განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002691630
საქმე №1/ბ-1-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- მ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ-–-- ნ-------ს მიმართ (პირადი ნომერი 1----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, მცხოვრების ზ----------------------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
ბ-–-- ნ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბ-–-- ნ-------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-–-- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ბ-–-- ნ-------ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენის მიხედვით დაკავებაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
ბ-–-- ნ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი მასრა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-–-- ნ-------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 ოქტომბერს, დღის საათებში, ი-–--–- ა-----------ზე განაწყენებული ბ-–-- ნ------- ქ.წალენჯიხაში მდებარე შპს „---------------ს“ ბ----- მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ი-–--–- ა-----------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. მოგვიანებით იგი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გამოცხადდა შპს „---------------ს“ ბ----- მიმდებარე ტერიტორიაზე და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ახორციელებდა ი-–--–- ა-----------ს მისამართით, რასაც თან ახლდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა, რის შემდეგაც ბ-–-- ნ------- კვლავ დაუკავშირდა ი-–--–- ა-----------ს და სატელეფონო კომუნიკაციისას ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბ-–-- ნ-------ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-–--–- ა-----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ-–-- ნ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- მ-----მ, რომლებმაც ითხოვეს ბ-–-- ნ-------სთვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის _ ჯარიმის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ბ-–-- ნ-------მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არის ავადმყოფი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს დაავადებული მეუღლე და სამი შვილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- მ-----ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ი-–--–- ა-----------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ---–----- ხ-------ს, დ----- ბ--–-----ს, მ------ ნ-------ს, ი-–-- ნ-------ს, რ----- თ---–---------ს, ე-------- ნ-------ს, გ------- ა-------ს, ლ-–- დ--------ს, გ------- ნ-------ს, მ----- კ-----–---–იას, დ-------- ნ-------ს და ც-–- ს-------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ-–-- ნ-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტების მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა რა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ბ-–-- ნ-------ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 05 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაული ბ-–-- ნ-------სთვის არ ყოფილა პირველი შემთხვევა და იგი წინათაც იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის. კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ-–-- ნ------- მსჯავდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რამაც ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე ბ-–-- ნ-------მ კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. პალატა მიუთითებს, რომ ნასამართლობა და მით უმეტეს, ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ბ-–-- ნ-------მ დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით, კერძოდ, იგი ჯერ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით ემუქრებოდა ი-–--–- ა-----------ს ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რასაც თან მოჰყვა მის მიერ იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გაისროლა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მუქარისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბ-–-- ნ-------სთვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის _ ჯარიმის დანიშვნას ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობა შესაძლებლობას მისცემს ბ-–-- ნ-------ს, იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, გააანალიზოს წარსული შეცდომები და შეცვალოს ცხოვრების წესი. აქედან გამომცინარე, მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რ----- მ-----ს უარი უნდა ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------სთვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, არასწორად გამოიყენა ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესს, რაც უნდა გასწორდეს. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------ს სასჯელის ვადაში ჩაუთვალა წინა განაჩენის მიხედვით დაკავებაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, რაც არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში არ ხდება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილის ჩათვლა საბოლოო სასჯელის ვადაში. მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ ნაწილში ცვლილება შეიტანოს განაჩენში და გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, რადგან ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრით არ მოუმართავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ბ-–-- ნ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ბ-–-- ნ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბ-–-- ნ-------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-–-- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
6.მსჯავრდებულ ბ-–-- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 08 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენის მიხედვით დაკავებაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ-–-- ნ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი მასრა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/