განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100117001929549
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001929549

საქმე №1/ბ-70-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) მ-----– კ--------ს მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–-------------------------–-------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:

 

მ-----– კ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2017 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2017 წლის 08 ივნისის ეპიზოდი) – ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----– კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მ-----– კ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ-----– კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----– კ--------ს 03 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მ-----– კ-------- დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 15 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

მ-----– კ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და დ---- ფ------ს მიერ (პ/ნ 6----------) 2017 წლის 30 მაისს, მ-----– კ--------ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა – 3000 (სამი ათასი) ლარი, გირაოს პირობების დარღვევის გამო, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში (სალაროს შემოსავლის ორდერი №-------, დასტური №-------, სს ”-----------–--------ი”).

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– კ--------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება (ორი ეპიზოდი) და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 აგვისტოს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა მ-----– კ--------მ, ადმინისტრაციული სახდელის გაქარწყლებამდე კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც დაუდგინდა 2017 წლის 22 თებერვალს ნარკოლოგიური შემოწმებისას.

 

მ-----– კ--------მ, რომელსაც 2016 წლის 09 აგვისტოს ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა შეფარდებული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფი (მორფინი), რაც დაუდგინდა 2017 წლის 08 ივნისს, ნარკოლოგიური შემოწმებისას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული მ-----– კ--------, რომელსაც "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 26 აპრილს, ქ--------–---------------------- კვლავ მართავდა "სუძუკის" მარკის მოტოციკლს, სახელმწიფო ნომრით A------.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- მ---------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ მ-----– კ--------სთვის დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნა, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენება და გირაოს პირობების დარღვევის გამო, მ-----– კ--------ს სასარგებლოდ შეტანილი გირაოს თანხის _ 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ გაითვალისწინა მ-----– კ--------ს წარსულში ნასამართლობა, ის რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში და მსჯავრდებულს დაუნიშნა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი. მ-----– კ-------- წარსულში ნასამართლევია როგორც ნარკოტიკული, ასევე სხვა განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, იგი არის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი, რაც ქმნის მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის დიდ რისკს. ამასთან, სასამართლომ მსჯავრდებულს სრულად არ ჩამოართვა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 5000 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ-----– კ--------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები _ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ (ორი ეპიზოდი) და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, ანუ დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ-----– კ--------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული მ-----– კ-------- წარსულში ნასამართლევია და სახეზეა დანაშაულის რეციდივი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მ-----– კ--------სთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასჯელის სახით ითვალისწინებს სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივებსაც, კერძოდ: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მ-----– კ--------ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ-----– კ--------სთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ასევე უსაფუძვლოა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სრულად არ ჩამოართვა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 5000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, მ-----– კ--------მ 2017 წლის 22 თებერვალს უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რისთვისაც მას 2017 წლის 04 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით (გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის). 2017 წლის 26 აპრილს მ-----– კ--------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რისთვისაც 2017 წლის 30 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გირაოს თანხის 60%-ის _ 3000 ლარის შეტანამდე ბრალდებულ მ-----– კ--------ს მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. მ-----– კ--------სთვის შეფარდებული გირაოს თანხის 60% _ 3000 ლარი, 2017 წლის 30 მაისს დ---- ფ------ს მიერ იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე. 2017 წლის 08 ივნისს მ-----– კ--------მ კვლავ მოიხმარა უკანონოდ ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფი (მორფინი), რისთვისაც 2017 წლის 28 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით (გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის). აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით, მ-----– კ--------ს მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტში სწორად გადაირიცხა მისთვის შეფარდებული გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 3000 ლარი, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი მ-----– კ--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3.მ-----– კ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 08 ივნისის ეპიზოდი) – ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და მ-----– კ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მ-----– კ--------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს მ-----– კ--------სთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, მ-----– კ--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----– კ--------ს 03 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

8.მ-----– კ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 15 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

9.მ-----– კ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 30 მაისს, დ---- ფ------ს მიერ (პ/ნ 6----------) გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა – 3000 (სამი ათასი) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი №-------, დასტური №-------, სს ”-----------–--------ი”), მ-----– კ--------ს მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/