განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
110100117001965548
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117001965548

საქმე №1/ბ-279-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ კ---- ს-----ის

ადვოკატის _ თ---------- მ----ს

გამართლებულის _ ლ---- ტ----–--ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ---- ტ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაუოჯახებლის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–--------–-----–---–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---- ტ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განაჩენით ლ---- ტ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით, ლ---- ტ----–--ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რის საფუძველზეც, მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. ლ---- ტ----–--ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.

 

ლ---- ტ----–--ე ითვლებოდა რა ნასამართლევად, 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მივიდა ზ----------ის რაიონის სოფელ ქ---------------–- მდებარე ფ------ ხ---–------ის სასურსათო მაღაზიაში. მან ფ------ ხ---–------ეს მოსთხოვა 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ყავა „პელე“, ასევე დაინტერესდა ჰქონდა თუ არა 50 ლარიანი კუპიურის ხურდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ლ---- ტ----–--ემ ამოიღო 50 ლარიანი კუპიურა და დამატებით 70 თეთრი, რაც მოათავსა მაღაზიაში არსებულ ელექტრო სასწორზე. ამავდროულად ფ------ ხ---–------ემ მას გაუწოდა მოთხოვნილი ყავა და ხურდა 45 ლარის ოდენობით. ლ---- ტ----–--ეს სურდა რა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა ფ------ ხ---–------ის კუთვნილ ფულად თანხას და ყავას, ფ------ ხ---–------ეს ხელ----ნ გამოსტაცა 45 ლარი, შემდეგ ელექტრო სასწორიდან სწრაფად აიღო მის მიერ დადებული 50 ლარიანი კუპიურა, ხოლო დახლ----ნ 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ერთი ქილა ყავა „პელე“ და მაღაზიის წინ მდგარი „-----–-------ას“ მარკის ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილ----ნ, რის შედეგადაც 50 ლარის ზიანი მიაყენა ფ------ ხ---–------ეს.

 

ზემოაღნიშნულის გამო ლ---- ტ----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენით:

 

ლ---- ტ----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ---- ტ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო, ასევე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის N1/92-2017 განჩინებით ლ---- ტ----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები გაუქმდა. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს სასამართლოში წარდგენილი პირადობის მოწმობა.

 

გამართლებულ ლ---- ტ----–--ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და ვიდეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეოჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ---- ტ----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგი საფუძვლით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ლ---- ტ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია დაზარალებულ ფ------ ხ---–------ის ჩვენებით და მოწმეების _ ლ---- ლ--–---ს და ი-----–- ლ--–---ს ჩვენებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. დაზარალებულმა ფ------ ხ---–------ემ როგორც ფოტოსურათით, ასევე პირადად ამოიცნო ლ---- ტ----–--ე. ეს უკანასკნელი თავადაც ადასტურებს ფ------ ხ---–------ის მაღაზიაში ყოფნას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ფ------ ხ---–------ე, ლ---–- ჭ----------ე, ნ------- ზ------- და სხვა მოწმეები იდენტურ ჩვენებებს იძლევიან ლ---- ტ----–--ის აღწერილობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ლ---–- ჭ----------ესთან მაღაზიაში შესულ ლ---- ტ----–--ეს, ძარცვის გზით, იმავე ხერხითა და მეთოდით სურდა თანხის დაუფლება, რაც ვერ შეძლო, რადგან, როდესაც ლ---–- ჭუმბრიძემ, ვითომდა, გარკვეული საქონლის შესაძენად მისთვის მიწოდებული კუპიურის გამორთმევა დააპირა, ლ---- ტ----–--ემ ფული არ დაუთმო და ისე გავიდა მაღაზიიდან, რომ არაფერი შეუძენია. გამოძიების პროცესში ლ---–- ჭ----------ემ როგორც ფოტოსურათით, ასევე პირდად ამოიცნო ლ---- ტ----–--ე და განმარტა, რომ იგი 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილ მაღაზიაში. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების 2017 წლის 24 მაისის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ფ------ ხ---–------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნ------- ზ------ის მაღაზიის შიდა და გარე მეთვალყურეობის სისტემაში დაფიქსირებული 2017 წლის 05 აპრილის ვიდეო ჩანაწერი, რა დროსაც დაზარალებულმა ფ------ ხ---–------ემ დაადასტურა, რომ ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული იყო სწორედ ის მამაკაცი, რომელიც მის კუთვნილ მაღაზიაში ყოფნისას აშკარად დაეუფლა 45 ლარს და ერთ ქილა ყავა „პელეს“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად და უტყუარად დასტურდება ლ---- ტ----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ კ---- ს-----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ლ---- ტ----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------- მ---მა ითხოვეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი ლ---- ტ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ლ---- ტ----–--ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება ლ---- ტ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:

 

დაზარალებულ ფ------ ხ---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში. დაახლოებით 14:30 საათზე, მაღაზიაში შევიდა ლ---- ტ----–--ე და ითხოვა სიგარეტი „სობრანიე“, რომელიც არ ჰქონდა. შემდეგ ყავა „პელეს“ ფასი იკითხა, რაზედაც უპასუხა, რომ 5 ლარი და 70 თეთრი ღირდა. ლ---- ტ----–--ემ მიაწოდა 50 ლარიანი კუპიურა, რომელიც დახლზე განთავსებულ სასწორზე დადო, თან უთხრა, რომ 50 თეთრსაც მისცემდა და 45 ლარი დაებრუნებინა. ხურდის დაბრუნებისას ლ---- ტ----–--ემ მოსთხოვა 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურის 10 ლარიანებად დახურდავება. ამის გამო ამოიღო 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურა და როდესაც თანხა უნდა დაებრუნებინა ლ---- ტ----–--ისთვის, მან სწრაფად გამოსტაცა ხელიდან ხურდა 45 ლარის ლარის ოდენობით, აიღო სასწორზე მის მიერვე დადებული 50 ლარიანი და ყავა, რის შემდეგაც გარეთ გაიქცა, ჩაჯდა „-----–ის“ მარკის ავტომანქანაში და წავიდა.

 

მოწმე ლ---- ლ--–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში, ფ------ ხ---–------ის მაღაზიის მახლობლად. 2017 წლის 5 აპრილს, შუადღის საათებში, მასთან მივიდა შეშინებული ფ------ ხ---–------ე, რომელმაც უთხრა, რომ ვიღაცამ ფული გამოსძალა. მან ისარგებლა მისი ტელეფონით და მეუღლეს დაურეკა. როგორც ფ------მ მოუყვა, მასთან მაღაზიაში ყავის საყიდლად შესულა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხურდის დაბრუნების დროს ხელიდან გამოუტაცია 45 ლარი, დახლზე არსებული სასწორიდან სწრაფად აუღია მის მიერ დადებული 50 ლარიანი, ასევე ყავა „პელე“ და წასულა. მოწმის განმარტებით, მან არ იცის აღნიშნულმა მამაკაცმა სწრაფად აიღო თანხა თუ ნელა, მისთვის ფ------ს ნაამბობიდან გახდა ცნობილი, რომ უცებ აუღია და წასულა.

 

მოწმე ი-----–- ლ--–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში, სახლ----ნ დაახლოებით 300 მეტრში აქვს მაღაზია, სადაც მუშაობს მისი მეუღლე _ ფ------ ხ---–------ე. შემთხვევის დღეს დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მაღაზიაში შესულა პიროვნება, რომელსაც ყავა და სიგარეტი მოუთხოვია და უკითხავს 50 ლარიანის ხურდა თუ ჰქონდა. 50 ლარიანი მას ხელში სჭერია და თანხის მიწოდების დროს ხურდაც აუღია 45 ლარის ოდენობით, ყავაც და თავისი 50 ლარიც, რის შემდეგაც სწრაფი ნაბიჯებით გასულა მაღაზიიდან, ჩამჯდარა მუქი ფერის „-----–ის“ მარკის მანქანაში და წასულა ზ----------ის მიმართულებით.

 

მოწმე ლ---–- ჭ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში მდებარე ნ------- ზ------ის მაღაზიაში გამყიდველად. 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში. მასთან ერთად მაღაზიაში იყვნენ მეზობლები _ ნ-----–ი ზ-------, მისი რძალი ე-–--- და ნ----- ზ-------. 15 საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც მაღაზიაში შევიდა მაღალი აღნაგობის, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი, რომელმაც მოსთხოვა სიგარეტი „სობრანიე“ და „პარლამენტი“, რაც ამოიღო და სასწორზე დადო. მანვე ჰკითხა „ქინდერის“ კვერცხი თუ ჰქონდა, რაზეც უპასუხა, რომ გვერდზე იდო და აეღო, მანაც აიღო და სასწორზე დადო. ამის შემდეგ ჰკითხა დიდ კუპიურას თუ დაახურდავებდა, რაზეც თანხმობით უპასუხა. როდესაც მისთვის კუპიურის გამორთმევა დააპირა და ხელი გაუშვირა, მამაკაცმა ფული არ დაუთმო, თქვა _ ყავა როგორი უნდა არ ვიციო და მაღაზიიდან გავიდა. მივიდა მანქანასთან, დაიხარა და მანქანაში მჯდომ პიროვნებას რაღაც ჰკითხა. მანქანიდანვე გამოსძახა ნალექიანი ყავა თუ ჰქონდა, რაზეც უპასუხა, რომ ასაწონიც ჰქონდა და დაფასოებულიც, რის შემდეგაც იგი ჩაჯდა მანქანაში მძღოლის გვერდით და წავიდა ისე, რომ მასთან არაფერი უყიდია. მოწმე ლ---–- ჭ----------ის განმარტებით, როგორც შემდეგ ფ------ ხ---–------ისგან გაიგო, მასთანაც შესულა მაღაზიაში მამაკაცი, რომელსაც ყავა მოუთხოვია და წაუღია თანხა 40-45 ლარის ოდენობით, თუმცა დეტალები არ იცის.

 

მოწმე ნ-----–ი ზ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ნ------- ზ------ის მაღაზიაში, ლ---–- ჭ----------ესთან და ე-–--- ზ-------სთან ერთად, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა, რომელმაც მოითხოვა ყავა და სიგარეტი. შემდეგ ეს ახალგაზრდა ისე გავიდა მაღაზიიდან, რომ არც სიგარეტი უყიდია, არც ყავა და არც თანხა მიუწოდებია გამყიდველისთვის. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს, იგი დაწერა იმ პირმა, ვინც დაკითხა. გამომძიებელს უთხრა, რომ ცუდი არაფერი დაეწერა, რადგან იმ ბიჭს არაფერი უცუღლუტია.

 

მოწმე ნ------- ზ------ის ჩვენების თანახმად, მან ლ---–- ჭ----------ისგან გაიგო, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:15 საათზე, მაღაზიაში შესულა მაღალი პიროვნება, რომელსაც სიგარეტები და შოკოლადი „ქინდერი“ მოუთხოვია. მას 100 ლარიანი კუპიურა მიუწოდებია ლ---–-სთვის, მაგრამ როდესაც ამ უკანასკნელს ხელი მოუკიდია გამოსართმევად, არ მიუცია და ისე გაბრუნებულა უკან, რომ არაფერი უყიდია. მოწმე ნ------- ზ------ის განმარტებით, იგი დაინტერესდა აღნიშნულით და ნახა კამერის ჩანაწერები, რაც ემთხვეოდა ლ---–- ჭ----------ის მონათხრობს. როგორც შემდეგ გაიგო, მათ უბანში, ზემოთ მდებარე მაღაზიიდან მამაკაცს წაუღია ყავა და 45 ლარი. ხსენებულ მაღაზიაში შესული პიროვნების აღწერილობა ემთხვეოდა იმ პიროვნების აღწერილობას, რომელიც მის მაღაზიაში იმყოფებოდა.

 

ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ფ------ ხ---–------ემ როგორც ფოტოსურათით, ასევე პიროვნულად ამოიცნო ლ---- ტ----–--ე და განმარტა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, სწორედ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება დაეუფლა აშკარად მის კუთვნილ 45 ლარს და ერთ ქილა ყავა „პელეს“.

 

ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ლ---–- ჭ----------ემ როგორც ფოტოსურათით, ასევე პიროვნულად ამოიცნო ლ---- ტ----–--ე და განმარტა, რომ სწორედ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება იმყოფებდა 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:15 საათზე, ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილ მაღაზიაში.

 

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2017 წლის 12 აპრილით ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, ნ------- ზ------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ზ----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------------ში მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილი მაღაზიის გარე და შიდა მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული ინფორმაცია, რომელზეც აღბეჭდილია ლ---- ტ----–--ის მიერ ნ------- ზ------ის მაღაზიაში შესვლის, მაღაზიაში გადაადგილების, გამოსვლის, მანქანაში ჩაჯდომის და წასვლის ფაქტები.

 

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2017 წლის 24 მაისით ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, დაზარალებულ ფ------ ხ---–------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში მდებარე ნ------- ზ------ის მაღაზიის შიდა და გარე მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული 2017 წლის 5 აპრილის ვიდეო ჩანაწერი. დათვალიერების დროს დაზარალებულმა ფ------ ხ---–------ემ დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2017 წლის 5 აპრილს, მის კუთვნილ მაღაზიაში ყოფნის დროს აშკარად დაეუფლა 45 ლარს და ერთ ქილა ყავა „პელეს“.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის _ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ---- ტ----–--ის ბრალეულობა ძარცვის ჩადენაში, კერძოდ:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება რაიონული სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ობიექტური მხრივ ძარცვა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით) აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამრიგად, ძარცვისათვის დამახასიათებელია მისი აშკარა ხასიათი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისათვისაც. ცხადია, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ დამსწრეებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი აშკარად, სხვათა თანდასწრებით ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ---- ტ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ლ---- ტ----–--ე მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ფ------ ხ---–------ის კუთვნილ ფულად თანხას და ყავას.

 

თავად ბრალდებულმა ლ---- ტ----–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ფ------ ხ---–------ის მაღაზიაში ყოფნის ფაქტი, თუმცა ძარცვაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული მაღაზიიდან თანხა და ყავა არ გაუტაცებია. მანვე აჩვენა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ფ------ ხ---–------ის მაღაზიაში შეიძინა 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ყავა და 50 ლარიანი კუპიურა მიაწოდა მას. როდესაც ფ------ ხურდას უბრუნებდა, უთხრა, რომ 70 თეთრსაც მისცემდა და 45 ლარი დაებრუნებინა, ასევე სთხოვა დაეშალა კუპიურები. ფ------ ხ---–------ემ მართლაც დაუშალა ფული და როდესაც ხურდა მიაწოდა, ისე ჩაიდო ჯიბეში, რომ არ დაუთვლია. გზაში ნახა, რომ მისთვის დაბრუნებულ ხურდასთან ერთად 50 ლარიანი კუპიურაც იყო, მაგრამ, ვინაიდან, რაჭაში მიდიოდა, უკან აღარ დაბრუნებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში ლ---- ტ----–--ის ქმედებების შემსწრე არის მხოლოდ ერთადერთი პირი _ დაზარალებული ფ------ ხ---–------ე, რომელიც ამხელს მას მისი კუთვნილი თანხისა და ყავის აშკარად დაუფლებაში, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი პირდაპირი მტკიცებულება, თუნდაც მოცემულ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არ იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ლ---- ტ----–--ეს კანონიერად და დასაბუთებულად დაედოს მსჯავრი იმ კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რაშიც მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების _ ლ---–- ჭ----------ის, ნ-----–ი ზ------ის და ნ------- ზ------ის ჩვენებებით მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს _ 2017 წლის 5 აპრილს, ლ---- ტ----–--ე შესული იყო ზ--------------------ის სოფელ ქ--------------ში, ფ------ ხ---–------ის მაღაზიის მახლობლად მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილ მაღაზიაშიც, სადაც მოითხოვა სიგარეტი, შოკოლადი „ქინდერი“ და ყავა, მაგრამ საბოლოოდ ისე გავიდა მაღაზიიდან, რომ არაფერი შეუძენია. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც კი ვერ მიუთითებენ ლ---- ტ----–--ის მიერ ძარცვის ჩადენაზე, რის გამოც მიჩნეული ვერ იქნებიან მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

 

რაც შეეხება მოწმეებს _ ლ---- ლ--–---ს და ი-----–- ლ--–---ს, ისინი პირადად არ შესწრებიან ლ---- ტ----–--ის მაღაზიაში ყოფნის ფაქტს და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ფ------ ხ---–------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლ---- ტ----–--ემ გასტაცა ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით და ყავა „პელე“. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც საფუძვლად ვერ დაედება ლ---- ტ----–--ის დამნაშავედ ცნობას, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

 

სააპელაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება და მის მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმები ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან, ამოცნობის ოქმები დაზარალებულის ჩვენებების გაგრძელებაა და ყველა ამ მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ ლ---- ტ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ---- ტ----–--ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ლ---- ტ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი ლ---- ტ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ლ---- ტ----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ლ---- ტ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის N1/92-2017 განჩინებით მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები გაუქმებულია. შესაბამისად, ლ---- ტ----–--ეს დაუბრუნდეს სასამართლოში წარდგენილი პირადობის მოწმობა.

 

5.გამართლებულ ლ---- ტ----–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და ვიდეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეოჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/