განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001901518
საქმე №1/ბ-309-2018წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ კ-------- ა-------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----- გ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ-------- ა-------–--ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------–----–----------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით:
კ-------- ა-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ კ-------- ა-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-------- ა-------–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ო------------------–----–----------------–--------–-, საყანე ფართობში მისასვლელი გზის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, კ-------- ა-------–--ემ ჯოხითა და ხელებით ცემა მ----- ბ-----ე, რომელსაც ცემის შედეგად განუვითარდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია და რამაც მ----- ბ-----ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ-------- ა-------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ----- გ-----–-–---–მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ-------- ა-------–--ის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
აპელანტები აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 18 მარტს ჩხუბი არ მომხდარა სპონტანურად და მას ჰქონდა წინაპირობა, კერძოდ: კ-------- ა-------–--ის შვილიშვილმა მურად ა-------–--ემ იყიდა მიწის ფართობი, რომლის შეძენა მ----- ბ-----ესაც უნდოდა და ამის გამო მ----- ბ-----ე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა კ-------- ა-------–--ეს, ორჯერ ჰქონდა მისი ცემის მცდელობაც, მაგრამ ამ უკანასკნელმა შეძლო თავის დაცვა. 2017 წლის 18 მარტს, ნაშუადღევს, მ----- ბ-----ე იმყოფებოდა სახლში და დაინახა, რომ კ-------- ა-------–--ე საქონელს მიდენიდა ზემოხსენებულ ფართობში, რა დროსაც გადაწყვიტა ეცემა იგი. მ----- ბ-----ეს ახლდა უფროსი შვილი ვ------- ბ-----ე. კ-------- ა-------–--ე მათგან ზურგით იდგა და არ დაუნახავს როგორ მიუახლოვდნენ ისინი. მ-----მა დედა შეაგინა კ--------ს, რომელიც შებრუნდა და დაინახა, რომ თავზე ადგა მ-----ი, რომლის განზრახვა აშკარა იყო, რადგან ის ადრეც ემუქრებოდა ცემით. კ-------- ა-------–--ეს უნდოდა თავი დაეცვა და ინსტიქტურად დაარტყა ჯოხი მ----- ბ-----ეს.
აპელანტების განმარტებით, დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ კ-------- ა-------–--ემ პირველმა თავად მიაყენა სხეულის დაზიანება მ----- ბ-----ეს ჯოხით, მაგრამ მისი ქმედება გამოწვეული იყო ობიექტური მდგომარეობით, რის გამოც მისი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ.
სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოსამართლემ შეცვალა დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებების შინაარსი, რის შემდეგაც მისთვის სასურველი სამართლებრივი შეფასება მათ; განაჩენში დაზარალებულ მ----- ბ-----ის ისეთი ჩვენებაა მოყვანილი, რომელიც მას არც გამოძიებაში და არც სასამართლოში მიუცია; ამასთან, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი მოწმეების გამოკითხვის ოქმები არ შეესაბამება ამ მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, მათ შორის, მოწმეების ა------ და ე------ გ----------ის, ასევე დაზარალებულ მ----- ბ-----ის ცოლ-შვილის ჩვენებები რადიკალურად განსხვავდება მათი გამოკითხვის ოქმებისგან. აპელანტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა კ-------- ა-------–--ის უდანაშაულობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ-------- ა-------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----- გ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოთხოვნას კ-------- ა-------–--ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ კ-------- ა-------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულ მ----- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მარტს ცხენი მიჰყავდა დასაბმელად თავის მიწის ნაკვეთში, რა დროსაც უნდა გაევლო სხვისი ნაკვეთი. გზად შეხვდა კ-------- ა-------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ არ გაევლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, მაინც გააგრძელა გზა. ამის გამო კ--------მ შეაგინა და ჯოხი დაარტყა, რა დროსაც ჯოხზე სწვდა და ამ მომენტში კ--------მ ცხვირის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც სისხლი წამოუვიდა. თავად დაარტყა თუ არა კ-------- ა-------–--ეს, არ ახსოვს. ხმაურზე მათთან მივიდნენ მეზობლები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გააშველეს. კ-------- ა-------–--ე ა------ გ-------ემ წაიყვანა, ხოლო თვითონ ცოლ-შვილთან ერთად წავიდა სახლის მიმართულებით. დაზარალებულ მ----- ბ-----ის განმარტებით, მისი ოჯახის წევრებს კ-------- ა-------–--ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ეს უკანასკნელი მასზე განაწყენებული იყო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ვ------- ბ-----ემ, რომელიც დაზარალებულ მ----- ბ-----ის შვილია, აჩვენა, რომ 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა კ-------- ა-------–--ის ხმამაღალი გინება. გარეთ გასულმა დაინახა, რომ კ-------- ა-------–--ემ ჯერ ჯოხი დაარტყა მხრის არეში მამამისს, მ----- ბ-----ეს, ხოლო შემდეგ კი ხელი დაარტყა მას სახეში, რის შედეგადაც მ----- ბ-----ეს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მოწმე ვ------- ბ-----ის განმარტებით, კ-------- ა-------–--ეს მან გამოართვა ხელიდან ჯოხი, რომელიც დაამტვრია და გადააგდო. მისივე ჩვენებით, კ-------- ა-------–--ეს და მ----- ბ-----ეს შორის უთანხმოება იყო მიწის ნაკვეთის გამო. როგორც შემდგომ მამამისმა უთხრა, კ-------- ა-------–--ე არ აძლევდა მას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გავლის უფლებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ-- ბ-----ემ, რომელიც ასევე მ----- ბ-----ის შვილია, აჩვენა, რომ 2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმამაღალი საუბარი. როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა, რომ კ-------- ა-------–--ემ მამამისს, მ----- ბ-----ეს, ჯოხი დაარტყა მხარში, შემდეგ კი ხელი დაარტყა სახეში, რასაც მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. მოწმის განმარტებით, მ----- ბ-----ეს სისხლი სდიოდა და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. როგორც მან გაიგო, კ-------- ა-------–--ე მამამისს არ უშვებდა მიწის ნაკვეთში, სადაც ცხენი მიჰყავდა.
კ-------- ა-------–--ესა და მ----- ბ-----ეს შორის 2017 წლის 18 მარტს მომხდარი ჩხუბის ფაქტი დაადასტურეს თავიანთ ჩვენებებში ასევე მოწმეებმა ე------ გ-------ემ და ა------ გ-------ემ.
დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები მსჯავრდებულის მიერ მ----- ბ-----ის ცემის შესახებ დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, დაზარალებულ მ----- ბ-----ეს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე _ მოიისფრო მოწითალო ფერის, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით 3.4X1.6 სმ და ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი _ მარჯვენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოში, ზომით 2.2X2.6 სმ, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. იმავე დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარე თავადაც არ უარყოფს, რომ მსჯავრდებულმა კ-------- ა-------–--ემ პირველმა მიაყენა ჯოხით სხეულის დაზიანება მ----- ბ-----ეს, თუმცა მიიჩნევს, რომ კ-------- ა-------–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და თავს იცავდა, რის გამოც მისი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ ქმედების განხორციელების დროს მსჯავრდებული კ-------- ა-------–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მ----- ბ-----ის მხრიდან მასზე მოსალოდნელი თავდასხმის გამო და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იგი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, ვინაიდან, პალატის შეფასებით, აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. მითითებული ნორმის შინაარსიდან აშკარაა, რომ აუცილებელი მოგერიებისას პირი აზიანებს იმ ხელმყოფს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმას ახორციელებს მისი ან სხვა პირის სამართლებრივ სიკეთეზე. აუცილებელი მოგერიება უნდა იყოს კანონიერი და მართლზომიერი, იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო. აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შეჩერებისათვის ჩადენილი მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კ-------- ა-------–--ის მიერ მ----- ბ-----ეზე ჯოხისა და ხელის დარტყმის მომენტამდე ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კ-------- ა-------–--ის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას, შესაბამისად, არ არსებობდა მისგან თავდაცვის საჭიროება. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მ----- ბ-----ის ცემის დროს კ-------- ა-------–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, უსაფუძვლოა.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმები არ შეესაბამება მათ მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში გამოკითხვის ოქმების შინაარსი ისეთ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, როგორიცაა მსჯავრდებულის მიერ მ----- ბ-----ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სრულად შეესაბამება დაზარალებულ მ----- ბ-----ისა და მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. მათ მიერ, როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს, ისე სასამართლოში დაკითხვისას აღწერილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთშესაბამისია.
გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ----- ბ-----ისა და მოწმეების: ვ------- და გ-- ბ-----ეების ჩვენებები, რომლებმაც დეტალურად და დამაჯერებლად განმარტეს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, მ----- ბ-----ეს მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ჩვენებებში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე კ-------- ა-------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ-------- ა-------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მისი გამართლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი კ-------- ა-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ კ-------- ა-------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----- გ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი კ-------- ა-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ-------- ა-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ-------- ა-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
5.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/