განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001999457
საქმე №1/ბ-526-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 დეკემბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულების _ მ-------------------სა და ხ--–---------------ის, ასევე მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–- რ-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
1.მ-------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------- პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების პ--------------------–---–--------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
2.ხ--–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების პ--------------------–---–------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
მ--------- რ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------------------ს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 17 ივნისიდან.
მ-------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
ხ--–---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ--–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ხ--–---------------ის სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 17 ივნისიდან.
ხ--–---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● მ-------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მ-------------------ს სახელზე გაცემული პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №B--------; პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №B--------; პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა №7----; ”სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3---------------- და მასში მოთავსებული უცხოური სიმბარათი; ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ,----- პლასკიტური ბარათი; ,-------------ის პლასკიტური ბარათი; ,,-----------“-ის პლასკიტური ბარათი; ფულადი თანხა სხვადასხვა კუპიურებში – სულ 510 (ხუთას ათი) აშშ დოლარი, 30 (ოცდაათი) ბელორუსული რუბლი და 1100 (ათას ასი) პ--------ური რ----ა; შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, რომლებიც დალუქულია ორ პაკეტად და ინახება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების უფროს გამომძიებელ გ---- ა---------ესთან, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ--------- რ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● ხ--–---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული – ხ--–---------------ის სახელზე გაცემული პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №T--------; პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა №3----; შავი ფერის ,,-------”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, 3-------------- და მასში მოთავსებული ორი ცალი უცხოური სიმბარათი; ყავისფერი ტყავის საფულე და მასში არსებული ფულადი თანხა სხვადასხვა კუპიურებში – სულ 200 (ორასი) აშშ დოლარი და 10 (ათი) პ--------ური რ----ა; ნაჭრის ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, რომლებიც დალუქულია ორ პაკეტად და ინახება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების უფროს გამომძიებელ გ---- ა---------ესთან, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ხ--–---------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--------- რ------მა და ხ--–---------------მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 ივნისს, პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქეებმა მ--------- რ------მა და ხ--–---------------მა ჯგუფურად, ა------------ის რესპუბლიკიდან სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
2017 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21:58 საათზე, პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქეები მ------------------- და ხ--–---------------ი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე №4-- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, შეეცადნენ ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით არალეგალურად გადასულიყვნენ თურქეთის რესპუბლიკაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა მ--------- რ------მა და ხ--–---------------მა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–- რ-------ემ.
მსჯავრდებულებმა მ--------- რ------მა და ხ--–---------------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს სამართლიანი და ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: თავდაპირველად მათი ინტერესების დამცველ ადვოკატსა და პროკურორს შორის მიღწეული იყო საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, მათ სასჯელის სახით განესაზღვრებოდათ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი, ასევე შეიცვალა პროკურორი, რომელმაც შესთავაზათ შეთანხმების ახალი პირობები, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ვადა _ 6 თვე შეიცვალა 2 წლით, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ამის გამო მოითხოვეს წინა ადვოკატის დაბრუნება და საპროცესო შეთანხმების დადება 6 თვით თავისუფლების აღკვეთაზე, რაზედაც პროკურორის მიერ უარი ეთქვათ. აპელანტების განმარტებით, ვინაიდან, საბოლოოდ ისინი არ დათანხმდნენ პროკურორის მიერ შეთავაზებული პირობით საპროცესო შეთანხმების ხელმოწერაზე, სასამართლომ მიუსაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უსამართლოდ მიაჩნიათ.
მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–- რ-------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელება, იმ საფუძვლით, რომ ხ--–---------------ისა და მ-------------------ს მიმართ არ არსებობდა დამამძიმებელი გარემოებები, ისინი აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს, რასაც ინანიებდნენ და ითხოვდნენ პატიებას; წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რაც საქალაქო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მ-----– ქ------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან _ პრეიუდიცია.
მოცემულ საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი საქმის არსებით განხილვაზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალებულებმა ხ--–---------------მა და მ--------- რ------მა თავი სრულად ცნეს დამნაშავედ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულების _ მ-------------------სა და ხ--–---------------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების _ ნ-----–---- დ-------–ის, გ------ ჩ-------–---ის, მ------ ც------ის, ი-----–- ა--–--ის და რ---- კ-–------ს გამოკითხვის ოქმებით; დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობის მიღების თაობაზე ოქმით; ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ხ--–---------------ის და მ-------------------ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ მ--------- რ------მა და ხ--–---------------მა ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ე.ი. დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებს განსაზღვრული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მ-------------------სა და ხ--–---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებას და მათთვის დანიშნული სასჯელების პირობითად ჩათვლას, ვინაიდან, თვლის, რომ მსჯავრდებულების პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება სასჯელის მიზნები, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არსებობს მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისა და მათთვის დანიშნული სასჯელების ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან, სახეზეა დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთობლივად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო დანაშაულზე წასწრება გამორიცხავს ასეთის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი მ-------------------ს და ხ--–---------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულების _ მ-------------------სა და ხ--–---------------ის, ასევე მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–- რ-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი მ-------------------ს და ხ--–---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, მ--------- რ------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ მ--------- რ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 17 ივნისიდან.
6.მ-------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
7.ხ--–---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ხ--–---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
9.მსჯავრდებულ ხ--–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 17 ივნისიდან.
10.ხ--–---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
11.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● მ-------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მ-------------------ს სახელზე გაცემული პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №B--------; პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №B--------; პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა №7----; ”სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3---------------- და მასში მოთავსებული უცხოური სიმბარათი; ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ,----- პლასკიტური ბარათი; ,-------------ის პლასკიტური ბარათი; ,,-----------“-ის პლასკიტური ბარათი; ფულადი თანხა სხვადასხვა კუპიურებში – სულ 510 (ხუთას ათი) აშშ დოლარი, 30 (ოცდაათი) ბელორუსული რუბლი და 1100 (ათას ასი) პ--------ური რ----ა; შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, რომლებიც დალუქულია ორ პაკეტად და ინახება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების უფროს გამომძიებელ გ---- ა---------ესთან, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მ--------- რ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● ხ--–---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული – ხ--–---------------ის სახელზე გაცემული პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №T--------; პ--------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა №3----; შავი ფერის ,,-------”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, 3-------------- და მასში მოთავსებული ორი ცალი უცხოური სიმბარათი; ყავისფერი ტყავის საფულე და მასში არსებული ფულადი თანხა სხვადასხვა კუპიურებში – სულ 200 (ორასი) აშშ დოლარი და 10 (ათი) პ--------ური რ----ა; ნაჭრის ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, რომლებიც დალუქულია ორ პაკეტად და ინახება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების უფროს გამომძიებელ გ---- ა---------ესთან, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ხ--–---------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/