განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
050100118002561268
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100118002561268

საქმე №1/ბ-584-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ვ-–- ვ--–----ს ძე ქ--------ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი შ------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–- ქ--------მ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ;

 

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------ში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–- ქ-------- დაბრუნდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ღია აივანზე დაინახა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი, 2005 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული ლ--–- ქ--------, რომელიც ესაუბრებოდა მის ძმას, 2008 წლის 19 სექტემბერს დაბადებულ გ-------– ქ--------ს, დას - 2013 წლის 04 ივლისს დაბადებულ ლ---- ქ--------ს და ნათესავს, 2007 წლის 09 აგვისტოს დაბადებულ ლ--- ხ--------ს და დაბა ურეკში ბებიის - დ-------- ქ--------ს დასთან სტუმრობის გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას. აღნიშნულზე განაწყენდა ვ-–- ქ--------, დაუწყო ხმამაღალი ყვირილი ლ--–- ქ--------ს. განაწყენებულმა, მისი ოჯახის წევრების, არასრულწლოვნების: გ-------– ქ--------ს და ლ---- ქ--------ს თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილიშვილს - ლ--–- ქ--------ს გაშლილი ხელი ერთხელ დაარტა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხმაურზე მასთან მივიდა ლ--–- ქ--------ს დედა - ლ-- ხ--------ი, რომელმაც უსაყვედურა ვ-–- ქ--------ს და მოუწოდა, რომ ბავშვის მიმართ აღარ ეძალადა. აღნიშნულზე უკვე ლ-- ხ--------ის მიმართ განაწყენდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–- ქ--------, რომელიც მივიდა საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კიბესთან მყოფ რძალთან - შვილის მეუღლესთან - ლ-- ხ--------თან, დაუწყო მას ხამაღალი ყვირილი, რომ შვილებთან ერთად წასულიყო მისი საცხოვრებელი სახლიდან. ამ დროს ოჯახის წევრს - ლ-- ხ--------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების: ლ--–- ქ--------ს, გ-------– ქ--------ს და ლ---- ქ--------ს თანდასწრებით ორჯერ დაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი და მძლავრად მოქაჩა თმები, რა დროსაც დაზარალებულმა ლ-- ხ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ვ-–- ქ--------მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------ში, საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კიბესთან, იმ მოტივით, რომ რძალმა- ლ-- ხ--------მა შენიშვნა მისცა 12 წლის ლ--–- ქ--------ს ცემის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რძალს, რის შემდეგ თოხის მოქნევით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, შემდეგ კი, საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა დანა და მოუწოდა რძალს, შვილის მეუღლეს - ლ-- ხ--------ს, შვილებთან ერთად დაეტოვებინა მისი აშენებული სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში დანის გამოყენებით მოკლავდა და ჯანმრთელობას დაუზიანებდა, რა დროსაც ლ-- ხ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ვ-–- ქ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და საჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ-–- ქ--------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ვ-–- ქ--------ს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო, 2018 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 04 ივლისამდე პერიოდი.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ ვ-–- ქ--------ს დაუმძიმდეს სასჯელი, კერძოდ, ნაცვლად პირობითი მსჯავრისა, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვ-–- ქ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის საკმარისი სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, გასათვალისწინებელია ის გარემობა, რომ მსჯავრდებულმა ორი ეპიზოდი ჩაიდინა და დაზარალებულებს მისი ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ.

 

მსჯავრდებული ვ-–- ქ-------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ------- ბ----–-–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- ქ-------- მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- ქ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–- ქ--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ-- ხ--------ის, ლ--–- ქ--------ს, თ-------ე ე------ს, ი-----–- ს-----ის, მ---- ღ-–-----ის, მ-----ა ხ--------ის, ბ------ ხ--------ის, ნ--- ჩ-----ს, ნ---- ჩ-----ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანითა და თოხით, ვ-–- ქ--------ს დაკავების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–- ქ--------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს სასჯელი.

 

ვ-–- ქ--------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპალეციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ვ-–- ქ--------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

 

სააპელაციო პალატას ვ-–- ქ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის და მის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ვ-–- ქ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ-–- ქ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ვ-–- ქ--------ს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 04 ივლისამდე პერიოდი.

 

ვ-–- ქ--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ვ-–- ქ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულ--. ვ-–- ქ--------ს (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ო---- მ--------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ოზურგეთი, ე------ შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: ს------------–---------------------------------------------------------------------------------------------–------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: "DVD" დისკი, რომელიც ინახება ურეკის პოლიციის განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თოხი და დანა, რომლებიც ინახება ურეკის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე