განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-135-2019წ.
(050100118002782294)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–- ბ----ოს ძე მ----–------–---–-ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- აგვისტოსს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ლანჩხუთი, გ--------–---- ქუჩა N67.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–- მ----–------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის მიმართ. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ-–- მ----–------–---–- 1988 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--–- თ----------–--ესთან და მათ საერთო შვილთან მ------ მ----–-------–---–თან ცხოვრობდა ქ. ლანჩხუთში, გ--------–---- ქუჩა N67-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ვ-–- მ----–------–---–- 2016 წლიდან, ძირითადად უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს ნ--–- თ----------–--ეს და შვილს მ------ მ----–-------–---–ს, ძირითადად მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, კერძოდ, მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით. აგრეთვე უკრძალავდა მათ, მასთან შეუთანხმებლად მობილური ტელეფონით სარგებლობას,ასეთის შემთხვევაში კი ამოწმებდა მათ მიერ განხორციელებულ ზარებს, აგრეთვე არ აძლევდა მასთან შეუთანხმებლად ნათესავებთან და მეგობრებთან წასვლის უფლებას. წასვლის შემთხვევაში კი, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მათ. 2018 წლის 15 ნოემბერს, ვ-–- მ----–------–---–მა კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე, შეურაცხყო და დაამცირა მეუღლე - ნ--–- თ----------–--ე და შვილი - მ------ მ----–-------–---–ი, რომელიც შეეცადა მამისაგან დედის გარიდებას და მის დაწყარებას. ვ-–- მ----–------–---–-ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი, ნ--–- თ----------–--ემ და მ------ მ----–-------–---–მა განიცადეს სულიერი ტანჯვა.
ვ-–- მ----–------–---–- 1988 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--–- თ----------–--ეთან და მათ საერთო შვილთან მ------ მ----–-------–---–თან ცხოვრობდა ქ.ლანჩხუთში, გ-------–---- ქუჩა N67-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2018 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–- მ----–------–---–მა საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ნ--–- თ----------–--ეს, თითქოს იგი სხვა მამაკაცთან ღალატობდა მას, დაუწყო სიტყვიერი შეუარცხყოფის მიყენება, რა დროსაც ფეხი ჩაარტყა მუცელში. ვ-–- მ----–------–---–-ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი, ნ--–- თ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის განაჩენით ვ-–- მ----–------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 ნოემბრიდან, 2018 წლის 20 ნოემბრამდე.
მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რომ ვ-–- მ----–------–---–ს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში მეუღლესა და შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. ასევე ის გარემოება, რომ იგი ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. რაც მიუთითებს, რომ ვ-–- მ----–------–---–- არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს რისკს იმისა, რომ მსჯავრდებულმა განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებული ვ-–- მ----–------–---–- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ნ----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ნ--–- თ----------–--ის და მ------ მ----–------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ლ-–- ქ-----ს და ვ------- ი--------ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, დაკავების ოქმით, ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ-–- მ----–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 ნოემბრიდან, 2018 წლის 20 ნოემბრამდე.
მსჯავრდებულ ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ვ-–- მ----–------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ვ-–- მ----–------–---–-ს (პირადი ნომერი 2----------), მ------ მ----–-------–---–ის (პირადი ნომერი 2----------), ნ--–- თ----------–--ის (პირადი ნომერი 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: შენობა-ნაგებობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მდებარე ლ-----------------–-------------------------------------------–---------------------–----------------–--------------------–--------------–---------------------------------------–--------------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
"DVD" დისკი რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე