განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210115001077311
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001077311

საქმე N 2ბ/1695-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

საჩივრის ავტორი (მოპასუხე; მოწი--აღმდეგე მხარე) - კა------------ვი

წარმომადგენელი - პა----------ძე

 

მოწი--აღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები; აპელანტები) - ცი------------ვი, ზი-----------ვი

წარმომადგენელი – ქე---------------ძე

 

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

დავის საგანი საჩივარში - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ცი------------ვის და ზი-----------ვის წარმომადგენელის ქე---------------ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ცი------------ვის და ზი-----------ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ცი------------ვის და ზი-----------ვის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცი------------ვი და ზი-----------ვი ცნობილ იქნენ 1960 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილი შა---–----------ის კანონისმიერ მემკვიდრეებად მისი დანაშთი ქონების წილზე. ცი------------ვი და ზი-----------ვი ცნობილ იქნენ ქ. თბილისი, კე---–--ის ქუჩა #---ში მდებარე მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. კა------------ვს ცი--- და ზი-- დუ-----ების სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2250 ლარის და სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი - 3000 ლარის, სულ 5250 ლარის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ცი------------ვისა და ზი-----------ვის სარჩელი მოპასუხე კა------------ვის მიმართ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცი--- და ზი-----------ვებს უარი ეთქვათ 1960 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილი შა---–----------ის კანონისმიერ მემკვიდრეებად ცნობაზე მისი დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე და უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, კე---–--ის ქუჩა #--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობაზე. კა------------ვის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების ცი------------ვის, ზი-----------ვისა და ნოტარიუს ჟ---- ტა--------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა ცი------------ვმა და ზი-----------ვმა, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 04 მაისის განჩინებით ცი------------ვის და ზი-----------ვის სააპელაციო საჩივრი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა მისი არსებითად განხილვა 2019 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე. მოწი--აღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადაიდო 2019 წლის 27 თებერვალს, 12:00 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, 2019 წლის 27 თებერვალს გამოცხადდა აპელანტების - ცი------------ვის და ზი-----------ვის წარმომადგენელი - ქე---------------ძე, არ გამოცხადდა მოწი--აღმდეგე მხარე - კა------------ვი. წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვალს განჩინებით კა------------ვის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა ქე---------------ძემ მოწი--აღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

 

სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით, რომლის თანახმად, 1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწი--აღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ საქმის განხილვაზე მოწი--აღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის თანხმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წი--აღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის ერთგვარი სამართლებრივი მექანიზმი როგორც მხარეთათვის, ისე სასამართლოსათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმის განხილვის გაჭიანურება და მხარეთა მიერ თავისი უფლებებით მანიპულირება, როდესაც მხარე არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე.

 

მოწი--აღმდეგე მხარის/მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წი--პირობაა ვარაუდი, რომ მხარე აღიარებს მოთხოვნის მართებულობას და ცნობს სარჩელს, რის გამოც კარგავს თავის დაცვის ინტერესს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ვარაუდი, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას ან უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს განზრახ ან დაუდევრობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასევე აქვს პრევენციული ფუნქცია და ნაწილობრივ სადამსჯელო ფუნქციაც, რათა შემდგომში აღკვეთილ იქნეს მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

დაუსწრებელი გადაწყვტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად, პირველ რიგში, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დაბარებული იყო თუ არა გამოუცხადებელი მხარე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და მისი გამოუცხადებლობა ხომ არ იყო გამოწვეული დაუძლეველი ძალით ან სხვა მოვლენებით, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულ გამოცხადებას.

 

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოწი--აღმდეგე მხარის წარმომადგენელს - ნუ------ კა-----–--ს 27.02.2019წ. 12:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე გაეგზავნა უწყება საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ზ. ქუ-------ის ქ----), რომელიც ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს (შვილს) - ი---კ-–ი კა-----–--ს 25.01.2019წ., რაც უწყების ადრესატისთვის ჩაბარებას ნიშნავდა (სსკ-ის 7-.1. მუხლი), ხოლო უწყების წარმომადგენლისთვის ჩაბარება, თავის მხრივ ნიშნავდა უწყების მხარისათვის ჩაბარებას (სსკ-ის 70.1. მუხლი).

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნია, რომ მოწი--აღმდეგე მხარე სხდომაზე დაბარებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და დროულად იყო ინფორმირებული სხდომის დანიშვნის შესახებ, რასაც ადასტურებდა მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადება სხდომის გადადების შესახებ.

 

დადგენილი იყო, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწი--აღმდეგე მხარე და არც მისი წარმომადგენელი. წარმოდგენილი იქნა მხარის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ყოფილ ადვოკატს გაუუქმა რწმუნებულება და ვი--იდან დამოუკიდებლად ვერ დაიცავდა თავს, ახალი ადვოკატის ასაყვანად ესაჭიროებედა დამატებითი დრო.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ მოწი--აღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე პალატამ ერთხელ (23.01.2019წ) გადადო სხდომა წარმომადგენლის ავადმყოფობის მოტივით. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ცნობა ავადმყოფობის შესახებ წამოდგენილი იქნებოდა შემდეგ სხდომაზე, თუმცა არც მომდევნო სხდომაზე ასეთი ცნობა საამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, 26.02.2019წ. სასამართლოში წარდგენილი იქნა სანოტარო აქტი, რომლითაც 26.02.2019წ. წარმომადგენელს გაუუქმდა წარმომადგენლობის უფლება და ახალი წარმომადგენლის აყვანის მიზნით მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება. ეს მაშინ, როცა მხარემ ერთი თვით ადრე იცოდა, რომ მომდევნო სხდომა გაიმართებოდა 27.02.2019წ. და თუ მიიჩნევდა, რომ შესაცვლელი იყო წარმომადგენელი, დროულად უნდა ეზრუნა ამის თაობაზე. სხდომის გამართვის წი-- დღეს წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების გაუქმებით მხარემ ხელოვნურად შექმნა სხდომის გადადების ფორმალური საფუძველი, რასაც მიეცა საქმის განხილვის გაჭიანურების კვალიფიკაცია და საოქმო განჩინებით უარი ეთქვა სხდომის გადადებაზე. შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეული იქნა არასაპატიოდ და მიმართული საქმის განხილვის გაჭიანურებისკენ.

 

აღნიშნულიდან გამომდი--რე, პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუძლეველ ძალას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარის/წარმომადგენლის გამოცხადებას სასამართლოში.

 

მოწი--აღმდეგე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პალატამ დადგენილად მიიჩნია სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კე---–--ს ქ--------ში მდებარე სახლთმფლობელობა აღრიცხულია 1987 წელს. სააღრიცხვო ბარათში უძრავი ნითის მფლობელად მითითებული იყო შა---–----------ი;

- შა---–----------ი გარდაიცვალა 1960 წლის 18 სექტემბერს. მის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები მი----- დუ-----ი და კა------------ვი (მეუღლე გარდაიცვალა ადრე), რომლებიც ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას;

- 1967 წელს მი----- დუ-----მა იქორწი-- ზი-- დ-----–------ (ქორწინების შემდეგ დუ-----ი) და 1970 წლის 13 აპრილს შეეძი--თ შვილი ცი------------ვი. ოჯახი ცხოვრობდა მამისეულ სახლში, კე---–--ის ქ---------ში;

- 1990 წელებში მი----- დუ-----ი სამუშაოდ გაემგზავრა რ------–----------------------–ი, სადაც გარდაიცვალა 2003 წლის 21 ნოემბერს. მისი პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეები არიან მეუღლე - ზი-----------ვი და შილი - ცი------------ვი, რომლებიც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მი----- დუ-----ის სამკვიდრო ქონებას;

- 2011 წლის 11 თებერვალს კა------------ვმა, როგორც შა---–----------ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება და კე---–--ის ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხა თავის საკუთრებად.

 

მხარის გამოუცხდებლობის გამო, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული ფაქტები, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა, აღნიშნა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანდა, თუ ეს დადასტურებულად (დამტკიცებულად) ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, ხოლო თუ არ ამართლებდა, მაშინ სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ამ კუთხით, პალატამ მიუთითა შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვი--იდან მხარეთა შეთანხმება ახალი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მომხდარა, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სარჩელში მითითებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმები, კერძოდ შა---–----------ის სამკვიდროსთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი 1923 წლის რედაქცია. მი----- დუ-----ის სამკვიდროსთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი - 1997 წლის რედაქცია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მხარეებს 1923 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა შესაბამისად სადავო საკითხის მოწესრიგება არ უთხოვიათ, სარჩელსა და შესაგებელში სამართლებრივ საფუძვლებად მითითებული იყო ახალი კოდექსის ნორმები, მაგრამ ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებასაც არ ჰქონია ადგილი.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლის (1923 წლის რედაქცია) კოდექსის 418-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვალებულის შვილები (მათ შორის შვილად აყვანილები), მეუღლე და შრომისუნარმოკ-–ებული მშობლები. თუ აღნიშნული მემკვიდრეები არ არიან ან ისინი მემკვიდრეობას არ მიიღებენ, იმ შემთხვევაში კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან შრომისუნარიანი მშობლები, ხოლო თუ მშობლები არ არიან, გარდაცვალებულის დები და ძმები. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს ქონება გაყოფილი უნდა იქნას თანასწორ წილად იმ პირთა შორის, რომლებიც გამოწვეული არიან სამემკვიდრეოდ იმ წესით, რაც გათვალისწინებულია 418-ე მუხლით. 432-ე მუხლი კი ადგენს, რომ უკეთუ მემკვიდრენი არ გამოცხადდებიან ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სამკვიდრო ქონების დასაცავად ღონისძიება იქნა მიღებული, აგრეთვე უკეთუ მემკვიდრენი უარს იტყვიან დამკვიდრებაზე ან სამკვიდროს დამტოვებლის მიერ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს უფლება წაერთმევა მემკვიდრეობის მიღებაზე, მათი წილი გადადის კანონით მემკვიდრეებზე და იყოფა მათ შორის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. ამავე კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ნივთს დროის შუა პერიოდში.

 

სასამართლოს მითითებით, იდენტურ მოწესრიგებას ითვალისწინებდა მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 132--ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქი---ვებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შა---–----------ის გარდაცვალებით, 1960 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები, მათ შორის, არასრულწლოვანი მი----- დუ-----ი და კა------------ვი.

 

დადგენილი იყო ასევე, რომ შა---–----------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა თბილისის ს------------–------------------------------------–-------------------–------ შესაბამისად, კე---–--ის ქ.#---ში მდებარე სახლთმფლობელობა.

 

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ: კა------------ვის მიერ მამის - შა---–----------ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შა---–----------ის სამკვიდრო ქონებაზე, (სამკვიდრო აქტივი, სამკვიდრო პასივი), კა------------ვის სახელზე, ნოტარიუს ჟ-------------–---–-ს მიერ 2011 წლის 11 თებერვალს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #1--------, რომლის საფუძველზეც სამკვიდროს მიმღები პირი აღირიცხა ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს განმარტებით, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპი---ტესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი ში--განი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მი----- დუ-----მა მამის, შა---–----------ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი ცხოვრებას აგრძელებდა სამკვიდრო უძრავ ქონებაში.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მი----- დუ-----ს მამის - შა---–----------ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღო, შესაბამისად, არასებობდა მი----- დუ-----ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი სახლთმფლობელობის, მდებარე ქ.თბილისი, კე---–--ის ქ. 7-, ½ ნაწილზე.

 

დადგენილი იყო, რომ მი----- დუ-----ი გარდაიცვალა 2003 წლის 21 ნოემბერს, რომლის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ცი--- და ზი-----------ვები, შესაბამისად არსებობდა აპელანტების შა---–----------ის ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი-სამართლებრივი საფუძვლები (ქ. თბილისი, კე---–--ის ქ. 7--ის ½ ნაწილზე).

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში/სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესაბამისად, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წი--პირობა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. საჩივრის საფუძვლები

 

3.1. საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე წარმომადგენელმა აცნობა აპელანტს, რომ კვლავ ვერ ცხადდებოდა სხდომაზე, რის გამოც მას გაუუქმდა წარმომადგენლობის უფლება და უნდა აეყვანა ახალი ადვოკატი. ამის თაობაზე აცნობა კიდევაც სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება თვით მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობას, იგი გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით.

3.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს არგუმენტი მასზედ, რომ მოწი--აღმდეგე მხარემ, კა------------ვმა, ხელოვნურად შექმნა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და საქმის გაჭიანურების წი--პირობები.

 

აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მონაცემებით, მოცემული საქმე კა------------ვის ხელსაყრელი შედეგით იყო დასრულებული, შესაბამისად, საქმის გაჭიანურება ვერანაი---დ მოექცეოდა მის ინტერესში.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის შესახებ მხარისათვის ცნობილი იყო 1 თვით ადრე და მას ახალი წარმომადგენლის ასაყვანად სათანადო დრო ჰქონდა, მოცემულ შემთხვევაში, არ ამართლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და ვერ დააყენებს ეჭვქვეშ, კა------------ვის მხრიდან იმ ქმედების ლეგიტიმურობას, რომელიც სხდომამდე ერთი დღით ადრე რწმუნებულების გაუქმებას უკავშირდებოდა, რადგან, როგორც აღინიშნა, კა------------ვის მხრიდან წარმომადგენელთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა სწორედ იმ რისკების თავიდან აცილებას ემსახურებოდა, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს შესაძლოა მეორედ აღარ გადაედო სხდომა, რაც კა------------ვს კვალიფიციური დაცვის გარეშე დატოვებდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფრო რეალური საფრთხის წი--შე დააყენებდა.

 

3.4. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე თავად მოწი--აღმდეგე მხარის კა------------ვის გამოუცხადებლობას, იგი გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძო, კი მისი ავადმყოფობით, რასაც ადასტურებს შპს ,,მე--------ს’’ მიერ გაცემული ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ კა------------ვი პოლიკ-–ინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში - 2015 წლიდან, ხოლო, 2018 წლის თებერვლის თვეში, მას დაესვა დიაგნოზი, რომ ჰქონდა პარკისონი, ვაზოგენური ენცეფალოპატია და რადიკუმოპათია. იმავე ცნობაში მოცემული დასკვნით, კა------------ვის დაავადებათა რიცხვი ასევე მოიცავს სხვადასხვა დაავადებებს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვალს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა მოწი--აღმდეგე მხარე კა------------ვი და მისი წარმომადგენელი ნუ------ კა-----–--ი.

 

4.2. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ცი------------ვის და ზი-----------ვის წარმომადგენელის ქე---------------ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ცი------------ვის და ზი-----------ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ცი------------ვის და ზი-----------ვის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცი------------ვი და ზი-----------ვი ცნობილ იქნენ 1960 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილი შა---–----------ის კანონისმიერ მემკვიდრეებად მისი დანაშთი ქონების წილზე. ცი------------ვი და ზი-----------ვი ცნობილ იქნენ ქ. თბილისი, კე---–--ის ქუჩა #---ში მდებარე მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. კა------------ვს ცი--- და ზი-- დუ-----ების სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2250 ლარის და სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი - 3000 ლარის, სულ 5250 ლარის ანაზღაურება.

 

4.3. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წი--აღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წი--პირობები.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობები-- სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 233.1. მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წი--პირობები.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წი--აღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობები-- სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წი--სწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის ბოლო წი--დადების ამავე კოდექსის 215.3. მუხლთან შეჯერების შედეგად, პალატა განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წი--აღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 1. საპატიო მიზეზად შეუძლია მიუთითოს ,,სხვა გარემოებებზეც’’, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და 2. რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობები-- სასამართლოსათვის. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზანშეწონილობაზე, ეს ორი წი--პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი იმ ობიექტური გარემოებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება - სანოტარო აქტი, რწმუნებულების/მინდობილობის გაუქმების შესახებ, რაც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მარწმუნებელმა სასამართლო პროცესამდე 1 დღით ადრე, შეუწყვიტა უფლებამოსილება რწმუნებულს. ხოლო, რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე თავად მოწი--აღმდეგე მხარის გამოუცხადებლობას, იგი გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი მისი ავადმყოფობით.

 

4.6. როგორც აღინიშნა, მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს (საქართველოს სსკ-ის 102-ე და 103.1. მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, მოწი--აღმდეგე მხარეს (საჩივრის ავტორს) არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, საჩივარში მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვი--იდან, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის მიერ მითითებული საპატიო მიზეზი, არ არის გამოწვეული განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ვი--იდან, იგი სუბიექტურ კრიტერიუმებზე მიუთითებს და თავისთავად სცილდება კანონის მიზნებს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს 27.02.2019 წლის სასამართლო სხდომის გადადების საფუძვლად განცხადებაში მითითებული გარემოებებზე, რომ ყოფილ ადვოკატს გაუუქმა რწმუნებულება და ვი--იდან დამოუკიდებლად ვერ დაიცავდა თავს, ახალი ადვოკატის ასაყვანად ესაჭიროებედა დამატებითი დრო, რასაც სააპელაციო პალატა ვერ მიიჩნევს საპატიოდ და სხდომის გადადების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

1) მოწი--აღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე პალატამ ერთხელ (23.01.2019წ) გადადო სხდომა წარმომადგენლის ავადმყოფობის მოტივით. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ცნობა ავადმყოფობის შესახებ წამოდგენილი იქნებოდა შემდეგ სხდომაზე, თუმცა არც მომდევნო სხდომაზე ასეთი ცნობა საამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა;

2) 26.02.2019წ. სასამართლოში წარდგენილი იქნა სანოტარო აქტი, რომლითაც 26.02.2019წ. წარმომადგენელს გაუუქმდა წარმომადგენლობის უფლება და ახალი წარმომადგენლის აყვანის მიზნით მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება. ეს მაშინ, როცა მხარემ ერთი თვით ადრე იცოდა, რომ მომდევნო სხდომა გაიმართებოდა 27.02.2019წ. და თუ მიიჩნევდა, რომ შესაცვლელი იყო წარმომადგენელი, დროულად უნდა ეზრუნა ამის თაობაზე;

3) სხდომის გამართვის წი-- დღეს წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების გაუქმებით მხარემ ხელოვნურად შექმნა სხდომის გადადების ფორმალური საფუძველი, რასაც მიეცა საქმის განხილვის გაჭიანურების კვალიფიკაცია;

 

ამასთან, პალატა და დამატებით აღნიშნავს, რომ აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საამართლო სხდომის წი-- დღეს მოწი--აღმდეგე მხარის მიერ მარწმუნებლისათვის რწმუნებულების გაუქმება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ წარმომადგენელი კვლავ ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე, რაც ამჟამად იქნებოდა მის წი--აღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წი--პირობა, წი--აღმდეგობაში მოდის საქმის მასალებში დაცულ მტკიცებულებასთან. პალატა მიუთითებს, რომ რწმუნებულების გაუქმებამდე, 2019 წლის 25 თებერვალს, მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით, ასევე მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერები და საჭიროების შემთხვევაში, საქმის მასალების ქსეროასლები (იხ. ტ.2, ს/ფ 59). ამდენად, ამ განცხადებით წარმომადგენელმა მზაობა გაგამოთქვა 27.02.2019 წელს დანიშნულ სასამართლოს პროცესზე გამოცადებაზე, მას ამ ან/და სხვა განცხადებაში, არ დაუფიქსირებია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა რაიმე მიზეზით. ამდენად, მხოლოდ მოწი--აღმდგე მხარის ახსნა-განმარტება, რომ რწმუნებულების გაუქმება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მისი რწმუნებული 2019 წლის 27 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, რაც შესაძლოა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წი--პირობა, სააპელაციო პალატა სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს. შესაბამისად, ახალი წარმომადგენლის აყვანის მიზნით სხდომის გადადების მოთხოვნა, მაშინ, როცა მხარემ ერთი თვით ადრე იცოდა, რომ მომდევნო სხდომა გაიმართებოდა 27.02.2019წ., მან კი სწორედ სხდომის გამართვის წი-- დღეს განახორციელა წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების გაუქმება, მიჩნეული უნდა იქნეს მხარის არაკეთილსინდისიერ ქმედებად და საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად. პალატა აღნიშნავს, რომ თუ მოწი--აღმდეგე მხარე მიიჩნევდა, რომ შესაცვლელი იყო წარმომადგენელი, მას დროულად უნდა ეზრუნა ამის თაობაზე.

 

4.7. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე თავად მოწი--აღმდეგე მხარის გამოუცხადებლობას, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (სსსკ-ის 215.3. მუხლი).

 

საკასაციო სასამართლომ 16.03.2018 წლის განჩინებით, საქმეზე №ას-37-37-2018, განმარტა, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (სუსგ 25.11.2017წ. საქმე №ას-1078-998-2017).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწი--აღმდგე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნებს და არ შეიცავს მითითებას, რომ მოწი--აღმდეგე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2019 წლის 27 თებერვალს ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება.

 

ამ კუთხით, პალატა მიუთითებს, რომ, ტომი 2; ს.ფ. 86-ზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცით, რომლის გაცემის თარიღია 19.03.2019 წ. (ცნობა, ფორმა IV-100/ა), დასტურდება, რომ პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 19.03.2019 წელს, ტომი 2; ს.ფ. 87-ზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცით, (ცნობა, ფორმა IV-100/ა), დასტურდება, რომ პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 12.03.2019 წელს. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც მხარე უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე - 27.02.2019 წ). რაც შეეხება ტომი 2; ს.ფ. 91-ზე წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმად დგინდება, რომ პაციენტმა დაწესებულებას მიმართა 26.02.2018 წელს, არ შეიცავს მითითებას, და არც მისი ში--არსიდან ირკვევა, რომ მოწი--აღმდეგე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2019 წლის 27 თებერვალს ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სხდომაზე მოწი--აღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწი--აღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ხოლო, მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წი--აღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწი--აღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 418-ე, 420-ე, 432-ე, 1556-ე მუხლებისა, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 132--ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1424-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

4.9. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წი--აღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კა------------ვის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კა------------ვის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კა------------ვის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. ეს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წი--აღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი