განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002537021
საქმე №1/ბ-727-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–------ ლ----ის ძე ი------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ოზურგეთი, დ-----–---------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ--–------ ი------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2017 წლიდან ვ--–------ ი------ეს მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე მ---- ა----–--ესთან ეჭვიანობის ნიადაგზე, დაეძაბა ურთიერთობა, კერძოდ, მ---- ა----–--ემ ქმრის ვ--–------ ი------ის მობილურ ტელეფონში ნახა მეგობარ ქალთან გაგზავნილი სასიყვარულო შინაარსის ტექსტური შეტყობინებ. აღნიშნულის შემდეგ ვ--–------ ი------ე განაწყენებული იმით, რომ მეუღლე მოითხოვდა მისგან მეგობარი ქალისათვის თავის დანებებას, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მ---- ა----–--ეს, რითაც იგი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
1.2. 2018 წლის 30 აპრილს დაახლოებით 15.00 საათზე, ვ--–------ ი------ემ მობილურ ტელეფონზე მიიღო ტექსტური შეტყობინება, მეუღლემ ჩათვალა, რომ შეტყობინება მეგობარი ქალისგან იყო, მათ მოუვიდათ კამათი, ვ--–------ ი------ემ ხელი გაარტყა სახეში მ---- ა----–--ეს, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2018 წლის 4 ივნისს ვ--–------ ი------ე იმყოფებოდა რა დ-----–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მობილურ ტელეფონზე მიუვიდა ტექსტური შეტყობინება, ვინაიდან მ---- ა----–--ემ ჩათვალა, რომ შეტყობინების ავტორი იყო მეუღლის მეგობარი ქალი, აღნიშნულის გამო მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც ვ--–------ ი------ემ მოუქნია ხელი მის მეუღლეს, რომელიც მოხვდა შუბლის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მ---- ა----–--ე თავის დაღწევის მიზნით გავიდა ეზოში, სადაც მასთან მივიდა ვ--–------ ი------ე, წვდა თმებში და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ვ--–------ ი------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ--–------ ი------ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. ვ--–------ ი------ეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----ა ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიოზიდი) დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
მსჯავრდებულს პოკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–------ ი------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულ მ---- ა----–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: გ---–--ო ა----–--ის, კ------- ს--------–--ის, ლ-- მ----–--ის, გ-- ა----–--ის, ზ------ ბ------ის, მ----- ა----–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოილუსტრაციით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სასამართლომ ვ--–------ ი------ეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----ა ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ--–------ ი------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–------ ი------ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 7 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ვ--–------ ი------ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ლ---- ი------ის (პ/ნ 3----------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთი, დ-----–---------, სარეგისტრაციო ზონა- ო-------------------------------------–------------------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ვ--–------ ი------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ერთი ცალი დისკი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე