განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002538367
საქმე №1/ბ-551-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№1-----------) ნ-------- ბ---–----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ხულოს რაიონი, სოფელი თ---–---ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ-------–--–----------------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- ბ---–----ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.2. ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3. ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------ ში არსებულ ე.წ ,,ო–-------------–---–-’’ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------- ბ---–----ემ, არასრულწლოვანი შვილის ლ--- ბ---–----ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ნ----- ა--–--ის მიმართ, კერძოდ, ნ-------- ბ---–----ემ ხელი დაარტყა სახეში თავის მეუღლეს ნ----- ა--–--ეს, განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ----- ა--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------ში არსებულ ე.წ ,,ო–-------------–---–-’’ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ბ---–----ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს ნ----- ა--–--ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------ში არსებულ ე.წ ,,ო–-------------–---–-’’ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ბ---–----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, შვილს ლ--- ბ---–----ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით ნ-------- ბ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და საჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-------- ბ---–----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 03 წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ-------- ბ---–----ეს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო, 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით, გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდა პატიმრობიდან სხდომის დარბაზში.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენში და მსჯავრდებულ ნ-------- ბ---–----ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, მაქსიმალური ვადის დანიშვნით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი ქმედების ხასიათი და დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგები და გაუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, აქედან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
მსჯავრდებულს პროკურორს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-------- ბ---–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ნ----- ა--–--ის და ლ--- ბ---–----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით;
ამდენად, მსჯავრდებულ ნ-------- ბ---–----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს სასჯელი.
ნ-------- ბ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპალეციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-------- ბ---–----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელთაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატას ნ-------- ბ---–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-------- ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ-------- ბ---–----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ-------- ბ---–----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით.
ნ-------- ბ---–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება დანა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე