განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/2221-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები -ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ს----------------ა
წარმომადგენელი - რ------------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ--------------------ი
წარმომადგენელი - მ-------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ--------------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი და მ--------------------ი (პ/ნ0----------) ცნობილ იქნა ს----------------ას (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ბ--------------ს ქუჩა N-, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ა-–-------------ი გარდაიცვალა 2014 წლის 31 დეკემბერს; შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. იგი გარდაიცვალა სოფელ ი-----------–--ში და დაკრძალეს ამავე სოფელში.
2.2. ა-–-------------ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები: მ--------------------ი და ს----------------ა;
2.3. მამკვიდრებლის, ა-–-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს: უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ-------------------- N-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №----------------------- და ავტომანქანა, მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, საიდენტიფიკაციო N-----------------;
2.4. ა-–-------------ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟ----------–-----ესთან. იგი გარდაცვალებამდე ჟ----------–-----ესთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თბილისი, ქ-------------------- N-. ა-–-------------ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ბინაში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჟ----------–-----ე.
2.5. 2015 წლის 23 ნოემბერს, ნოტარიუს ჟ----------------–---–-ს მიერ, ს----------------ას სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---------), რომლის საფუძველზეც, ს----------------ამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი მამის - ა-–-------------ის კუთვნილი მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ--------------------, N- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------.
აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ს----------------ა საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
2.6. 2016 წლის 02 თებერვალს ნოტარიუსს ჟ----------------–---–ს განცხადებით მიმართა მ--------------------მა, როგორც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი ა-–-------------ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა და მოითხოვა ა-–-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა; ვინაიდან 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილ ა-–-------------ის მთელ დანაშთ ქონებაზე ს----------------ას სახელზე უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა მ--------------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
2.7. მამკვიდრებლის _ ა-–-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ავტომანქანას - მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, ამჟამად ფლობს და ავტომანქანით სარგებლობს მოსარჩელე მ--------------------ი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მამკვიდრებელმა ა-–-------------მა თავის სიცოცხლეში აჩუქა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------) მოსარჩელე მ--------------------ს, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ა-–-------------ის გარდაცვალების მომენტისათვის ზემოთ მითითებული ავტომანქანა წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას და შესაბამისად მოიაზრება მის დანაშთ სამკვიდრო მასაში.
2.9. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ მამკვიდრებელი ა-–-------------ი გარდაცვალებამდე ფლობდა და სარგებლობდა ავტომანქანით და სწორედ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით იყო იგი წასული სოფელ ი-----------–--ში, სადაც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. მოსარჩელე მ--------------------მა ავტომანქანა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს წაიყვანა და ამ დროიდან მოყოლებული ავტომანქანა იმყოფება მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა-–-------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მოსარჩელე მ--------------------ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, იგი ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს სამკვიდრო მასაში შემავალი ავტომანქანით.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ფლობდა სადავო საცხოვრებელი ბინის გასაღებსაც, მანამ სანამ მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო არ შეცვალა კარების საკეტი.
ამასთან, მოწმეთა ჩვენებით, დადგინდა, ისიც, რომ მოსარჩელემ მამის გარდაცვალების შემდეგ მათი ტრადიციების შესაბამისად, გაამზადა ე.წ. ,,ხალვა“ და მიცვალებულის საპატივსაცემოდ სადავო სახლის მეზობლად მცხოვრებ პირებს გადასცა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა;
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა.
ვინაიდან საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და ცალკეულ პირს შეუძლია კონკრეტულ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვოს სათანადო გარიგებით თუ კანონის საფუძველზე. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, მოცემულ სარჩელზე მოსარჩელის მიერ დაყენებულ არსებულ სასარჩელო მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. მოსარჩელე მ--------------------მა მოპასუხე ს----------------ას სახელზე რიცხული სადავო უძრავ ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, მოპასუხესთან ერთად თანაბარწილად ეკუთვნის მამკვიდრებლის - ა-–-------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მხრიდან სამკვიდრო მოწმობის მიღებისას ადგილი ჰქონდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის დამალვის ფაქტს.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
ა-–-------------ი გარდაიცვალა 2014 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. იგი გარდაიცვალა სოფელ ი-----------–--ში. ამასთან, მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებით, დადგენილია, რომ ა-–-------------ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟ----------–-----ესთან. იგი გარდაცვალებამდე ჟ----------–-----ესთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თბილისი, ქ--------------------, N-. ა-–-------------ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ბინაში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჟ----------–-----ე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-------------ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები მ--------------------ი და ს----------------ა. ამდენად, მამკვიდრებლის შვილები, მ--------------------ი და ს----------------ა, როგორც კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, სარგებლობენ თანასწორი წილის უფლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა).
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მამკვიდრებლის, ა-–-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს: უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ბ--------------ს ქუჩა N-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №----------------------- და ავტომანქანა, მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, საიდენტიფიკაციო N-----------------.
ამასთან, დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ნოემბერს ნოტარიუს ჟ----------------–---–-ს მიერ ს----------------ას სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---------), რომლის საფუძველზე ს----------------ამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი მამის - ა-–-------------ის კუთვნილი მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ--------------------, N- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ს----------------ა საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
დადგენილია ისიც, რომ 2016 წლის 02 თებერვალს ნოტარიუსს ჟ----------------–---–ს განცხადებით მიმართა მ--------------------მა, როგორც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი ა-–-------------ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა და მოითხოვა ა-–-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ვინაიდან 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილ ა-–-------------ის მთელ დანაშთ ქონებაზე ს----------------ის სახელზე უკვე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა მ--------------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს; შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მამკვიდრებელმა ა-–-------------მა თავის სიცოცხლეში აჩუქა საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------) მოსარჩელე მ--------------------ს. ვინაიდან, სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ა-–-------------ის გარდაცვალების მომენტისათვის ზემოთ მითითებული ავტომანქანა წარმოადგენდა მის საკუთრებას და შესაბამისად მოიაზრება მის დანაშთ სამკვიდრო მასაში. იმ შემთხვევაში, თუკი ავტომანქანა, მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, იქნებოდა ჩუქების საფუძველზე მოსარჩელისათვის გადაცემული, საკუთრების უფლებით უნდა ყოფილიყო აღრიცხული შესაბამის ორგანოში მ--------------------ის სახელზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის მდგომარეობითაც, ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა მარკა მოდელი ,,ო---–--------“ (სახელმწიფო ნომრით - S------) საკუთრების უფლებით ირიცხება მამკვიდრებლის ა-–-------------ის სახელზე, თუმცა როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, ავტომანქანას ფლობს და ამ ნივთით სარგებლობს მოსარჩელე მ--------------------ი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის ტერმინი ,,ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება“ გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ მამკვიდრებელი ა-–-------------ი გარდაცვალებამდე თავად ფლობდა და სარგებლობდა ავტომანქანით და სწორედ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით იყო წასული სოფელ ი-----------–--ში, სადაც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. მოსარჩელე მ--------------------მა ავტომანქანა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს სოფლიდან წამოიყვანა და ამ დროიდან მოყოლებული ავტომანქანა იმყოფება მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ნაწილი, ავტომანქანა მარკა მოდელი ,,ო---–--------“ (სახელმწიფო ნომრით - S------), რომელიც ა-–-------------ის გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მამკვიდრებელს და სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშთ სამკვიდრო მასაში მოიაზრებოდა. როგორც აღინიშნა, მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ასევე უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ქ--------------------, N-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ფლობდა სადავო საცხოვრებელი ბინის გასაღებსაც მანამ, სანამ მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო არ შეცვალა კარების საკეტი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებით, დადგინდა, ისიც, რომ მოსარჩელემ მამის გარდაცვალების შემდეგ მათი ტრადიციების შესაბამისად, გაამზადა ე.წ. ,,ხალვა“ და მიცვალებულის საპატივსაცემოდ სადავო სახლის მეზობლად მცხოვრებს პირებს გადასცა არსებული წეს-ჩვეულებების მიხედვით. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს სურდა ფაქტობრივად შესდგომოდა სადავო ქონების მართვას და ფლობას მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, იგი მივიდა სადავო სახლში გასაღების წამოსაღებად, რასაც ადასტურებს მამკვიდრებლის მეუღლე ჟ----------–-----ე (არარეგისტრირებული ქორწინებიდან), თუმცა მოპასუხესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის და ამ უკანაკსნელის მიერ სადავო საცხოვრებელ სახლში საკეტის გამოცვლის გამო, მოსარჩელე ვერ განაგებდა და განკარგავდა ხსენებულ სადავო ქონებას, როგორც საკუთარს. სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის - ავტომანქანის ფლობას და შესაბამისად, კანონის თანახმად ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. მოპასუხე მხარე არ უარყოფს მ--------------------ის მიერ ავტომანქანის ფლობისა და მისით სარგებლობის ფაქტს. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. დადგენილია, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 23 ნოემბერს. ამ ვადაში, მოსარჩელემ განახორციელა თავისი უფლება და სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავი ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ.
ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ--------------------ის მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.
რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. საკუთრების უფლება კი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული აბსოლუტური უფლებაა. დადგენილია, რომ მ--------------------მა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ--------------------ა მამკვიდრებლის - ა-–-------------ის გარდაცვალებამდე გათხოვდა და ცხოვრობდა მეუღლის ბინაში, მას არ უცხოვრია სადავო უძრავი ქონების მისამართზე არც მამის გარდაცვალების შემდეგ, რაც იმას გულისხმობს, რომ ფაქტობრივი ფლობით ქონება არ მიუღია; ამასთან, როგორც თავად მოსარჩელემ განმარტა, მას ჰქონდა ბინის გასაღები და პერიოდულად აქცევდა ბინას ყურადღებას აპელანტი მიიჩნევს, რომ ამ გარემოებაზე მითითებით არ დასტურდება სამკვიდრო ქონების დაუფლება; კერძოდ, მხარე არ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, არ უვლიდა და არ სარგებლობდა ქონებით; გარდა ამისა, დგინდება ის გარემოება, რომ სადავო ბინაში ს----------------ას თანხმობით ცხოვრობს ა-–-------------ის ფაქტობრივი მეუღლე - ჟ----------–-----ე.
3.2. აპელანტის შეფასებით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გარდაცვლილმა ა-–-------------მა სიცოცხლეშივე განკარგა სამკვიდრო ქონება; კერძოდ - ს----------------ას არგუნა სადავო უძრავი ქონება, ხოლო მ--------------------ს აჩუქა ავტომანქანა ,,ო---–--------“; აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, ავტომანქანა ,,ო---–--------ს“, მამკვიდრებლის _ ა-–-------------ის გარდაცვალების შემდეგ არ დაუფლებია, არამედ დასახელებული ნივთი მის მფლობელობაში იყო მამის სიცოცხლეშიც.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მსჯელობისას აპელანტი მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანია მხოლოდ მოწმე ჟ----------–-----ის ჩვენება; კერძოდ, იგი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დასახელებული ნივთი _ ავტომანქანა, მამკვიდრებლის სიცოცხლეში საჩუქრად გადაეცა მის შვილს _ მ--------------------ას; სხვა მოწმეების, კერძოდ _ ალადინ მამედოვის და რამილა ჯაფაროვას ჩვენებებს აპელანტი არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად დავის გადაწყვეტისათვის, რადგან, მხარის განმარტებით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია სადავო საკითხებზე; ამასთან აპელანტი განმარტავს, რომ მოწმე ა-–---------------ის ჩვენება მას სარწმუნოდ არ მიაჩნია, რადგან თვლის, რომ იგი არ არის ობიექტური და მისივე განცხადებით, დაინტერესებულია, რათა მოსარჩელემ მიიღოს სამკვიდრო ქონება;
3.3. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ა-–-------------ის გარდაცვალების შემდგომ მ--------------------ას კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაც მისი მხრიდან სამკვიდროზე უარის თქმას გულისხმობს;
3.4. ამასთან, აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა-–-------------ის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 2014 წლის 31 დეკემბერს; 2015 წლის 23 ნოემბერს ა-–-------------ის მემკვიდრე ს-----------------აზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2016 წლის 28 იანვარს; აპელანტი ამ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ რადგან მოსარჩელემ სადაო არ გახადა სამკვიდრო მოწმობა კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმულია;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ბორის გლაზოვის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ა-–-------------ი გარდაიცვალა 2014 წლის 31 დეკემბერს; შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო.
- ა-–-------------ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები მ--------------------ი და ს----------------ა;
- მამკვიდრებლის, ა-–-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს:
უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ-------------------- N-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------;
ავტომანქანა, მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, საიდენტიფიკაციო N------------------;
- ა-–-------------ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟ----------–-----ესთან. იგი გარდაცვალებამდე ჟ----------–-----ესთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თბილისი, ქ-------------------- N-. ა-–-------------ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ბინაში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჟ----------–-----ე.
- 2015 წლის 23 ნოემბერს ნოტარიუს ჟ----------------–---–-ს მიერ ს----------------ას სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---------), რომლის საფუძველზე ს----------------ამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი მამის - ა-–-------------ის კუთვნილი მთელი დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ-------------------- N- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------.
აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ს----------------ა საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
- 2016 წლის 02 თებერვალს ნოტარიუს ჟ----------------–---–ს განცხადებით მიმართა მ--------------------მა, როგორც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი ა-–-------------ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა და მოითხოვა ა-–-------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ვინაიდან 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილ ა-–-------------ის მთელ დანაშთ ქონებაზე ს----------------ას სახელზე უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა მ--------------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
- მამკვიდრებლის _ ა-–-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ავტომანქანას - მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, ფლობს და ამ ნივთით სარგებლობს მოსარჩელე მ--------------------ი.
- დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მამკვიდრებელმა ა-–-------------მა თავის სიცოცხლეში აჩუქა საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------) მოსარჩელე მ--------------------ს; აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ა-–-------------ის გარდაცვალების მომენტისათვის ზემოთ მითითებული ავტომანქანა წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას და შესაბამისად, იგი მოიაზრება მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო მასაში.
- საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ მამკვიდრებელი ა-–-------------ი გარდაცვალებამდე ფლობდა და სარგებლობდა ავტომანქანით და სწორედ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით იყო წასული სოფელ ი-----------–--ში, სადაც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.
დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მ--------------------მა ავტომანქანა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს წაიყვანა და ამ დროიდან მოყოლებული ავტომანქანა იმყოფება მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
- ა-–-------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მოსარჩელე მ--------------------ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, იგი ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს სამკვიდრო მასაში შემავალი ავტომანქანით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ფლობდა სადავო საცხოვრებელი ბინის გასაღებსაც მანამ, სანამ მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო არ შეცვალა კარების საკეტი.
სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია და შესაბამისად, არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მ--------------------ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო ქონების ნაწილის - ავტომანქანის მიღება; აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომანქანა ა-–-------------მა სიცოცხლეშივე აჩუქა ქალიშვილს და აქედან გამომდინარე, იგი არ შეიძლება განხილული იქნას სამკვდრო მასაში შემავალ ქონებად. საქმის მასალების მიხედვით აპელანტი არ უარყოფს, რომ ავტომანქანა ნამდვილად წაიყვანა მ--------------------მა და მოცემული მდგომარეობითაც მის საკუთრებაშია, თუმცა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას ა-–-------------ის მიერ სიცოცხლეშივე მ--------------------აზე ავტომანქანის ჩუქების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით; მეტიც - როგორც საქმის მასალებით დგინდება, ავტომანქანა კვლავ ა-–-------------ის სახელზეა რეგისტრირებული, ამასთან, ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არც საქმეზე დაკითხულ მოწმეებს უსაუბრიათ. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმასაც, რომ მ--------------------ს ჰქონდა მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების - სადავო საცხოვრებელი ბინის გასაღებიც, პერიოდულად მიდიოდა და ყურადღებას აქცევდა ბინას, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ხოლო დასთან უთანხმოების შემდგომ, ს----------------ამ საკეტი შეცვალა, რის გამოც მ--------------------ს შეეზღუდა სადავო ქონებით სარგებლობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოებები უდავოდ მოწმობს მ--------------------ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებას, რის გამოც სასამართლოს საფუძველს მოკლებულად და დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრეს - მ--------------------ს არ გამოუვლნია ინტერესი სამკვიდროს მიღების.
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სხავადასხვა გზით; კერძოდ, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, სამკვიდრო მასაში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის ა-–-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ავტომანქანას - მარკა მოდელი ,,ო---–--------“, გამოშვების წელი - 1---, სახელმწიფო ნომერი - S------, მამის გარდაცვალების შემდეგ და ამჟამადაც ფლობს და ამ ნივთით სარგებლობს მოსარჩელე მ--------------------ი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ა-–-------------ის მიერ მ--------------------ზე ავტომობილის ჩუქების ფაქტი, მეტიც - საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ მამკვიდრებელი ა-–-------------ი გარდაცვალებამდე ფლობდა და სარგებლობდა ავტომანქანით და სწორედ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით იყო წასული სოფელ ი-----------–--ში, სადაც 2014 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. მოსარჩელე მ--------------------მა ავტომანქანა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს წაიყვანა და ამ დროიდან მოყოლებული ავტომანქანა იმყოფება მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული გარემოებების გამო, პალატა თვლის, რომ ავტომანქანა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებად უნდა ჩაითვალოს, ხოლო მ--------------------ის მიერ მისით სარგებლობა - სამკვიდროს ფაქტობრივ მიღებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–-------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მოსარჩელე მ--------------------ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, იგი ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს სამკვიდრო მასაში შემავალი ავტომანქანით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ფლობდა სადავო საცხოვრებელი ბინის გასაღებსაც მანამ, სანამ მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო არ შეცვალა კარების საკეტი.
პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა. ამავდროულად, სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ--------------------ი, მამკვიდრებლის - ა-–-------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, ავტომანქანას და პერიოდულად სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებითაც, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მასალები და მოწმეთა ჩვენებები.
4.3. სააპელაციო სასამართლო ვერ გაზიარებს აპელანტის მოსაზრებას, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე მითთებით, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთი სპეციალური ხანდაზმულობის ვადაა გათვლისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირი სადავოს ხდის სამკვიდრო მოწმობას.
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს.
ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013).
4.3. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალები და მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში შეაფასა და სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით არ დაყრდნობია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 1205 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ხათუნა არევაძე
მოსამართლეები ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე