---- გ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ხ---- გ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ხ---- გ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხ---- გ-------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ხ---- გ-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის აპრილის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის აპრილში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თბილისში, ა----–----------–---–-----------–--------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხ---- გ-------მ, შელაპარაკებისას, მეუღლეს - თ----ა ჩ-----ეს ესროლა და სხეულზე მოარტყა თეფში. ძალადობის შედეგად თ----ა ჩ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, თბილისში, ა----–----------–---–-----------–--------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხ---- გ-------მ შელაპარაკებისას, მეუღლეს - თ----ა ჩ-----ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის გ-------– გ-------ს თანდასწრებით, ხელი გაარტყა სახეში. ძალადობის შედეგად თ----ა ჩ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ხ---- გ------- მეუღლეს თ----ა ჩ-----ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ხ. გ-------ს ქმედებებით თ----ა ჩ-----ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ---- გ-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---–---- ჯ-------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, ხ---- გ-------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა ჩადენილი ქმედება და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. იგი რეალურად შეურიგდა დაზარალებულს, მასსა და მის მეუღლეს, დაზარალებულ თ----ა ჩ-----ეს შორის შედგა პაემანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თ----ა ჩ-----ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც ადასტურებდა, რომ მათ შორის შერიგება ნამდვილად მოხდა და სასამართლოს გამოეყენებინა არასაპატიმრო სასჯელის სახე ხ---- გ-------ს მიმართ. საქმეში ასევე წარმოდგენილია ხ---- გ-------ს დახასიათებები, რომელთა ნაწილი გაცემულია თვით თ----ა ჩ-----ის ნათესავების მიერ. გარდა ამისა, მსჯავრდებულს და დაზარალებულს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო ხ---- გ-------. აპელანტის მითითებით, ხ---- გ-------ს აქვს არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი დაავადებულია და მკურნალობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და იღებს პრეპარატ „ჰ--------“. აღნიშნული დაავადების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არის ნერვული აშლილობა, რაც ასევე მითითებულია, დასახელებული პრეპარატის ინსტრუქციაში. ამდენად, აპელანტის აზრით, ხ---- გ-------ს დანაშაულებრივი ქმედებები, გარკვეულწილად, გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელსაც ესაჭიროება სწორი სამედიცინო მკურნალობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენის გამოტანისას სასამართლოს ხ---- გ-------ს მიმართ უნდა გამოეყენებინა სასჯელის სახით არასაპატიმრო სასჯელი, პირობითი მსჯავრი, რითაც ასევე სრულად იქნებოდა მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ----ა ჩ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ზ------------–---–ის და მ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ხ---- გ-------ს დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–---- ჯ-------ის მოთხოვნას, ხ---- გ-------სათვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების თაობაზე. სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხ---- გ-------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ---- გ-------ს დანაშაულებრივი ქმედებები დიდწილად გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმ პრეპარატით, რომლითაც მკურნალობს, ვინაიდან საქმის მასალებით არაა დადგენილი, რომ აღნიშნულ პრეპარატს შეეძლო გამოეწვია ისეთი ნერვული აშლილობა, რომლის დროსაც ის ვერ გააცნობიერებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებებს და ვერ უხელმძღვანელებდა საკუთარ ქცევას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მითითებაზე, რომ ხ---- გ-------მ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ, და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები და მსჯავრდებულ ხ---- გ-------ს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ხ---- გ-------სათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ხ---- გ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–---- ჯ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ხ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ხ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ხ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხ---- გ-------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით ხ---- გ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ხ---- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე