განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002430751
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002430751

საქმე №1/ბ-799-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ზ---ა ჭ---–-----ის,მსჯავრდებულის - ო----- ა------------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო----- გ-------–ის ძე ა------------ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 21 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ი----------ის გამზირი # 9--,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო----- ა------------ემ ჩაიდინა: 1. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; 2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2012 წლის 24 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი ა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (11 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი). 2015 წლის 13 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი ა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

2017 წლის 18 სექტემბერს, დღის საათებში, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა ო-----ი ა------------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, გ---–--–--ის ქუჩის N3--ში მდებარე მ-----– რ---–---–ის საცხოვრებელ სახლში და შეეცადა სხვადასხვა დასახელების ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.

 

2. 2012 წლის 24 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი ა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (11 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი). 2015 წლის 13 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი ა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა ო-----ი ა------------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ვ----– ბ-------ის ქუჩის N6--ში მდებარე ა-----– თ---–---ძის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----– თ---–---ძის კუთვნილ 800 ლარსა და 50 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ა-----– თ---–---ძეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ო-----ი ა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო-----ი ა------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ო-----ი ა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ო----- ა------------ე და მის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------ი დ---–-–-ილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ო. ა------------ის მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: მსჯავრდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი დავადებულია ქრონიკული დავადებით. ო. ა------------ე არ ყოფილა წასწრებული დანაშაულის ჩადენისას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ო----- ა------------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს ზ---ა ჭ---–-----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო----- ა------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ო----- ა------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა-----– თ---–---ძის და მ-----– რ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ლ--–- უ----–--ას, ნ----- ფ----–-----ძის, ე-----ი მ---ის გამოკითხვის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდებით, 2012 წლის 24 იანვრისა და 2015 წლის 13 ივლისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ო----- ა------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ ო----- ა------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და მას განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სსკ-ის 50-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ო----- ა------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------ი დ---–-–-ილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქლაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ო-----ი ა------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო-----ი ა------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ო-----ი ა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება :

 

ა-----– თ---–---ძის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდი, 2017 წლის 1 ოქტომბერს ო----- ა------------ისაგან აღუბული ნერწყვის ნიმუში, ო----- ა------------ის ხელის ნიმუში - დაქტილობარათი, მ-----– რ---–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ო----- ა------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ა-----– თ---–---ძის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელჩანთა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ო----- ა------------ის მაისური და ო----- ა------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა, სამაჯური, ერთი წყვილი საყურე, ერთი ცალი ცეპი, კულონით, ჯვარი, ფულადი თანხა 2970 ლარი, შავი ფერის ძაფი, კულონით ცეპი და ჯვარი, ხის ბურთულებიანი ცეპი და ჯვარი, სამაჯური, 4 ბეჭედი, მაჯის საათი, საფულე, 3 ცალი ერთლარიანი მონეტა, 1 ცალი 2 დოლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, მობილური ტელეფონი, მობილურის დასამუხტი, ო----- ა------------ის პასპორტი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში) - დაუბრუნდეს ო-----ი ა------------ის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (ა-----– თ---–---ძის საცხოვრებელ სახლი) გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილას დათვალიერების დროს (მ-----– რ---–---–ის საცხოვრებელ სახლი) გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე