განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-263-2019წ.
(010100119002813793)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა--------ს ძე ხ----ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლ------------------------------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ხ----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. ბათუმში, ლ-----------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მ------ ხ----მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენა ოჯახის წევრს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შ------- ღ------ეს, რამაც შ------- ღ------ის ფიზიკური ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით მ------ ხ---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მ------ ხ----ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 08 დეკემბრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით - გათვალისწინებით (195 სთ) ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან;
მსჯავრდებულ მ------ ხ----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ------ ხ----ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის რომ ძალადობის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება, რაც შესაძლოა კვლავ განმეორდეს. დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხ----თს და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ ხ----ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ ხ----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ------- ღ------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------ ხ----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------ ხ----ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ხ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მ------ ხ----ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 08 დეკემბრიდან - 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით - გათვალისწინებით (195 სთ) ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან;
მსჯავრდებულ მ------ ხ----ს მიმართ 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ც-–---- მ-----–-–---–ს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერიN--------------------------------).
ნივთიერი მტკიცებულება - საქართველოს შსს სსიპ 112-დან მოწოდებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე