განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-75-2019წ.
(050100118002697848)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------ ვ--–-------ს ძე დ--------------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ოზურგეთი, უ-----------------. N8, ბ.7.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- დ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთში, ჩ--------- ქუჩა N6-ში მცხოვრებმა რ------ დ--------------ემ 2018 წლის ივნისის თვიდან დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება, რის გამოც გარკვეულწილად დაეძაბა ურთიერთობა მეუღლესთან მ----- დ--------------ესთან და გერთან ნ--- დ--------------ესთან. რ----- დ--------------ემ განაწყენებულმა იმით, რომ თითქოს გერი ნ--- დ--------------ე აიძულებდა დედას - მ----- დ--------------ეს მასთან დაშორებას, 2018 წლის ივნისის თვიდან დაუწყო ნ--- დ--------------ეს შეურაცხყოფის მიყნება, ხოლო 2018 წლის აგვისტოს თვიდან კი მას შემდეგ, რაც მეუღლე მ----- დ--------------ე დაშორდა მას და საცხოვრებლად გადავიდა ნ--- დ--------------ესთან, ამ უკანასკნელს უკავშირდებოდა მობილური ტელეფონით, აგრეთვე ხვდებოდა ქ. ოზურგეთში, ქუჩაში გადაადგილებისას და სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, კერძოდ ეძახდა ქუჩის ქალს და აგინებდა დედის მისამართით. აღნიშნული ქმედებით კი ნ--- დ--------------ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 20 სექტემბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რ------ დ--------------ე, დაახლოებით 20 საათზე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გერს - ნ--- დ--------------ეს და განაწყენებულმა იმით, რომ ნ--- დ--------------ემ ძმას ხ---- დ--------------ეს სრულად არ დაუბრუნა კუთვნილი თანხა, აგრეთვე თითქოს მას მიუძღოდა წვლილი მეუღლესთან დაშორებაში, ფსიქოლოგიურად ისევ იძალადა გერზე ნ--- დ--------------ეზე, კერძოდ შეურაცხყო და დაამცირა იგი. ამასთან, აგინა მშობლების მისამართით, რითაც ნ--- დ--------------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა.
2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 20 საათზე ქ. ოზურგეთში ჩ--------- ქუჩა N6-ში მცხოვრები მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რ------ დ--------------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გერს - ნ--- დ--------------ეს და განაწყენებულმა იმით, რომ ნ--- დ--------------ემ ძმას ხ---- დ--------------ეს სრულად არ დაუბრუნა კუთვნილი თანხა, აგრეთვე თითქოს მას მიუძღოდა წვლილი მეუღლესთან დაშორებაში, ფსიქოლოგიურად იძალადა გერზე ნ--- დ--------------ეზე, კერძოდ შეურაცხყო და დაამცირა იგი, ამასთან, აგინა მშობლების მისამართით, რის შემდეგაც დაემუქრა ნ--- დ--------------ეს ჯანმრთელობის დაზიანებით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რ------ დ--------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შდეგად კი, ნ--- დ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაუკავშირდა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილს და ითხოვა პოლციიის დახმარება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენით რ------ დ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ რ------ დ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ რ------ დ--------------ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და რ------ დ--------------ე გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ----- დ--------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რომ რ----- დ--------------ე ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასამელს, რის შედეგადაც ხდება აგრესიული პიროვნება და ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებებს და ფსიქოლოგიურად ძალადობს დაზარალებულ ნ--- დ--------------ეზე, რაც მიუთითებს, რომ რ----- დ--------------ე არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს რისკს იმისა, რომ მსჯავრდებულმა განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- დ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- დ--------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ--- დ--------------ის გამოკითხვის ოქმით, ნ--- დ--------------ის შეტყობინებით, მოწმეების: მ----- დ--------------ის, ა---------– მ------–-–---–ის, გ-- ნ-----ის და მ------ ხ--------ის გამოკითხვის ოქმებით, რ------ დ--------------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ----- დ--------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ----- დ--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ------ დ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ რ------ დ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ------ დ--------------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და რ------ დ--------------ე გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ რ------ დ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე